ეცადეთ, თქვენ რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ და ძალიან ყურადღებით უსმინოთ, რას ლაპარაკობენ სხვები
ეცადეთ, თქვენ რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ და ძალიან ყურადღებით უსმინოთ, რას ლაპარაკობენ სხვები
ბერის წერილი ხორციელ შვილებს - ბექას და დაჩის. დასაწყისი იხილეთ გასულ ნომერში.
"ახლა მინდა სწავლის საშუალებებზე გესაუბროთ, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მეტის მიღწევა.

სწავლის ძირითადი საშუალებაა ლოცვა! დიახ, ლოცვა, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ ჩემი ასეთი მტკიცება და იტყვით, რომ თქვენს სკოლაში ამ სწავლებას არავინ იყენებს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. გთხოვთ დამიჯეროთ და გააკეთოთ ისე, როგორც გეუბნებით, შემდეგ კი თქვენ თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. ლოცვის გარეშე დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია ქარის მიერ ჰაერში ასროლილ ფოთლებსა ჰგავს, რომლებიც უწესრიგოდ და უმიზნოდ დაფრინავენ. ლოცვით უნდა დაიწყოთ სასწავლო პროცესი და ლოცვით დაამთავროთ. ლოცვა დასაწყისში თქვენ ღვთის კურთხევას და მხარდაჭერას მოგიპოვებთ, ლოცვა ბოლოს დაალაგებს ყველა დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას, ჭეშმარიტების საცერში გაატარებს მას, გაგცემთ კითხვებზე პასუხს, დაამშვიდებს თქვენს სულს, ახალი ენერგიით აღავსებს თქვენს დაღლილ სხეულს და, რაც მთავარია, აგაცილებთ შეცდომებს, რადგან თქვენ ლოცვის დროს ურთიერთობა გექნებათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან - ღმერთთან. როგორ უნდა ილოცოთ? განმარტოვდით, დახუჭეთ თვალები, მთელი ყურადღება მიაპყარით თქვენს გულს და ესაუბრეთ ღმერთს როგორც პიროვნებას, უთხარით, რაც გინდათ, რაც გაწუხებთ, რაც გიხარიათ; ილოცეთ მშვიდად, გულით, ღვთისადმი სიყვარულით და მოწიწებით, ბევრი სიტყვით არ არის აუცილებელი, მთავარია ლოცვის დროს თქვენი გულისყური მთლიანად მიუძღვნათ ღმერთს და სხვა რაიმეზე არ იფიქროთ, გწამდეთ, რომ ის გისმენთ, გჯეროდეთ, რომ მას არანორმალურად უყვარხართ. არ არის აუცილებელი რაიმე კონკრეტულის თხოვნა, მან იცის, თუ რა გჭირდებათ თქვენ და რა არის თქვენთვის სასარგებლო, და თუ მაინც რაიმეს სთხოვთ და ეს არ შეგისრულათ, არ გაივლოთ წყენა გულში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მან იცის, ამ სურვილის ასრულება თქვენ ზიანს მოგიტანთ. ყოველი მეცადინეობის წინ თქვით "მამაო ჩვენო" და დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "სიტკოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, უფალო, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენეს" (ფს. 118, 66). შეგიძლიათ ილოცოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში; ღვთისკენ მიმართული, რწმენით და სიყვარულით გაჟღენთილი ერთი სიტყვაც უკვე ლოცვაა და მას ისმენს ყოვლადმოწყალე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დიდება მის წმინდა სახელს.

სწავლის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ასევე კითხვა. ჩემო შვილებო, ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენეთ კითხვისათვის. ყოველდღე, სულ ცოტა, ნახევარი საათი დაუთმეთ ბიბლიის კითხვას. უნდა ისწავლოთ სწორად კითხვა, სასულიერო ლიტერატურა და ბიბლია სხავაირად უნდა წაიკითხოთ, ვიდრე გასართობი ლიტერატურა ან მეცნიერული ნაშრომები. უფრო გრძნობით, ვიდრე გონებით, უფრო გულით, ვიდრე ტვინით, უფრო ნელა და დამშვიდებით, ვიდრე აღტყინებით და კრიტიკული თვალით. ბიბლია იკითხეთ როგორც ერთი მთლიანი და ნუ ჩაეკირკიტებით პირველსავე გაუგებარს, გირჩევთ გაუგებარი გამოტოვოთ და განაგრძოთ კითხვა, გარწმუნებთ, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და ერთგულებას, თუ თქვენს ლოცვებში ღმერთს სთხოვთ გაუგებარი აგიხსნათ, მაშინ დროთა განმავლობაში გაუგებარიც გაგეხსნებათ და გასაგები გახდება. იკითხეთ ისევ და ისევ თავიდან. დამიჯერეთ, თქვენ სულ უფრო ახალს და ახალს აღმოაჩენთ მასში, იმ ადგილებშიც კი, სადაც ადრე რაიმე საინტერესო ვერ შეამჩნიეთ. ბიბლია - ეს სიცოცხლის წიგნია, მისი სიღრმე და მრავალმხრივობა განუზომელი და მიუწვდომელია, ის არის ყოველი ქრისტიანის ყოველდღიური სახელმძღვანელო.

სულ სხვა მიდგომაა საჭირო ფილოსოფოსთა და ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას. ფილოსოფია და ლიტერატურა არის ადამიანის შემოქმედების ნაყოფი, ამიტომ ისინი შეცდომათა სფეროს განეკუთვნებიან, ამიტომ მკითხველმა ისინი არ უნდა აღიქვას როგორც საბოლოო ჭეშმარიტება, ისინი უნდა მიიღოს როგორც უბრალო ნააზრევი, როგორც ხელოვნება. ისტორიას თუ გადავხედავთ, არც ერთი ფილოსოფიური მოძღვრება და ლიტერატურული მიმდინარეობა არ იყო ჭეშმარიტების უკანასკნელი სიტყვა, არამედ დროის მსვლელობასთან ერთად ისინი მუდმივად იცვლებოდნენ, ადამიანის გონების განვითარების დონისა და გემოვნების შესაბამისად. ამიტომ თუ მკითხველი მიეჯაჭვება რომელიმე ავტორს ან მის იდეას, ამით ბევრს წააგებს. თქვენ, ჩემო შვილებო, იყავით დისტანციური, შორიდან, მეთვალყურის პოზიციით იკითხეთ. ასეთი კითხვა კარგია ბევრი მიზეზით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრჯერ მოგიწევთ ურჯულო ადამიანთა დაწერილის წაკითხვა და თუ არ გექნებათ განყენებული კითხვის ჩვევა, მაშინ თქვენზე ადვილად გადმოვა ამ ნაწარმოების პროვოკაციული სული, გაღიზიანება და აგრესია, ამიტომ იკითხეთ დისტანციური პოზიციით. ჩემი ერთი ფრანგი მეგობარი მიყვებოდა, რომ როცა ის რადიოში ან ტელევიზიით გაიგებდა, რომ დიდი შტორმი იყო მოსალოდნელი, დააჯდებოდა მანქანას და 100კმ-ს გაივლიდა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირომდე იმისთვის, რომ თვალყური ედევნებინა თუ როგორ ასკდებოდნენ ოკეანის, უზარმაზარი ტალღები კლდიან ნაპირებს, ეს თურმე არაჩვეულებრივი სანახავია, მაგრამ ყველაზე სასიამოვო, როგორც ის ამბობს, ამ პროცესში ის იყო, რომ მიუხედავად ბუნების ძლევამოსილი თამაშისა, ის შორიახლო გორაზე განლაგებული რესტორნის ტერასიდან უვნებელი უთვალთვალებდა ყველაფერ ამას. აი, თქვენც ასევე შორიდან, მეთვალყურის როლში იკითხეთ. კარგია კითხვის დროს წამოჭრილი შეკითხვებისა და პრობლემების რვეულში ამოწერა. შემდეგ კი ეძებეთ პასუხები ამ კითხვებზე. არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები სხვა წიგნებში - ენციკლოპედიებში და ცნობარებში არის მოცემული, არის კითხვები, რომლებზეც პასუხები სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა, საგნის მცოდნეებმა იციან, ამიტომ შესაბამისად უნდა იმოქმედოთ, უნდა ისწავლოთ ენციკლოპედიებთან მუშაობა, გაბედოთ შეკითხვების დასმა. კარგად და სწორად ჩამოყალიბებული შეკითხვა უკვე ნახევრად გაცემული პასუხია. შეკითხვის ღირსება მისი პრობლემატურობა და ლაკონიურობაა, ანუ რაც შეიძლება ნაკლები სიტყვებით საქმის არსის გადმოცემა. შეეკითხეთ ყველას, მასწავლებლებს, დედას, ბებია-ბაბუებს, ამხანაგებს, უცხო ადამიანებს, შეკითხვა არ არის უზრდელობა, მხოლოდ თავმდაბლად და ზრდილობიანად მიმართეთ ადამიანებს.

სწავლის ერთ-ერთი საშუალებაა აგრეთვე მოსმენა. ყურადღებით მოსმენა - ეს დიდი ნიჭია, ადამიანი, რომელიც კონცენტრირებულია მოლაპარაკის ნათქვამზე, ბევრს იგებს, რადგან ხშირად ერთი პრობლემის ან საკითხის ირგვლივ რაიმე ინფორმაცია რომ მოიპოვო, ათობით წიგნი უნდა წაიკითხო, ხოლო მასწავლებელმა ან სხვა სპეციალისტმა უკვე იცის ეს საკითხი და მზა, ჩამოყალიბებული სახით გადმოსცემს, ამიტომ კარგი მსმენელი ბევრ დროს იგებს. აი, სცადეთ და მოუსმინეთ მასწავლებელს გაკვეთილის ახსნის დროს ძალიან ყურადღებით, მაშინ თქვენ ამ გაკვეთილის შესწავლა სახლში ძალიან გაგიადვილდებათ და ნაკლები დრო დაგეხარჯებათ. შვილებო, იყავით ყურადღებით და უსმინეთ სხვებს (მხედველობაში მაქვს ყური უგდეთ და არა მათ ჭკუაზე იაროთ), ბიბლია გვირჩევს: "თუ მზად ხარ მოსმენისთვის, იქნები ნასწავლი, თუ ყურს უგდებ სხვებს, მიიღებ განათლებას". ეცადეთ თქვენ რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ და ძალიან ყურადღებით უსმინოთ, თუ რას ლაპარაკობენ სხვები, განსაკუთრებით ყურადღებით უსმინეთ მასწავლებლებს, პროფესიონალებს, საგნის მცოდნეებს, გამორჩეულად საინტერესო ინფორმაცია ჩაიწერეთ, წამოჭრილ კითხვებზე იფიქრეთ და თავად თუ ვერ გაეცით პასუხი, სხვებს ჰკითხეთ.

***
სწავლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ასევე წერა. მხედველობაში მაქვს თქვენი ნააზრევის ქაღალდზე გადმოტანა. კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას შეაჯამებთ, თქვენს ნაფიქრალს, დარდს თუ სიხარულს, შთაბეჭდილებებს, ფანტაზიებს თუ ჩაიწერთ, თქვენ თანდათან გამოგიმუშავდებათ წერის კულტურა. ნააზრევის ქაღალდზე გადმოტანა ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენაზე ან პიროვნებაზე, ან ბუნებაზე თქვენი პირადი აზრის ან შთაბეჭდილების დაწერას, ეს აზრი უნდა იყოს თავისუფალი ანალიზის შედეგი. რას ნიშნავს თავისუფალი ანალიზი? ერთმა ფილოსოფოსმა თავის დროზე თქვა: "ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ". ამით საფუძველი დაუდო თავისუფალ (ანარქიულ) აზროვნებას ანუ აზრის თავისუფლებას, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს უდიდესი შეცდომაა, მე ვფიქრობ, ყველა პატიოსანმა ადამიანმა უნდა თქვას: "მწამს ღმერთი, ესე იგი ვარსებობ", რადგან ღმერთის გარეშე არც ჩვენ ვიქნებოდით, არც ჩვენი აზროვნების ობიექტი და არც ჩვენი აზროვნების აპარატი (ტვინი). ეს ფილოსოფოსი და მისი მიმდევრები ჰგვანან უთოს, რომელიც ამბობს: "ვაუთოებ, ესე იგი ვარსებობ" და რომელსაც ავიწყდება, რომ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაუთოება, თუ დენის წყაროსთან არის შეერთებული. ჩვენთვის, ადამიანებისთვის, "დენის წყარო" არის ღმერთი და აზროვნების პროცესში მისი უგულებელყოფა, რბილად რომ ვთქვათ, წყლის ნაყვაა, უბრალოდ ყოყოჩი პოზაა და მეტი არაფერი. ღმერთის უგულებელყოფა ნიშნავს, ღრმა წყალში ჩაგდებული ადამიანი იმას ცდილობდეს, რომ არ დასველდეს. ღმერთი ხომ ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის არის. ყველაფერი მისი შექმნილია, მისით არის და მისთვის არის, როგორ შეიძლება შექმნილის გაგება და გააზრება შემოქმედის გარეშე, ტრაქტორის მოხნულს ხომ ჩანგლით ვერ გაფარცხავ, ღმერთის გაკეთებული რომ გაიგო, მასავით უნდა აზროვნებდე, ესე იგი მასთან უნდა იყო უწყვეტ კონტაქტში. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ღვთისმოშიშია და რომელიც ღვთის მცნებებით ცოცხლობს, მზად არის შეუმცდარი და ჭეშმარიტად თავისუფალი აზროვნებისთვის. სახარება გვეუბნება: "უფალი არის სული და სადაც არის უფლის სული, იქ არის თავისუფლება" (2კორ. 3,17). დიახ, უფალი ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი მიდრეკილებისგან და ჭეშმარიტად თავისუფალია, ხოლო ურწმუნო ადამიანი ყოველთვის არის ამა თუ იმ გარემოების, საგნის თუ მოვლენის მონა და ყოველთვის მიკერძოებულია, თუნდაც გარეგნულად ის სრულიად დამოუკიდებელი ჩანდეს, ასეთ ადამიანთა ნააზრევი აშვებულ, გაავებულ ხარს ჰგავს, რომელსაც ძალა და სიჩქარე კი აქვს, მაგრამ საით მიედოს და რას დაეჯახოს, არ იცის, ასეთ აზრებს მხოლოდ უბედურება მოაქვს. ამიტომ, შვილებო, ენდეთ უფალს და ის გაქცევთ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანებად.

***
სწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება არის დაკვირვება. მხედველობაში მაქვს თქვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე დაკვირვება. ზუსტად ვიცი, რომ დაგისვათ, ერთი შეხედვით, უბრალო კითხვები, პასუხს ვერ გამცემთ: აი, მაგალითად, რამდენი მერხია თქვენს კლასში? რამდენი სავარძელია სამარშრუტო ტაქსში? რამდენი ფანჯარა აქვს თქვენს ბინას? თუ ახლა სპეციალურად არ დაითვლით, თქვენ პასუხი არა გაქვთ, არადა ეს კითხვები ეხება ისეთ გარემოს, რომელთანაც მუდმივ კონტაქტში ხართ, მიზეზი არის უყურადღებობა. თქვენ ალბათ მკითხავთ: რატომაა მნიშვნელოვანი ასეთი უმნიშვნელო ფაქტების ცოდნა? ჯერ ერთი, ამქვეყნად არაფერი უმნიშვნელო არ არსებობს! ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ, დღეს თუ ხვალ გამოგადგებათ. მეორეც, თუ თქვენ მიეჩვიეთ დაუდევრობით ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი ფაქტების უგულებელყოფას, მაშინ, მერე და მერე, ძალიან მნიშვნელოვანიც გამოგრჩებათ, ამიტომ აქედანვე ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით. ისეთი ფაქტებიც კი გამოიძიეთ და დაიმახსოვრეთ, როგორიცაა, მაგალითად: რამდენი საფეხურია თქვენი ბინის კარამდე, რამდენი ფანჯარაა თქვენი სკოლის თითოეულ სართულზე, რამდენი... რამდენი... რამდენი... ყველაფერი, რისი დათვლაც შეიძლება, დაითვალეთ და დაიმახსოვრეთ, რაოდენობის გარდა დაიმახსოვრეთ აგრეთვე საგნების ფორმები, ფერები, ადამიანთა ჩვევები, თვისებები, მიდრეკილებები. ერთი სიტყვით, იყავით ზედმიწევნით დაკვირვებულნი. დაკვირვების უნარის გავარჯიშება შეიძლება ერთი თამაშით, ის შეგიძლიათ ერთმანეთს ეთამაშოთ. თამაში ასეთია: ერთ-ერთი თქვენგანი დაიხუჭება, ხოლო მეორე მოსუფთავებულ მაგიდაზე ალაგებს რამდენიმე ნივთს, მერე დახუჭული ახელს თვალს და ორი წუთი აკვირდება მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს, რის შემდეგ ისევ მიბრუნდება და ქაღალდზე წერს, თუ რა ნივთები აწყვია მაგიდაზე. აღწერს თითოეულს. მერე მეორე იხუჭება და ამჯერად ის აკვირდება უკვე სხვა ნივთებს. ვინც უფრო ზედმიწევნით აღწერს ყველა ნივთს, ის იმარჯვებს. თამაში მით უფრო რთულია, რაც მეტია ნივთების რაოდენობა და რაც ნაკლებია დაკვირვების დრო, თუ ყოველდღე ითამაშებთ ამ თამაშს, ერთი წლის მერე თქვენ თითქმის ფოტოგრაფიული დამახსოვრების უნარი გამოგიმუშავდებათ, მთავარია დაინტერესება, მონდომება და თანმიმდევრობა.

***
სწავლის საშუალებაა აგრეთვე დასვენება. დიახ, დასვენება. ადამიანის გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა გაწონასწორებული უნდა იყოს, თორემ ერთ-ერთის გადამეტებამ დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. იმოძრავეთ ბევრი, სულ მცირე ორი საათი დღეში. ეზოში ითამაშეთ ფეხბურთი ან სხვა რამ. ყოველი საათი მეცადინეობის მერე ათი წუთი ივარჯიშეთ. ვფიქრობ, ამ სფეროში თქვენი გადაბირება არ არის საჭირო, ამას თქვენ ისედაც სიხარულით გააკეთებთ, ამიტომ სიტყვას არ გავაგრძელებ.

გთხოვთ ყურად იღოთ ჩემი რჩევები, მხოლოდ თავიდან გაგიჭირდებათ მათი შესრულება, სამაგიეროდ, ცოტა ხანში ისე შეეჩვევით, რომ სწავლის პროცესი თქვენთვის სასიამოვნოდ იქცევა. შედეგად კი თქვენ მიიღებთ შეუფერებელ და აუწონავ სიმდიდრეს - სიბრძნეს თუ თქვენი მონდომება შეუერთდება ღვთისადმი რწმენას და ნდობას, მაშინ ჭეშმარიტად ინტელექტუალურ ადამიანებად ჩამოყალიბდებით და თქვენ ამ ცხოვრების სიძნელეები ვერ შეგაშინებენ. თქვენ არა გყავთ ისეთი მამა, რომელიც თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე იზრუნებს, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აღმოჩნდებით პირისპირ ცხოვრების დაუნდობელ სიმკაცრეებთან და თუ მანამდე სათანადოდ მოემზადებით ანუ ისწავლით ისე, როგორც მე გირჩევთ, მაშინ საშიში არაფერი გექნებათ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ბევრი რამ აუცილებელი გაკლიათ, ნუ შეგრცხვებათ, რომ ისე არ გაცვიათ, როგორც სხვებს, მთავარია დამიჯეროთ და, სანამ დროა, ისწავლოთ, თავაუღებლად ისწავლეთ. მერწმუნეთ, თუ დამიჯერებთ, მოვა დრო, თქვენი ჩაცმულობა, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ყველას დაავიწყდება, მაგრამ თქვენი განათლება და სიბრძნე ყველას მიერ საქები და დაფასებული იქნება. თქვენ იოლად დაძლევთ ყველა სიძნელეს და ნებისმიერ ასპარეზზე წარმატება გელოდებათ, მით უმეტეს, რომ ღვთის სიყვარული და მხარდაჭერა თქვენს მხარეს იქნება. უფალო, ღმერთო, იესო ქრისტე, ყოვლადმოწყალეო, გემუდარები, გაუნათე გონება ჩემს შვილებს, აჩუქე სულიწმინდის მადლი, წმინდა რწმენა, სწავლის წყურვილი და ჯანის სიმრთელე.

დაბოლოს, მინდა ასეთი გაფრთხილება მოგცეთ: განათლებას, როგორც წამალს, აქვს ერთი დამღუპველი უკუჩვენება - ის კვებავს ადამიანთა სიამაყეს და პატივმოყვარეობას, განათლებულ ადამიანს ადვილად ეუფლება ეს გამანადგურებელი სენი, ივიწყებს ღმერთს და საკუთარი შესაძლებლობები განუსაზღვრელი ჰგონია. ბევრი მეცნიერი და გამოჩენილი ადამიანი დაავადდა პატივმოყვარეობის სენით - დაივიწყა ღმერთი და სული წაიწყმიდა, ამიტომ ფრთხილად, ჩემო შვილებო, რაც არ უნდა განათლებულები გახდეთ, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ მიწა ხართ და მტვერი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ასი წლის მერე წარდგებით ღვთის უზენაეს სამსჯავროზე. სიამაყე არის სიკვდილის დედა, პატივმოყვარეობა - ყველა ცოდვის სათავე, ეგოიზმი - სულიერი სიბრმავის და პარალიზების წყარო, ამ თვისებებით თქვენ ღვთის სამსჯავროს ვერ გაივლით, მხოლოდ თავმდაბლობა და თვინიერება არის გარდარჩენის გზა, მხოლოდ მორჩილთ, თვინიერთ და თავმდაბალთ შეუძლიათ გახდნენ სულით უბრალონი, მშვიდნი და წმინდანი გულით, მათ კი ეკუთვნით სასუფეველი ცათა!

თქვენთვის მლოცველი თქვენი მამა
2002 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat