ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ისლამი არაბული სიტყვაა და მორჩილებას ნიშნავს. ისლამის წარმოქმნა, განვითარება და გავრცელება მჭიდროდ უკავშირდება თავად არაბებისა და შუა აზიის, აღმოსავლეთისა და აფრიკის ხალხების ისტორიას. ისლამის მოძღვრების უკეთ გაგებისთვის საჭიროა არაბეთის რეგიონის ძირითად, წინაისლამისტურ რელიგიურ მიმდინარეობებს გავეცნოთ.

არაბეთის წინაისლამისტური რელიგიები
ისლამის ჩამოყალიბებამ მეტწილად განსაზღვრა არა მხოლოდ არაბთა რელიგიური ორიენტაცია, არამედ მათი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება. ახალი რელიგიის გაჩენამდე არაბეთის ნახევარკუნძულზე ძირითადად ბედუინები სახლობდნენ. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და მრავალრიცხოვანი ოჯახებით დიდ ტერიტორიებზე გადაადგილდებოდნენ. მექა, მედინა და სხვა ქალაქები მათ სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდა. ამ ქალაქებში უფრო მეტად მოვაჭრეთა ოჯახები სახლობდნენ. ზოგიერთი ოჯახი ბედუინებსაც მეთაურობდა. არაბების სარწმუნოებრიობას ძირითადად პოლითეიზმი წარმოადგენდა. მათი ღმერთების მრავალრიცხოვანი პანთეონი როგორც ადგილობრივი, ისე ირანისა და რომის ზეგავლენით იყო შექმნილი. ციური სხეულების გვერდით ადამიანის გრძნობებისა და მდგომარეობების ამსახველ სიკვდილის, სიყვარულის, მეგობრობისა და ბედუინების მთავარ ღმერთს ალაჰსაც ვხედავთ. ბედუინებს უამრავი სალოცავი ადგილი ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს - "შავ ქვას" (სავარაუდოდ მეტეორიტის ნამსხვრევს, ინახება ქააბაში) ღმერთისაგან ბოძებულს უწოდებდნენ და სათანადო პატივსაც მიაგებდნენ.

მუჰამედი
ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი 570 წელს მექაში, ღარიბი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. იგი ადრე დაობლდა და ბიძასთან გაიზარდა; მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი, მოგვიანებით მან შეძლებული ოჯახის ქალი შეირთო და გამდიდრებულმა, ვაჭრობას მიჰყო ხელი. მუჰამედს შეეძინა შვილები, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში დაეხოცნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი დარჩა. იმ დროისათვის მექა და მისი შემოგარენი დიდ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ და ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა. იქ, როგორც იტყვიან, რელიგიური მრავალფეროვნება სუფევდა. მუჰამედი გატაცებით ისმენდა ბიბლიურ ისტორიებს, ხშირად უდაბნოში ბერმონაზვნების მსგავსად განმარტოვდებოდა და გონებას ზეცას მიაპყრობდა. 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამედი ორმოცი წლის გახდა, მას ანგელოზი გაბრიელი (არაბ. ჯიბრაილი) გამოეცხადა და სულის მარგებელი წიგნი უბოძა. მუჰამედმა კითხვა არ იცოდა, ამიტომაც უარი უთხრა ანგელოზს. პირველ გამოცხადებას მეორე მოჰყვა, სადაც ანგელოზმა კვლავ შესთავაზა მას წიგნის წაკითხვა, შემდეგ თავად დაიწყო კითხვა და მუჰამედმაც მის კვალდაკვალ გაიმეორა წარმოთქმული. შინ დაბრუნებულმა ყოველივე ცოლს უამბო. მანაც დაარწმუნა, რომ მუჰამედი ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. თითოეული გამოცხადება მთავრდებოდა მოწოდებით: "მოჰყევ!" ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამედი ღვთის ნებას დაჰყვა და ერთი ღმერთის - ალაჰის - მოციქულად და წინასწარმეტყველად შეირაცხა. თავდაპირველად მუჰამედის ქადაგებებმა ბრალმდებლის ხასიათი შეიძინა, ის ძირითად ყურადღებას ადამიანების მკვდრეთით აღდგომასა და განკითხვის დღეზე ამახვილებდა და თანამოქალაქეებს ერთი ღმერთის აღიარებას მოუწოდებდა. მექას მკვიდრთ ასეთი მოძღვრება და მოწოდებები არ მოეწონათ და მუჰამედი ქალაქიდან გააძევეს. 622 წელს მუჰამედი მედინაში გადასახლდა. მოგვიანებით ამ გადასახლებას ჰიჯრა ეწოდა. სწორედ ჰიჯრა გახდა ისლამური წელთაღრიცხვის ათვლის წერტილი.

მედინაში მუჰამედის ქადაგებამ რელიგიურ-პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ამას არაბების ისტორიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მუჰამედმა:

* აღიარა მხოლოდ ერთი ღმერთი (ალაჰი), სამყაროს შემქმნელი და მართალი მსაჯული;

* ბრძოლა გამოუცხადა ყოველგვარ კერპთაყვანისმცემლობას;

* არაბები ისლამურ, ალაჰის ერთგულ საზოგადოებად ჩამოაყალიბა (ებრაული და ქრისტიანული თემების გადაბირების ყოველგვარი მცდელობა ამაო გამოდგა);

* ჩამოაყალიბა ჯარი, 630 წელს დაიკავა მექა, რითაც ფაქტობრივად გააერთიანა მანამდე გაცალკევებული მომთაბარე არაბთა ტომები.

მუჰამედს 11 ცოლი და რამოდენიმე ქალიშვილი ჰყავდა (ახალდაბადებული ვაჟები მალევე იღუპებოდნენ). თავად მუჰამედი 632 წელს გარდაიცვალა.

ყურანი და ისლამური სწავლება
დღეს მსოფლიო რელიგიათა შორის ისლამი ერთ-ერთია. სარწმუნოების წყარო ყურანი (არაბ. ალ-ყურან - საკითხავი) მაჰმადიანთათვის უზენაეს და უაღრესად სრულ წიგნად ითვლება. მაჰმადიანობას წმინდა წიგნის რელიგიასაც უწოდებენ, რადგან, ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. ყურანი 114 თავისაგან (სურისგან) შედგება. ყურანის შექმნიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკურ მოძღვრებასთან დაკავშირებული საკითხების დაკონკრეტება, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანის სწავლების თავისებურებებია:

* ერთი ყოვლისშემოქმედი, ყოვლადმიუწვდომელი ღმერთის რწმენა;

* ანგელოზების რწმენა;

* რწმენა, რომ ღმერთი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა, იესოს და თვით უდიდესი წინასწარმეტყველის მუჰამედის საშუალებით უშუალოდ განაგებს კაცობრიობის ისტორიას;

* აღიარებს ძველსა და ახალ აღთქმას, როგორც წინასწარმეტყველურ წიგნებს, მაგრამ სწამს, რომ ყურანი ერთადერთი და მათზე აღმატებული წიგნია;

* სწამს და აღიარებს საყოველთაო აღდგომასა და უკანასკნელ სამსჯავროს;

* სწამს, რომ ღმერთი სრულად განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებას (კადარი).

ისლამური ღვთისმოსაობა
მუსულმანური ღვთისმოსაობა ანუ ისლამური სათნოება ხუთ ძირითად ბურჯზე დგას. ესენია:

1. ერთადერთი ღმერთის ალაჰის აღიარება: "არ არის ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი არის მისი წინასწარმეტყველი".

2. ყოველდღიური ხუთგზის ლოცვა (ნამაზი).

3. მოწყალება და კეთილი საქმეები.

4. სავალდებულო მარხვა რამადანის დროს (აისიდან დაისამდე ნებისმიერი საკვებისაგან თავშეკავება).

5. მომლოცველობა მექაში (ჰაჯი). მექაში მოგზაურობა და ქააბის მონახულება ყველა მუსულმანის წმინდა ვალია.

განხეთქილება ისლამში. შიიტები და სუნიტები
ისლამი ძალიან ადრე დაიყო ორ ძირითად მიმართულებად. სუნიტური ისლამი ყურანის ფუძემდებლური დებულებების ერთგული დარჩა. სუნიტები ამტკიცებენ, რომ არ არის აუცილებელი რელიგიურ-პოლიტიკურ ლიდერებს, ხალიფებს ჰქონდეთ სისხლით ნათესაობა მუჰამედთან. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ შიიტები - მეოთხე ხალიფა ალის მიმდევრები. ისინი კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისი მეუღლის ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. შიიტები ასევე ამირების არჩევითობის წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ძალაუფლება წინასწარმეტყველის ოჯახის წევრების, უმაღლესი მსაჯულების იმამების კუთვნილებად უნდა რჩებოდეს. თანდათანობით შიიტებში იმამების შესახებ ჩამოყალიბდა მოსაზრება მათი ღვთაებრივი წარმომავლობის თაობაზე. დროთა განმავლობაში შიიტობის წიაღში სხვადასხვა მიმართულება წარმოიქმნა. მათ შორის - ისმაილიზმი, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელ რელიგიას წარმოადგენდა. სუნიტები უმეტესწილად არაბები და თურქები არიან, ხოლო შიიტები ძირითადად ირანელები.

მისტიციზმი ისლამში
შიიტური ისლამის ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მასში ჩამოყალიბებული მისტიციზმი და სამონაზვნო ტიპის თემები. ამ პროცესს ხელი იმან შეუწყო, რომ წარსულში ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში შემავალი შუა აზიის ტერიტორიებზე ქრისტიანი ბერ-მონაზვნები ცხოვრობდნენ, რომელთა ნაწილიც ნეოპლატონისტური იდეების მიმდევარი იყო და მათში ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებდა ანტიკური პერიოდიდან გამოყოლილი სხვადასხვა სახის ფარული რელიგიური იდეები და მიმართულებები. მისტიციზმი ისლამში ვლინდება ადამიანის მცდელობით შეისწავლოს ყურანი, უხუცესების წინაშე გამოავლინოს მაქსიმალური მორჩილება და "ზიკრით" შეუერთდეს უფალს. "ზიკრს" დეტალურად შემუშავებულ რიტუალსა და ლოცვის ტექნიკას უწოდებენ. ზიკრის განხორციელების პროცესს თან ახლავს ღმერთის "სახელების" ჩამოთვლა, რომლის დროსაც სუნთქვის რეგულირებით, გონების კონცენტრირებით, განსაკუთრებული ფიზიკური მდგომარეობით ადამიანი საკუთარ "მე"-ს უნდა გაემიჯნოს და შეეცადოს ტრანსში ალაჰის არსს ჩასწვდეს. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის უზენაესთან მყოფობა.

მისტიკას ისლამში სუფიზმს ან დერვიშს უწოდებენ. IX-XIV საუკუნეების მანძილზე წარმოიქმნა 12 ძირითადი საძმო, ისინი ერთმანეთისაგან წესდებითა და ლოცვის ტექნიკით განსხვავდებოდნენ. ზოგიერთ საძმოში კოლექტიური "ზიკრი" კოლექტიური ცეკვითა და ერთობლივი როკვით მიიღწეოდა. ცნობილი ფილოსოფოსისა და პოეტის ჯალალედდინ რუმის მიმდევრებს ბზრიალა დერვიშებსაც უწოდებდნენ. ტრიალი საკუთარი თავის გარშემო მონოტონური მუსიკის თანხლებით მათ ისეთ მდგომარეობაში აგდებდა, რომელსაც ისინი ალაჰთან შერწყმად მიიჩნევდნენ.

ადამიანი ისლამში
ისლამმა ჩამოაყალიბა ფასეულობათა სისტემა, რომელიც ყველა მორწმუნემ ყოველგვარი განსჯის გარეშე უნდა მიიღოს. მუსულმანები დარწმუნებული არიან, რომ ეს ფასეულობები მათ ყურანის საშუალებით, უშუალოდ უზენაესისაგან გადმოეცათ და ამიტომაც უდავოდ ჭეშმარიტია. ისლამისათვის ადამიანის ქცევას მის გრძნობებსა და განცდებზე უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ისლამი უფრო საზოგადოებრივი რელიგიაა, ვიდრე პიროვნული. ისლამისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი პრინციპია:

* მამაკაცს ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობა უკავია. ქალი ითვლება უმდაბლეს არსებად "ქმარი ცოლის ზემდგომია" - ამბობს ყურანი (4:38; 34). ქორწინება მხოლოდ იურიდიული ხასიათისაა და ძირითადად მამაკაცის ნება-სურვილით უნდა შედგეს.

* პატივს მიაგებენ ერთმორწმუნეთა სიცოცხლეს, ღირსებას და საკუთრებას.

* რწმენის გავრცელებისა და უღირსი მმართველების დასასჯელად აღიარებენ წმინდა ომის (ჯიხადის) სამართლიანობას.

* აღიარებენ მონობის ინსტიტუტს. მისი გაუქმება უახლოეს წარსულში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით მოხდა (მაგ. საუდის არაბეთში 1962 წელს).

ყურანის პრინციპების დაცვის გარანტი რელიგიური და ზნეობრივი კანონები - შარიათია. ზოგიერთ ქვეყანაში ის დღემდე ოფიციალურად მოქმედებს და საზოგადოების ყოფისა და ქცევის ნორმები მისი ძალით განისაზღვრება (ირანი, პაკისტანი, ნიგერია, საუდის არაბეთი და ა.შ.).

ისლამი დღეს
მსოფლიო რელიგიების რიგში ისლამი დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობაა. დღეისათვის მუსულმანები მსოფლიოს 28 ქვეყანაში ცხოვრობენ (ეგვიპტე, ირანი, პაკისტანი, ერაყი და ა.შ.).

დასავლური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას წინ აღუდგა მუსულმანური საზოგადოების კულტურული და რელიგიური ტრადიციები. თანამედროვე შეხედულებები ოჯახზე, რელიგიასა და საზოგადოებაზე ისლამისტურ ხედვას არაფრით თანხვდება. ამასთან დაკავშირებით ისლამისტური ტრადიციების დამცველები ფუნდამენტალიზმისკენ - ისლამის პრინციპების კერძო და სახელმწიფო ცხოვრებაში მკაცრად განხორციელებისკენაა მიმართული.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის მიმართ ისლამისტურ სამყაროს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთ მათგანში (ირანი) სახელმწიფო მოწყობა და საკანონმდებლო სისტემა სრულიად ეფუძნება ისლამისტურ ტრადიციებს, სხვაში (თურქეთი) დასავლური ცხოვრების წესი მეტ-ნაკლებად მკვიდრდება და რელიგიაც სოციალურ-ტექნიკურ გარემოს შეესაბამება.

ქრისტიანული მისიონერული პრაქტიკის გათვალისწინებით ისლამისტური რელიგიური ცენტრები ცდილობენ დაარწმუნონ მსოფლიო, რომ ისლამისა და ყურანის დახმარებით თანამედროვე მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია. დასავლეთის ქვეყნებში მართლაც შეინიშნება გარკვეული ინტერესი სუფისტური, მისტიკური თეორიების მიმართ და სადღეისოდ ამ სწავლებათა ამსახველი ბევრი წყარო უკვე ითარგმნა სხვადასხვა ევროპულ ენაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat