ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
21. კათოლიციზმი
"კათოლიკური" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "საყოველთაოს", "ერთიანს" "მსოფლიოს". ეს სიტყვა გვხვდება მრწამსში და იკითხება როგორც "ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". მრწამსის საშუალებით მართლმადიდებელი ეკლესია გამოთქვამს თავის რწმენას, რომ იგი საყოველთაო, ერთიანი, მსოფლიო წმინდა კათოლიკური და სამოციქულო ეკლესიაა. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ წმინდა კათოლიკური და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური და რომაელმა ქრისტიანებმა, რომლებმაც დაარღვიეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დოგმები, ეს სახელწოდება უსამართლოდ მიითვისეს. შესაბამისად, რომის ეკლესიის მიერ მითვისებული აღნიშნული დასახელება "კათოლიკური" პირობითად გამოიყენება.

ეკლესიის გაყოფის მიზეზები
XI საუკუნის შუა წლებამდე აღმოსავლეთის და დასავლეთის ქრისტიანები, პერიოდული უთანხმოების მიუხედავად, ინარჩუნებდნენ ერთობას. აღმოსავლელი ქრისტიანები გაერთიანებული იყვნენ ოთხ: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქატში, ხოლო დასავლელი ქრისტიანები, ერთ - რომის პატრიარქატში და რომის პატრიარქი პაპის უძველეს ტიტულს ატარებდა.

სხვადასხვა მიზეზის, მით უფრო პოლიტიკურ-კულტურული განსხვავებების გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ ქრისტიანებს შორის ნელ-ნელა სუსტდებოდა საერთო შეხედულებები ერთიანი ეკლესიის შესახებ. აღმოსავლეთ ქრისტიანები ინახავდნენ ტრადიციულ რწმენას, რომ საეკლესიო (საყოველთაო, კათოლიკე) ტაძარი არის ცალკეული ქრისტიანული გაერთიანება, რომელიც ღვთისმსახურებას ადგილობრივი კანონიკური ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით აღასრულებს.

ეპისკოპოსებს შორის წოდებით ყველაზე მაღლა იდგნენ: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები. ეს ღვთისმსახურების დროს მათი სახელების მოხსენიების თანმიმდევრობაში გამოიხატებოდა, თუმცა მათი მადლი და უფლებები თანასწორი იყო: არც ერთ ეპისკოპოსს არ ჰქონდა პრივილეგია, მიწვევის გარეშე ჩარეულიყო მეორის საქმეში. რომში პაპის ძალაუფლებას თანდათან სხვაგვარი ელფერი მიეცა. რომის პატრიარქებმა ჩათვალეს, რომ ფლობდნენ ძალაუფლებას ყველა ეპისკოპოსსა და ქრისტიანზე მთელ მსოფლიოში.

უმაღლეს ძალაუფლებას ქრისტიანები ყოველთვის ანიჭებენ ეპისკოპოსთა კრებულს, მსგავსად მოციქულებისა, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავიანთ შეკრებებზე იღებდნენ. არც ერთ მათგანს არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაეწყვიტა რაიმე საკითხი, და ეს საკითხი ყველასთვის დაეკანონებინა.

რომმა უღალატა ამ წესს და გამოაცხადა, რომ პაპს შეეძლო ერთპიროვნულად მიეღო ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იყო ეკლესიასთან. ბოლოს და ბოლოს რომის პაპს მიენიჭა საზოგადოდ ყველაზე და კერძოდ საეკლესიო კრებაზე დიდი ძალაუფლება. ცხადია, ამ ფაქტს აღმოსავლეთ ქრისტიანები ვერ შეეგუებოდნენ.

რომის გასვლა ერთიანი მართლმადიდებელი მსოფლიო ეკლესიიდან
რომის გამოყოფა მართლმადიდებელი ეკლესიიდან მისივე ინიციატივით მოხდა. 1054 წელს აღმოსავლეთ ქრისტიანებთან მოლაპარაკებაზე პაპის მიერ წარგზავნილმა კარდინალმა ჰუმბერტმა თავისი უმეცრებით დაადანაშაულა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომ მან რწმენის სიმბოლოში იმ ადგილიდან, სადაც ლაპარაკია მამა ღმერთისგან სულიწმინდის გამოსვლის შესახებ, ამოიღო სიტყვა "და ძე". ნაცვლად "და სულიწმინდა უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს", ჰუმბერტი ითხოვდა ყოფილიყო: "რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს".

მოგვიანებით თავად კათოლიკეებმაც აღიარეს ჰუმბერტის პრეტენზიების აბსურდულობა, თუმცა მიღებული შედეგის გამოსწორება ვეღარ შეძლეს. ჰუმბერტმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ყველა მისი მხარდამჭერი სასულიერო პირი ანათემას გადასცა. ამის პასუხად, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა თავად ჰუმბერტი და ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა "მრწამსის" შეცვლაში, გადასცეს ანათემას და რომის პაპი პატრიარქების სიიდან საბოლოოდ ამოშალეს.

მრწამსის შეცვლის ისტორია ასეთია: I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიიღეს მრწამსის ტექსტი, ხოლო III მსოფლიო კრებამ ამ ტექსტში ყოველგვარი ცვლილების შეტანა აკრძალა. აკრძალვის მიუხდავად, VII საუკუნიდან დასავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში მრწამსის ტექსტში შეიტანეს ცვლილება: დაამატეს სიტყვა "და ძისაგან" (ლათინურად "Filioque"). თავიდან ამ ცვლილების წინააღმდეგ თავად რომის პაპებიც იბრძოდნენ. თუმცა უკვე XI ს-ში რომის ეკლესიამ სახეცვლილი მრწამსი დააკანონა.

ერთიანობის დაბრკოლებები
"Filioque" დღემდე რჩება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის აღდგენის მთავარ წინაღობად.

მეორე დაბრკოლებაა რომის პაპის მისწრაფება მოიპოვოს ერთპიროვნული ძალაუფლება მთელ ქრისტიანულ სამყაროზე. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები საშინაო საქმეების მართვაში საკუთარ თავს აბსოლუტურად დამოუკიდებლად მიიჩნევენ და ერთიანობის აღდგენისათვის შეუძლიათ დათანხმდნენ მხოლოდ რომის პაპის პატივს და არა მის ძალაუფლებას.

1870 წელს რომის ეკლესიამ მიიღო დოგმატი, რომლის მიხედვითაც, მაშინ, როდესაც პაპი ოფიციალურად (კათედრიდან) აცხადებს თავის მოსაზრებას რწმენისა და მორალის შესახებ, ის უცოდველია. თუმცა ისტორია სხვას ამტკიცებს: გარკვეულ შემთხვევებში პაპს ერეტიკული გადაწვეტილებებიც მიუღია. და მეტიც, საეკლესიო კრებასაც კი დაუშვია შეცდომა. მართლმადიდებლობა ითვალისწინებს ამ შემთხვევებს და ასევე იცის ქრისტეს სიტყვა იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე ეკლესიას ვერ დაამარცხებს, სწამს მხოლოდ ერთიანი ეკლესიის უცოდველობის და უარყოფს ყველა ადამიანის პრეტენზიას შეუცდომლობაზე.

სხვა მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ რომაული ეკლესია ღვთის მადლს ქმნილად მიიჩნევს, ისეთად, რაც ღვთისგან პრინციპულად განსხვავებულია. ეს ხდის შეუძლებელს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას. მართლმადიდებლური გამოცდილება და ღვთისმეტყველება სულიწმიდის მადლს უქმნელად, ღვთის ნაწილად განიხილავს და მასში კაცობრიობის გადარჩენას, ადამიანის ღმერთთან ერთობის ჭეშმარიტ საშუალებას ხედავს.

არსებობს მთელი რიგი სხვა კათოლიკური თავისებურებები, რომლებსაც ვერ დაეთანხმება მართლმადიდებლობა. მაგალითად, გადარჩენის შესახებ კათოლიკური სწავლების მიხედვით წინა პლანზეა გამოტანილი რაციონალისტურ-იურიდიული ასპექტები. მათი აზრით, ქრისტიანმა სულის გადარჩენისათვის, ჩადენილი ცოდვების გამო განრისხებული ღმერთისთვის პატიების სათხოვნელად და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცხოვროს ღვთისმოშიშად და აკეთოს კეთილი საქმეები. ამასთან, კათოლიკეები ფიქრობენ, რომ წმინდანები და მოწამენი გაცილებით მეტ კარგს აკეთებენ, ვიდრე აუცილებელია. ამრიგად, წარმოიქმნება "დამსახურებების ზარდახშა". ამ დამსახურებებს რომაული ეკლესია "ინდულგენციის" სახით მოწყალებად ანაწილებს (ადრე ეს ხდებოდა ფულის სანაცვლოდ). "ინდულგენციები" ეხმარება ადამიანს მაქსიმალურად შეამციროს განსაწმენდელში (განსაკუთრებული ადგილი, რომელიც რომაული ეკლესიის თვალსაზრისით არსებობს ჯოჯოხეთისა და სამოთხეს შორის) ყოფნის დრო და ტანჯვა.

კათოლიკურ სწავლებაში არსებობს დოგმატი ღვთისმშობლის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება წმინდა გადმოცემას. ისინი ამბობენ, რომ ღვთისმშობელი დაიბადა ადამის პირველქმნილი ცოდვისაგან გათავისუფლებული, ანუ ისეთივე, როგორიც იყვნენ ადამი და ევა სამოთხეში. ამ თვალსაზრისით გამოდის, რომ სანამ მაცხოვარი გამოისყიდიდა თავისი სიკვდილით კაცობრიობას ადამის ცოდვისგან, მანამდე შესაძლებელი ყოფილა თუნდაც ერთი ადამიანისათვის სრული უცოდველობა. ყოველივე ამის ფონზე, ეჭვის ქვეშ დგება მაცხოვრის ღმერთკაცობის საკითხი - მიიღო თუ არა იესო ქრისტემ დედისაგან ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება? 1950 წელს კათოლიკეების მიერ მიღებული ღვთისმშობლის სხეულით ამაღლებასთან დაკავშირებული დოგმატის მიხედვით, რომის ეკლესია გვასწავლის, რომ ღვთისმშობელი გარდაიცვალა თავისი ნებით (ანუ პირველქმნილი ცოდვისაგან თავისუფალი, არ დაემორჩილა სიკვდილს) და თავის შვილთან ერთად შეიქმნა კაცობრიობის ცოდვის გამომსყიდველი. აქ უკვე ჩნდება სერიოზული უთანხმოება ეკლესიის სწავლებაზე მაცხოვართან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ის იყო ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის.

რწმენის სიწრფელე და სისუფთავე ეკლესიისათვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მხოლოდ ნამდვილმა რწმენამ შეიძლება დაგვანახოს სულის ხსნის ჭეშმარიტი ორიენტირები. რწმენა არის ეკლესიის საერთო გამოცდილება და ღმერთის გამომსახველი რეალური სულიერი ძალა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩნდება მოსაზრებები, რომლებიც არ ეთანხმება ეკლესიის საერთო გამოცდილებას, ეს ნიშნავს, რომ იქმნება ახალი მიმართულება, რომელიც არ მიჰყვება ეკლესიის გზას. ასეთ მიმართულებას ერესი ეწოდება.

"Filioque", რომის პაპის უცოდველობა, მადლის ქმნილობა - ეს ისეთი სერიოზული ერესებია, რომლებმაც მთელი რიგი დასავლელი ქრისტიანები შეცდომაში შეიყვანა. სანამ რომი გააგრძელებს ამ ერესებზე დაყრდნობით არსებობას, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვერ შევლენ კათოლიკეებთან ეკლესიურ ერთობაში, რომელიც საერთო ლოცვასა და ზიარებაში აისახება, რადგან ასეთი ერთობა ჭეშმარიტი რწმენისა და, შესაბამისად, სულიერი გადარჩენის უარყოფა იქნებოდა.

სხვა განსხვავებები
განსხვავება არა მხოლოდ რწმენაში, არამედ ღვთისმსახურებაში, ეკლესიის მოწყობაში, მის მართვაში, დღესასწაულებსა და კალენდარშიც გვხვდება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის ეკლესიური ერთიანობის მთავარი წინააღმდეგობა. მართლმადიდებლობა არ ეთანხმება ნათლობის აღსრულებას წყლის გადავლებით ან დანამვით (ის ნათლულის მთელი სხეულით წყალში განბანის მომხრეა). კათოლიკეები თავიანთ ლიტურგიაში, რომელსაც "მესას" უწოდებენ, იყენებენ უფუარ პურს და ეზიარებიან მხოლოდ ქრისტეს სხეულს. კათოლიკეები არ თანხმდებიან ბავშვების ზიარებას და ზიარებისთვის ერთსაათიან მარხვას საკმარისად მიიჩნევენ.

კათოლიკური ეკლესიის მღვდლად კურთხევის თავისებურებას წარმოადგენს ცელიბატის კანონი, ანუ სასულიერო პირს არ აქვს დაოჯახების უფლება. თუმცა წმინდა წერილის მიხედვით სასულიერო პირთა უქორწინებლობა არ არის სავალდებულო. უფრო მეტიც, პეტრე მოციქული, რომელსაც კათოლიკეები სამღვდელოების მამამთავრად აღიარებენ, თვითონ იყო დაოჯახებული. გარდა ამისა, მსოფლიო ეკლესიისგან განსხვავებით, კათოლიციზმში შემოტანილია კარდინალის წოდება. კარდინალები პაპის შემდეგ უმაღლესი სასულიერო პირები არიან. დღეისათვის მათი რიცხვი 150-ია. ისინი ერთგვარ წმინდა კოლეგიას წარმოადგენენ და აქვთ პაპის არჩევის პრივილეგია. კათოლიციზმის ცენტრს წარმოადგენს ვატიკანის სახელმწიფო, რომელიც რომში მდებარეობს. პაპი მიჩნეულია დედამიწაზე იესო ქრისტეს ნაცვალად. ამავე დროს, ის ვატიკანის აბსოლუტური მონარქიცაა. თავად ვატიკანი, მიუხედავად თავისი სიმცირისა, სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით არის შემკობილი. მათ შორისაა: ფულადი ნიშნები, შეიარაღებული ძალები, დროშა და საპატიმროც კი.

მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ ეკლესიებს შორის დიალოგი კათოლიციზმის გამოყოფის მომენტიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. XX ს-ის მეორე ნახევრიდან კათოლიკური ეკლესია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მისი მოძღვრება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ადამიანისათვის. მაგალითად: დაუშვეს ღვთისმსახურების ნაციონალურ ენაზე აღსრულება, ამ დრომდე მესა მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა; დიდი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდებთან მუშაობას და ა.შ. კათოლიკური ეკლესია ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესია, ის 900 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს და ძირითადად გავრცელებულია: ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მიუხედავად მართლმადიდებლებსა და კათოლოკეებს შორის პრინციპული განსხვავებებისა, მათ მაინც ბევრი აქვთ საერთო. საერთო არის ის, რაც ინარჩუნებს რომის მართლმადიდებლობაში დაბრუნების იმედს. მით უფრო, რომ თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველები სულ უფრო მეტად აღიარებენ მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat