მეორედ მოსვლის წინ ათონს დედა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს და საქართველოში წამობრძანდება და ვინ იცის, იქნებ მაშინაც საჭირო გახდეს ერთი განდეგილი
მეორედ მოსვლის წინ ათონს დედა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს და საქართველოში წამობრძანდება და ვინ იცის, იქნებ მაშინაც საჭირო გახდეს ერთი განდეგილი
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):

ათონზე ბერული ცხოვრების ორი ფორმაა, ბერთა ნაწილი მონასტრებში ცხოვრობს, ნაწილი განდეგილად-სენაკებში, კალივიებში (ქოხებში), გამოქვაბულებში და ხის ფუღუროებშიც კი. პირველნი საერთო საცხოვრებელი წესდებით ერთ საძმოდ არიან გაერთიანებულნი და ერთ იღუმენს ემორჩილებიან, როგორც სულიერ საკითხებში, ასევე ფიზიკური მორჩილების საკითხებშიც. მეორენი კი - ანუ განდეგილები, საკუთარი ტიპიკონით (ტიპიკონი ერის ენაზე არის დღისწესრიგი) ცხოვრობენ, რომელსაც ან თვითონ საკუთარი სულიერი გამოცდილებით ადგენენ, ან უხუცესი ბერისგან იღებენ კურთხევით.
თუ როგორი ფორმით უნდა იცხოვროს ბერმა, ეს განპირობებულია მისი სულიერი მდგომარეობით, მისი ხასიათით და ბევრი სხვა ფსიქო-ფიზიოლოგიური პირობებით, კურთხევას ცხოვრების ამა თუ იმ ფორმაზე სულიერი მოძღვარი იძლევა. ზოგადად ათონზე მიღებულია განდეგილობის ორი ფორმა. ერთი, როცა დამწყები მორჩილი მორჩილად უდგება უკვე გამოცდილ განდეგილ ბერს და სიკვდილამდე მისი ხელმძღვანელობით ცხოვრობს და მეორე, როცა მორჩილი მონასტერში იწყებს მოღვაწეობას და მხოლოდ სულიერი განვითარების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ იწყებს განდეგილ ცხოვრებას ისევე ძველი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ან სრულიად დამოუკიდებლად.
თუ რომელი გზა, რომელი ფორმა ერგება წილად ამა თუ იმ ბერს, ეს მხოლოდ უფალმა უწყის. რაც შემეხება მე, ჩემი ათონზე მოღვაწეობის პირველი დღეებიდანვე განდეგილობაზე ვოცნებობდი, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ სულიერად ამისთვის მზად არ ვიყავი, ამიტომ დიდი მოშურნეობით შევუდექი ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა მაკარის კურთხევათა აღსრულებას და მხოლოდ შვიდი წლის მერე, ღვთის კურთხევით და ნებით, გახდა შესაძლებელი ჩემი სანუკვარი ოცნების აღსრულება.

KARIBCHE
მამა მაკარიმ მომცა კურთხევა, რომ ამავე მონასტრის კუთვნილ წმინდა ექვთიმე დიდის სენაკში დავყუდებულიყავი. დიდება უფალს! ეს სენაკი სულ 20 წუთის სავალ გზაზეა, ამიტომ ჩემს სულიერ მოძღვართან ძველებურად ინტენსიური კავშირი მაქვს, ყოველ შაბათს ვეზიარები მონასტერში. როცა ბერი მონასტრიდან ხდება განდეგილი, მაშინ მას მონასტერი ისევ უზრუნველყოფს ცხოვრებისთვის საჭირო პირობებით: საკვებით, ტანსაცმლით, სათბობით, მედ. დახმარებით, როგორც ჩვეულებრივ მონასტრის ბერს, ის საძმოს წევრად რჩება, მონასტრის ბერები მისთვის ლოცულობენ, ის კი მათთვის. ჩემი სენაკი კაპიტალურ შენობას წარმოადგენს, ოთახს აქვს რუსული ფეჩი, შეშა კი სავსეა ტყეში, ამ ზამთრისთვის სამყოფი ქართველმა ძმებმა (აქ მომუშავე ქართველებმა) დამიჭრეს, ღმერთმა დალოცოს ყოველი მათგანი.

პროდუქტს ყოველ შაბათს ვიღებ მონასტრის საწყობიდან, საცხოვრებელი ოთახის გარდა არის სამზარეულო. ასე რომ ნორმალური ცხოვრების ყოველგვარი პირობები მაქვს. შენობა (სიგრძით 20 მეტრია) კიბით ორად იყოფა და ერთ ბოლოში მე ვცხოვრობ, მეორეში ერთი რუმინელი ბერი, ჩვენ ორივე საკუთარი ტიპიკონით ვცხოვრობთ და ერთმანეთთან თითქმის არავითარი ურთიერთობა არა გვაქვს, ორივეს ტიპიკონით განსაზღვრული გვაქვს სრული მდუმარება, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში თუ ვესაუბრებით, თუმცა რუმინელი ძმა რუსულს ძლივს ლაპარაკობს, ამიტომ რომც გვინდოდეს დიდ ხანს საუბარი მაინც არ გამოგვივა, ერთ სენაკში კი იმიტომ განგვათავსეს, რომ დღესდღეობით მონასტრის ტერიტორიაზე საცხოვრებლად ვარგისი სხვა სენაკი არ აღმოჩნდა, მაგრამ მამა მაკარი მპირდება, რომ აღდგომამდე რომელიმე სხვა სენაკს რესტავრაციას გაუკეთებენ და ან მე გადამიყვანს ან მამა ომირონს და მერე სულ მარტო ვიქნები. მაღირსე მოწყალე ღმერთო!

***
ახლა თუ რა მიზანი აქვს განდეგილობას: განდეგილობა არის გულის განწმენდის ყველაზე საუკეთესო საშუალება. უდაბნოში (ასე ჰქვია განდეგილის სამოღვაწეო ადგილს) ყოველგვარი ადამიანური ცდუნებანი მინიმუმამდეა დაყვანილი, მხოლოდ სამი ვნების მოთოკვაღა რჩება: ძილი, ჭამა და ჩაცმა და თუ განდეგილმა ღვთის შეწევნით ეს სამი ვნებაც მინიმუმამდე დაიყვანა, ის თითქმის ანგელოზივით უვნებო ხდება და ამით მისი გული ნელ-ნელა იწმინდება, თან განდეგილი უწყვეტი ლოცვით ცდილობს ღვთის მადლის საკუთარი გულისკენ მომართვას და გარკვეული დროის მერე ის აქ, ამ მიწაზე, აღწევს ნეტარების ცნობილ დონეს: "ნეტარ არიან წმიდანი გულით, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

აი განდეგილის მიზანი, საშუალება კი სუფთა ლოცვაა. აი თუ როგორ ფორმულირებას აძლევს წმიდა ისააკ ასური განდეგილის და საერთოდ ყოველი ბერის ლოცვით მისწრაფებას: "ყოველი ღვთის შვილისათვის ამქვეყნად ყოველგვარი სათნოების მწვერვალი სუფთა ლოცვაა, და თუ ადამიანი არ მოკვდება ყველა სხვა ადამიანებთან მიმართებაში და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი, მდუმარებაში არ იღვაწებს, როგორც მკვდარი კუბოში, მაშინ ის მას ვერ მოიპოვებს, ვინაიდან წმიდა ლოცვა ყველაფრისგან განდგომას მოითხოვს".

აი განდეგილის მიზანი: მოიპოვოს სუფთა ლოცვა, რომელიც ყოველგვარი უცხო ფიქრისგან და აზროვნებისგან თავისუფალია გარდა ღვთიურისა და ასეთი ლოცვით განიწმინდოს ყოველგვარი ადამიანური ვნებებისაგან გული, რათა ღმერთი იხილოს!!!

ალბათ მკითხავთ, განა მონასტერში არ არის ეს შესაძლებელი? არის. მონასტრულ ცხოვრებასაც აქვს ბევრი საჭირო მექანიზმი იმისთვის შემუშავებული, რომ ბერმა სუფთა, უწყვეტი ლოცვის მადლი მოიპოვოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ხასიათის თავისებურებათა გამო საჭიროებენ უფრო ექსტრემალურ და მკაცრ პირობებს, ამას მხოლოდ უფალი წყვეტს და მოსაგრეს რაღაცნაირი ფორმით მიახვედრებს თუ სად არის მისი ადგილი. თუ როგორ მიმახვედრა მე მოწყალე უფალმა, თუ რომელი გზა უნდა ამერჩია, ამის შესახებ, სწორედ, არ მაქვს უფლება და კურთხევა დავწერო. სიტყვაზე უნდა მერწმუნოთ, რომ მე განდეგილი ღვთის ნებით გავხდი!!!

***
ათონზე განდეგილობა ძალიან დაფასებული ბერული ღვაწლია, არ არის მონასტერში ბერი, რომ განდეგილობაზე არ ოცნებობდეს, თუმცა ყოველი მორჩილებით ელოდება მოძღვრის ანუ ღვთის კურთხევას. საერთოდ, ქრისტიანული, ბერული ცხოვრება განდეგილობით დაიწყო, პირველი ბერები პავლე ფიველი, ანტონი დიდი, მაკარი მეგვიპტელი და სხვები განდეგილები იყვნენ. სწორედ განდეგილ ბერთა ირგვლივ იკრიბებოდა საძმო და ფუძნდებოდა პირველი მონასტრები. პირველი ათონელი ბერებიც განდეგილები იყვნენ, პეტრე ათონელი, ათანასე ათონელი და სხვები და მხოლოდ განდეგილად მოსაგრეობის ხანგრძლივი პროცესის მერე ითავეს მონასტრის დაარსება. ქართული მონასტრის დამფუძნებელი და პირველი იღუმენი წმიდა იოანე ათონელი მონასტრის დაარსებამდე ათი წელი შავ მთაზე დაყუდებული (განდეგილი) ბერი იყო, მერე ათანასე დიდს მორჩილად დაუდგა და მხოლოდ ამის მერე ითავა მონასტრის დაარსება. თვით დედა ღვთისმშობელმა განდეგილობა მოსაგრეობის ყველა სხვა ფორმათა შორის გამოარჩია: როცა მისი უწმიდესი ხატი ზღვით მოადგა ივერთა მონასტერს, მისი ზღვიდან გამოსვენების ღირსად დედა ღვთისმშობელმა განდეგილი გაბრიელი აირჩია, თუმცა, იქვე ნაპირთან ისეთი კორიფეები იდგნენ როგორც ღირსი იოანე ათონელი, ღირსი იოანე-თორნიკე ყოფილი, ღირსი ექვთიმე ათონელი - ბუმბერაზი წმინდა მამები, მაგრამ ხატის გამოსვენება წილად ხვდა უცნობ განდეგილს. არის ათონზე წინასწარმეტყველება, რომ მეორედ მოსვლის წინ ათონს დედა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს და საქართველოში წამობრძანდება და ვინ იცის, იქნებ მაშინაც საჭირო გახდეს ერთი განდეგილი.

მოკლედ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართალია ჩემი მონასტრული ცხოვრების შვიდი წლის განმავლობაში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ის, რასაც ახლა განვიცდი და ვგრძნობ ენით აუწერელი ბედნიერებაა, მე არ ვიცი კაცთმოყვარე უფალი რამდენ ხანს მაღირსებს ამ ბედნიერებით ტკბობას, მაგრამ ის ოთხი თვე, რაც აქამდე აქ გავატარე უკვე ათასად აღემატება ყოველგვარ ჩემს ოცნებას და მოლოდინს. დიდება უფალს! დიდება დედა ღვთისმშობელს!

მარად თქვენთვის მლოცველი
უღირსი ბერი ერმოლაოს განდეგილი
10.12.08. წმინდა ათონის მთა. საბერძნეთი.

ბეჭდვაელფოსტა
04.03. 2019
lela
მაიას იქნებ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ და მაშინ მიხვდებით, თუ რა "ტკბობაზეა"საუბარი, ეს მხოლოდ ქრისტეს სიყვარულს ეხება. სანწუხაროა ასე ხელაღებით ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ლანძღვა, თუმცა ეს მამა ერმოლაოსს კი არ აკნინებს, არამედ მხოლოდ ამ პოსტის ავტორს
28.02. 2019
Levani
მომეწონა, ზედმეტი მჭერმეტყველობის გარეშე, სადად და გასაგებად საუბრობს. ღმერთმა დალოცოსდა შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ ცოდვილებს.
27.02. 2019
maia
ისევ ტკბობაზე ბერია და ტკბობაზე ფიქრობს დასაუბრობს ეჰ საცოდავო კაცუნა განდეგილი იქნები თუ ყოფიერების მორევში ღმერთის მსახურება ყველგან შეიძლება ისე რომ ტკბობაზე არ შეჩერდე მამაჩემი არ იყო წმინდად მცხოვრები უბრალოდ პატიოსანი ქართული კაცისთვის ქართული ბუნებისთვის დამახასიათებელი პატიოსნებით იცხოვრა უამრავი უაროფითი თვისების მიუხედავად და ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო შვიდი წელი მწოლიარე იყო და ყოველი ღამე მისი ავადმყოფობის დროინდელი თეთრად გათენდა რაღაცნაირ არაამქვეყნიურ ლოცვაში შვილების ს ახელს ვარჩევდით მარტო და როცა გარდაიცვალა მისი სხეული ისეთი სუფთა გაწმენდილი მშვიდად ესვენა გულს გაგიხლეჩდა მითხარი ახლა შენ რომელიც მდუმარებაში ხარ და ტკბობაზე ფიქრობ უფალს როგორ დაინახავ უწმიდეს უნათლესს უსპეტაკესს უძლიერესს რომელსაც თავისი აზრით ებრძვის სატანა და ვერასოდეს დაამარცხა დიდება მას გაჩუმდით სახალხოდ მაინც გაჩუმდით
26.02. 2019
მაკა
გააძლეროს უფალმმა
სხვა სიახლეები
06.06.2018
მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს.
ერთხელ ვსეირნობდით. ქუჩაში ნაცნობი შეხვდა, მომეფერა და თქვა, - წვერები რომ ჰქონდეს, შენ იქნებოდიო.
18.05.2018
მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლის ერთგული ჯარისკაცები, სამშობლოს დამცველი რაინდები!
27.04.2018
ამ წერილის ავტორი პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა:

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოში
26.02.2018
დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი
28.12.2017
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მოანსტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულს ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) "კარიბჭის" მკხთხველს წლების განმავლობაში ანუგეშებდა თავისი წერილებით, მიძღნილი მშობლებისადმი თუ შვილებისადმი.
17.11.2017
გალაკტიონის დღიურიდან:
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ.
15.08.2017
იმისათვის, რომ წუთისოფელში ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ უფალთან თანამყოფობა, მონასტრულ ცხოვრებას ირჩევენ და უფლის წიაღში, ღვთის სახლში მკვიდრდებიან.
26.03.2017
არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიო გლობალიზაციის სენით არის შეპყრობილი: მიმდინარეობს აქტიური პროცესები ერთიანი, საყოველთაო საერო და საეკლესიო მმართველობის დასამკვიდრებლად და ეს ყველაფერი მსოფლიო ერთმმართველობის სამზადისია.
05.08.2016
ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) დედისადმი გაგზავნილ პირად წერილებში მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტი იერემიას შესახებ წერს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
წმინდა ნექტარიოსი, პენდაპოლეოსის ეპისკოპოსი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ამგვარ განმარტებას გვაძლევს: