მამა ერმოლაოსი: მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი
მამა ერმოლაოსი: მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი
იმისათვის, რომ წუთისოფელში ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ უფალთან თანამყოფობა, მონასტრულ ცხოვრებას ირჩევენ და უფლის წიაღში, ღვთის სახლში მკვიდრდებიან.

ათონის წმინდა მთაზე, პანტელეიმონის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე ქართველ ბერზე, მამა ერმოლაოსის (ჭეჟია) წერილებს კარგად იცნობს "კარიბჭის" მკითხველი. მამა ერმოლაოსის ღვთის მიერ ნაკარნახევი გზის არჩევანის და მისი გულიდან გამოსული გადაწყვეტილების შესახებ ცოტამ თუ იცის. მშობელი მამის მისამართით ნათქვამი მამა ერმოლაოსის გულისნადები ყველაფრის მთქმელია. ამით ნათლად ჩანს, რომ მისი გზა, მართლაც რომ შინისაკენ იყო მიმართული.

***
ეს წერილი დაწერილია 2002 წლის 22 იანვარს, მაშინ, როცა მამა ერმოლაოსი, გერმანიის ქალაქ ესენიდან საქართველოში დაბრუნებას აპირებდა და ბატონ იგორ სხულუხიას ხელშეწყობით უკვე გემის ერთ–ერთ კაიუტაში იჯდა. როცა ბატონ იგორს ჩაეძინა, მან დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს ყველაფერი დაეწერა, რათა მშობლებისთვის აეხსნა მისი სულიერი მდგომარეობა. რადგან იცოდა, რომ დედა ემოციური ქალი იყო და ვერ გაუგებდა, მან წერილი მამასთან გამოაგზავნა.

გამარჯობა მამა!

ალბათ, ძლიერ გაგიკვირდება, ეს წერილი რომ მოგიტანეს და კიდევ უფრო გაგიკვირდება შენთვის რომ არის განკუთვნილი; ვიცი, იტყვი საიდან გაეხსნა ახლა ჩემდამი ყურადღების სურვილის გრძნობაო. ვიცი, შენი ნდობა საბოლოოდ ამოვწურე და, ერთი შეხედვით, არც მაქვს შენთან ურთიერთობის უფლება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე აუცილებლად ჩავთვალე ამ წერილის დაწერა. თუმცა, ამ წერილში არ შევეხები ჩემი ცხოვრების განვლილ მომენტებს, არ დავიწყებ ჩემი წარსულის ანალიზს; თუ რა იყო სწორი და არასწორი. ახლა უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფრის ახსნა და ლოგიკური აზრის გამოტანა შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა აუხსნას მთელ ქვეყანას თუ რა უდევს გულში, რა გრძნობები ამოძრავებს და რატომ ჩადის ამა თუ იმ საქციელს. ერთს კი ვიმედოვნებ, რომ მშობელს ახსნის და განმარტების გარეშე შესწევს ძალა შვილის ხასიათი და გრძნობები შეიგრძნოს. ამიტომაც გწერ ამ წერილს, რადგან მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიცნობ. ვიცი, ჩვენს შორის არასდროს არ იყო ძალიან გულახდილი ურთიერთობა. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის იყო უფრო მეტი რამ, ვიდრე ბუნებრივი მამა–შვილობა ჰქვია. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით, მაგრამ ორივე ცალ–ცალკე ჩვენს ოცნებებში, ერთმანეთს ვეფერებოდით, მაგრამ ორივე შორიდან და დაფარულად. შენი უშუალო სიახლოვე ყოველთვის მაკლდა, როგორც შენ გაკლდა ჩემი გულახდილობა.

KARIBCHE

მინდა გესაუბრო ჩემს გადაწყვეტილებაზე და ჩემს მომავალ გეგმებზე.
ამ წერილს გემიდან გწერ, რომელიც ხვალ საბერძნეთში მიმიყვანს. საბერძნეთში არის ერთი ადგილი–ათონის მთა ჰქვია, იქ 1500 წლის წინათ ქარისტიანებმა მიუვალ ადგილებში ააშენეს მონასტრები და დააარსეს ბერთა ლავრა. დროის განმავლობაში სხვადასხვა ერის მორწმუნე ბერებმაც მიბაძეს მათ და დააარსეს რუსული, ბულგარული, რუმინული, ვალახური მონასტრები. არის აგრეთვე ქართული მონასტერი და მას ივერონი ჰქვია, ასევე ათონის ივერთა მონასტერს უწოდებენ. ეს მონასტრები დღესაც არსებობენ და აქ ბერები ერთ საძმოში ეწევიან საეკლესიო ცხოვრებას. აქვე არის უნუკალური ბიბლიოთეკა, სადაც ბერები სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე სამეცნიერო მუშობასაც ეწევიან. ეს ადგილი არის ჩემი მოგზაურობის მიზანი. მე მინდა ბერთა საძმოში შევიდე და იქ ვიპოვო ადგილი ჩემი გაწეწილი და გაწამებული სულისათვის.

მე ამ წერილში შევეცდები დაწვრილებით აგიხსნა თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და უკვე მოუქცევადი. ახლა შევეცდები პასუხი გაგცე იმ კითხვაზე, რომელსაც ალბათ დამისვავდი ერთმანეთის პირისპირ რომ ვიყოთ. პირველ რიგში ეჭვს მიიტანდი ალბათ ჩემს ნორმალურობაში და მკითხავდი ხომ არ გაგიჟდი შვილოო?–არა, მამა, სრულიად საღ აზრზე ვარ და ნათელი გონება მაქვს. დიახ, არასდროს ასეთი ნათელი გონება არ მქონია, როგორც ახლა, ამის მიზეზი კი ჩემი რწენაა.

მე ვარ ღმერთთან, მე მაქვს მასთან რეალური კონტაქტი და იესო ქრისტე არის ჩემში; მე მერგო უდიდესი ბედნიერება მეორედ დავბადებულიყავი და მთლი სიგრძე–სიგანით მეხილა და შემეგრძნო ღვთის ბრწყინვალება და სიდიადე. დიახ, მე უსაზღვროდ ბედნიერი ადამაიანი ვარ და ისიც, რომ ღმერთს იგივე უნდა ყოველი ადამიანისთვის. მისი სიყვარული ადამიანებისადმი უსაზღვროდ დიდია–დაილოცოს მისი სახელი, ის ყოველთვის თან არის, მხოლოდ ადამიანს სჭირდება ძალისხმევა მის მისაღებად; მე 35 წელი დამჭირდა ამისათვის და ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. რა დასანანია, რომ ჩვენ ადამიანები ასე ვუძალიანდებით ღვთის მადლის შეცნობას და მიღებას. მე დღეს ზუსტად ვიცი, რომ ის, რაც ამქვეყნად ხდება და რაც ასე მნიშნელოვანი ჩანს–კარიერა, სიმდიდრე, კეთილდღეობა, განცხრომა და სხვა, მხოლოდ გზის ამცდენია ღვთის შემეცნების გზაზე, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გარდა ყველაზე მთავარისა–ღვთის სიყვარულის რეალური შეგრძნებისა და მიღებისა. არადა, რა არის ამაზე დიდი და მნიშნელოვანი. ვინც ამბობს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ ამ დროს არა აქვს მისთვის, რადგან ცხოვრებისეული პრობლემები და მიზნები აწუხებს–მან საერთოდ არ იცის რა არის ღმერთი და რა არის რწმენა, არაფერი რომ ვთქვათ ურწმუნოებაზე; მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი. მხოლოდ მისი სიყვარულია, მისი მეგობრობაა, მისი თანაგრძნობაა ჭეშმარიტი და ნაღდი, სრულყოფილი. აი, ამიტომ, გადავწყვიტე მე მას მიუძღვნა ჩემი დარჩენილი სიცოცხლე.

მკითხე ალბათ, რომ კაცობრიობა ვითარდება და როგორ შეესაბამება მას ჩემი განდეგილი და აკსკეტური ცხოვრება?! გიპასუხებ:–ბერობა და ასკეტიზმი თვითმიზანი არ არის, ბიბლიაში ღმერთი გვეუბნება, რომ ადამიანს თავისი საქმეებით არ შეუძლია სრული სიწმინდის მიღწევა და ღვთის სიყვარულის დამსახურება. მხოლოდ ნათელი და შეგნებული რწმენა ღვთისადმი და იესოს გამომხსნელი მსხვერპლისადმი არის იმის პირობა, რომ ადამიანი მიიღებს ხსნას და მარადიულ სიცოცხლეს ღმერთთან. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ის რაც ამქვეყნად ხდება ნორმალურია, ეს ასეა, რადგან არაფერი არსებობს თუ ღვთისგან არ არის ნებადართული. ეს ქვეყანა გამოსაცდელი ასპარეზია, სადაც ყოველი ადამიანი უნდა გამოიწრთოს, როგორც ფოლადი ცეცხლში და თუ ცდუნების მორევში თავის რწმენას სუფთად შეინარჩუნებს, მაშინ გახდება ის ღვთისთვის სასურველი და ღვთის შვილი მარადიულად. ამიტომ აქვს დათმობილი დროებით ბატონობა ამქვეყანაზე სატანას, რათა ყველამ გამონაკლისის გარეშე მოსინჯოს მისი მომაკვდინებელი ძალა, რომელიც მთელი გაბოროტებით ექაჩება ყოველ ადამიანს ღვთის საწინააღმდეგო გზაზე. ის, ისე დახელოვნებულია თავის საქმეში, რომ ადამიანს შეუძლია გაიხაროს უბრალო მანქანა–კომპიუტერით, ვიდრე ღვთის გენიალური ნიჭით და ძალით და ასე შემდეგ.

მე არ ვარ განდეგილობის, როგორც ერთადერთი გზის მომხრე, პრობლემა მხოლოდ ჩემშია, მე იმდენად დავუახლოვდი ღმერთს, დიდება მის მადლს, უკვე ჩემთვის აუტანელია ამქვეყანაზე არსებობა. მე უსაშველო ტკივილს მაყენებს ყოველი ცოდვა, რომელიც უნდა ჩავიდინო ყოველ დღე. მე მძულს ცოდვა, მაგრამ სატანის მიერ მოწყობილ ქვეყანაში და ჩემი ხასიათის სუსტი მხარეების გამო, ჩემდა უნებურად მაინც ჩავდივარ მას; არ მინდა და ვტყუივარ, საფუძველი არ არის და მაინც მეშინია, არ მსიამოვნებს და მაინც ვმრუშობ, მკლავს და მაინც ვეწევი, ამიტომ არის ჩემი იზოლაცია აუცილებელი, რომ ცოდვას მოვშორდე და ჭეშმარიტად მნიშვნელოვანზე გავაკეთო კონცენტრაცია. ამასთან, თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ იძლებული ვიქნები ჩემს შვილებს კვერი დავუკრა, როცა ისინი ამ ქვეყანაზე ისწავლიან, რომ ევოლუცია არის ცივილიზაციის განმაპირობებელი ძალა, რომ კონკურენცია ნორმალური მოვლენაა, რომ ამქვეყნიური წარმატებები არის ადამიანის მიზანი, რაც ყველაფერი აბსოლუტური იდიოტიზმია.

თუ ერში ვიქნები, მე იძულებული გავხდები ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერად მივიღო და ვაკეთო, რაც არაფრით არ შემიძლია. ამიტომაც აუცილებელია ჩემი განზე გადგომა. შენ მეტყვი, ალბათ, არიან ღრმად მორწმუნე ადამიანები და ისინი მაინც მონაწილეობენ ამქვეყნიურ ორომტრიალში. დაიხ, დაგეთანხმები, მაგარმ ჩემი შემთხვევა სხვაა, მე უბრალოდ არ შემიძლია მეტი, შენც ხვდები რატომ...
დიახ, მაწუხებს და უფრო მეტად, ვიდრე ჩემი აქამდელი საქციელიდან ჩანს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩემი განზრახვა ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არის, პირიქით, ღმერთი არის ჩემთვის რეალური არსება, მე ვხედავ და ვიცნობ მას, მე ვგრძნობ მის მამობრივ სიყვარულს ჩემდამი და რაც მთავარია, მე აბსოლუტურად ვენდობი მას. უბრალოდ, წარმოიდგინე, შვილი რომ დიდი ხნით მიდიოდეს სამოგზაუროდ და თავის ცოლ–შვილს ტოვებდეს ისე, რომ ყოველდღიური ზრუნვა არ შეეძლოს, ვის დაუტოვებს თავის ოჯახს და ვის ენდობა პირევლ რიგში, რა თქმა უნდა თავის მამას, ამნ იცის, რომ ის მას არ უღალატებს და მიხედავს მის ოჯახს. ასევე ვარ მეც, ღმერთმა იცის თუ რატომ მივდივარ სამოგზაუროდ და რატომ არ შემიძლია ზრუნვა (მატერიალური მაქვს მხედველობაში) ჩემს ოჯახზე და მე ვენდობი მას, რომ ის ჩემს ოჯახს უპატრონებს და მიხედავს. ჩემი ნდობა და რწმენა ღვთისადმი არის გარანტია იმისა, რომ ღმერთი დაიფარავს ჩემს მშობლებს, ცხოვრების გზას გაუადვილებს ჩემს შვილებს და მიხედავს ჩემს საყვარელ ახლობლებს; ამიტომ მე მშვიდად ვარ, არ მაწუხებს სინდიდის ქენჯნა, რომ პასუხისმგებლობას გავექეცი. უფრო მეტიც, ჩემი ყოველდღიური ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა მიმაჩნია გაცილებით მეტ ზრუნვად, ვიდრე ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა. ორივეს შეთავსება კი, მე სამწუხაროდ არ შემიძლია, ამიტომ ვარჩიე ზრუნვის ის გზა, რომელიც უფრო შედეგიანია და რაც მთავარია–ჭეშმარიტია!

შემდეგ იტყოდი ალბათ, რომ მე ხომ ჩემი საქციელით ჩემი შვილების და ახლობლების ზიზღს დავიმსახურებ, რომ ისისნი გაჭირვებულ მდგომარეობაში უპატრონოდ დავტოვე?!
მე ვიცი, რომ ჩემი საქციელი ბევრისთვის გაუგებარი იქნება და მართლაც ბევრი შემიძულებს ამისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თავის დროზე უფალი ჩააგონებს ჩემს შვილებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და თუნდაც, მე მათ ამ ცხოვრებაში შევძულდე–ეს გაგრძელდება ყველაზე დიდი ასი წელიწადი. ეს დრო კი არაფერია მარადიულობასთან მიმართებაში, და, როცა ისინი მიხვდებიან, როგორც ყველა ადამიანი, ასი წლის მერე, და როცა ყველა ღვთის წინაშე წარვდგებით და როცა ყველა ჩვეთაგანის გული თეთრი ფურცლებივით წარმოჩინდება და როცა ისინი გაიგებენ, თუ რა გრძნობები და აზრები ტრიალებდა ჩემს გულში, არა მარტო ჩემი შვილები, ყველა ჩემი ახლობელი გულში ჩამიკრავს. ამიტომ არ მეშინია არაფრის, მე ვიცი ზედმიწევნით, რომ ეს ასე იქნება და შენდგომ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და გაუგებრობებს ჩვენს შორის ადგილი არ ექნება, და არც მთავარია, ვიქნებით ერთად მარადიულად ღვთის წინაშე–დაილოცოს მისი სახელი.

ახალა რომ შეიძლებოდეს ჩემი გულის ამოღება და წაკითხვა იმისა, თუ რა ხდება მასში; მე ვიცი, ყველასათვის დაუჯერებელი იქნება იმის გაგება და დაჯერება თუ რამხელაა ჩემი სიყავრული ჩემი შვილებისადმი, ჩემი მშობლებისადმი, ჩემი ახლობლებისადმი და საერთოდ, ყველა ადამიანისადმი. მაგარამ ახლა ეს არ შეიძლება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გააცნოს ადამიანებს ერთმანეთი და ეს მის წინაშე მოხდება. მე არ მეშინია, ვიცი რა ჩემი გულის ამბავი, რომ არ გავმართლდები ადამიანების წიანშე; მე მეშინია–ვიცი რა, ჩემი სისუსტეები რომ არ გავმართლდები ღვთის წინაშე, ამიტომ მე გადაუდებლად მხოლოდ გამართლებისთვის უნდა ვიზრუნვო, ვიდრე ადამიანთა გადარწმუნებაში... ადამიანი ადამიანს მაინც ვერ მიუხვდება და გაუგებს თუ ღმერთი არ ჩაერია ამ საქმეში და ის ამას გააკეთებს, ეს მე ნამდვილად ვიცი.
მკითხავთ ალბათ, როგორ უნდა გავუძლოთ უსამართლობას?!

მე მესმის, რომ ადამიანში ჩადებულია გრძნობა საკუთრი შვილის, მშობლის და ახლობლის სიახლოვისა. ვიცი, რომ უაღრესად მტკივნეულია როცა ვინმე გენატრება და ვერ ხედავ–მერწმუნეთ, ჩემთვისაც თითქმის აუტანელია ამაზე ფიქრი. ვიცი გულქვა ადამიანის იმიჯი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ამ არჩევანის გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემში არსებული უსაშველო მონასტრების გამო; შენ თუ ფიქრობ, რომ მე არ მტანჯავს უთქვენობა, ჩემი უსაყვარლესი შვილების უნახაობა მაშინ ძალიან ცდები, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. უმსხვერპლოდ არაფერი მოდის, ნაკვერჩხალს ვერ ამოიღებ ცეცხლიდან ხელი რომ არ დაგეწვას ისე, მაგრამ ზემოთ ნათქვამმა ალბათ მიგანიშნა, თუ რას ეყრდნობა ჩემი მოთმინება. ამის გარდა, მამა ადრე ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვხედავდით, მაგრამ სულიერად ერთად არ ვიყავით. ამიერიდან პირიქით იქნება; ჩვენ შეიძლება ერთმანეთი ამ ცხოვრებაში ვერ ვნახოთ, მაგრამ სულ ერთად ვიქნებით აქაც და იმ ცხოვრებაშიც. ეს ქვეყანა აშორებს ადამიანებს–ღმერთი კი აერთიანებს. ირწმუნე მისი, მიენდე მას და ის მოგცემს ყველაფერს, რაც გჭრდება. ეძებე ღმერთი, რათა უფრო დიდი უბედურება ვერ ვერ დაინახო, ვიდრე საკუთრი შვილი.

მამა, ვიცი ჩემი გაგება გაგიჭირდება, მაგრამ თუ ღმერთს მიენდობი ის დაგეხმარება ამაში და შეგიმსუბუქუწებს უჩემობას.
გჯეროდეს, რომ მე ყოველ წუთს თქვენზე ვფიქრობ და თქვენზე ვლოცულობ და, ეს არ არის ცოტა. ბიბლია გვასწავლის, რომ სასწაული ძალუძს მართლმორწმუნის ლოცვას, მე უცოდველი არა ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა იმდენად სუფთაა, გულითადია და ნათელია, რომ ეს ნამდვილი გარანტიაა, იმისა, რომ მოწყალე ღმერთი ყურს დამიგდებს და თხოვნაზე დადებითად მიპასუხებს–დედება მის სახელს!
ალბათ ბევრ შეკითხვაზე ვერ გავეცი პასუხი, მაგარამ აქედან კარგი გამოსავალი არსებობს, წაიკითხე ბიბლია, განსაკუთრებით იოანეს სახარება, იქ იპოვი პასუხებს შენს კითხვებზე.

ილოცე, ესაუბრე ღმერთს და ის მოგისმენს, მიიღე იესო შენს გულში და ის გახდება შენთვის შვილიც, მამაც და მეგობარიც – ის გაგვარეთიანებს ჩვენ.




ბეჭდვაელფოსტა
21.08. 2017
თამარი
საოცარი წერილია... სულში ჩამწვდომი...ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მამა ერმოლაოსი
15.08. 2017
მარიამი
საოცარი სიტყვებია, არ შეიძლება, რომ არ შეძრას მკითხველი...ღმერთმა დაგლოცოთ მამა ერმოლაოს, თქვენი სიტყვები დიდი ნუგეშია ჩემთვის
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat