ეს გეგმა აუცილებლად ჩაიშლება! ჩვენს რწმენას ვერავინ შეარყევს!
ეს გეგმა აუცილებლად ჩაიშლება! ჩვენს რწმენას ვერავინ შეარყევს!
არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიო გლობალიზაციის სენით არის შეპყრობილი: მიმდინარეობს აქტიური პროცესები ერთიანი, საყოველთაო საერო და საეკლესიო მმართველობის დასამკვიდრებლად და ეს ყველაფერი მსოფლიო ერთმმართველობის სამზადისია.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2016 წლის ივნისში კრეტაზე ჩატარებული მართლმადიდებელთა შეკრებაც, რომლის სულისკვეთება მსოფლიოს სხვადასხვა კონფესიების დაახლოება და საბოლოოდ მათი გაერთიანება იყო, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად მართლმადიდებლურ დოგმატებზე უარის თქმა მოგვიხდეს.

ვიდრე ეს კრება გაიმართებოდა, იყო რამდენიმე წინასაკრებო შეხვედრა, მათ შორის იყო შეხვედრა ეკლესიის მეთაურებისა - 14 ეკლესიის პატრაირქებისა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეკლესიის მღვდელმთავრები და პატრიარქები დაჟინებით ითხოვდნენ ცვლილებების შეტანას კრებაზე დასამტკიცებლად წარსადგენ დოკუმენტებში, არც ერთი შენიშვნა არსებითად არ იქნა გათვალისწინებული. ჩვენი პატრიარქის ინიციტივა იყო რომ კონსენსუსის გზით მიეღოთ ყველა დადგენილება, თითქოს დათანხმდნენ მას ამ ინიციატივაზე, მაგრამ ბოლოს კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს პროტოპრესვიტერმა განაცხადა, რომ ქართველმა მღვდელმთავრებმა სული ამოგვხადესო. რაში მდგომარეობდა სულის ამოხდა? ამ ტექსტებში არის არაერთი დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური შეცდომა, რომელთა გასწორებას ითხოვდნენ ჩვენი მღვდელმთავრები, აგრეთვე - ზოგიერთი საკითხის საერთოდ ამოღებასაც დღის წესრიგიდან, მაგრამ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული.

ოთხმა ეკლესიამ უარი განაცხადა ამ კრებაში მონაწილეობაზე. თითოეულ ეკლესიას თავისი არგუმენტები აქვს, მათ შორის - ჩვენს ეკლესიასაც, რომელმაც ტაქტიანად განაცხადა რომ მიუხედავად სურვილისა, "არ" კი არა "ვერ" მიიღებს მონაწილეობას კრების მუშაობაში სწორედ იმ დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილებების გამო, რომელთა გათვალისწინება და გასწორება არ მოხდა და რომლებიც უხვადაა კრების დოკუმენტებში.

კრეტის კრების დოკუმენტებზე თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოთქვეს ათონის მთის მმართველობის ორგანოს - წმინდა კინოტის წევრებმაც. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უნდა გაიმართოს კინოტის სხდომა და აქ მიღებული იქნება ათონის ყველა მონასტრის საერთო გადაწყვეტილება კრეტის კრების დოკუმენტების შესახებ. თუმცა მანამდე კინოტმა გაავრცელა მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვა, რომელიც "კარიბჭემ" მაშინვე გამოაქვეყნა.

წაიკითხეთ: რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი

იმ ეკლესიებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს კრეტის დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე, საქართველოს ეკლესიამ დაიკავა ყველაზე პრინციპული პოზიცია დოკუმენტებთან დაკავშირებით და ამით ამ ეტაპზე ხელი შეუშალა მსოფლიო გლობალიზაციის გეგმას. მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ მსოფლიო კრებაზე მიღებული კანონები დამკვიდრდეს, აუცილებელია ყველა ეკლესიის თანხმობა, ერთმა მათგანმაც რომ უარი თქვას ხელმოწერაზე, კანონები ვერ იქნება საყოველთაო და ვერ ამოქმედდება - ასეთია მსოფლიო კრებათა საკუნეების წინ დადგენილი წესი.
ამდენად, საქართველოს ეკლესიის პრინციპული პოზიცია ხელს უშლის მავან ძალებს, რომლებმაც ვერ დამალეს უკმაყოფილება ჩვენი მღვდელმთავრების სარწმუნოებისადმი ასეთი ერთგულების გამო.

ამის შემდგომ მავანთა გაღიზიანება გააღრმავა ჩვენი ეკლესიის მორიგმა აქტიურმა ქმედებებმა, როცა მათ შეხვედრა გამართეს ელადის ეკლესიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც კრების დოკუმენტებისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი.

შემდეგ კი შედგა პაპის ვიზიტი საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტიც კრახით დასრულდა მესაზე დამსწრე ხალხის სიმცირის გამო.

ჩვენ მხოლოდ ეპიზოდურად გაწვდით მოვლენებს იმ გრძელი ჯაჭვიდან, რომელიც საკმაოდ ლოგიკურად მიგიყვანთ კონკრეტულ დასკვნებამდე.
და იქნებ ბოლო დროს ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების დამგეგმავთა კვალი გვეძებნა ამ ჯაჭვის სათავეებთან?

"კარიბჭე" არასოდეს ასახელებს პიროვნებებს და არ განიხილავს მათ ქმედებებს. ჩვენი პოზიცია ამჯერადაც ასეთია. ჩვენ არ ვამტკიცებთ კონკრეტულ პიროვნებათა დამნაშავეობას თუ უდანაშაულობას ბოლო თვეებში ჩვენს რეალობაში განვითარებულ მოვლენებში. ერთი რამ კი ცხადზე ცხადია - რაღაც ძალა ძალიან არის მოწადინებული, რომ საქართველოს მართმადიდბელი ეკლესიის ავტორიტეტი დაეცეს, ქართველი მრევლის რწმენა შეირყეს. ეს გეგმა აუცილებლად ჩაიშლება!!!

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ერთ-ერთ თავის ქადაგებში ბრძანებს:
"უმძიმეს დროში გვიწევს ცხოვრება, უპირველესად ვგულისხმობ მორალურ, სულიერ მძიმე მდგომარეობას - დაწინაურდნენ რა ფსევდოლიბერალები, სინდისი ზედმეტ რადმე გამოაცხადეს, ეკლესია კი - პროგრესის შემაკავებელ ძალად, აქედან გამომდინარე, მათი მოწოდება ასეთია: ასაღები დარჩა ბოლო ბასტიონი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა - მართლმადიდებელი ეკლესია. ამას ემსახურება თუნდაც ე.წ. წმინდა და დიდი კრება, რომელზეც მოხდა არა განხილვა და შეცვლა, არამედ მხოლოდ ხელმოწერა უკანონო დადგენილებებისა და ეხლა არის მცდელობა მათი ლეგალიზებისა, რათა სავალდებულო გახადონ ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიისათვის, მათ შორის მათთვის, ვინც კრებაზე არ ჩავიდა.

როგორც უწინ - ხატმებრძოლობის დროს არცერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ იპოვებოდა მთელ ბიზანტიის იმპერიაში, იოანე გუთელი საქართველოში ჩამოვიდა და სვეტიცხოველში მიიღო სამღვდელმთავრო ხელდასხმა, იგივე მოხდება ბოლო დროს.
ათასი მადლობა უფალს, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს ასეთი პატრიარქი.

წმინდა კუკშამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩვენს მომავალ პატრიარქს, სემინარიის სტუდენტს უწინასწარმეტყველა, რომ ეს გახდება საქართველოს პატრიარქი და ერთ-ერთი ღირსეული პატრაირქი იქნებაო, ვინც გაყვება მას, გადარჩება, ვინც დაუპირისპირდება - წარწყმდებაო. ჩვენ პაპისტები არ ვართ და მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენს პატრიარქს შეცდომები არ მოსვლია, შეცდომებიც მოსვლია და ერის წინაშე მოუნანიებია კიდვაც, თუნდაც შენდობის კვირიაკეს. მაგრამ მთავარში ის არ შეცდა, რომ არ დაესწო ამ ცრუ კრებას, ჩვენც მივსდიოთ მას, არ ვუღალატოთ მართლმადიებლობას, კვართის ეკლესიის ერთგულებად დავრჩეთ და როგორც წარმოშობით ქართველი წმინდა დიდი მამა გრიგოლ ღვთიმეტყველი ამბობდა: სწორუპოვრად დავიცვათ სწავლება ყოვლადწმინდა სამებაზე და ყოვლადწმინდა სამება თავად დაგვიცავს და დაგვიფარავს ჩვენ!"





ბეჭდვაელფოსტა
29.03. 2017
!
საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებიც ამასთან ხომ არ არის დაკავშირებული?
26.03. 2017
თამუნა
მე მეამაყება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი.
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat