რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი
რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი
წინა პუბლიკაციაში გატყობინებდით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ათონელი ბერების გზავნილი კრებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოქვეყნდა. ახლა გაგაცნობთ ამ გზავნილის მოკლე მიმოხილვას.

ათონელმა ბერებმა თავიანთი პოზიცია მართლმადიდებელთა კრებისადმი ოფიცილურ წერილში გამოხატეს, რომლშიც კრიტიკული მოსაზრებებია კრების დოკუმენტებისადმი.
გზავნილში ხაზგასმულია, რომ ტერმინი "ეკლესია" შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, რაც ეჭვქვეშ აყენებს საერთომართლმადიდებლური კრების ჩატარების მიზანშეწონილობას იმ სახით, როგორც მას ორგანიზატორები ხედავენ.
წერილის ტექსტი შეთანხმებული იქნა მრავალრიცხოვანი თათბირების შედეგად. წერილს ხელი მოაწერეს ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენლებმა. გზავნილის ადრესატია კონსატანტინოპოლის პატრაირქი ბართლომესოი, აგრეთვე, წმინდა კინოტის გადაწყვეტილებით, წერილის ასლები დაეგზავნა ყველა ადგილობრივ ეკლესიას.

- გზავნილში ხაზგასმულია, რომ ტერმინი "ეკლესია" შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით: "წმინდა და დიდმა კრებამ... დაე თავი აარიდოს ტერმინს "ეკლესია" არამართლმადიდებელთა მისამართით, ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ "ქრისტიანული დოქტრინა და აღმსარებლობა". წმინდა კინოტის აზრით "ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობა განმარტებას საჭიროებს... ერთიან ეკლესიაში იმყოფებიან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის - ქრისტეს სხეულის - წევრები... მხოლოდ მათ შეიძლება ეკუთვნოდეს სიტყვები "რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ."
ამიტომ დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" მე-5 პარაგრაფში გამოთქმა "ქრისტიანთა დაკარგული ერთობის ძიებაში" უნდა შეიცვალოს ასე: "ეკლესიიდან წასული ქრისტიანების დაბრუნება ჭეშმარიტებასთან".

- წმინდა მთის ბერები არ ეთანხმებიან იმას, თუ როგორ ტარდება დიალოგი მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის: "წმინდა კინოტი არაერთხელ ოფიციალურად გამოვიდა არამართლმადიდებლებთან საღვთისმეტყველო შეთანხმებების წინააღმდეგ, გააპროტესტა ერობლივი ლოცვები და ლიტურგიული ქმედებები (ამბორისყოფა და სხვა)." ათონელი ბერები არ ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნას მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში.

- წმინდა მთის ბერები ფიქრობენ, რომ რწმენის ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის "ეკელსიის სისავსის აღიარება", რომელსაც ცალკეული ადამიანები გამოხატავენ და არა მხოლოდ კრებები.


- ათონელი ბერები აუცილებლად მიიჩნევენ წმინდა ფოტისა (879 წ.) და წმინდა გრიგოლ პალამას (1341 და 1351 წ.წ.) კრებების გახსენიებას, რადგან მათ ნათლად გვიჩვენეს "არამართლმადიდებლებთან დოგმატური და ეკლეზიოლოგიური განსხვავებები (ფილიოქვე, ქმნილი მადლი, პაპის პრიმატი)".

- ათონელები დოკუმენტის "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" ტექსტში საჭიროდ მიიჩნევენ წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებაზე დაყრდნობით მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და კოსმოლოგიის დეტალურ აღწერას.

- ათონელი ბერების გზავნილის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ "საჭიროა დოკუმენტთა ტექსტების შესწორება", რათა ისინი ეკლესიის მთელი სისავსის აზრს გამოხატავდნენ და რათა არ გახდნენ გაყოფისა და გახლეჩის მიზეზი.

წყარო: რომფეა.გრ

წაიკითხეთ:
კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკმაყოფილიოა, რომ ათონმა კრების დოკუმენტების შესწორებები საჯაროდ გამოაქვეყნა
ბეჭდვაელფოსტა
27.06. 2016
lia
ეს მაკა საერთოდ ერკვევა ჩვენს სარწმუნოებაში?!
27.06. 2016
ნანა
მაკა რა უგუნარად საუბრობ და პრიმიტიულად , აშკარად ვერ ერკვევი ჭეშმარიტებაში, არ ჯობია გაჩერდე და შენზე გონიერებს დაუგდო ყური ???
26.06. 2016
giorgi
რეებზე დავობთ ხალხო! ნუთუ არ იცით მეორედ მოსვლა ახლოვდება და უკვე აგარ იციან რით გახლიჩონ მართლმადიდებლები! ცოტა ტვინი გავანძრიოთ და ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით შემოვიფარგლოთ,ყველას ჯობია უფალს ვევედრებოდეთ რომ დაიფაროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ბოროტი ძალებისაგან...უფალი მეფობს!!!
25.06. 2016
გიგო
maka -ქართული და აზრების სწორად გამოთქმა ისწავლე!
25.06. 2016
ზვიადი
არის საშიშროება, კრებამ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ მომავალში ავაზაკთა კრებად იწოდებოდეს, რაც უკვე მოხდა ერთხელ, ამიტომ ჩვენმა უწმინდესმა და წმინდა სინოდმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია.
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat