კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკმაყოფილიოა, რომ ათონმა კრების დოკუმენტების შესწორებები საჯაროდ გამოაქვეყნა.
არქიდიაკონ ქრიზავგისის აზრით, საკმარისი იქნებოდა, რომ ეს შესწორებები მხოლოდ პირადად კონსტანტინოპოლის პატრაირქისთვის გაეგზავნათ და საჯაროდ არ გამოექვეყნებინათ
"წმინდა კავშირმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდუმარებისა და ლოცვის კავშირია, საკუთარი მოსაზრებები და კრიტიკული შენიშვნები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, შედეგად კი მათ კომენტარებს და მოსაზრებებს სხვა ეპისკოპოსებიც გაეცნენ" - აღნიშნა ქრიზავგისმა ათონის მთის წმინდა კინოტის მიერ კრების დოკუმენტებისადმი გამოთქმული შენიშვნების კომენტირებისას.
"წმინდა მთის კავშირი, მისი მონასტრები და სკიტები მსოფლიო პატრიარქის პირდაპირ სულიერ იურისდიქციაშია". ამიტომ, მისი აზრით, საკმარისი იქნებოდა პირდაპირ მისთვის გაეგზავნათ შესწორებები და საჯაროდ არ გაევრცელებინათ.
შეგახსენებთ, რომ კრების მსვლელობისას დოკუმენტების ტექსტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა აკრძალულია. ყველა შესწორება ხმის მიცემის დაწყებამდე უნდა მოხდეს.
წყარო:
http://uoj.org.ua/წაიკითხეთ ასევე:
რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი