ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - მცველი ამ დიდებული და მშვენიერი ქვეყნიერებისა
ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - მცველი ამ დიდებული და მშვენიერი ქვეყნიერებისა
ღმერთმა არაფრისგან სამყარო შექმნა, მათ შორის - დედამიწა მასზე მყოფი ფლორითა და ფაუნით და იქ დაასახლა ბუნების გვირგვინი - ადამიანი. ცოდვით დაცემის შედეგად სამყაროში შემოვიდა ცოდვა, რომელმაც შეცვალა ადამიანი და საერთოდ ბუნებაც. შეიცვალა ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაც და დღეისათვის, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

დედამიწაზე ყოველწლიურად შოტლანდიის ფართობის ტროპიკული ტყე ნადგურდება. მხოლოდ ინდოეთმა თავისი ბუნებრივი ტყეების 85% დაკარგა. გასულ საუკუნეებში მთელი ტყეების დაახლოებით ნახევარი მოიჭრა. ტყეების გაჩეხვა მთავარი მიზეზია მცენარეებისა და ცხოველთა სახეობების მასობრივი გაქრობისა. უახლოეს პერიოდში ტყეების გაჩეხვის გამო მცენარეებისა და ცხოველების თითქმის მილიონი სახეობა შეიძლება გადაშენდეს. ფტოროკარბონატის გამოყენება აზიანებს ოზონის ფენას და ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ქიმიური ნარჩენები ხვდება საკვებში, შემდეგ კი ადამიანის სხეულში (ქონში). ამერიკელების 77% და ბავშვების 90% უფრო მეტ ტყვიას ატარებენ ორგანიზმით, ვიდრე, გარემოს დაცვის სააგენტოს თქმით, დასაშვები და უსაფრთხოა. ყოველწლიურად ათი ათასი ადამიანი კვდება პესტიციდური მოწამვლით და ორმოცი ათასი ავადდება.

ამ შემაშფოთებელი ეკოლოგიური სიტუაციის ფონზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორია ქრისტიანების პასუხისმგებლობა იმ ფიზიკურ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რა მორალური აზრი გააჩნია იმ დაბინძურებას, რომელიც ანგრევს ფლორასა და ფაუნას? გვაკისრია თუ არა ვალდებულება, სუფთად შევინახოთ წყალი და ჰაერი? თუ გვაკისრია, როგორი? პასუხები ამ კითხვებზე ბევრად არის დამოკიდებული პიროვნების მსოფლმხედველობაზე.

არსებობს სამი მთავარი თვალსაზრისი გარემოსთან დაკავშირებით, რომელთაგანაც თითოეული აღმოცენებულია განსხვავებული მსოფლმხედველობიდან. მატერიალისტური თვალსაზრისი გარემოს განიხილავს, როგორც ენერგიის ამოუწურავ წყაროს, რომელმაც დროში შექმნა ადამიანები, რომლებიც თავიანთი უმაღლესი ევოლუციური სტატუსის ძალით პასუხისმგებელნი არიან გარემოზე. ტექნოლოგიების წყალობით მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი გარემო სასურველი მიზნების შესაბამისად. მოპირდაპირე მხარეს წარმოადგენენ პანთეისტები, რომლებსაც სჯერათ, რომ ბუნება ღვთაებრივია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, ვეკრძალოთ ბუნებას და დავიცვათ ის ტექნოლოგიის ძალმომრეობისგან. ქრისტიანობა კი, ორივეს საპირისპიროდ, არც ტექნოლოგიურ ძალმომრეობას უჭერს მხარს და არც მისტიკურ კრძალვას. მას მიაჩნია, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - მცველი ამ დიდებული და მშვენიერი ქვეყნიერებისა, რომ ჩვენი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ და არა გავძარცვოთ, დავიცვათ და არა დავაბინძუროთ ის.

გარემოს დაბინძურებით ჩვენ ვწამლავთ ჩვენს საკვებსა და სასმელ წყალს. ამგვარად, ჩვენ მხოლოდ გარემოს მიმართ კი არ ვცოდავთ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ჩვენ ვცოდავთ იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც იცხოვრებენ მასში და ღვთის წინააღმდეგ, რომელმაც შექმნა ყოველივე, როგორც გამოცხადება საკუთარი თავისა და სახიერებისა. აქედან გამომდინარე, თუ არა ვარ დედამიწის დამცველი, მაშინ შემაშფოთებლად ცხადი ხდება, რომ არც ჩემი ძმის დამცველი ვარ. ეს ჩემი მოყვასის დედამიწაა და თუ მე არ დავიცავ მას, მაშინ ის არც მას დაიცავს და არც მე.

როდესაც წარღვნის შემდეგ ნოე კიდობნიდან გამოვიდა და ღრუბლებში ცისარტყელა გამოჩნდა, ამით ღმერთმა აღთქმა დადო "ყოველ ხორციელ სულდგმულთან" (დაბ. 9,16). ღმერთმა თქვა: "ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ" (მუხ. 12). და როდესაც ცისარტყელა გამოჩნდება ღრუბლებში, "მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუავად" (მუხ. 15). ღმერთმა, რომელიც არის მეპატრონე ყოველი სულდგმულისა, დადო აღთქმა მათთან, რომ აღარასოდეს მოხდება წყლით რღვნა. აი, სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ცხოველებს პატივისცემით მოვეპყრათ. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ყოველი სულდგმული ღმერთთან აღთქმის ქვეშ არის, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება დავიცვათ ღვთის ყოველი ქმნილება. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და აქვს თავისი საკუთარი სპეციალური ადგილი საერთო გეგმაში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ცხოველები საზრდოდ გადასცა ადამიანებს, სწორედ ამ აღთქმის თანახმად (დაბ. 9,3), ადამიანს არ აქვს უფლება ცუდად მოეპყრას მათ. იგავთა წიგნი ამბობს: "მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია" (იგავ. 12, 10).

ღმერთია მსოფლიოს შემქმნელი და პატრონი, ადამიანი კი მისი შემნახველია. როდესაც ღმერთმა კაცი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, უბრძანა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, უპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1,28). გარდა ამისა, ღმერთმა "აიყვანა ადამიანი... და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად" (დაბ. 2,15).

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სამი ბაზისური ვალდებულება გარემოსთან დაკავშირებით: 1) გავმრავლდეთ და ავავსოთ ის; 2) ვეუფლოთ და ვეპატრონოთ მას; 3) დავამუშაოთ და დავიცვათ ის.

გამრავლების ვალდებულება - ყოველი ცოცხალი არსება მრავლდება "თავისი გვარისდა მიხედვით" (დაბ. 1:21). ადამიანებსაც აქვთ მოვალეობა ასე მოიქცნენ. ამგვარად, ჩვენი პირველი მოვალეობა ბუნებრივ მსოფლიოში არის - გავამრავლოთ ადამიანის გვარი. ადამიანებმა უნდა აავსონ დედამიწა. ბიბლიამ ნამდვილად ასახა ბრძანებულება ადამიანისადმი: "შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი" (დაბ. 5,3).

მეფობის (მეუფებრიობის) ვალდებულება - ადამიანს მთელს ქმნილებაზე მიეცა მეფობა. ორი სიტყვა გამოიყენება ამის აღსაწერად: "დაეუფლეთ" და "ეპატრონეთ", რაც გულისხმობს ბუნებაზე კონტროლის ანდა ძალის გამოვლინების გარკვეულ ფორმას, პიროვნება დომინანტია ანდა გამარჯვებული. ორივე ეს ერთად არავითარ ეჭვს არ ტოვებს იმისას, რომ ადამიანები უბრალოდ კი არ არიან ბუნებაში, არამედ დადგენილნი არიან მასზე. ისინი უბრალოდ ბუნების ნაწილს კი არ წარმოადგენენ, არამედ მისგან განცალკევებულად არსებობენ. ადამიანი უბრალო მიწის მუშა კი არ არის სამყაროში, არამედ მეფეა მისი.

შენახვის ბრძანება - გამრავლებისა და პატრონობის გარდა ადამიანებს დაცვაც ავალიათ. მათ უნდა იშრომონ ამ ქვეყანაზე და იზრუნონ მასზე.

მათ, ვინც არ იცის წმინდა წერილი, შესაძლოა ეჩვენებოდეთ, რომ ადამიანის მოვალეობები ურთიერთსაწინააღმდეგოა: როგორ შეიძლება, იყო მეფე და იმავდროულად მსახურიც ქმნილებისა? ამის ახსნა თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეა. ის იყო მსახური ამ წუთისოფელში და ამავე დროს - მისი მეუფე. ის მბრძანებლობდა მსახურებით (მარკ. 10,45; ფილ 2,5-8). ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლებსაც ნაბრძანები აქვთ, "მართონ" ღვთის სამწყსო (ებრ. 13,7) და ამავე დროს "იმსახურონ, როგორც მწყემსებმა" (I პეტ. 5,2). მათ უნდა მართონ და გამოაჩინონ ხელმწიფება არა როგორც მბრძანებლებმა, არამედ როგორც მწყემსებმა. პეტრე მოციქული წერს: "ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის". აი, ამ გაგებით არ არსებობს წინააღმდეგობა მეფობასა და მსახურებას შორის, ღვთის ქმნილებაზე ხელმწიფების ქონასა და მის გამო პასუხისმგებლობას შორის. ჩვენი ვალდებულება, როგორც მეფისა ქმნილების მიმართ, არის კარგად ვემსახუროთ მას. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა არ არის პასუხისმგებელი ახლანდელ ეკოლოგიურ კრიზისზე, უნდა დავუშვათ, რომ მნიშვნელოვანი ხარისხით ე.წ. ქრისტიანული მსოფლიოა ამაზე პასუხისმგებელი. თუმცა ქრისტიანული მსოფლიო, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება განისაზღვროს როგორც უგულისყურო ქრისტიანების ჯგუფი (უფრო სწორად, ნომინალური ქრისტიანებისა). ქრისტიანები ყოველთვის არ ცხოვრობენ ქრისტიანული პრინციპებით. ის, რომ ქრისტიანები სხვებივით დროის კარნახით ცხოვრობენ, ნიშნავს, რომ ისინიც მატერიალისტები არიან. ამიტომაც ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ წმინდა წერილის ჭეშმარიტებას ნამდვილი პასუხისმგებლობის თაობაზე გარემოს მიმართ.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ორ უკიდურესობას - ბუნების მატერიალისტურ ძარცვასა და მის პანთეისტურ თაყვანისცემას შორის ქრისტიანები ირჩევენ ბუნებრივი რესურსებისადმი (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს ჭეშმარიტ ქრისტიანებში) გონივრულ დამოკიდებულებას და ასეთსავე გამოყენებას.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat