უფლის სიყვარულით მაშინ ვიმოსებით, როდესაც სიკეთისგან დაცარიელებულ, განძარცვულ, შიშველ მოყვასს სიცოცხლისკენ, სინათლისკენ მოვახედებთ, შემოვაბრუნებთ
უფლის სიყვარულით მაშინ ვიმოსებით, როდესაც სიკეთისგან დაცარიელებულ, განძარცვულ, შიშველ მოყვასს სიცოცხლისკენ, სინათლისკენ მოვახედებთ, შემოვაბრუნებთ
უფალთან ერთობისა და მეგობრობისათვის აუცილებელია ჩვენი ცხოვრებით მივბაძოთ მის მიუწვდომელ, გამოუთქმელ სიკეთეს. რაც არ უნდა ძნელად გვეჩვენებოდეს სიკეთესთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, რაც არ უნდა "მცირე და უნდო" იყოს ჩვენი მოყვასი, ნუ დავიზარებთ, უკან ნუ დავიხევთ მის დასახმარებლად, ხელის გასამართად, რადგან თავად უფალს ძალიან სურს ჩვენი სულების ხსნა, გადარჩენა, ამისთვის მან თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე მოავლინა ამქვეყნად. როდესაც გაჭირვებულ, დავრდომილ, ტკივილით გულდამძიმებულ ადამიანს დავინახავთ, მთელი არსებით შევეცადოთ მის დახმარებას, შეწევნას, ტკივილის შემსუბუქებას. დიდია, როდესაც ხორციელად დაუძლურებულს დავეხმარებით, ფეხზე წამოვაყენებთ და ხელს გავუმართავთ, მაგრამ მრავალჯერ აღმატებულია, როდესაც სულიერად მომაკვდავს, ცოდვის ჭაობში ჩაძირულს მყარ ნიადაგად მოვევლინებით გადასარჩენად. ბინძური ლაფიდან გამოსული, განბანილი სულისთვის ზეცაში ანგელოზნი ხარობენ და ქვეყნიერებაზე აღსრულებულ თითოეულ სიკეთეს უგალობენ. მოყვასისათვის ქმნილი სიკეთე სიყვარულის გამოვლინებაა, ხოლო ამ უდიდესი ნიჭის პატრონმა საკუთარ სულში, არსებაში ღმერთი იპოვა, უფალს მიაგნო, ეს კი თავისთავად სიხარული და ცხონების დასაწყისია. მართლმადიდებლობის სიმდიდრე, სიდიადე უფლის სახელით ერთმანეთისთვის ცხოვრებაა. უფლის სიყვარულით მაშინ ვიმოსებით, როდესაც სიკეთისგან დაცარიელებულ, განძარცვულ, შიშველ მოყვასს სიცოცხლისკენ, სინათლისკენ მოვახედებთ, შემოვაბრუნებთ, მფარველ ანგელოზად მოვევლინებით უფლის ძალითა და შემწეობით. ჩვენი რწმენის სიღრმე და სიმდიდრე ისევ და ისევ მოყვასის გულში დათესილი მადლისა და სიკეთის ხარისხსა და სიძლიერეში მდგომარეობს. რამდენი ადამიანია ჩვენ შორის სიკვდილის წყლულით მოწყლული, მაგრამ არავინაა დამხმარე, მშველელი, გადამრჩენელი, "არცა მღვდელნი, არცა ერისაგანნი, არცა მოწესენი, არცა ძმანი და მეგობარნი, არამედ კაცად-კაცადი თავისა თვისისა ვხედავთ". სწორედ ამაშია ადამიანის სისრულე და წარმატება, რომ იგი არა მხოლოდ საკუთარ თავსა და წარმავლობაზე იფიქრებს, არამედ ახლობლის, მეგობრის კეთილდღეობისთვისაც გაირჯება, იზრუნებს. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ეს და მხოლოდ პირად ცხოვრებაზე ვზრუნავთ, ამიტომაც ვუძლურდებით სულიერად, ეგოისტურად ვიკეტებით საკუთარ თავში და ვტკეპნით სულიერად გაუპოხიერებელ, უდაბნოდ ქმნილ გულის ნიადაგს. ადვილად ხელმისაწვდომი ვხდებით ეშმაკისათვის, რადგან არ გაგვაჩნია საკმარისი სიყვარული, ერთგულება ღვთისა და მოყვასისა, რაც ერთადერთი იარაღია მტერთან ბრძოლისა. დაცემულის ბუნება მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობას ცდილობს. ამიტომაც რჩება იგი მარტო ბოროტებასთან ბრძოლაში, რადგან თუ შენ არ გაქვს სურვილი დაეხმარო სხვებს, რაც ისევ და ისევ შეწევნაა საკუთარი სულისა, მაშინ თავი მარტოობისა და სიკვდილისათვის გაწირე, რადგან ქრისტიანობა მოყვასთან სიყვარულით შეკრული ერთობის ჯაჭვია უფალთან ერთობით.

შემცოდე ძმის მცირეოდენი შეცდომის, დანაშაულის პატიება, დავიწყება გვიძნელდება, თავად კი დღენიადაგ შეწყალებასა და ცოდვათა მიტევებას ვითხოვთ ღვთისაგან, არ ნელდება მადლი და შემწეობა შემოქმედისა, ცოდვათა სიმრავლე ღვთისგან გადმოღვრილი სიკეთის ოკეანეში ინთქმება და უჩინარდება.

სად და რაში ვლინდება ჩვენი მიმბაძველობა ღვთისადმი? უფლის მიერ გაჩენილი, შექმნილი ჩვენივე ბუნების მატარებელი მოყვასის სიყვარულში, მასთან მეგობრობასა და ქრისტესმიერ ერთობაში. ყოველ ჩვენგანში ქრისტეა და ჩვენი ერთობა ქრისტეშია.

ზოგიერთი ჩვენგანი რაიმე სარგებლის, ანგარების გამო ერთიანდება და უმეგობრდება ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ქრისტეს სახელით გაერთიანებულ მოყვასთა რიცხვი ძალზე მცირეა, "რამეთუ უმრავლესნი სოფლიოთა საქმეთათვის არიან ერთად შეკრებილ და შეერთებულ", ამიტომაც არის მათი ერთობა ჟამმოკლე და მსწრაფლდაშლადი. შური, ბოროტება, წინააღმდეგობა ბზარავს მათი ერთობის კედლებს და ბაბილონის გოდოლის მსგავსად ნაცარმტვერდება იგი. ქრისტესმიერი მეგობრობა კი ჰგიებს უკუნისამდე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი წინ ვერ აღუდგება, ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, და თვით სიკვდილიც ვერას დააკლებს მას, რადგან თვით სიცოცხლის წყარომ შეკრა, შეამტკიცა და უკვდავყო იგი. მივბაძოთ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილს დამონებული მტრები უკვდავად აქცია, დაიმეგობრა ისინი, რომლებიც მეგობრობდნენ ჭეშმარიტების მტრებს, რადგან მხოლოდ უფლითაა შესაძლებელი ცხოვრების ამქვეყნიური საფეხურების მშვიდობით გავლა და საუკუნო ნეტარებაში დამკვიდრება, მამის, ძისა და სულიწმინდის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat