მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან
	მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან
სიცრუე უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე
ცილისწამება სიცრუის განსაკუთრებული, უმაღლესი ფორმაა, მისი ყველაზე ამაზრზენი და მზაკვრული გამოვლინება, რომელიც ამძიმებს ადამიანურ ურთიერთობებს და არღვევს ერთ-ერთ ფუნდამენტურ მცნებას - "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი".

"არა ცილ სწამო" - ეს მცნება გვიკრძალავს მოყვასზე სიცრუის თქმას, რა სახითაც არ უნდა იყოს ეს: სასამართლოში თუ კერძო საუბარში, წერილობით, პირში თუ პირს უკან. ცილისწამება სპობს თანხმობასა და მეგობრობას კაცთა შორის და სულიერად და მატერიალურად აზარალებს ადამიანის კეთილდღეობას. ამიტომაც გვიკრძალავს წმინდა წერილი არა მარტო სიცრუეს, არამედ, თუ ამას თანამდებობა არ გვავალებს, მოყვასის ნაკლოვანებებზე ლაპარაკსაც კი. ხშირად ვხედავთ სხვის თვალში ბეწვს, საკუთარში კი დირესაც ვერ ვამჩნევთ. თუ გვსურს, სხვას დავანახვოთ მისი ნაკლი, ჯერ საკუთარი უნდა შევიგნოთ.

იმ სულიერ ცვლილებათა სათავე, რასაც ადამიანში ცილისწამება იწვევს, ისევ კაცობრიობის თავდაპირველ დაცემაში უნდა ვეძიოთ, რადგან ბოროტი დღესაც იმავე ხერხს მიმართავს ჩვენს დასამარცხებლად, რაც პირველი ადამიანების დასაღუპავად იხმარა. ბოროტი ევასთან საუბარს ცილისწამებით იწყებს: ხედავთ, უფალმა სამოთხის ყველა ნაყოფის გემოს ხილვა აგიკრძალათო. არა, - მიუგებს ევა, - მხოლოდ ერთის, ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხისო. უთუოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: სიცრუე უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე - მზაკვრობა, ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთში არევა ან მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან. სწორედ ამ ხერხს მიმართა ეშმაკმა - საუბრის დაწყებისთანავე მცირე სიმართლე დიდ ტყუილში შეურია და ღვთისგან მიცემული კურთხევა დაამახინჯა: უფალმა იმიტომ აგიკრძალათ სამოთხის ხის ნაყოფის ჭამა, რომ არ სურს თქვენი განღმრთობა; როგორც კი ამ ხის ნაყოფს იგემებთ, კი არ დაიხოცებით, არამედ ღმერთს მიემსგავსებითო. ცილისწამების ნაყოფის მიღებას ხის ნაყოფის ჭამა მოჰყვა. ადამიანი მართლაც არ მომკვდარა, თუმცა გარკვეული აზრით ესეც სიცრუისა და სიმართლის ნაზავია: სიკვდილი - ეს არა მხოლოდ სულის გაყრაა ხორცთან, არამედ - და უპირველეს ყოვლისა - სულის გაყრა ღმერთთან. უფალსაც სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში. იმ დღეს ადამიანის სული ღმერთს გაეყარა, ის სულიერად მოკვდა. მთლიანობაში შეირყა მისი ჰარმონია უფალთან, სამოთხესთან. უფლის ხილვა მას სიხარულს აღარ ანიჭებდა, აღარ ამშვიდებდა, მისთვის ღმერთი მრისხანე, საშინელ ძალად წარმოჩნდა და სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა სამოთხის დატოვებისა.

განსაკუთრებული სიმძაფრით სიცრუემ და ცილისწამებამ მაცხოვრის სასამართლოზე იჩინა თავი. ეს სასამართლო თვით იყო უსამართლო, ცილისწამებით გაჯერებული და სიცრუის მსახური. "ხოლო მღვდელმთავარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწმეთა იესოსათვის, რაითამცა მოკლეს იგი".

გამოჩნდნენ ცრუმოწმენიც. რას სდებდნენ ისინი ბრალად უფალს, არ არის ცნობილი, ოღონდ ეს კია, რომ მათი მოწმობანი ერთმანეთს არ ეთანხმებოდა და არც დანაშაულის საბუთებს შეიცავდა. ალბათ, ახსენებდნენ შაბათის უქმის დარღვევას, ფარისეველთა გადმოცემების შეუსრულებლობას და სხვა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სიკვდილით დასასჯელად, მსაჯულებს კი სწორედ ასეთი დანაშაულის მოძიება სურდათ. ამიტომაც ამბობს წმინდა მათე მახარებელი: "და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწმენი და არა ჰპოვნეს". ბოლოს "მო-ვინმე-ვიდეს ორნი" და თქვეს: ის პატივს არ სცემს ღვთის ტაძარსო. ცრუმოწმეებმა გაიხსენეს იერუსალიმის ტაძარში ორი წლის წინ ნათქვამი: "დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე" (იოანე 2:19) - დაანგრიეთ ეს ტაძარი და მესამე დღეს აღვადგენო მას. მაცხოვარი გულისხმობდა არა იერუსალიმის ტაძარს, არამედ საკუთარ სხეულს, ასე რომ, მისი სიტყვები იყო წინასწარმეტყველება ჯვარცმასა და აღდგომაზე. მაგრამ ორივე ცრუმოწმემ ან ბოროტი განზრახვით, ან უვიცობით დაამახინჯა მაცხოვრის ნათქვამი. ასე იყო თუ ისე, მათი მოწმობა ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე მძაფრი სიცრუე გამოვიდა - აღრეული ტყუილ-მართალი აღემატება ცილისწამების ყველა სხვა სახეს, ვინაიდან ამგვარ სიცრუეს, როგორც ვთქვით, უფრო მეტად შეუძლია, ადამიანი დააზარალოს: როდესაც ვისმენთ ასეთი ცილისწამების მართალ ნაწილს, ძნელად თუ შეგვეპარება ეჭვი მისი მეორე, ნაყალბევი ნაწილის ჭეშმარიტებაში. ამგვარი ცილისწამება უფრო დამაჯერებლად ჟღერს და შესაბამისად, მეტი ზიანის მომტანია. სწორედ ასეთი იყო ამ ორი მოწმის ჩვენება მაცხოვრის წინააღმდეგ.

ცილისწამება ის ძალაა, რომელსაც ბოროტის მთელი მანქანება ეფუძნება და უმძიმესი ცოდვაა, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად ამსგავსებს ეშმაკს. ცილისწამებას, როგორც წესი, ადამიანი საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, საკუთარი ნაკლის დასაფარავად მიმართავს, მაგრამ ეს წამიერი თვითკმაყოფილებაა. როცა ამ მიზეზით ცრუობს, ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა ტყუილს, ნებსით თუ უნებლიეთ სიცრუე მისი ცხოვრების თანამდევი ხდება, ცრუობს ყოველთვის, როცა დასჭირდება, როცა არ სურს სიმართლის ბოლომდე თქმა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ამაში კი ამპარტავნების დიდი წილია. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ "ვის უყვარს სიცრუე და ცილისწამება, მას სძულს სული თვისი".

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler