უფალი იმიტომ არ მოდის ჩვენთან, რომ ხშირად თავად მისი კი არა, მისგან რაღაცის მიღება გვსურს
უფალი იმიტომ არ მოდის ჩვენთან, რომ ხშირად თავად მისი კი არა, მისგან რაღაცის მიღება გვსურს
სად არის კარი და როგორ გავაღოთ იგი?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
მიზნად სულაც არ დამისახავს, ლოცვის რაობა ჩამოვაყალიბო. უბრალოდ, იმის განსაზღვრა მინდოდა, რა უნდა იცოდეს მან, ვისაც ლოცვა სურს.

მე, თავად დამწყები, ჩემს მკითხველსაც დამწყებად ჩავთვლი და მასთან ერთად მსჯელობას ვეცდები. არ შევეხები მისტიკური ლოცვისა და სრულყოფისკენ მავალთ, რადგან მათკენ "ლოცვა თავისით გაიკვლევს გზას".

როდესაც უფალი ჩვენში შემოვა და ჩვენც მივაღწევთ ღმერთამდე, როდესაც უეცრად ყოველდღიურობა ჩვენს წინაშე ისეთი სიღრმით გაიხსნება, როგორსაც უწინ ვერ ვამჩნევდით, როდესაც ვიგრძნობთ, რომ ლოცვა ჩვენში ცოცხლობს, ღვთის არსებობას ვგრძნობთ, მის პირისპირ ვდგავართ, თაყვანს ვცემთ და ვესაუბრებით, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ხშირად ადამიანის უმთავრეს პრობლემად იქცევა ხოლმე განცდა, თითქოს უფალი მასთან არ არის. სწორედ ამაზე მსურს ვისაუბრო.

სინამდვილეში, უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ მხოლოდ განცდა გვაქვს მისი არარსებობისა.

ზოგჯერ თითქოს ღვთის წინაშე ვდგავართ, არადა, ცაში სიცარიელეს ვესაუბრებით, საიდანაც, ბუნებრივია, პასუხს ვერ ვიღებთ. მზერას ყველა მიმართულებით მივმართავთ, ღმერთი კი არ ჩანს... როგორ მოვიქცეთ? უმთავრესი იმის ხსოვნაა, რომ ლოცვა - შეხვედრაა და ღრმა ურთიერთობა, რომელიც ნაძალადევად არ შედგება. ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია, ხილული გახდეს ან პირიქით - განცდა დაგვიტოვოს, თითქოს აქ არ არის, უკვე ამ ცოცხალი ურთიერთობის ნაწილია. უხეშად თუ ვიტყვით, უფლის მექანიკურად გამოძახება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, აღარავითარი ურთიერთობა არ იარსებებდა. ასეთი ურთიერთობა მხოლოდ ჩვენს წარმოსახვასთან, გამონაგონ გამოსახულებებთან ან კერპებთანაა შესაძლებელი, ცოცხალ ღმერთთან კი, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანთან, ურთიერთობა თავისთავად უნდა იწყებოდეს და ვითარდებოდეს, რაღა თქმა უნდა, ორივე მხარის თავისუფალი ნებით.

ხშირად საყვედურს გამოვთქვამთ, რომ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელსაც დღის მანძილზე ვუთმობთ ლოცვას, ღმერთი ხილულად არ გვევლინება. მაგრამ რას ვიტყვით დანარჩენ 23 საათზე, ან ცოტა მეტზეც, როცა უფალი კარზე გვიკაკუნებს, ჩვენ კი ვპასუხობთ: "მომიტევე, დაკავებული ვარო"? ან, საერთოდაც, დუმილს ვარჩევთ, რადგან ეს ხმა საკუთარ გულში, გონებაში, ცნობიერებასა თუ სინდისში, შესაძლოა, ვერც კი გავიგონოთ? გვაქვს კი საყვედურის უფლება, როდესაც ღმერთის არსებობას ვერ ვგრძნობთ? ჩვენ ხომ თავადვე განვეშორებით მას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთთან შეხვედრა - ყოველთვის სამსჯავროა, სადაც შეიძლება განმართლდე ან დაისაჯო. რაღა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარადიული ხსნა ან საბოლოო განაჩენი, მაგრამ უფალთან შეხვედრა ყოველთვის კრიტიკული მომენტია. მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ხილული არ არის, როდესაც სრულიად უპასუხისმგებლოდ ვესწრაფვით მის გამოცხადებას. წმინდა წერილში მრავალგზისაა აღნიშნული: ღმერთთან პირისპირ შეყრა სახიფათოა, რადგან ღმერთი - ძალაა, სიმართლე, სიწმინდე, და როდესაც ღვთის მყოფობას ვერ ვგრძნობთ და ვერ განვიცდით, გული მადლიერებით უნდა გვევსებოდეს, რადგან უფალი მოწყალეა: დროზე ადრე არ მოდის, რომ მასთან შეხვედრა სასჯელად არ გვექცეს.

მრავალი წლის წინ ერთმა კაცმა მთხოვა: ღმერთი მაჩვენეო. ავუხსენი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და რომც შემძლებოდა, უფალს მაინც ვერ იხილავდა, რადგანაც ღვთის განსაჭვრეტად მასთან უცილობლად რაიმე საერთო უნდა გვქონდეს. როდესაც ამის მიზეზი იკითხა, პასუხად შევთავაზე, სახარების ის მონაკვეთი გაეხსენებინა, ყველაზე მეტად რომ აღელვებდა. მან იოანეს სახარების მერვე თავი გაიხსენა, ამბავი იმ ქალისა, მეძავობაში რომ ამხილეს. შევთავაზე, ამ სცენაში საკუთარი თავი ამოეცნო: ვინ ხარ - მაცხოვარივით მოწყალე, რომელსაც ამ ქალის გამოსწორება ღრმად ეიმედება, თავად მრუში ქალი, ხუცესთაგანი, რომელმაც საკუთარი ცოდვები გაიაზრა და უკან დაიხია თუ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს-მეთქი?

მიპასუხა: მე ის ერთადერთი იუდეველი ვარ, რომელიც უკან არ გაბრუნებულა და ქალზე ხელი აღმართაო.

მივუგე: უფალს მადლობა შესწირე, რომ მასთან პირისპირ შეხვედრის საშუალებას არ გაძლევს-მეთქი.

ეს საკმაოდ უხეში მაგალითი ხომ ხშირად ჩვენც გვესადაგება! შესაძლოა, ღვთის სიტყვას პირდაპირ არ უარვყოფდეთ, მაგრამ გამოვტყდეთ: ხშირად ვიქცევით ქრისტეს ვნებებში მონაწილე მეომრების მსგავსად, ვცდილობთ, თვალი ავუხვიოთ მაცხოვარს, რათა დაუბრკოლებლად გავაწნათ სილა. განა ასე არ ვიქცევით, როცა ღვთის მეუფებას ვემალებით და ჩვენი ნებისაებრ ვმოქმედებთ? ვცდილობთ, რიდე ჩამოვაფაროთ თვალებზე, არადა თავს ვიბრმავებთ. შესაძლებელია კი ასეთ წუთებში მისი განჭვრეტა? ღმერთთან მიმყვანებელი ხომ მხოლოდ მონანული გული შეიძლება გახდეს.

სახარება და ის ადამიანები გავიხსენოთ, უფალთან მისაახლებლად რომ ვერ კადნიერდებიან. ასისთავი ასე მიმართავს მაცხოვარს: "უფალო, ნუ მოშურები, არამედ სიტყვით ხოლო სთქუ და განიკურნოს მონაი ესე ჩემი". ან ნავში მჯდომი პეტრეს სიტყვები გავიხსენოთ, აურაცხელი თევზი რომ დაიჭირა: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო".

ეგებ პირველად იმ წუთებში იგრძნო გულწრფელი თავმდაბლობა და სწორედ მაშინ დაინახა ქრისტე, როგორც მეუფე?! ჩვენ თუ გვითქვამს ოდესმე: "არა ვარ ღირს, რაითა სართულსა ქუეშე სახლისა ჩემისასა შემოხვიდე"?

უნდა გვესმოდეს: უფალი იმიტომ არ მოდის ჩვენთან, რომ ხშირად თავად მისი კი არა, მისგან რაღაცის მიღება გვსურს. განა შეიძლება, ასეთ მდგომარეობას ურთიერთობა დავარქვათ? ნუთუ მეგობრების მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს? იმას ვეძებთ, რასაც მეგობრობა გვაძლევს თუ თავად მეგობარი გვიყვარს? ან რამდენად სამართლიანია ასეთი დამოკიდებულება უფლისადმი?

მოდით, კვლავ ლოცვას დავუბრუნდეთ: გავიხსენოთ, რამდენად ძლიერი და მხურვალეა ლოცვა მოყვასის ან რაიმე მნიშვნელოვანისთვის, როდესაც მთელი არსებით ლოცვას მივეცემით. მაგრამ არის კი ასეთი ლოცვა ღმერთთან შესახვედრად მიმართული? ამ შემთხვევაში ხომ უპირველესი სწორედ ის საგანი თუ პიროვნება ხდება, ვისთვისაც ვლოცულობთ, ხოლო როგორც კი ლოცვის სხვა ეტაპზე გადავინაცვლებთ, ჩვენში თითქოს რაღაც ცივდება. ღმერთმა იბრუნა პირი? არა, უბრალოდ, ჩვენი ლოცვაა მიმართული ვინმეს ან რამესკენ და არა ღვთისკენ. მაშ, რატომღა გვიკვირს, რომ ღვთის მყოფობას ვეღარ შევიგრძნობთ, ჩვენ ხომ საკუთარი ნებით განვეშორებით შემოქმედს?

უფლის "არყოფნის" სხვა მიზეზებიც არსებობს: სანამ ადამიანს საკუთარი "მე" აქვს, მასთან ღვთის გამოცხადებაც შესაძლებელია, მაგრამ როგორც კი იმად ქცევას ეცდება, ვინც სინამდვილეში არ არის, ამგვარი ურთიერთობა შეუძლებელი ხდება.

ლოცვისას ღმერთის ღმერთობას უნდა ვაცნობიერებდეთ და თავი მას უნდა მივუძღვნათ. თუ ღვთის ნების აღსრულებისთვის მზად არ ვართ, ვცადოთ და ყური მაინც ვუგდოთ მას. მაგრამ თუ ცხოვრებას მდიდარი ყმაწვილივით გავაგრძელებთ, სიმდიდრეზე რომ ვერ თქვა უარი, როგორღა შევძლებთ ღმერთთან შეხვედრას? ხშირად ხომ ლოცვას გულის მოსაოხებლად უფრო აღვავლენთ, ვიდრე უფლის განსადიდებლად... ვერაფრით ვთმობთ ქონებას, რომ სანაცვლოდ უძვირფასესი მარგალიტი მივიღოთ. ან, საერთოდ, ვეძებთ კი ამ მარგალიტს?

როცა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ, საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენელნი აღარ აინტერესებთ. გავიხსენოთ ძველი გამოთქმა: როცა სასიძოს სასძლო ჰყავს, დედაკაცებითა და მამაკაცებით კი არა, ჩვეულებრივი ადამიანებითაა გარემოცულიო.

ასე უნდა ვუყურებდეთ სიმდიდრესაც. თუ ღმერთთან შეკავშირება გვსურს, ამქვეყნიური სიმდიდრე გაცრეცილ, ნაცრისფერ ფონად უნდა იქცეს მთავარ, ერთადერთ ჭეშმარიტებასთან შედარებით.

KARIBCHE


როდესაც ღვთის არსებობას ვერ გრძნობ, უმჯობესია, საკუთარ თავს ჰკითხო: ვის მიუძღვის ამაში ბრალი? ხშირად ღმერთს ვადანაშაულებთ, თითქოს არასდროს ჩანს, როცა გვჭირდება, ხმას არ გვცემს, როცა ვუხმობთ; ხანაც ვითომდა სარწმუნოება აღმოგვათქმევინებს: "ღმერთი ჩემს სარწმუნოებასა და მოთმინებას ცდისო" და უამრავ მიზეზს ვპოულობთ, რომ ღვთის სამსჯავრო ჩვენთვის უფრო მომგებიანი კუთხით განვიხილოთ...

ახალგაზრდა მღვდელი ვიყავი, როდესაც ერთხელ, ქადაგების შემდგომ, გოგონა მომიახლოვდა და მითხრა: მამა ანტონ, ძალიან ცუდი ადამიანი ხართო. ვიცი-მეთქი, - ვუპასუხე, - მაგრამ თქვენ როგორღა მიხვდით-მეთქი? ისე კარგად აღწერეთ ჩვენი ცოდვები, ისინი უცილობლად ჩადენილი გექნებათო.

მდგომარეობა, რომელზეც გესაუბრებით, ალბათ მართლაც საკუთრივ ჩემია, მაგრამ გარკვეულწილად ხომ თქვენიცაა?

თუ ლოცვა გვსურს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვილნი ვართ, რომ ხსნას მოველით, რომ ღვთისგან განშორებულთ მის გარეშე ცხოვრება არ ძალგვიძს და რომ ერთადერთი მსხვერპლი, რაც მას შეგვიძლიათ შევწიროთ, სინანულის გზით სრულყოფისკენ სწრაფვაა. ლოცვა ზესვლაა ღვთისკენ, მასთან ეტაპობრივად მიახლოებაა, რაც, თუ ნაადრევად მოხდა, შესაძლოა, სასჯელად გვექცეს. ერთადერთი, რის გაკეთებაც ძალგვიძს, მოკრძალებული თაყვანისცემაა უფლისა და იმის თხოვნა, რომ შეგვაძლებინოს და ღირსგვყოს მასთან მიახლებისა არა სამსჯავროზე, არამედ მარადიულ ცხოვრებაში.

მოდით, მეზვერისა და ფარისევლის იგავი გავიხსენოთ: მეზვერე მიდის ტაძარში და მოშორებით დგება. უწყის, რომ გამართლების ღირსი არ არის, რადგან ღვთის სასუფეველს არ ზიარებულა, სიყვარულით სავსე, სამართლიან სამყაროში არ უცხოვრია, მისი სამყოფელი სასტიკი, ძალადობით აღსავსე ქვეყანაა, მაგრამ სწორედ იქ ისწავლა ბევრი რამ, რაზეც ფარისეველს წარმოდგენაც არ აქვს; იქ მიხვდა, რომ ამ სისასტიკითა და ძალმომრეობით აღსავსე სამყაროში ერთადერთი სასოება - გულმოწყალება და თანაგრძნობაა, რომელიც ჩვეულებრივი ურთიერთობების ჩარჩოებში ვერ თავსდება, მაგრამ ძალუძს, შეაჩეროს ყოველდღიური უგულობა და ძალმომრეობა. მეზვერემ, როგორც გამომძალველმა, საკუთარი გამოცდილებით კარგად უწყის, რომ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც შეიძლება, ადამიანს ვალი აპატიო, ციხეში არ გაუშვა, მისი მდგომარეობა შენს გულს შეეხოს... თავადაც რამდენჯერ გადარჩენილა ასეთი მოულოდნელი მოწყალების შედეგად... მეზვერე განზე დგას, რადგან ფიქრობს, რომ ტაძრის სივრცე, სივრცე ღვთის სამართლიანობისა და სიყვარულისა, მას არ ეკუთვნის, თუმცა გამოცდილებით იცის, რომ ხშირად დაუჯერებელიც სრულდება და სასოებით ამბობს: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას".

გახსოვთ მაცხოვრის სიტყვები პავლესადმი: "ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების"? აქ სისუსტე კი არ იგულისხმება, როდესაც ვცოდავთ და ღმერთს ვივიწყებთ, არამედ სირბილე, მოქნილობა, გამჭვირვალობა, მდგომარეობა, როდესაც თავს უფალს მიანდობ. იალქანი გავიხსენოთ, მთელი გემის წაყვანა რომ შეუძლია, როდესაც ქარით გაივსება. იალქნის ნაცვლად ხისტი დაფა ხომ სრულიად უმაქნისია. რკინის ხელთათმანი მტკიცე კია, მაგრამ მისი მეშვეობით ძალზე ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ქირურგის ხელთათმანის წყალობით კი მკურნალის ხელი სასწაულებს ახდენს.

ოცდახუთი წლის წინ ერთი ჩემი მეგობარი პარიზის გათავისუფლებას შეეწირა. მას ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ დამიახლოვდნენ. ერთხელ მისი ქალიშვილი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, ჩემთან, მისაღებში მოვიდა (მღვდლობამდე ექიმი გახლდით), მაგიდაზე სახარება დაინახა და გაიკვირვა: არ მესმის, როგორ შეიძლება განათლებულ ადამიანს ასეთი სისულელის სჯეროდესო. წაგიკითხავს-მეთქი? არაო. ჰოდა, გახსოვდეს, მხოლოდ ძალიან სულელები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან-მეთქი. მან სახარება წაიკითხა და სრულიად შეიცვალა.

გავიდა დრო და უკურნებელი სენით დაავადდა. უკვე მღვდელი ვიყავი და ინგლისში ვმსახურობდი, როდესაც მომწერა: მას შემდეგ, რაც სხეული დამიძაბუნდა და კვდომა იწყო, სული უფრო გამიცოცხლდა და ღვთის არსებობას უფრო ცხადად ვგრძნობო. მივწერე, - ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, როცა ღონე სრულად გამოგეცლება, საკუთარი ძალებით ღვთისკენ სწრაფვას ვეღარ შეძლებ და მოგეჩვენება, რომ მისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია-მეთქი. მერე ისევ მომწერა: ისე დავუძლურდი, უფალზე ფიქრის ძალაც აღარ შემწევს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ღმერთი არ არისო... ვურჩიე, თავმდაბალი ყოფილიყო, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.

თავმდაბლობა ლათინური სიტყვის "ჰუმუსისგან" (ნაყოფიერი მიწა) წარმოდგება და, როგორც ხშირად ჰგონიათ, სულაც არ ნიშნავს საკუთარ თავზე გამუდმებით აუგის თქმას. თავმდაბლობა ნაყოფიერ მიწასავითაა, რომელიც მუდამ შენს ფეხქვეშაა და მასზე ისე დააბიჯებ, არც კი გახსენდება. ის აუცილებელია, ყველაფრის მიმღებია და ამ ყველაფერს, თუნდაც ნაგავს, სიცოცხლის მომნიჭებელ სიმდიდრედ გარდაქმნის. იგი ყველანაირ თესლს ითვისებს და მათგან მრავალგვარ ნაყოფს აღმოაცენებს.

ქალს ვურჩიე, სწორედ ასეთი ყოფილიყო და ღვთისა და ადამიანებისგან მორჩილად დაეთმინა ყველაფერი. მან მართლაც მრავალი განსაცდელი დაითმინა. ავადმყოფობის ექვსი თვის თავზე ქმარმა მიატოვა - მომაკვდავი ცოლის ყურება მობეზრდა, სანაცვლოდ კი ღმერთმა ნათელი მოჰფინა. მოგვიანებით მატყობინებდა, - მთლად დავძაბუნდი, ღვთისკენ სწრაფვის ძალა აღარ შემწევს, მაგრამ ახლა ღმერთი თავად მოდის ჩემთანო.

სწორედ ეს გახლავთ ის უძლურება, რომელშიც უფალს თავისი ძალმოსილების სრულქმნა და "არარსებობის" "არსებობად" ქცევა ძალუძს.

დაბოლოს, ვიდრე კარზე დავაკაკუნებდეთ (აქ მხოლოდ სასუფევლის კარი კი არა, ქრისტეც უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც ამბობს: "მე ვარ კარი"), უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჯერ კიდევ გარეთ ვართ, თორემ თუ თავს შთააგონე, რომ უკვე სასუფეველში მკვიდრობ, ცხადია, დაკაკუნების საჭიროებაც აღარ გექნება და ისღა დაგრჩენია, ანგელოსთა და წმინდანთა ძიებაში აქეთ-იქით აცეცო თვალები, მერე კი, სიბნელისა და ცარიელი კედლების გარდა რომ ვერაფერს იპოვი, სამართლიანად გაიოცებ: სულაც არ ყოფილა სამოთხე მიმზიდველიო... სასუფევლამდე კი ჯერ შორია, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ თავს დავეკითხოთ: სად არის კარი და როგორ გავაღოთ იგი?
ბეჭდვაელფოსტა
29.11. 2018
მანანა-შ
მადლობა სტატიის ავტორს, მადლობა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელს, ჩემი თავი მეცნო, სრული სიმართლეა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეხმარები ღმერთი გაჭირვების ჟამს, მე სათანადოდ არ ვაფასებ ამას. უფალო მომეცი ძალა, რომ შევძლო შენს ჭეშმარიტ გზაზე სიარული!
28.11. 2018
ჯაბა
კარგი სტატიაა , მადლობა !
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat