თავმდაბლობაა გაუტეხელი ფარი ყვედრების წინააღმდეგ ორთაბრძოლაში
თავმდაბლობაა გაუტეხელი ფარი ყვედრების წინააღმდეგ ორთაბრძოლაში
დიდება უფალს, რომელმაც არ დაგვტოვა უპატრონოდ ეშმაკის მახეებით დაფარულ წუთისოფელში, მოგვცა დაკარგულ სამოთხეში დასაბრუნებელი გასაღები: ათი მცნება, ცხრა ნეტარება, წმინდა მამათა სწავლებანი...

გმადლობთ შენ, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო იესო ქრისტე, რომელიც განკაცდი, ხორცი შეისხი და მოხვედი ჩვენ შორის, დედამიწაზე, რომ ჩვენთვის, ურჩებისთვის, თავად გესწავლებინა ღვთის მცნებების აღსრულება, რადგან ჩვენ ვერ შევძელით ფურცელზე დაწერილის ცხოვრებაში განხორციელება...

მოვიდა წუთისოფელში უფალი იესო ქრისტე, იცხოვრა ჩვენ შორის საღვთო მცნების მიხედვით და ამგვარად დაგვანახა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი აღმსარებლობა, ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისა, ჭეშმარიტი სიკეთე - ეს არის სრული განთავისუფლება ანგარებისგან. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ უფლის სიყვარულით უნდა ვაკეთებდეთ, სიკეთის სანაცვლოდ გულის სიღრმეშიც არ უნდა ველოდეთ სულ მცირე სარგებელსაც კი. ვიქცევით ასე? ვისწავლეთ ჭეშმარიტი ღვაწლი?

დამეთანხმებით, ძნელია, სრულიად განთავისუფლდე ანგარებისგან, გაკეთებული სიკეთის სანაცვლო მოლოდინისგან, რაც სულიერების გარკვეულ საფეხურზე მიიღწევა. ერთი კი ყველამ უნდა შევძლოთ, არ დავაყვედროთ მოყვასს, ხელი რომ მოვუმართეთ, გასაჭირის ჟამს მხარში რომ ამოვუდექით. მუდამ გვახსოვდეს უფლის სიტყვები: ურთიერთას სიმძიმენი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული უფლისა.

აი, რას ბრძანებს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე: "რაჟამს ჰყოფდე ქუელის-საქმესა, ნუ ჰსცნობენ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯუენე შენი". უფალი გვასწავლის, რომ კეთილი საქმეებით გულშიც კი არ მოვიწონოთ თავი, არამცთუ სხვების წინაშე. სიკეთე უფლის სადიდებლად ვაკეთოთ და თუკი უკეთური დაგვრევს ხელს და გონებაში თავმომწონეობა შემოვა, მაშინვე გავიხსენოთ მაცხოვარი ჩვენი, რომელმაც ამქვეყნად მხოლოდ სიკეთით იცხოვრა, განგვკურნა, თავს იდვა ჩვენი უძლურებანი, იტვირთა უმძიმესი და უბოროტესი ცოდვანი, რათა გამოვეხსენით ეშმაკის მეუფებისგან; სრულიად უდანაშაულომ ჩვენ გამო უსაშინლესი ტკივილები, დამცირება, შეურაცხყოფა, ჯვარზე გაკვრით სამარცხვინო მოკვდინება დაითმინა, - და მერწმუნეთ, მაშინვე უკვალოდ გაგვიქრება თავის ქების განწყობა, რადგან უფლის სიკეთის ფონზე გაფერმკრთალდება ჩვენი ქველი საქმენი და შეგვრცხვება კიდეც, ამ მცირედით თავის მოწონება რომ გვეწადა.

სახარების სხვა ადგილას იესო ქრისტეს ასეთ დარიგებას ამივიკითხავთ: "რაჟამს იქმოდე ქუელის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა". გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელიც ყველგანმყოფია, რომელმაც ჩვენი გულისთქმაც კი უწყის, აჯილდოებს მხოლოდ სუფთა, ჭეშმარიტ, უანგარო სიკეთეს.

სიკეთე გააკეთე - ეს კარგია, მაგრამ თუ თავს იწონებ ქველი საქმით, იცოდე, რომ მაშინვე კარგავ მოხვეჭილ სიმდიდრეს, ისე, თითქოს არც კი გქონია გულში. იქ, სადაც ფუჭი დიდებაა, ვერ იარსებებს წმინდა სიკეთე.

თუკი ჩავუღრმავდებით უფლის სწავლებას და ამავე დროს ობიექტურად გამოვიძიებთ ჩვენს აზრებს, გულისთქმებს, დავინახავთ, რომ ყოველი ქველი საქმის იდეა ღვთისგან მოგვეცემა და ჩვენი არაფერია. ჩვენი მხოლოდ თავისუფალი ნებაა - განვახორციელოთ თუ არა გონებაში შემოსული აზრი. გამოდის, ყვედრებისას მოყვასს ვამადლით იმას, რაც ჩვენი არ არის, რაც უფლისგან მოგვეცა. ამპარტავნებაა, როდესაც ჩვენს ხორციელ თუ სულიერ სიკეთეს საკუთარ თავს მივაწერთ და ღვთის უდიდეს წყალობად არ მივიღებთ. იმის ნაცვლად, რომ ვმადლობდეთ უფალს, რადგან ჩვენივე მოყვასის სარგებლად ამჯერად ჩვენ აგვირჩია სასიკეთო იარაღად, ადამიანს ვაყვედრით?! გავიხსენოთ, რას პასუხობს ვენახის პატრონი გამწყრალ პირველი ჟამის მუშაკს იგავში "ვენახის მუშაკნი": "მიიღე შენი და წადი", რაც იმას ნიშნავს, რომ უმადურ მუშაკებს მხოლოდ მიწიერი საზღაური შერჩათ, ვინაიდან, როგორც წმინდა გრიგოლი დიდი ბრძანებს: "მომჩივანი, მდრტვინავი და მაყვედრებელი ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს". მუდამ გვახსოვდეს, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებთ, იღუპება, თუ თავმდაბლობა არ დავუყენეთ მცველად.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც დაგვაყვედრებენ ჩვენთვის გაწეულ დახმარებას? აქაც თავმდაბლობა მოვიმარჯვოთ ფარად. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს, რას ნიშნავდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები ეფესელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "მოივაჭრეთ ჟამი". პატრიარქმა უპასუხა, რომ მოციქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებენ. კერძოდ, თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს; თუ უპატიობაში იმყოფები, გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, შესაძლოა ყოველი უსიამოვნება ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ. განა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეც ამას არ გვასწავლის: "გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით". რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები კურნავენ ჩვენს სულებს სიამაყისგან. წმინდა ამბა დოროთე ასე გვარიგებს: "ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს".

ადვილი როდია, დაითმინო ყოველივე ზემოხსენებული, დათმო პიროვნული სიამაყე. მაშინ შევძლებთ ამ მცნების აღსრულებას, როცა თავს ყოველგვარი შეურაცხყოფის ღირსად ჩავთვლით. თუ მოვიწადინებთ, მივაღწევთ კიდეც სიმშვიდის შენარჩუნებას. როცა ჩვენს პიროვნულ ღირსებას ფეხქვეშ თელავენ, გავიხსენოთ მრავალი ცოდვა, წარბშეუხრელად რომ ჩაგვიდენია ღვთის წინაშე და თავს უარესი გინების ღირსადაც კი ჩავთვლით.

თავმდაბლობაა გაუტეხელი ფარი ყვედრების წინააღმდეგ ორთაბრძოლაში. წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "სული შემუსრვილი და გული შემუსრვილი" ვითხოვოთ ღვთისგან, რომ არც სხვას დავაყვედროთ გაწეული სამსახური და არც ჩვენ დავკარგოთ უფლისგან მომადლებული საშუალება სიკეთის ქმნისა, საშინელი სამსჯავროს ჟამს ყოვლადმოწყალე ღვთისთვის ძღვნად მისართმევი მარადიული სიმდიდრის მოხვეჭისა; არც სხვისი ყვედრება მივიღოთ განრისხებით, არამედ სიმდაბლით, რათა აქაც სარგებელი ვპოვოთ და კიდევ ერთი სათნოება შევმატოთ ჩვენს მარადიულ საუნჯეს.

როგორ დავითმინოთ წყენა
როცა სხვა გაწყენინებს ­- მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე მაგალითი.

ამბა პიმენი ამბობდა: "ბოროტება ვერავითარი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას. ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება".

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა გინება მოითმინა და უთხრა მაგინებელს: "შემეძლო ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცოს სდებს ჩემს ბაგეებს".

ერთმა ბერმონაზონმა კი ამბა პიმენს ჰკითხა: "რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?" "იყავი იმის მეგობარი, ვინც გაწყენინებს", - უპასუხა ბერმა.

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამ არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხე შეურაცხმყოფელს.

მოითმინეთ წყენა, ყვედრება, ადამიანთა უსამართლობა, იტვირთეთ ურთიერთის სიმძიმენი, - ამით მაინც რომ შეავსოთ სულიერი მოღვაწეობის ნაკლი. მთავარი კი ისაა, თავი ყოველგვარი შეურაცხყოფისა და განსაცდელის ღირსად ჩათვალო - "და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუეგების".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat