ანტიქრისტე საქართველოში შემოდის – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ანტიქრისტე საქართველოში შემოდის – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ჩვენს ეკლესიაში ზოგიერთი მორწმუნე და სასულიერო პირიც კი ქადაგებს საქართველოს მოახლოებულ რელიგიურ "გაბრწყინებას", აქ ქრისტიანთათვის ნათელი დროების დადგომას, იმას, რომ აპოკალიფსურ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ყველგან იბატონებს, საქართველოში ვერ შემოვა და ა.შ. მაგრამ სმენისათვის საამო ამ ტკბილი ოცნებებით გატაცებული, საეკლესიო საქმეთა გარეგნული მოწესრიგებითა და მოსასვენებელ ადგილ-მდებარეობათა მოწყობით დაკავებული (იმ კეთილსასურველი პერიოდის მოლოდინში) მრავალი სასულიერო პირი თუ ერისკაცი ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) უკვე როგორ შემოდის საქართველოში ანტიქრისტეს სული, ღრმად იდგავს ფესვებს ხალხის სულში და ცხოვრების ყველა ფენას ეპატრონება.

აი, განიზრახავენ სკოლებში "სქესობრივი აღზრდის" შემოღებას, მშობლიური ისტორიის კურსის მნიშვნელოვნად შემცირებას – ამ პროგრამის განსახორციელებლად ევროპიდან, თვით მისი სატანური წიაღიდან, საქართველოში უზარმაზარი ფულადი სახსრები მოედინება! რას ნიშნავს ეს? ის, ვინც ამ პროექტის შინაარსს გაეცნობა, "სქესობრივი აღზრდის" ახალ სახელმძღვანელოებს გადახედავს – ნათლად დაინახავს, რომ მათი სურვილია ბავშვს ყველაზე ადრეული ასაკიდან დაუწყონ სხვადასხვაგვარი სქესობრივი გარყვნილების სწავლება, მიზნად ისახავენ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობა განდევნონ მათგან, სურთ ცხოვრების აზრად ავხოცური ტკბობის ძიება დაუსახონ.

იწყება ადამიანური სინდისის, ზნეობრივი ცნებისა და სულიერების საშინელი, სასტიკი დევნა. მაგრამ რად ჭირდებათ ეს ყველაფერი მსოფლიო პოლიტიკოსებს, რატომ არ იშურებენ სახსრებს და ამდენ ფულს იხდიან იმისთვის, რომ ბავშვებისა და მათი მშობლებისაგან სირცხვილი და სინდისი შეისყიდონ? იმიტომ, რომ ახლა მთელ მსოფლიოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მომავალი ანტიქრისტეს გზების განსამზადებლად და ამ ღონისძიებებს თვით ბნელი ძალები ხელმძღვანელობენ. მათთვის აუცილებელია რაღაც "ერთიანი მსოფლიო წესრიგი" მოამზადონ ანუ გააერთიანონ ხალხი ერთიანი ინტერესებით, ერთიანი სურვილებით, ერთიანი მისწრაფებებით, – მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ერთიანი მსოფლიო მმართველის გამეფება და მთელი კაცობრიობის კონტროლი, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეშმაკის უძველესი ჩანაფიქრის აღსრულება – აიძულონ კაცობრიობა თაყვანი სცეს მას, როგორც უფალ ღმერთს.

ამისთვის გამოაცლიან ადამიანებს ყველაფერს ინდივიდუალურს, იდეურს, ამაღლებულსა და სულის კუთვნილს. ადამიანი უზნეო, სამშობლოს არმცნობი, წინაპართა გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის არმცოდნე, მხოლოდ წამიერ სიამტკბილობათა მძებნელი, მხოლოდ აწმყოთი მცხოვრები – აი, საუკეთესო ელემენტი, რომლისგანაც უნდა შედგეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" საზოგადოებამორჩილი, მკაცრად კონტროლირებადი, უიდეო, უსულო – იგი მზად იქნება ყველა ამ უფლებეთა აყრით მხოლოდ თავისუფლებისთვის: სინდისის, სირცხვილის, ზნეობრივი აკრძალვებისაგან განთავისუფლებისათვის გადაიხადოს, უფლებისათვის სცოდოს, ხორცს აამოს, "მიწიერი სამოთხის" სიკეთით, ტექნიციზირებული მატერიალური კომფორტით დატკბეს და არ იგრძნოს არავითარი სინდისის ქენჯნა.

ამასთან იგულისხმება, რომ ადამიანი რელიგიური უნდა დარჩეს – ანტიქრისტე მოისურვებს მას თაყვანი სცენ არა როგორც ნიჭიერ ადამიანს, არამედ როგორც ღვთაებას (მის უკან ხომ დგას სული, რომელიც ღმერთის სახელის გავარდნის წყურვილით იწვის).

მაგრამ რელიგიურობა სეკულარიზებული უნდა იყოს, ჭეშმარიტების არმცოდნე მხოლოდ ერთგვარი მისტიური სუროგატი. ამგვარად: ამ ახალი საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელია სამი ფაქტორი: ეკუმენისტური რელიგიურობა (რელიგია მადლის გარეშე), უზნეობა (ადამიანის სინდისის გარეშე), კავშირის გაწყვეტა წარსულის ზნეობრივ და სულიერ კულტურსთან (საზოგადოება ისტორიის გარეშე). მესამე იმისთვისაა აუცილებელი, რომ ნაციონალური გრძნობა ადამიანის ხშირად წინაპართაგან მოხვეჭილი ჭეშმარიტი სიბრძნით ამდიდრებს, ასწავლის მამებისაკენ შემობრუნებას, იმ სულიერი და ზნეუბრივ ღირებულებათა დაფასებას, რომლებსაც ისინი აფასებენ. მაგრამ უნდა განადგურდეს ეს მყარი საფუძველი – ზნეობისა და სიბრძნის საყრდენი. მაშინ კაცი ქარისაგან მშობლიურ ღეროს მოწყვეტილ ფოთოლს ემსგავსება, ბობოქარ ნიაღვარში ჩავარდნილი ტრიალებს, მღვრიე წყლის დინებით ათას სხვა მის მსგავსთან ერთად ბნელ უფსკრულში მიექანება.

თუ ეს პროგრამა სკოლებში შევა, მაშინ ქართველ ხალხს ფესვშივე მოკვეთავს ჯოჯოხეთის ცეცხლი! რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველო სოდომისა და გომორის გზას დაადგება (და უეჭველად იმავე ხვედრს გაიზიარებს). შემთხვევით როდი შეუდგნენ ცოდვის შხამით ყველაზე მცირეწლოვანი სულების მოწამვლას – სერიოზული ფსონი იდება ახალ თაობაზე. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ხალხი სდუმს, სდუმან მღვდლები და მღვდელმთავრები, მეტად იშვიათად გაისმის გამაფრთხილებელი ხმა. ხოლო თუ ისინი არ იყვირებენ მოა-ხლოებული საშიშროების შესახებ, არ გააპროტესტებენ, არ აღმართავენ ქრისტიანებს ამ ბოროტებასთან საბრძოლველად, არ დაიწყებენ მრისხანე აკრძალვებითა და განკვეთით ქრისტესაგან განდგომილი ხალხის გონს მოყვანას – მაშინ ფართოდ გახსნილი აღმოჩნდება კარი, განმზადებული, ხალიჩებით მოფენილი გზა, რომლითაც ანტიქრისტე შემოვა საქართველოში!

"დასაბამი სიბრძნისაი, შიში უფლისაი" (ფს. 110).
შიშისაგან განძარცვა-საყოველთაო შეშლილობის დასაბამი!


არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

წყარო ზნეობა.გე
ბეჭდვაელფოსტა
08.02. 2016
თენგო
დიდი მადლობა სტატიისთვის. ჩემი აზრით "გაბრწყინება" არ უნდა გავიგოთ მარტივად. თუ ვიშრომებთ სიყვარულით გაბრწყინებაც მოვა, მაგრამ თუ მარტო მოლოდინი გვექნება ბუნებრივია ეს არ მოხდება. მომავალი გვიჩვენებს რას დავთესავთ და მჯერა აქ კარგი თესლიც ითესება გარდა იმ ღვარძლისა, რომელზეც სტატიაში საუბრობთ. აქ ერთი რამაცაა გასათვალისწინებელი მხილებაში და განრისხებაში ზომიერება გვჭირდება, რომ ამით ისევ დაყოფას და გაუცხოებას არ შევუწყოთ ხელი. ძალით ვერავის შეაყვარებ ან შიყვარებ ამიტომ ესეც შრომაა კეთილი მთესველის, რომელიც ნაყოფს ელოდება...ერთი არქიმანდრიტი ამბობდა ჩვენი დროის უბედურება მარტოობააო და ამას უნდა მივხედოთ კიდევ. მაპატიეთ კადნიერებისთვის.
08.02. 2016
dıdı codvebısgan damdzımda xalxıs SULI.GAMOIGVIDZET XALXOOOOOOOOOOOOOO
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat