სამოთხის შუაგულში ღმერთმა დარგო ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა...
სამოთხის შუაგულში ღმერთმა დარგო ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა...
ბიბლიის მიხედვით, სამოთხეს გარს ერტყა ოთხი მდინარე, რომელთაც საერთო სათავე ჰქონდათ (ევფრატი, ტიგროსი, გისონი, ფისონი). შემდეგ ეს სათავე გაიტოტა. ევფრატი და ტიგროსი ახლაც ერთმანეთის მეზობლად გამოედინებიან. გისონის და ფისონის სათავეები გაქრა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთი სათავეს იღებდა ბაბილონიდან, სადაც დღემდე შემორჩენილია უმშვენიერესი ოაზისი, მაგრამ ძველ გადმოცემებს გადავყავართ უფრო სამხრეთით, ბასრას იქით, სპარსეთის ყურის აუზში, რომელიც ახლა ზღვის ფსკერზეა. სწავლულების ვარაუდით, იქ იყო დიდი, მტკნარწყლიანი ტბა, რომელმაც შთანთქა სხვა მდინარეები. ევფრატი და ტიგროსი წყაროებად დანაწილდნენ და ხშირად იცვლიდნენ კალაპოტს. წარღვნამდელი ქალაქები მდინარეების ახლოს იყო გაშენებული. ფრანგ არქეოლოგებს - ლისხნერს და ლიტრანს - სამოთხე ბაბილონის ახლოს ეგულებოდათ...

ღმერთმა სამოთხე დაასხა მესამე დღეს. ალბათ მაშინ, როცა მესამე დღეს განყო ხმელეთი წყლისაგან და უბრძანა მიწას მცენარეების და ხეების აღმოცენება. პირველი ადამიანი სამოთხეში შემდგომ შეიყვანა - ის სამოთხეში არ შექმნილა. როცა ღმერთმა ინება ადამიანის შექმნა ხილული და უხილავი ბუნებისგან "სახედ თვისად და ხატად", რათა იგი მეუფე და მთავარი ყოფილიყო ყოველივე იმისა, რაც არის დედამიწაზე. სწორედ ეს პირველი საცხოვრისი იყო ღვთაებრივი სამოთხე, ღმერთის მიერ ედემში დანერგული: - სამკვიდრებელი მხიარულებისა და ყოველგვარი სიკეთისა, რამეთუ თვით სიტყვა - ედემი - სიამეს ნიშნავს. სამოთხეში არც ერთი უტყვი და უგონო არსება არ მკვიდრობდა. იქ მარტო ადამიანი ცხოვრობდა - ღმერთის მთავარი ქმნილება (ეს სიტყვები იოანე დამასკელს მოჰყავს გრიგოლ ნოსელის თხზულებიდან "ადამიანის აგებულების შესახებ"). "აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში - ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა" (დაბ. 2,9). სიცოცხლის ანუ ცხოვრების ხემ თავისი რეალური არსებობის გარდა, როგორც წმინდა წერილში და ასევე ეკლესიის მამებთან ვხვდებით, მიიღო საიდუმლოებით-წინასახეობითი მნიშვნელობა, მიანიშნებდა რა ძირითადად ჯვარცმაზე, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა საუკუნო ცხოვრება დაგვიბრუნა და ევქარისტიის საიდუმლოზე (ზიარებაზე), როგორც ცხოვნებასთან მიმყვანელ, გადამრჩენელ ნაყოფზე.

სამოთხის შუაგულში ღმერთმა დარგო ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა... ხე ცნობადისა, გარკვეულწილად, გამოსაცდელი ან საცთური უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, გამოსაწრთობი მორჩილებასა და სიმდაბლეში, ხოლო სიცოცხლის ხეს ან სიცოცხლის მინიჭების ძალა ჰქონდა, ანდა იმგვარი, რომლის ნაყოფით საზრდოობა მხოლოდ ღირსეულებს შეეძლოთ, ანუ იმათ, ვინც სიკვდილის შვილი არ იყო. საღმრთო წერილის პირდაპირი მნიშვნელობით გაგების მომხრეები ამბობენ, რომ ცხოვრების ხეს ჰქონდა ძალა უკვდავი სიცოცხლის მინიჭებისა და იგი ადამიანს კეთილ საზღაურად უნდა მისცემოდა - სიმდაბლისა და მორჩილებისთვის. წმინდა ნემესიოს ემესელის თქმით, - შემეცნების ხის ნაყოფის მიმღები დიდად სასარგებლო რამეს მოიპოვებდა, მაგრამ
ასე არ მოხდა, რადგან ადამმა ეს ნაყოფი დადგენილ დროზე ადრე იხმია. ამ შეხედულებას არ იზიარებენ წმინდა მეთოდე, იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე და სხვები. მათი აზრით, შემეცნების ხეს ეს სახელი იმის გამო კი არ ეწოდა, რომ შეეძლო კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მინიჭება, არამედ იმიტომ, რომ მისი ნაყოფის მიმღებისთვის საცნაური გახდებოდა, თუ რამდენადაა დაშორებული უმანკოების ნეტარი მდგომარეობა ცოდვაში ჩავარდნილის ყოფისგან. წმინდა გრიგოლ ნოსელი ალეგორიულად განმარტავდა საღმრთო წერილის ამ ადგილს და დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ხის ნაყოფის მიღებისთვის ადამიანი სიკვდილს სწეოდა - ასე სასტიკად დასჯილიყო მაშინ, როცა თვით უფალი ამბობს: "ადამიანს არ შებილწავს საზრდო პირიდან შემავალიო". გარდა ამისა, ღმერთმა ხომ ყოველივე "კეთილ ფრიად" შექმნა. "ხოლო მდინარე გამოვალს ედემით, მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფის ოთხად: თავად სახელი ერთისა - ფისონ, ესე არს რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისსა, მუნ, სადა იგი არს ოქროი... სახელი მეორისა მდინარისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოვლისა ქვეყანასა ეთიოპიისასა და მდინარე მესამე - ტიგროსი. ესე ვალის წინაშე ასურეთისა, ხოლო მდინარე მეოთხე - ევფატი". ერეტიკოსები და რაციონალისტები ბიბლიურ მონათხრობს ალეგორიად მიიჩნევენ. მოსე წინასწარმეტყველი საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით აღნიშნავს სამოთხის ადგილ-მდებარეობას და ამით ამტკიცებს, რომ ის დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა. წმინდა ეფრემ ასურის აზრით, ეს ოთხი ნაკადი იყო შემდეგი: ფისონი - ეს არის დუნაი, გეონი - ნილოსი, ტიგროსი და ევფრატი - ეს ის მდინარეებია, რომელთა შორისაც ჩვენ ვცხოვრობთ (სადაც ეფრემ ასური ცხოვრობდა).

ღმერთმა ადამიანებს სამოთხეში მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა, რამეთუ "რომელსა დღესა შეჭამოთ, მისგან სიკვდილითა მოსწყდეთ". ეს აკრძალვა ადამიანის ღვთისადმი მორჩილების სიმბოლური გამოხატულება იყო, ამ მცნების დაცვით ადამიანი უფლის მიმართ მადლიერებას და სიყვარულს წარმოაჩენდა, მისი უარყოფა კი ადასტურებდა შემოქმედისადმი უნდობლობას, მისი სიტყვების უგულებელყოფას, საშინელ უმადურობას... უფალმა ადამს მრავალი ხე აღმოუცენა. ასე რომ, საჭიროების გამო თითქოს არ უნდა შეეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. ღმერთმა აუკრძალა მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი და "შემოზღუდა" სიკვდილის შიშით, რადგან სიყვარულს თუ ვერა, სიკვდილის შიშს მაინც დაებრკოლებინა.

აღსანიშნავია, რომ "ღმერთის ნეტარება" არის აბსოლუტური და უცვლელი და არ არის დამოკიდებული სამყაროს არსებობაზე (ადამიანის მიერ მცნების შესრულებაზე ან სხვა). სამყაროს შექმნა არის საღვთო სიყვარულის გამოვლინება და არა მისი არსებობის საჭიროება.

თუმცაღა ადამმა და ევამ კიდევ მრავალი წელი იცხოვრეს, სიტყვები: "მიწა ხარ და მიწადვე მოიქეც" - მათთვის უკვე სასიკვდილო განაჩენი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოკვდნენ - ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ადამიანს სასამართლო გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს და განაჩენის აღსრულებამდე საპყრობილეში ჰყავთ. ზოგიერთი ფიქრობს, ეს ღმერთის შურისძიება და ზიზღი იყოო, მაგრამ ცდებიან - ეს გახლდათ უდიდესი სიყვარულით გამოწვეული (წმინდა იოანე ოქროპირი)...

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler