ადამიანის სული ღვთისგან ისეა შექმნილი, რომ ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად სულიერ საზრდოს საჭიროებს
ადამიანის სული ღვთისგან ისეა შექმნილი, რომ ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად სულიერ საზრდოს საჭიროებს
განკაცებული ღმერთის მორწმუნეებს ქრისტიანები პირველად ანტიოქიაში ეწოდათ. იქიდან მოყოლებული, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ძირეულად შეცვალა კაცობრიობის აზროვნება, კულტურა, ყოფა, პოლიტიკა, ისტორიული მდინარება ცივილიზაციის მიღწევებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კულტუროლოგიური ცვლილებები იყო, რადგან ის განმსჭვალავდა და მოიცავდა კაცობრიობის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს. ეს ცვლილება არ ყოფილა უმტკივნეულო. ის უკავშირდებოდა კოლოსალურ ძალისხმევას, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და დამღუპველი მისწრაფებები უნდა დაეძლია. რაც მთავარია, ცოდვით დაცემული და განლეული კაცობრიობა ღმერთთან შეერიგებინა.

დღევანდელი გადასახედიდან ქრისტიანობის და, საზოგადოდ, მორწმუნე ადამიანის ცნებათა განსაზღვრა, შეფასებების დონეზე, დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან - დაწყებული მოჩვენებითი და ტრადიციული კონფესიური სიამაყის გამოვლინებით და ფანატიზმის იარლიყით დამთავრებული. თუმცაღა ქრისტიანის ფსიქოემოციური და კულტუროლოგიური იდენტობის განსაზღვრა ქრისტეს განკაცებიდან დღემდე არ შეცვლილა: ქრისტიანად ყოფნა ნიშნავდა და ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსობას, ჭეშმარიტ ფილოსოფოსობას - სიბრძნისმოყვარეობას ანუ სიბრძნის მეგობრობას. ნიშანდობლივია, რომ ამა სოფლის სიბრძნე ქრისტემ უგუნურებად და სიცოფედ წარმოაჩინა, გარდა ამისა, ქრისტეს მიმდევრობა არის ლიდერობა (სულიერი ფასეულობების ამაღლების მხრიდან) ანუ მეუფებრიობა შემეცნების, განათლების, შემოქმედებითი იმპულსების და განზრახვების რეალიზაციის უნარში (შემოქმედებითი ნიჭით ვემსახურებით შემოქმედს) და ერთი მიზნისკენ წარმართვის შესაძლებლობაში. ეს ეხება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს, დაწყებული წიგნის მეცნიერებით და კაცობრიობის კულტუროლოგიური გამოვლინების მუსიკალური გემოვნებით დამთავრებული. ქრისტიანი ყველგან ლიდერია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი უნდა იყოს. ასეთი ქრისტიანის დანახვაში რომ შეგვიწყოს ხელი, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მაგალითიც საკმარისია. ამ წმინდა მამამ ზედმიწევნით შეისწავლა საღვთისმეტყველო დისციპლინები და "ამა სოფლის მეცნიერებანი" (აქ იგულისხმება ანტიკური ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია, მუსიკა და სხვა). და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, წმინდა გრიგოლი, თუ რამ კარგს წააწყდებოდა არაქრისტიანულ საგნებში, შეითვისებდა, ცუდს ანუ "ჯერკვალს" კი განაგდებდა. ამგვარი ჰარმონიული მსოფლაღქმა კაცობრიობას მაცხოვარმა მოუტანა, რომელიც კაცობრიობასვე დარღვეული და დაკარგული ჰქონდა. პარადოქსია, რომ გაგება კულტურისა (კულტუროლოგიური ასპექტით და არა რელიგიურით, რადგან კულტურა რელიგიასთან ანუ კულტთან არის დაკავშირებული) ჩნდება პირველი ადამიანების შეცოდების შემდეგ, ანუ მაშინ, როცა ადამიანების ჰარმონული ურთიერთობა ღმერთთან დაირღვა. სამოთხეში ადამსა და ევას ღმერთთან და ერთმანეთთან საურთიერთობოდ არ სჭირდებოდათ სამეტყველო ენა. იქ გამოიყენებოდა ე.წ შინაგანი ენა, - დღეს ინტუიციურ თუ ტელეპათიურ ურთიერთობას რომ ვეძახით, - მაგრამ ის ურთიერთობა ამაზე ღრმა და სავსე იყო. სამოთხის დატოვებას დიდი განცდა და ტკივილი ახლდა. სავარაუდოა, რომ პირველი ადამიანების მეტყველება, დღევანდელი გაგებით, ტკივილის, წუხილის ემოციასთან იყო დაკავშირებული. პირველი ბგერები, რომლებიც წარმოთქვეს ადამმა და ევამ, განცდის, შიშის და შფოთის გამომხატველი იყო - ეს კი უკვე კულტუროლოგიური პლასტია. მეტყველება, ენა, რაც კაცობრიობის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, შემოქმედებითი სწრაფვა, ოღონდ ღმერთისგან დაშორებით, რეალიზდება ადამის ძმის მკვლელი შვილის, კაენის, შთამომავლობაში - იობელი იგონებს მუსიკალურ საკრავებს, ნოე კი პირველად შემოიღებს ქალთა მორთულობას და ხელსაქნარს, რაც, საბოლოო ჯამში, არა მარტო კაენის შთამომავლობაში, არამედ სეთის შთამომავლობაშიც ვრცელდება. პირველი ადამიანების დროს მოხდა, თანამედროვე შეფასებით, კულტუროლოგიური აფეთქება, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის სულიერი ძალების უკიდურესად შესუსტებასთან და სამყაროს და შემოქმედის მატერიალისტური გააზრების უგუნურ მცდელობასთან. ესაა ბაბილონის გოდოლის ტრაგედია და ენათა აღრევა. წარმოიქმნა მრავალი ენა, ეროვნება და ა.შ. ადამიანი, რაც უფრო შორდება ღმერთს, მის სულიერ სამყაროში მით უფრო ჩნდებოდა ვაკუუმი, რაც აისახებოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით მწვავე და დამთრგუნველი იყო შემოქმედებით მოღვაწეობაში ე.წ. კულტუროლოგიური ანუ სულიერი შიმშილი. ამის მაგალითია ამ სფეროს ერთ-ერთი გამოვლინება - მუსიკა. დღეს ბევრი მუსიკის გარეშე ერთი დღეც კი ვერ ძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სულში ისადგურებს მოწყენილობა, სევდა და სასოწარკვეთილებაც კი. ადამიანის სული ღვთისგან ისეა შექმნილი, რომ ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად სულიერ საზრდოს საჭიროებს. ასეთ საზრდოდ კი გვევლინება წმინდა წერილი და საეკლესიო გალობანი. მაგრამ ადამიანს, თავისუფალი ნებელობიდან გამომდინარე, შეუძლია უარყოს საუკუნო ნეტარება და სულის მარგებელი საზრდო და მაშინ, სურს მას ეს თუ არა, მისი გზა ცათა სასუფევლის საწინააღმდეგოდ წავა. მაგრამ ამ გზაზეც ესაჭიროება სულს საზრდო, ეს კი უკვე ჭეშმარიტი საზრდო არ არის, არამედ ნაყალბევი სუროგატი. ასე ხსნის ქრისტიანობა ადამიანთა გულების მისწრაფებას მუსიკისადმი. არის მუსიკა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის მთავარ მიზანს და არ მოქმედებს ცუდად მის ტვინზე, სმენაზე, მეხსიერებაზე, სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე, არ ანგრევს ფსიქიკას (მსოფლიო სტატისტიკით, ამ შედეგებს როკ-მუსიკა იძლევა), მაგრამ, სამწუხაროდ, კულტუროლოგიურ სისტემებში ორივე სახის მუსიკა ხელოვნების დარგად ითვლება, თანამედროვე ხელოვნებაში კი არ არსებობს ზღვარი კულტურასა და ფსევდოკულტურას შორის. ეს საშიშროებას უქმნის ერის განვითარებას და მის დეგრადირებას უწყობს ხელს. ქრისტიანულ ეკლესიას კი ყველა დროსა და ეპოქაში ჰქონდა, აქვს და ექნება ფასეულობის და ფსევდოფასეულობის გარჩევის უნივერსალური და ნაცადი მეთოდი: ის კულტურა და ხელოვნების ნებისმიერი დარგი, გამომხატველობითი საშუალებების ფართო არჩევანით, თუკი ადამიანს არ ახედებს ზეცისკენ ანუ ღმერთისკენ - ფსევდოკულტურაა და პირიქით, თუკი ხელოვნების ნიმუშის თუ ლიტერატურული ნაწარმოების აღქმის პროცესში ადამიანის სულის სიმები შემოქმედის ყველგანმყოფელ არსს შეიგრძნობს და ზნეობრივად მაღლდება - ეს ჭეშმარიტი ფასეულობაა და სულის მარგებელი საზრდოს ერთ-ერთი კომპონენტი. ამგვარად, ადამიანის შემოქმედებითი განწყობის თუ შინაგანი მუხტის რეალიზება ყოფასა თუ მატერიაში, ანუ იდეის ხორცშესხმა ბადებს კაცობრიობის კულტურულ პროდუქტს, ისევე როგორც აბსოლუტურმა იდეამ (იესო ქრისტემ) ხორცი შეისხა და ყოფაში შემოვიდა, რის შედეგადაც კაცობრიობის მთელი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალა უკეთესისკენ.

ჭეშმარიტ კულტურას, ისევე როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერ ინტელექტუალურ გამოვლინებას ხილულ სამყაროში, ღმერთის შემეცნებამდე მივყავართ და თუ ეს ასე არ ხდება, მიუხედავად ლოგიკური დასაბუთებებისა თუ გრძნობელობითი ემოციების ფეიერვერკისა, ის ფსევდოკულტურის კატეგორიას განეკუთვნება და არა აქვს მნიშვნელობა ასეთი კულტურის მაღიარებელთა რაოდენობას, თუმცაღა იგი დღეს დაბეჯითებით იმკვიდრებს თანამედროვეთა გულებსა და გონებაში და სხვა, უფრო ფასეულის ადგილს აღარ ტოვებს. როგორც წესი, ამ კულტურის მაღიარებლები თუ ფანები კაცობრიობის დიდ ნაწილს წარმოადგენს, რაც საშიში ტენდენციაა და მსოფლიოს დესაკრალიზაციის და სეკულარიზაციის დამაჩქარებელი ფაქტორია.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler