ქვეყნის მმართველი მაგალითია თავის ქვეშევრდომთათვის
ქვეყნის მმართველი მაგალითია თავის ქვეშევრდომთათვის
ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა, ამიტომ ყოველ ხელისუფალს, სურს ეს თუ არა, აცნობიერებს თუ არა, მაინც ეკისრება მორალურ-ზნეობრივი, ეკონომიკური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისი ერის მიმართ, მისი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა.

ხელისუფლის პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება, როცა მის ზნეობრივ სახეზე მიდგება საქმე. ქვეყნის მმართველი მაგალითია თავის ქვეშევრდომთა და მოქალაქეთათვის. უზნეო ხელისუფალთა საქციელი მუდამ დამღუპველ გავლენას ახდენდა ერზე, ამიტომაც არის, რომ ბიბლიური დავითიდან მოყოლებული, ჯორჯ ბუშით დამთავრებული, ხელისუფლის ზნეობრივ პასუხისმგებლობას ამხელა ყურადღება ექცევა.

დავით წინასწარმეტყველის ცოდვამ კინაღამ დაღუპა თვით დავითიც და მისი სამეფოც.

ერთ საღამოს სასახლის ბანზე მოსეირნე მეფემ მშვენიერი ქალი დაინახა და კაცი გაგზავნა მისი ვინაობის გასაგებად. შეიტყო, რომ დედაკაცი ურია ხეთელის ცოლი იყო, სახელად ბერსაბე. ურია იმხანად ომში გახლდათ. დავითმა მხედართმთავარს ბრძანება გაუგზავნა, ხეთელი ყველაზე საშიშ ადგილას განეწესებინა. მთავარსარდალმა მეფის ბრძანება შეასრულა... დავითს აუსრულდა წადილი - ურია მოკლეს. დაქვრივებული ბერსაბე დავითმა ცოლად შეირთო.

მეფემ ზედიზედ ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა - ჯერ ერთი, ცოდვილი გულისთქმით განიმსჭვალა გათხოვილი ქალის მიმართ, მერე კი მისი ქმარი მოაკვლევინა.

ცოდვით დაცემულ მეფეს ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველი გამოუგზავნა, რომელმაც ასეთი იგავით ამხილა დავითი: "ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა, მდიდარი და ღარიბი. მდიდარს ურიცხვი ფარა ჰყავდა, ღარიბს კი - ერთადერთი კრავი, რომელიც ისე ძლიერ უყვარდა, რომ მასთან ერთად სვამდა და ჭამდა. ერთხელ მდიდარს სტუმარი ეწვია. მას დაენანა თავისი ცხვრები, წაართვა ღარიბს კრავი, დაკლა და სტუმარს მიართვა". დავითმა ეს იგავი რომ მოისმინა, განრისხდა და წამოიძახა: "ღმერთს ვფიცავ, ის კაცი სიკვდილის ღირსია, კრავის პატრონს კი შვიდი წილი უნდა გადაუხადოს!" ნათანმა უთხრა: "ეს კაცი შენა ხარ. შენ მოკალი ჰურია ხეთელი და მისი ცოლი შეირთე". დავითი მიხვდა, რომ სცოდა და სინანულში ჩავარდა. ნათანმა უთხრა: "უფალმა აღიღო ცოდვა შენი შენგან, არ მოკვდები; ხოლო ძე შენი, რომელი იშვა მისგან, მოკვდეს". მართლაც, ყრმა, რომელიც დავითისგან ეყოლა ბერსაბეს, დასნეულდა და მოკვდა. დავითმა შეინანა თავისი საქციელი და მწარე ცრემლით ევედრებოდა უფალს მოტევებას. ამ სინანულის ჟამს შექმნა ორმოცდამეათე ფსალმუნი, რომელიც ასე იწყება: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი".

უფალმა მიუტევა დავითს და ბერსაბეს შეეძინა მეორე ძე, რომელსაც სოლომონი დაარქვეს, ხოლო ნათან წინასწარმეტყველმა "ღვთისაგან შეყვარებული" უწოდა.

მართალია, უფალმა შეიწყნარა დავითის სინანული, მაგრამ სინდისის განსაწმენდად მას მაინც უნდა მიეღო სასჯელი. მისმა ერთ-ერთმა ძემ, აბესალომმა, მოკლა თავისი ძმა ამონი, შემდეგ კი მამამისის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახა. ამის გამო მრავალი უბედურება დაატყდა თავს დავითსა და მის სამეფოს.

ასეთივე შეცოდება ჩაიდინა აშოტ კურაპალატმაც: მეფე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე "კეთილად ცხოვნდებოდა" თავის მეუღლესთან ერთად, მოულოდნელად "ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა", თუმცა "პირველით არა აქუნდა ეგევითარი ჩვეულებაი" - "მრავალთა ქუეყანათა მპყრობელ" და ნიადაგ სამეფოს კეთილდღეობაზე მზრუნველ ხელმწიფეს ერთი ქალის "გარდარეული სიყვარული" შეეყარა. და ამ დროს, ვით დავითს - ნათან წინასწარმეტყველი, აშოტს მხსნელად მოევლინა გრიგოლ ხანძთელი.

ქვეყნის წინამძღოლის პირად ზნეობრივ მაგალითს ერისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა (გავა ხანი და XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ჟამთააღმწერლის სახელით მოიხსენიება, აშკარად დაადანაშაულებს თამარ მეფის შვილებს, თავიანთი უზნეობით ქვეყანა წაახდინესო: "გარნა იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მოიქცეს ყოველნი სიბოროტედ. და ვითარ არ გამოიცადეს ღმერთი, ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ხოცად წარმართთა მიერ. რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩვეულებითა წესსა ძმისა თვისისა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა. ამისთვის აღდგეს ბოროტნი უდიდესნი"). გრიგოლი, ერის სულიერი მამა, იდეალურ ხელმწიფეზე ოცნებობდა. სწორედ ასეთი, ზნეობრივად ამაღლებული და ყოველმხრივ სამაგალითო წინამძღოლი სჭირდებოდა ერს. ამიტომ ხანძთელი მამა თვალს ვერ დახუჭავდა ადამიანურ სისუსტეებზე, რაც აშოტს "საფრთხედ გაუხდებოდა" და იდეალს დააშორებდა. გრიგოლი ხედავდა, რომ ქვეყანაში სასიკეთო ძვრები მიმდინარეობდა და ურჯულოთა "მძლავრებასა ქუეშე დაუძლურებული და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრული" ერი საკუთარი ძალების რწმენას იბრუნებდა. ასეთ დროს ყოველგვარ ზნეობრივ კომპრომისს, მით უმეტეს, ხელმწიფის მხრიდან, შეიძლებოდა საბოლოოდ დაეღუპა ქვეყანა. გრიგოლ ხანძთელი დაძაბული ადევნებდა თვალს სასახლის კარის ცხოვრებას და როცა იგრძნო, მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, უშიშრად ამხილა მეფე. გრძნობასა და მოვალეობას შორის გაორებული აშოტი, ჩანს, თვითონაც კარგად ხედავდა, რომ საქვეყნო საქმეს ღალატობდა და ამით არღვევდა იმ დაუწერელ შეთანხმებას, რომელიც მასა და საქართველოს სულიერ მამას შორის არსებობდა, ამიტომ წინააღმდეგობა ვერ გაბედა - "აღუთქვა ცოდვისა მის განტევებაი და დედაკაცისა მის წარგზავნაი, ვითარცა მოეყვანა იგი", მაგრამ დანაპირების შესასრულებლად ძალა არ ეყო. "ზღუდედ შჯულისა" წოდებული გრიგოლი ვერ შეიწყნარებდა ამგვარ სულმოკლეობას, ამიტომ თვითონვე აღასრულა ის, რის გაკეთებაც აშოტს მართებდა: სასახლეში მივიდა და ხელმწიფის სატრფო მერეს დედათა მონასტერში წაიყვანა.

გრიგოლმა, როცა დაინახა, რომ ქალი უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ცოდვის მოსანანიებლად მზად იყო, დაუყვავა, აღუთქვა თავდებობა ღვთის წინაშე და დედათა მონასტრის წინამძღვარს ფებრონიას სთხოვა, განსაკუთრებით ეზრუნა საბრალო არსებაზე, რამეთუ ხედავდა "გულსა მისსა შემუსვრილს".

მეფემ ქალის დაბრუნება სცადა, მაგრამ ამაოდ - დედა ფებრონიას სიმტკიცე ვერ გატეხა. "ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!" - აღმოხდა სასოწარკვეთილ კურაპალატს, მაგრამ იძულებული გახდა, ბედს შერიგებოდა. "ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს", - აღნიშნავს მწერალი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს "ძლევა" აშოტის დიდი სულიერი გამარჯვებაც იყო. "გულითა უძრავმან" გრიგოლმა "ბოროტთა მით ცოდვითა ძლეულ" მეფეს შემწეობა აღმოუჩინა და გააღებინა ის აუცილებელი ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ქვეყნისთვის თავდადებულმა მოღვაწემ უნდა გაიღოს. უბრალო ბერის შესამოსელით მოსილი, პირად სურვილებზე ამაღლებული ხანძთელი ბერი მხოლოდ უფლის ნებისა და ქვეყნის ინტერესების თანახმად მოქმედებდა და ეს კარგად იცოდა აშოტ კურაპალატმა. ამიტომაც იყო, რომ როცა ვნებით ძლეული და ხორციელად შეჭირვებული სიკვდილს ნატრობდა, ამავე დროს "სულითა იხარებდა" საქართველოს სახელოვანი ხელმწიფე.

ის დიდბუნებოვანი ადამიანი გახლდათ, რომელსაც ეყო კეთილგონიერება მიმხვდარიყო, - გრიგოლი (ისევე როგორც ნათანი დავით წინასწარმეტყველის დროს) მისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოიქცა ასე. ჩანს, სამართლიანად აფასებდა გრიგოლი აშოტ კურაპალატს, ამიტომ გასაგებია ის მწუხარება, მეფის მოკვლამ რომ მოჰგვარა (როგორც ჩანს, დავით მეფსალმუნის მსგავსად, მიუხედავად სინანულისა, აშოტი მაინც ვერ ასცდა ღვთის სასჯელს... თუმცა ეგებ ამას მოწყალება უფრო ეთქმოდა - მოწამებრივი აღსასრულით კურაპალატმა გამოისყიდა თვისი შეცოდებანი და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა).

როდესაც დემეტრე II-ის დროს ერის ცოდვებმა ზეცამდე ააღწია, შემოქმედმა არ დაახანა და სასჯელად აღდგომა დღეს საშინელი მიწისძვრა მოუვლინა საქართველოს, ისეთი, რომ ტაძრებიც კი შეიმუსრა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler