ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს
ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს
ვინც ღვთის მცნებებით აშენებულ სახლში მკვიდრობს, ბოროტი ზიანს ვერ მიაყენებს
უფალი დაუსაბამო, დაუღამებელი ნათელია ქვეყნიერებისა, მასშია ხსნა, სიცოცხლე და ნეტარება ჩვენი სულებისა. იგი ერთადერთი ჩაუქრობელი ჩირაღდანი და სანთელია, რომელიც ჩვენი ცხოვრების ბნელ და უკუნ სავალს ანათებს. რა არის ჯოჯოხეთი? თუ არა ის, სადაც არ არის მადლი და ნათელი ღვთისა. ჩვენი სიცოცხლე ნათლის ძიება და მასში ყოფაა, უფლისადმი დაუღალავი ვედრებაა მის სიწმინდეში დასაბრუნებლად. მცნებათა აღსრულება, მათით ცხოვრება საუფლო ჩირაღდნის ხელში ჭერა და მისით სასუფევლისკენ სწრაფვაა. რა არის ადამიანის სიცოცხლე, თუ არა ყოველწუთიერი შემეცნება შემოქმედისა, ჭეშმარიტი ნათლისა, რომელიც უფლის მიმართ სიტყვიერი ვედრებითა და ამ თხოვნის საქმისმიერი, ქმედითი რწმენის დადასტურებით ვლინდება. როცა ლოცვა - საქმედ, საქმე კი ლოცვად იქცევა, ნათელში ვმკვიდრდებით, მისით მოსილნი ვხდებით.

ბოროტს სურს, ყოველმხრივ დააბნელოს ჩვენი ცხოვრება, რისთვისაც ყველანაირ მაცდურ და მზაკვრულ ხერხს მიმართავს, მაგრამ ყველაზე დიდი იარაღი მის ხელში კვლავ ჩვენივე სისუსტე და დაცემულობაა. მართალია, მრავალი ცოდვითა და მანკიერებით ვართ შებილწულნი, მაგრამ მაინც არ უნდა დავკარგოთ სასოება და რწმენა უფლისა, რადგან დაცემულს ადგომა ესაჭიროება, ცოდვილსა და ვნებიანს კი რწმენა და იმედი ღვთისა.

სიცოცხლე ნათლისთვის მინიჭებული მადლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. მტერი ყოველნაირად ცდილობს მის ჩაქრობას, რათა მოგვტაცოს ჩირაღდანი - საღვთო მცნებები და ბნელში მყოფნი წარწყმედის გზით გვატაროს, მაგრამ მორწმუნე გულს არ ეშინია ბრძოლის, წინააღმდეგობების, რადგან "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ" (ფს. 26,3). ვინც მშვენიერებას ჭვრეტს, ამაოება მზერას ვერ მოსტაცებს, ვინც ღვთის მცნებებით აშენებულ სახლში მკვიდრობს, ბოროტი ზიანს ვერ მიაყენებს, რამეთუ ოთხი მხრივ დაცულია ყოველგვარი სიავისაგან. უფლის სახლში მკვიდრობა მის რჯულში ცხოვრებაა, უხილავი ტაძრის მშენებლობაა, რომლისთვისაც თითოეულ აგურს დღითი დღე, ყოველ ჟამს უნდა ვეზიდებოდეთ. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი უძლურებითა და ცოდვიანობით ვაჩერებთ მშენებლობას, ზოგჯერ კი აშენებულსაც ვანგრევთ, მაგრამ მაინც არ უნდა დავყაროთ მოშურნეობისა და შემართების იარაღი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მშენებელი ჩვენ კი არა, თავად ღმერთია.

ჩვენი კეთილი საქმეები სახლია ღვთისა ამ ცოდვილ მიწაზე მისი მადლითა და შემწეობით აგებული, რომელშიც სული დაცული და დაფარულია უკეთურის მომაკვდინებელი თავდასხმისგან. ეს სიკეთისა და მადლის კარავია საღვთო საქმეთაგან აშენებული. სიკეთით სავსე ცხოვრება ყოველწუთიერი განათებაა სულისა. ვინც სიკეთეს აღასრულებს, ის გამუდმებით ნათლით იმოსება, ნათლისღება ხომ უფლის ჩვენში მიღება და დამკვიდრებაა. სათნოებათა კარავი კი გამუდმებულ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, რათა მასში დავანებული ღმერთი იდიდოს და იკურთხოს. უფლის ქება და დიდება საქმით ხორცშესხმულ საგალობელთა ხმოვანებაა, რომელიც ჰიმნად ადის ზეცაში და მთელ ქვეყნიერებას ატკბობს. წმინდა სიცოცხლე სულის წმინდა სამოსელია, რომელიც უფალთან ერთობითაა შესაძლებელი. ნათლის მიღება სხვა რა არის, თუ არა მცნებათა აღსრულება და მათით შემოსვა. რამდენადაც ახლოს ვართ მცნებასთან, იმდენად ვუახლოვდებით ნათელს უფლისას, რადგან მცნებები რჯულის ნათელია, უფლის დიდების გამოცისკრებაა, რომელშიც გაცხადებულია ნება, მადლი და ჭეშმარიტება გამჩენისა. ადამიანის არსებაში, სულში, გულსა და გონებაში არ უნდა დარჩეს საღვთო ნათლისთვის დაფარული და მიუვალი თუნდაც მცირე ადგილი, კუნჭული.

ჩვენი ცხოვრება გულისა და გონების წვრთნაა, განვითარება და ვარჯიშია სრულყოფისათვის, წინსვლისა და ცხონებისათვის. ქრისტიანობა სულის აღზრდის, კულტურისა და დისციპლინის რელიგიაა. იგი გაუხედნავი, ცოდვით გაველურებული სულის მოთვინიერებისა და მართვის რელიგიაა, საღვთო მეცნიერება, ფილოსოფია, რომელიც სულიერი სიჯანსაღის, განათლების სხვადასხვა დარგს, მიმართულებასა თუ დისციპლინას მოიცავს. ეს ურთულესი სკოლაა, ამოუწურავი, შეუსწავლელი ხელოვნებაა, რომელსაც სიყვარული, მშვენიერება და სიხარული მართავს. ქვეყნიერებაზე არ არსებობს მასზე უფრო ტკბილი და საამო რამ. ქრისტიანობა სულის სინათლეა, გონების საღი თვალია, გულის მადლით თრობა და ჭეშმარიტი სიხარულია. ქრისტიანობა ჩვენი ყოფიერების მთავარი არსია, რომლის გარეშეც ყველგან წყვდიადი და სიკვდილი მეფობს. ქრისტიანობა ჩვენთვის, მორწმუნეთათვის, დატოვებული ქრისტეს ანდერძია, მის მიერ სიცოცხლის სიტყვებით დაწერილი და ამოტვიფრული, რომლის კეთილი ცხოვრებით წამკითხველსა და აღმსარებელს არ მოაკლდება კურთხევა, ნეტარება და სიმდიდრე ერთარსება, დაუსაბამო, მიუწვდომელი სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat