წმინდა ნიკოლოზ სერბი - დიდება დიდმოთმინებასა შენსა, უფალო!
წმინდა ნიკოლოზ სერბი - დიდება დიდმოთმინებასა შენსა, უფალო!
ყოველ ერს მაგალითად თავისი საუკეთესო შვილები დაუსახავს. ისინი არა მარტო მაგალითნი, არამედ მფარველნიც არიან მშობელი ერისა, არა მარტო იცავენ, არამედ ბრალმდებელნიც არიან თანამემამულეთა. წმინდა საბა გახლდათ სერბთათვის ცხოვრების საუკეთესო მაგალითი და მხურვალე დამცველი სერბი ერისა სხვა ხალხთაგან. წმინდა საბა ამავე დროს მამხილებელია მშობელი ერისა უფლის წინაშე.

სავსებით ბუნებრივია, რომ სულიერად ჩვენს წარმომშობელს ჰქონდეს სრული უფლება ჩვენი მხილებისა. როცა იუდეველებმა შეაწყინეს უფალს თავიანთი ბოროტებით, აი, რა უთხრა მათ სახიერმა მაცხოვარმა: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქვენ მამასა ჩემსა, არს შემასმენელი თქვენი მოსე, რომელსა თქვენ ესავთ" (იოანე 5,45). ასე მოწმობდა მოძულეთა წინაშე ის, ვინც ზეციურ სამყაროს ისევე ჭვრეტდა, როგორც მიწიერს. ის ხედავდა, იცოდა და ესმოდა, იმ უხილავ სამყაროში როგორ ამხილებდა მოსე თავის ხალხს ქრისტეს წინააღდგომისთვის, მესიის სიძულვილისთვის.

უდიდესი იუდეველი მამხილებელი გახდა იუდეველთა. ძნელი არ იქნება წარმოდგენა სერბთა მამხილებელი უდიდებულესი სერბისა. ღვთის წმინდანები ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად დაითმენენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც უფალი. უზენაესს შეუძლია შეუდარებლად დიდხანს ითმენდეს, ვიდრე მისი წმინდანები. ამიტომაც ვგალობთ დიდ პარასკევს:L"დიდება დიდმოთმინებასა შენსა, უფალო!" (ამ დღეს ჩვეულებრივად არ ვგალობთ; "დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!", არამედ სახარების წაკითხვის წინ და მერე დაწესებულია გალობა: "დიდება დიდმოთმინებასა შენსა, უფალო!"). იკითხავთ, რის გამო შეიძლება გვამხილებდეს ღვთის წინაშე წმინდა საბა? მას მხოლოდ ერთი ბრალდება კი არ აქვს ჩვენს წინააღმდეგ...

პირველ რიგში იმის გამო, რომ არ გვქონდა სიმტკიცე და ადვილად ვეთაყვანეთ ევროპულ კერპებს. მოსე ღმერთს ებრაელი ერის გულს სისასტიკის გამო შესჩიოდა. წმინდა საბას შეუძლია ჩვენ უზომო სირბილეში გვამხილოს. ბრალი შეიძლება დაგვდოს იმაში, რომ სერბი მმართველები პაპსა და წინასწარმეტყველ მუჰამედს ქრისტეზე მეტ პატივს მიაგებდნენ.

იკითხავთ, კიდევ რაში დაგვადანაშაულებს ღვთის წინაშე წმინდა საბაო. ჭეშმარიტად ხუთ ანდა ათ დანაშაულშიც კი.

უპირველესად რწმენის გარეშე განათლების მიცემაში. მეორე - უღირსებისთვის პოლიტიკაში, მესამე - არმიაში ერთობის სულის უქონლობისთვის, მეოთხე - ერთგულების გარეშე ქორწინებისთვის და ასე შემდეგ.

კვლავ მკითხავთ, კიდევ რაში შეიძლება დაგვადანაშაულოს წმინდა საბამ ღვთის წინაშე? ჭეშმარიტად ათი, ანდა ოცი დანაშაულისთვისაც კი. ვნებიანი ჭაღარათმიანი ბერბიჭებისთვის, ქარაფშუტა ახალგაზრდობისთვის, უსულგულო მევახშეობისთვის, უშვილო და ხარბი ცოლქმრობისთვის, გონების არაწმინდებისთვის, ბილწსიტყვაობის გამო, მშობელთა შეურაცხყოფისთვის, მასწავლებელთა დაცინვისთვის, დაძმური თანადგომის ნაცვლად მეტოქეობისთვის; იმის გამო, რაც გავაკეთეთ, იმის გამოც, რაც არ გავაკეთეთ. სახალხო ყრილობის შენობის წინ ძეგლი ცხენს დავუდგით და არა მიბაძვის ღირს ხალხს და აბალის მთაზე უცნობი ჯარისკაცის მოსაგონებლად ჯვრის მაგივრად წარმართული ქანდაკება წამოვჭიმეთ.

კვლავ მრავალი და მრავალი ცოდვის გამო შეუძლია ჩვენი მხილება უფლის წინაშე წმინდა საბას. მაგრამ მამხილებელი ჩვენი ლოცულობს კიდეც ჩვენი შეწყალებისთვის და უფალმაც, დაგვსაჯა რა, შეგვიწყალა თავისი მიუწვდომელი სიბრძნით, რომელიც, შეიძლება ითქვას, უთვალავი თვალით უცქერს წარსულს დასაწყისიდან, მომავალს, ვიდრე მის დასასრულამდე. იმ წამალს აძლევს უფალი, რომელსაც მოითხვს სნეულება და იმ გვირგვინის დარქმას, რომელიც თითოეული კაცისა და ერის ღირსებას შეესაბამება. წმინდა საბა არასოდეს ილოცებს უფლის წინაშე - ჩემი ერი აღხოცეო, არამედ ილოცებს იმისთვის, რომ ღირსეულად შეიწყალოს, სნეულების სარგო მწარე წამალი, ციების საწინააღმდეგო მწარე აბზინდა მისცეს.

ჰოი, ძმებო, მოგვცეს უფალმა ვერცხლისმოყვარეობის,  ხელისუფლების მოყვარეობის სნეულებისა და ცოდვიანი სიყვარულის ციებ-ცხელების საწინააღმდეგო აბზინდა, რომელიც შეცვლიდა ერის სიყვარულს ღვთისა და მოყვასის მიმართ. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat