ხმა ღვთისა ყოველ ჩვენგანშია, ჩვენ მხოლოდ მისი მოფრთხილება გვავალია
ხმა ღვთისა ყოველ ჩვენგანშია, ჩვენ მხოლოდ მისი მოფრთხილება გვავალია
სინდისი ის ღვთიური ძარღვია ჩვენში, უფალმა ადამის მოდგმას რომ მოგვმადლა. ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს სამოთხისკენ - ჩვენი პირველი სამშობლოსკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი - სინდისი - ყოვლადსახიერმა შემოქმედმა განუყოფელ ნაწილად გვიბოძა, რომ გულმავიწყობის გამო არსად დაგვრჩენოდა და წუთისოფლის ლაბირინთში უგზო-უკვლოდ არ დავკარგულიყავით.

მეუფე ზოსიმე ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ ნიჭებს განასხვავებს და ბრძანებს, რომ სინდისი თანდაყოლილი ნიჭია, ამიტომ მისი ჩაკვლა და სრულიად მოსპობა ყოვლად შეუძლებელია. როგორც არ შეუძლია ადამიანს, თავის თავში ჩაკლას გრძნობა შიმშილისა, წყურვილისა, სიცივისა და სიცხისა, ისე ვერ ჩაიკლავს სინდისის გრძნობას, რომელიც შინაგანი ღვთიური მადლია.

სინდისი ბერძნული სიტყვაა და თანაცოდნას ნიშნავს. ეს არის შინაგანი ხმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უცხო თვალით შევხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი საქციელი, სიტყვა თუ აზრი.

ხშირად ბოროტებას დამონებულ ადამიანს უსინდისოს ვუწოდებთ. სიტყვა "უსინდისო" იმას არ ნიშნავს, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა რომელიმე ჩვენგანს დააკლო ღვთიური მადლი და არ უბოძა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნიჭი - სინდისი; არამედ ხშირად ადამიანი შეგნებულად აუხეშებს თავის შინაგან ღვთიურ მადლს. ცოდვებში ჩაფლული კაცი თვითონვე ცდილობს საკუთარი სინდისის ჩაკვლას, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იგრძნოს საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა და ნაკლებადაც დაიტანჯოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანმა შესაძლოა რაღაცნაირად მიაძინოს, მიჩქმალოს ეს ძლიერი საზომი სიკეთისა, მაგრამ მისი სავსებით ჩაკვლა შეუძლებელია - ადრე თუ გვიან ჩვენში იღვიძებს მიძინებული გრძნობა სიმართლისა, სიკეთისა და სიყვარულისა და თავს გვახსენებს. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, ეს გახსენება ცოდვებით დამძიმებული სულისთვის წამებაზე უარესი იქნებაო. ამიტომაც არის, ბრძანებს მეუფე ზოსიმე, რომ ცოდვილ ადამიანს არ უყვარს სიკეთის გაგონება, რათა ამ უკანასკნელმა მისი მიმქრალი სინდისი არ გამოაფხიზლოს.

გავიხსენოთ ებრაელთა სწავლული მღვდელმთავრები, მწიგნობრები, ფარისევლები. მათ ეკალივით ესობოდათ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს საუბრები. ძე ღვთისა მათთვის გახდა მსაჯული, რომელსაც თავისი უბიწოებით, სიწმინდითა და სიმართლით საქვეყნო სამსჯავროზე გამოჰყავდა ისინი. მართალია, მაცხოვარი პირდაპირ არ ამხელდა მათ ხალხის წინაშე, - ამიტომ უმეტესად იგავებით ესაუბრებოდა, - მაგრამ ორგულთათვის მაინც ძნელი იყო უფლის სწავლა-მოძღვრების მოსმენა, რადგან სწორედ სინდისი ამხელდა მათ ორგულებასა და ფარისევლობას. ამიტომაც ვეღარ ეგუებოდნენ იესო ქრისტეს ამქვეყნად არსებობას. ეძებდნენ საბაბს, რომ მოეკლათ იგი და ამით საკუთარი ცოდვების მამხილებელი სამუდამოდ მოეშორებინათ თავიდან. ასეთია ბუნება სიკეთეს განშორებული, ცოდვებით დამძიმებული ადამიანისა, ასეთია არსი უგუნურებისა და ბოროტებისა - ნაცვლად იმისა, რომ შეიმეცნოს საკუთარი დაცემული ბუნება, ცოდვილი მდგომარეობა და ხსნის გზა ეძებოს, რათა თავი დააღწიოს ჭაობს და სინანულით ფონს გავიდეს, ყველანაირად ცდილობს, მოსპოს ყველა და ყველაფერი, რაც კი ცოდვით დაცემას ახსენებს. ამგვარად უფრო ღრმად იძირება ცოდვების ჭაობში.

განა შეიძლებოდა დანაშაულად ჩაეთვალათ, მაცხოვარმა შაბათ დღეს რომ აღადგინა განრღვეული? სიკეთე, რომელიც სნეულს აღადგენს, გაჭირვებულს შვებას მოჰგვრის, როგორ შეიძლება ცოდვა იყოს?! განა ღმერთმა ყოველი დღე, მათ შორის - შაბათიც, ადამიანისთვის არ შექმნა და არა ადამიანი შაბათისთვის? ყოველი მცნება უფლისა ხომ ერთადერთ მიზანს ემსახურება - გააკეთილშობილოს ადამიანი, სიკეთისკენ წარმართოს მისი აზრი, სიტყვა და საქმე. მცნებათა აღსრულებით, უხეშად რომ ვთქვათ, ღვთის გული კი არ უნდა მოვიგოთ, არამედ განვიწმინდოთ, დავუახლოვდეთ პირვანდელ უცოდველ სახეს ადამისას და ვიყოთ სრულნი, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს. ყოვლადსახიერმა ღმერთმა უსაზღვრო, უანგარო სიყვარულის გამო შექმნა ადამიანი და ჩვენც ყოველგვარი ანგარების გარეშე უნდა ვემსახუროთ შემოქმედს. გვიყვარდეს ყოვლის დამბადებელი ღმერთი და ვადიდებდეთ მას მისივე მცნებების დაცვით, ერთითა გულითა, ერთითა გონებითა და ერთითა სულითა, რადგან თვით უფალი ბრძანებს: შეუძლებელია, ემსახურებოდე ორ ბატონს - ან სიკეთე უნდა შეიყვარო და ემსახურო, ან ბოროტება და ეშმაკად იქცე.

გამოღვიძებული ღვთიური ხმა, რომელიც სინდისის სახით მოგვემადლა, აუცილებლად აუმხედრდება ჩვენში ყოველგვარ ანგარებას, მოჩვენებით სიკეთეს, წინ აღუდგება ბოროტ ქმედებებს და გვამხელს თითოეული ასეთი საქმისთვის - იწყება სინდისის ქენჯნა.

რა ხდება ცოდვებით დამძიმებული ადამიანის სულში, როცა სინდისი იღვიძებს და კიცხავს მას ბოროტი საქციელის გამო?

ამ დროს საშინელი შფოთი მოიცავს სულსა და გონებას. გამოფხიზლებული სინდისი განუწყვეტლივ შეგვახსენებს ჩადენილ ცოდვას, თვალწინ წარმოგვიდგენს, როგორ დავარღვიეთ ღვთის მცნება. მხილებული სული, თუკი თავის მართლებას მოჰყვება, ადგილს ვეღარ პოულობს სხეულში. ამ დროს ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, გაღიზიანებულია, სწრაფად ბეზრდება ყველა და ყველაფერი, აღშფოთებული მიილტვის ხმაურიანი გარემოსკენ, რომ როგორმე გადაფაროს სინდისის ხმა. ეს უკანასკნელი კი არ ცხრება, სანამ თავის მისიას არ შეასრულებს და ადამიანს სინანულს არ აღუძრავს. საბოლოოდ, გამარჯვებული ამ ორთაბრძოლაში მაინც სინდისი რჩება, ის ხომ ღვთის ხმაა ჩვენში, რომელიც ყოველთვის გვანიშნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ. შფოთს კი სინანული გაფანტავს. როცა ადამიანი ჯერ თავისი თავის წინაშე აღიარებს დანაშაულს, ინანებს თავის ქმედებას და შემდეგ თავმოდრეკილი უფალს სთხოვს შენდობას, სული მშვიდდება, სხეულს უბრუნდება. ჩვენს შინაგან სამყაროში ჰარმონია ისადგურებს და თავს კარგად ვგრძნობთ.

თუ გვსურს, სინდისის ხმა არ ჩაჩუმდეს, მის გამოწრთობას უნდა ვეცადოთ - სინდისსაც აღზრდა სჭირდება. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, როგორ ჩავუტაროთ საკუთარ თავს ყოველდღიური თვითგამოცდა: "ვახშმის შემდგომ, დასაძინებლად რომ დაწვები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, აღარავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, დაიწყე სინდისის გასამართლება, მოსთხოვე ანგარიშის ჩაბარება - როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა დღის განმავლობაში, როგორ გეგმავდი ვინმეს მოტყუებას ან რა მახეს უგებდი მოყვასს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს. ეს ყოველივე ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოიდგინე, სინდისი დაუყენე მსაჯულად თითოეულ ბოროტ ფიქრს, სიტყვასა და საქციელს, განსაჯე და იქვე გაანადგურე ისინი, დასაჯე საკუთარი თავი მხილებით. ხოლო თუკი მანკიერი აზრების დასჯაა საჭირო, რათა საქმედ არ იქცნენ, მით უფრო აუცილებელია ღრმა სინანული ბოროტ საქმეთა გამო. ასე მოიქეცი ყოველ საღამოს, ისე ნუ დაიძინებ, თვალი რომ არ გადაავლო და არ განსაჯო დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები. მაშინ მეორე დღეს, უეჭველია, ასე აღარ აჩქარდები მსგავსი ცოდვილი ჩანაფიქრის შესრულებისას. გამოწრთობილი სინდისი დარაჯად იდგება, სანამ ფიქრს ხორცს შეასხამ და ბოროტებად აქცევ, მყისვე გამხელს მანკიერი აზრის გამო და ამგვარად ასცდები ეშმაკის მანქანებას. მიძინებული სინდისი კი მაშინღა აღიმაღლებს ხმას, როცა დაინახავს, რომ ცოდვების მორევში ეფლობი. ამრიგად, სინდისი საუკეთესო მოყურადე იქნება ჩვენი საქციელისა, თუკი გავავარჯიშებთ".
ბეჭდვაელფოსტა
14.05. 2017
ნინო
საინტერესო წერილია განსაკუთრებით მაათვის ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს სულიერ ცხოვრებაში. ის სულიერი კატაკლიზმები რაც ადამიანს ეუფლება პირველი თანაც დაგვიანებული აღსარების წინ. როგორ უშუალოდაა შეფასებული ამ განცდების გამომწვევი ზეზები. მადლობა.
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat