საცდური თუ ჩვენი უძლურება და დაცემულობა?
საცდური თუ ჩვენი უძლურება და დაცემულობა?
ცდუნება საკუთარი ნების თანაზიარებაა ცოდვასთან. ცდუნება ჩვენი დაცემული ბუნების, ნებელობის საცდურსა და უკეთურობას დამორჩილებაა. ცდუნება ბოროტებისა და ეშმაკის სიხარულია ჩვენში ჩვენივე თანხმობით, რადგან ცოდვა წყალივით გაედინება ჩვენს სულსა და გულში, სადაც სადინარსა და გასასვლელს პოვებს.

მთელი ჩვენი ცხოვრება გზაა არჩევანისა, სწავლისა და მართებული შემეცნებისა. ადამიანის უდიდესი მტერიც და მოყვარეც საკუთარი თავია, რადგან მასში გადის ნებელობის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს, ღმერთსა და ეშმაკს შორის. რაც უფრო ახლოს ვართ უფალთან, მით უფრო კლებულობს ჩვენში შესაძლებლობა ცოდვისა, ცდუნებისა - როცა სიკეთის სიტკბოთი ვსაზრდოობთ, აღარ გვიზიდავს სიმწარე უკეთურებისა. უფლის არცოდნაა თავიდათავი ბოროტი ცხოვრებისა, ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის სიმწირე საწინდარია ცრუ, ამაო ამსოფლიური სიბრძნისა. რამდენადაც მძლავრობს ესა თუ ის ცოდვა ჩვენში, იმდენად ძლიერია ცდუნების ხარისხიც, რადგან ამ დროს არ გვებრძვის მხოლოდ მაცდური - ბოროტი სული, არც მხოლოდ გარემოება და ამა სოფლის ხიბლი, არამედ ყველაზე ძლიერი მტერი - საკუთარი დაცემულობა. ადამსაც სურდა, ცოდვის მაცდურისთვის გადაბრალებით, ცდუნებისა და უმწეობის მომიზეზებით თავი დაეღწია სასჯელისგან, მაგრამ მაინც ვერ ასცდა რისხვას მართლმსაჯული უფლისა, რადგან ადამში იყო ბეჭედი როგორც ცოდვის აღსრულებისა, ასევე მასზე უარის თქმისა. "სადაც განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემეტოს მადლი ღვთისა". მაშ, როგორღა ვიმართლებთ თავს საცდურთა მომიზეზებით, როცა ყოველივეზე აღმატებულია შეწევნა და წყალობა უფლისა, რამეთუ "სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა მისითა".

მწარედ ვცდებით, თუკი ვფიქრობთ, რომ დაბრკოლება, წინააღმდეგობა მხოლოდ ნივთიერი, მატერიალური, ხილვადი საგნების არსებობითაა განპირობებული; ბრმა დღის ნათელს ვერ ხედავს, მაგრამ იგი ასეთივე ბრმა სულაც არ არის ცოდვის მიმართ, გონებისა და გულის თვალი შესაძლოა საკმაოდ ფართოდ ჰქონდეს გახელილი უკეთურებისთვის. ცოდვა თავდაპირველად ისახება სულში, ამის შემდგომ კი იშვება სხვადასხვა სახითა თუ ქმედებით, მოიცავს ჩვენს ყოფიერებას ხის ფესვების მსგავსად და მყარად მკვიდრდება მთელ არსებაში.

სიცოცხლეს არა აქვს წილი სიკვდილთან, არც მადლს - ცოდვასთან და ნათელს - ბნელთან. მაშ, რა განაპირობებს ჩვენს ცდომილებას, მერყეობასა და ცოდვიანობას? მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში - საკუთარ სისუსტეში, დაცემულობასა და ბილწ გულისთქმებში უნდა ვეძიოთ. როცა ამა თუ იმ ცოდვისკენ ვიხრებით, მას განუზომელ ძალას ვანიჭებთ ჩვენზე გამარჯვებისთვის. ცეცხლს წყლით აქრობენ და არა ნავთით, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მის ალს. წყალი - ცრემლია სინანულისა, სულიწმინდის მიერ მონიჭებული, ნავთი კი ბოროტი ნებელობა, ეშმაკთან თანაზიარებით მიღებული და განმტკიცებული. თუ გულის კარზე ცოდვა გიკაკუნებს, იცოდე, მასზე უწინ უფალმა მოგაკითხა, მაგრამ კარი მყარად დაკეტილი დახვდა. ცოდვა სიხარულით მიიღე, მაცოცხლებელი, "კეთილი სტუმარი" კი უკუაგდე და საკუთარი ნებით ვნებისგან ძლეულმა მას საცდური და დაბრკოლება უწოდე...

რა ზომითაც დაუთმობ უკეთურებას, იმდენად იმძლავრებს, იბატონებს შენზე საცდური. ხორციელი შიმშილის დაკმაყოფილება საკვების მიღებითაა შესაძლებელი, ცოდვითი სიმაძღრე კი დაუოკებელი სულიერი შიმშილის საწინდარია. ზეცად ამყვანებელი სათნოებათა კიბის თავისი მადლმოსილი ცხოვრებით გამვლელი წმინდა იოანე სინელი ბრძანებს: "ერთი რამ არის მეტად საკვირველი - როგორ ხდება, რომ სათნოებებში შეგვეწევა ყოვლისშემლე ღმერთი, რომელიც ამ შემწეობას წმინდანებისა და ანგელოზების მეშვეობით მოგვივლენს, ბოროტების შემწედ კი მხოლოდ ეშმაკები არიან; ჩვენ ავი საქმის აღსრულება უფრო გვიადვილდება, ვიდრე კეთილისა..."

თუკი ლოთისთვის ღვინოა საცდური და საკუთარ უმსგავსოებას უფლისგან ბოძებულ კურთხეულ სასმელს მიაჩემებს, ბრძენისთვის იგი ნუგეშისა და კეთილი მხიარულების მომტანია, რადგან სულიერ სიხარულსა და ზიარების საიდუმლოს მადლმოსილებას ხედავს მასში. მრუშისთვის შიშველი სხეული განხურვებისა და ხორცის დუღილის მომასწავებელია, წმინდანისთვის კი ტაძარია ღვთისა, რომელშიც სულიწმინდის მადლია დავანებული. ვერცხლის მოყვარე, სიმდიდრეს დახარბებული ადამიანი ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასეულობით იღუპავს სულს, არადა შეეძლო, ღვთისა და მოყვასის სიყვარული "ეყიდა", მოეპოვებინა. სიმდიდრე კი არ არის ცოდვა, რადგან იგი სახეა ზეციური ხელთუქმნელი სიმდიდრისა, არამედ მისთვის ცხოვრება და უკეთურად გამოყენება.

აუცილებელია, მოვერიდოთ ნებისმიერ საცდურს, დაბრკოლებასა თუ ეშმაკის დაგებულ ხაფანგს - ყოველივეს, რაც ჩვენს რწმენას, განათლებასა და სიწმინდით ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ჩრდილს ფენს, რადგან სუსტნი, მერყევნი, მადლსა და სათნოებებში განუმტკიცებელნი და უნდონი ვართ, უფლის შეწევნის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ შეგვიძლია გადავდგათ სიკეთესა და სიმართლეში. ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, სინდისს და მასში ვპოვებთ პასუხს თითოეულ კითხვაზე. ნუ გადავაბრალებთ სხვას ჩვენს ნაკლოვანებებს, შეცდომებს, თორემ დავემსგავსებით იმ უგუნურ მკვლელს, რომელმაც თავისი დანაშაული დანას დააბრალა...

ყველაზე დიდი სიბრძნე საკუთარი თავის შეცნობაა, რადგან მისი შემეცნებით უფალს შევიმეცნებთ. ქრისტიანობა სიბრძნის რელიგიაა - მხოლოდ მასშია შესაძლებელი, ჩავიხედოთ სულის სარკეში და დავინახოთ უხილავი რეალობა, ჩვენი ჭეშმარიტი მდგომარეობა. ქრისტიანობა შეცდომილთა, ცოდვილთა, მაგრამ ამავე დროს მონანულთა, სულითა და გულით შემუსვრილთა აღმსარებლობაა. სულის განბრძნობა, განათლება მხოლოდ ქრისტეთი და ქრისტეშია შესაძლებელი, რადგან იგია ერთადერთი სიბრძნე და ნათელი მამისა თანა სულიწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat