"განვიშოროთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი"
"განვიშოროთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი"
წმინდა პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით მონებდეთ ერთმანეთს". საუბედუროდ, უფლის მიერ მონიჭებულ თავისუფალ ნებას ადამიანი ხშირად ღვთის საწინააღმდეგოდ წარმართავს და შედეგად კარგავს სულიერ სიმშვიდეს, განიბნევა ამაოებაში და მთლიანად ეუფლება შფოთი. ეს ის შფოთია, რომელმაც, შესაძლოა, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს უფლის მადლს განშორებული ადამიანი. მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთი, რომელიც ხედავს ჩვენს გულებს და ყოველი უწყის, რაც ჩვენს გონებაში აზრთა სახით წარმოიშობა, არ გვტოვებს გასაჭირის ჟამს. "მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ", - ბრძანებს უფალი, რომელიც განსაცდელს ჩვენზე სწორედ იმიტომ უშვებს, რომ მიწისკენ დახრილი თავი ზეცისკენ აგვაწევინოს და შეგვაცნობინოს უზენაესი. ჩვენც, მის ძალმოსილებაში დარწმუნებულნი, მუხლმოდრეკილნი ღვთის დიდებულების წინაშე, გულმხურვალედ ვითხოვთ შემწეობას. კაცთმოყვარე უფალი, რომელმაც ხორცნი შეისხნა და განკაცდა ჩვენი ხსნისთვის, ტანჯვანი დაითმინა და საკუთარი ნებით ჯვარს ეცვა, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ სიკვდილის მეუფებისგან, მოიღებს წყალობას, დაგვანახებს ჩვენი გადარჩენის ერთადერთ გზას - ეკლესიას. ჩვენც მივაშურებთ დედაეკლესიას და მის წიაღში ვპოვებთ შვებას. წარმავალი მატერიალიზმისგან განთავისუფლების შემდგომ კვლავ სიმშვიდე ისადგურებს ჩვენს სულში, გულსა და გონებაში.

იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მიჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს მაცხოვარი, - უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე". ცხადია, ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან, ძნელია უარყოფა ეგოიზმისა, არაწმინდა აზრებისა თუ გრძნობებისა. ზოგჯერ ისიც გვგონია, რომ ვერასოდეს შევძლებთ, წინ აღვუდგეთ, არ მივიღოთ, გასაქანი არ მივცეთ ჩვენში მიწიერ სურვილებსა და ბოროტებას, განვიძარცვოთ ძველი კაცის ტანსაცმელი და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, თანაგრძნობისა, მორჩილებისა და სიწმინდისა. მაგრამ უფალი ხედავს ჩვენს მონდომებას, კეთილ ნებას სულიერი ფერისცვალებისას და გვავსებს სულიწმინდის მადლით, გვეხმარება გარდაქმნაში.

ადამიანსაც, როგორც კი იგრძნობს ღვთის შემწეობას, შეიმეცნებს მის სამართლიანობას, გაიაზრებს, რომ მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ჩვენი ხსნისთვის, აღარ ეშინია, იტვირთოს უფლის მიერ მისთვის განკუთვნილი ჯვარი, რადგან უწყის, რომ ყოვლადსახიერი ღმერთი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს. მაშინ მორჩილებით შეუდგება ჯვრის ზიდვას. სულიერი გაბრწყინებისთვის ეს ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სწორედ ამ გზაზე ხდება ჩვენი სულიერი ფერისცვალება. მორწმუნედ გახდომა როდი კმარა, ქრისტიანი რომ გერქვას და ეკლესიის შვილად იწოდებოდე; ამისთვის ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, ეკლესიური ცხოვრებაა აუცილებელი.

ეკლესიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და ერთადერთ მიზანს ემსახურება - ჩვენში ქრისტე აღიბეჭდოს, სადაც არ უნდა ვიყოთ, მუდამ გვახსოვდეს უფალი და ყველაფერი სიყვარულით, ღვთისმოშიშებითა და კეთილსინდისიერებით ვაკეთოთ. ადვილი არ არის, უარი თქვა ეშმაკის მიერ შემოთავაზებულ ათასგვარ საცდურზე, რომ მართალი წარდგე შენი დამბადებლისა და მხსნელის - უფლის წინაშე. კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელიც მამის მსგავსად ზრუნავს ჩვენზე, გვასწავლა საშუალება ეშმაკის დათრგუნვისა. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაითა განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა". ადამიანი, რომელიც ისმენს ამ სიტყვებს და ისწრაფვის ღვთისკენ, არ ტოვებს დილისა და საღამოს ლოცვებს, ცდილობს, არ დაარღვიოს არა მხოლოდ ოთხი დიდი მარხვა, არამედ ოთხშაბათსა და პარასკევსაც იმარხულოს, ყოველი საქმის დაწყების წინ ლოცვით სთხოვს შემწეობას უფალს, დამთავრებისას კი სამადლობელ ლოცვას აღავლენს, საკვების მიღებისას ახსენებს უფალს და მადლობას სწირავს, რომ მიმადლა პური არსობისა. უდიდესი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყოველმა მორწმუნემ ზეპირად იცის ორმოცდამეათე ფსალმუნი - სინანულის საგალობელი, ხოლო ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს ოთხმოცდამეათე ფსალმუნს.

ეკლესიის წიაღში მყოფი გააცნობიერებს და რწმუნდება, რომ სიცოცხლე მარადიულია, რომ იესო ქრისტემ ჯვარცმით დათრგუნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და სიკვდილიც სხვა არაფერია, თუ არა ერთი მდგომარეობიდან მეორეში - მიწიერიდან მარადიულში გადასვლა. ამიტომ არ ავიწყდება, რომ ყოველი შაბათი დღე უფალმა მიცვალებულთა მოსახსენიებლად დააწესა და ეკლესიაში საკურთხს თუ ვერ მიიტანს და მოძღვარს პანაშვიდს ვერ გადაახდევინებს, მოწყალებას აუცილებლად გაიღებს ახლობელი მიცვალებულის სახელზე. ამ სახით ცდილობს შეეწიოს მის სულს.

ამრიგად, ეკლესიურად მცხოვრები ყოველ წუთს ცდილობს, ღვთის სათნოდ იმოქმედოს. წმინდა წერილი გვაფრთხილებს: "საქმენი ხორცთანი არიან სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა... ხოლო ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს". ხოლო ადამიანი, რაკი ერთხელ იგრძნობს უფლის მადლის მოქმედებას მასში, მიზნად ისახავს, ყველაფერი გააკეთოს, სამუდამო განსასვენებელი სამოთხეში, უფლის სიახლოვეს რომ დაიმკვიდროს. თუკი მანამდე მისი აზროვნება მიწიერისკენ იყო მიმართული და არაფერს ზოგავდა წარმავალი საუნჯის, სიმდიდრის მოსაპოვებლად, რათა ამქვეყნიური ცხოვრება ხორციელ განცხრომაში გაეტარებინა, ახლა მისი გონება და გული ღვთისკენ მიილტვის, ყოველ სიტყვასა თუ ქმედებას უფლის მცნებებს უფარდებს, რათა მოიხვეჭოს კეთილი საქმენი და დააგროვოს საუნჯე ზეცაში, რომ გარდაცვალების შემდეგ პირნათლად წარდგეს ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე და უფლისგან განმართლდეს.

ეს ცხოვრება მარადიული სწრაფვაა სრულყოფილებისკენ. როგორც კი ადამიანი ღვთისკენ შემობრუნდება, იწყება მუდმივი ზრუნვა გაკეთილშობილებისთვის. როგორ უნდა გავიგოთ, მოხდა თუ არა ჩვენში სულიერი ფერისცვალება? გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები გალატელთა მიმართ ეპისტოლედან: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, მშვიდობაი, სულგრძელობაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი". თუკი ეს ყოველივე აღიბეჭდება ჩვენში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი სამოსი უკვე გაგვიხდია და დავიწყოთ ზრუნვა ახალი სამოსის გასამშვენებლად. "განვიშოროთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი", - როგორც ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, რათა მივაღწიოთ ადამის მდგომარეობას სამოთხეში, რომელსაც სამოსელი პირველი ემოსა და ღვთაებრივი ნათლით იყო შებურვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat