იყავით კარგი ჯარისკაცები
იყავით კარგი ჯარისკაცები
სამშობლო არის ოჯახი, ქუჩა, სადაც ცხოვრობ, ქალაქი, სადაც ეს ქუჩაა და ის მიწა, სადაც ეს ქალაქია - ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, რომლის დაცვა, რომლისთვის ბრძოლა და თავის დადება ყველა დროში პატივად და გმირობად ითვლებოდა. ქრისტიანული სარწმუნოება სამშობლოს დამცველებს ღირსეულ მისაგებელს მიაგებს და მათ საქციელს უდიდეს ქრისტიანულ სათნოებად მიიჩნევს.

სამწუხაროდ, ბოლო დროს მოხშირდა ქრისტიანობის მიმდინარეობები, რომელთა მიმდევრებიც აცხადებენ, რომ სამშობლოს დაცვა კაცისკვლას უკავშირდება, ეს კი, მათი აზრით, ბიბლიის ფუნდამენტურ მცნებას არღვევს. არგუმენტად მოჰყავთ ქრისტეს მცნება მტრის სიყვარულისა და მეორე ლოყის მიშვერის შესახებ. ეს მოსაზრებები, ერთი შეხედვით, მართლაც პოულობს საფუძველს წმინდა წერილში, მაგრამ - მხოლოდ ერთი შეხედვით. ისმის კითხვა: ძალუძს თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას სამშობლოს დასაცავად გადახდილი ომისა და, შესაბამისად, იძულებითი კაცისკვლის, მტრის მოკვდინების, საღვთისმეტყველო საბუთით გამართლება? რა თქმა უნდა, ძალუძს. მისი საბუთი საკმაოდ ძლიერი და არგუმენტირებულია, წმინდა წერილს ეფუძნება და ფსევდომშვიდობისმყოფელების ფუჭ, სექტანტურ და ვიწრო აზროვნებას წარმოაჩენს.

ბოროტ წუთისოფელში ბოროტი ადამიანების ასალაგმავად ძალა ყოველთვის იქნება საჭირო. იდეალურ ქვეყანაში კაცის კვლა არ იქნებოდა საჭირო, მაგრამ ეს არ არის იდეალური მსოფლიო - ეს ბოროტი მსოფლიოა. იდეალურ ქვეყანაში არ დაგვჭირდებოდა კარებზე ბოქლომების დადება და ციხეები, მაგრამ გულუბრყვილო და მიამიტური იქნება ფიქრი, რომ ჩვენ ამ უკეთურ წუთისოფელში მათ გარეშე ვიარსებებთ.

თავისთავად ბოროტებაა ის, რომ არ შეაკავო ბოროტება. მორალურად მცდარია, არ დაიცვა უდანაშაულო. ხანდახან მხოლოდ ფიზიკური ძალა და სიცოცხლის ხელყოფაა აუცილებელი ამის მისაღწევად. ჩვენს სასტიკ მსოფლიოში ძალიან ხშირად ადამიანები მძევლებად მიჰყავთ და მოლაპარაკების ყველა მცდელობა უშედეგოა. ასე რომ, ზოგჯერ ძალა ერთადერთი გზაა ამ უდანაშაულო ხალხის გადასარჩენად. ნებაზე მიუშვა მკვლელი, როდესაც ხელის შეშლა შეგიძლია, ზნეობრივად გაუმართლებელია... თვალი აარიდო გაუპატიურებას, როდესაც შეგიძლია, ხელი შეუშალო მას, მშვიდად უყურო ბავშვების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს, - მორალურად მიუტევებელია. სამხედრო სამსახურში არ წახვიდე და მტრისგან არ დაიცვა სამშობლო, უდიდესი ცოდვაა, რადგან ყველა ზემოჩამოთვლილი ძალადობა შეიძლება შენსავე ოჯახზე აღსრულდეს. ერთი სიტყვით, ხელი არ შეუშალო ბოროტს - დაუდევრობის ცოდვაა: "ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას" (იაკ. 4:17). ყოველი კაცი, ვინც არ დაიცავს თავის ცოლსა და ბავშვებს დაუპატიჟებელი "სტუმრებისგან", ტყუის მათ წინაშე. მსგავსადვე, ყოველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები აგრესორისგან და არ აკეთებს ამას, მორალურად ტყუის. უდანაშაულოთა დასაცავად გადახდილი ბრძოლა სამართლიანია. ომი აგრესორის წინააღმდეგ სამართლიანი ომია. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელი ტყუის.

სამართლიანობის აღმასრულებელი ომები სამართლიანია. სამართლიანი ომი თავისი ბუნებით შესაძლოა დამსჯელი იყოს. ხანდახან სამართლიანობაა, ხელი მოჰკიდო იარაღს და შეიჭრა კიდეც იმ ქვეყანაში, რომელიც თავს დაესხა სხვა ქვეყანას. იოანე ნათლისმცემელი იწონებდა სამხედრო სამსახურს. როდესაც ჯარისკაცებმა ჰკითხეს, თუ რა უნდა ეკეთებინათ მორწმუნეებად გახდომის შემდეგ, მას არ მოუთხოვია, ჯარი მიატოვეთო; სთხოვა, კარგი ჯარისკაცები ყოფილიყვნენ.

მშვიდობა, რომელიც გვაუწყა და გვიბოძა თავისი მოსვლით იესო ქრისტემ, ამქვეყნიური არ არის. ეს სულაც არ არის მშვიდობა ადამიანებს შორის ანდა ეროვნებათა შორის და სახელმწიფოებს შორის; წმიდა პავლე მოციქულის მოწმობით, ეს ის ვერტიკალური მშვიდობაა, რომელიც ადამიანსა და ღმერთს შორის მყარდება: "და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში" (ეფ. 2:16). ამ მშვიდობის მეტაფიზიკური სათავეები დამოწმებული და შედუღაბებულია, სახარებისეული განსაზღვრებით, ღვთის დიდებასთან: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკ. 2:14). ჰორიზონტალურ მშვიდობასა და ვერტიკალურ მშვიდობას შორის ძირეული განსხვავების უმოკლეს და ზუსტ ფორმულას თვითონ მაცხოვარი გვაძლევს: "მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ" (იოანე 14:27). ამავე ჭრილში უნდა გვესმოდეს მაცხოვრის მთასა ზედა ქადაგებაც, სადაც მშვიდობისმყოფელებად მოიაზრებიან ღვთის ძენი, ე.ი. ადამიანები, რომლებმაც ღმერთთან შერიგებასა და მშვიდობას მიაღწიეს, ხოლო მათ, ვინც იესო ქრისტესგან, გულუბრყვილობისა თუ უცოდინრობის გამო, ჰორიზონტალურ მშვიდობასაც ელის, მაცხოვარი ყოველგვარ ეჭვს უფანტავს და უცხადებს: "ნუ გგონიათ, თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი!" (მათე 10:34). მახვილი, რომელიც ომის სიმბოლოა, მოტანილია და გაწვდილია ამა ქვეყნის მშვიდობის მოსაპოვებლად კი არა, არამედ ჭეშმარიტი, მეტაფიზიკური მშვიდობის შესაძენად, რომლის მისაღწევად უფლის გზით მავალი ადამიანი ბოროტებას, უსამართლობას პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ებრძოლოს, შემდეგ კი თავის გარშემოც. სხვაგვარად, ქრისტიანული მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ ჰორიზონტალური განზომილებებით რომ შემოისაზღვრებოდეს, ქრისტიანები იძულებულნი გახდებოდნენ, იარაღი დაეყარათ და სამარცხვინო კაპიტულაცია გამოეცხადებინათ ყოველგვარი ბოროტების შემოტევისთვის, რათა სასურველი, თუნდაც უსახური, მშვიდობისთვის მიეღწიათ. ჩვენს წინაპრებს ასეთი აბსურდული, არასწორად გაგებული ქრისტიანული დოქტრინით რომ ესარგებლათ, აღარ იარსებებდა ქართველი ხალხი, მისი სახელმწიფოებრიობა.

ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გაგებულ იქნეს სახარებისეული მცნება: "გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები" (მათე 5:44; ლუკა 6:27-28)?

თანამედროვე ევროპული ენები ზუსტად ვერ გამოხატავენ სახარებისეულ "მტერს". სამაგიეროდ, ძველი ენები სხვადასხვაგვარად სახელდებენ მტრის ორ ტიპს. ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებზე მოყვანილი სახარებისეული მცნება მორწმუნეებს მოუწოდებს, შეიყვარონ მხოლოდ პირადი და არა საზოგადოებრივი (სამხედრო თუ პოლიტიკური) მტერი. პირველ საუკუნეთა ქრისტიანებს მშვენივრად ესმოდათ, რომ "Diligite inimicus (პირადი) vestros" არ ნიშნავდა "Diligite hostis (საზოგადოებრივ) vestros"-ს. მტრის ასეთივე განსაზღვრებას გვაძლევს ნეტარი ავგუსტინეც. ის ეფუძნება იოანე ნათლისმცემლის პასუხს მეომრებისადმი (ლუკა 3:14) და აღნიშნავს, რომ ჯარისკაცი, თავისი მდგომარეობის კვალობაზე, ვალდებულია ებრძოლოს შინაგან და გარეგან ძალებს, რომლებიც საზოგადოებას ემუქრება, და ეს საკუთარი ვნებების მოთოკვისა და საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე უნდა მიმდინარეობდეს. ჯარისკაცმა თავისი იარაღი სამაგიეროს გადახდისთვის, ანუ პირადი მტრის წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს. რაც შეეხება სახარებისეულ მარცხენა ლოყის მიშვერას (მათე 5:39), წმიდა მამები განმარტავენ, რომ ეს ეხება სულს და არა სხეულს, ეს მცნება გულისხმობს მორალურ დისციპლინას, როცა სიძულვილს სიძულვილითვე კი არ უნდა უპასუხო, არამედ დამოუკიდებელი და შეუდრეკელი სულის ამაღლებით. მაგრამ თუკი ვინმე სახარების ამ შეგონებას გაიგებს პირდაპირი მნიშვნელობით და არა როგორც უმაღლესი რიგის მეტაფორას, მაშინ წმინდა წერილის ბევრი ადგილი იმდენად მიუღებელი და ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდება, რომ არავის მოუნდება ქრისტიანობა. თუნდაც მარჯვენა ხელის მოკვეთისა და თვალის ამოგდების მაგალითი ავიღოთ.

პირველ საუკუნეთა ქრისტიანები წარმართი იმპერატორების ჯარში სამსახურზე უარს ამბობდნენ, მაგრამ ეს უარი მოტივირებული იყო არა იარაღის, როგორც ასეთის, ზიზღით, არამედ წარმართულ რიტუალებში მონაწილეობისთვის თავის არიდების მიზნით - ეს რიტუალები მაშინდელი სამხედრო სამსახურის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენდა. იმ პერიოდის ქრისტიანისთვის ჯარში შესვლა იმას ნიშნავდა, რომ ფიცი დაედო და თანხმობა განეცხადებინა წარმართობასთან დაკავშირებულ ცერემონიებში მონაწილეობაზე: საიმპერატორო კულტის თაყვანისცემაზე, ტაძრების დაცვაზე, სამხედრო გვირგვინების გამოყენებაზე, კოჰორტის, ცენტურიისა თუ ლეგიონის კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე. სამხედრო და საკრალური პრეროგატივების ერთობლიობა, რაც იმპერატორის პიროვნებასთან იყო დაკავშირებული (იმპერატორი ერთდროულად იყო "ავგუსტუსი" (ზებუნებრივი მადლით მოსილი არსება) და "პონტიფექს მაქსიმუსი" (უმაღლესი ქურუმი). ეს ყველაფერი კი ქრისტიან ჯარისკაცს უფლებას არ აძლევდა, ლოიალურობა გამოეჩინა სამხედრო სამსახურისადმი, რათა კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში არ ჩავარდნილიყო.

კონსტანტინე დიდის რჯულშემწყნარებლობის ედიქტმა (313 წ.) მკვეთრად შეცვალა ქრისტიანების დამოკიდებულება იმპერიის, მისი საზოგადოებრივი მორჩილების, მათ შორის - სამხედრო მოვალეობის მიმართ. სიმბოლურია, რომ ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეკლესიის სტატუსის ისტორიული ცვლილება უკავშირდება კონსტანტინე დიდის ერთ-ერთ სამხედრო გამარჯვებას, რომლის დროსაც იმპერატორს გამარჯვების მაცნედ ზეცად ჯვარი გამოესახა, ხოლო 314 წელს არლში შეკრებილმა საეკლესიო კრებამ, რომელიც ძირითადად დონატისტური ერესის დასაგმობად იყო მოწვეული, დააკანონა ყველა იმ მორწმუნის განკვეთა, რომელიც უარყოფდა სამხედრო სამსახურს, არ დაიცავდა იმპერიას (ანუ სამშობლოს) გარეშე მტერთაგან ან დეზერტირი გახდებოდა. არლის საეკლესიო კრების მესამე კანონმა გამოხატა ეკლესიის აზრი ომის თაობაზე: სამშობლოს დაცვა სამართლიანი ომის წარმოების მაგალითია, რაც კურთხეულია ეკლესიის მიერ.

სამართლიანი ომი არის მდგომარეობა, რომელიც უშვებს "არა კაც კლას" პრინციპის დროებით შეზღუდვას.

წმიდა ათანასე ალექსანდრიელი 356 წელს ამოსისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ "არაა დაშვებული მოკვლა, მაგრამ აბსოლუტურად კანონიერია და ყოველგვარი ქების ღირსია ომის დროს მოწინააღმდეგის მოკვდინება (იგულისხმება, ცხადია, სამართლიანი ომი - ავტ.); ასე რომ, ერთი და იგივე აქტი დაუშვებელია, თუკი მას განვიხილავთ ერთი თვალსაზრისით და მოცემულ ვითარებაში და ამავე დროს იგი დასაშვები და ბუნებრივია, თუკი მას სხვა კუთხით და სხვა ვითარებაში განვიხილავთ".

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat