იაპონელი ავაზაკი ტოკისო ისი
იაპონელი ავაზაკი ტოკისო ისი
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამ წიგნში (ეს ამბავი წიგნად გამოსცა წმინდა ნიკოლოზმა) საუბარია ცნობილ იაპონელ ავაზაკზე, ტოკისო ისიზე. ის მარადისობაში გადასახლდა 1918 წლის 17 აგვისტოს. მანამდე კი, ციხეში ყოფნისას, აღწერა ცხოვრება, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა იაპონურ და ინგლისურ ენებზე. "ისის ცხოვრება" სენსაციად იქცა და რამდენჯერმე გამოიცა. მოთხრობა შედგენილია აღსარების სახით და თავისი დრამატულობითა და გულწრფელობით ამ ჟანრის შედევრებს შეიძლება მივაკუთვნოთ. ვეცდებით, მოკლედ და სარწმუნოდ გავაცნოთ მისი შინაარსი "პატარა მისიონერის" მკითხველებს.

1. აღსარება. "მინდა ყველას გაუწყოთ, როგორ შემეცვალა გული იესო ქრისტეს შემწეობით", - ასე იწყებს ისი თავის აღსარებას. მერე კი ბოდიშს იხდის, ლამაზად წერა არ შემიძლია, რადგან სკოლაში მხოლოდ ორი წელი ვისწავლეო. "ვეცდები, უბრალოდ და წრფელად აღვწეროთ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა ბავშვობიდან დღემდე, საპყრობილეში როგორ ვირწმუნე იესო ქრისტეს უსაზღვრო ძალა და ღრმა მოწყალება. ხალხის სამსჯავროზე უნდა გამოვიტანო ჩემი სირცხვილი და დაუფარავად ვაღიარო მთელი ჩემი უსჯულოება. ბედნიერი ვიქნები, თუ ვინმე ჩემნაირ არამზადას მოუტანს ეს სიკეთეს".

2. სახლი და ბავშვობა. ტოკისო ისი დაიბადა ჰიკონში, ღარიბ ოჯახში, მამამისი მოჯამაგირედ ედგა ერთ დიდებულს. დედამისი ნაგოიელი ბუდისტი ქურუმის ქალიშვილი იყო. მამა სასმელში ხარჯავდა მთელ ხელფასს, ოჯახი კი შიმშილობდა. ათი წლის ტოკისო იძულებული შეიქნა, სიღატაკის გამო სკოლა დაეტოვებინა, სადაც სულ ორი წელი ისწავლა. დედა ხშირად გზავნიდა შვილს ტრაქტირიდან მთვრალი მამის მოსაყვანად. ბიჭი ჩაავლებდა ხელს მამას და მტირალი ეხვეწებოდა, - შინ წავიდეთ, დედას მოენატრეო. მაგრამ მამა იშვიათად უსმენდა... პურის ფულის საშოვნელად მინდორში კოღოების დამაფრთხობელ ბალახებს კრეფდა, რომელსაც მერე ყიდდნენ. მეზობლები აქებდნენ ბიჭს - კეთილი და მორჩილი შვილია, დედის მოყვარული, თავისი შრომით ინახავს ოჯახსო.

3. მოთამაშეთა და ჯიბგირთა წრეში.
აზარტული თამაშები ჩვეულებრივი გასართობი იყო პატარა ისის დასახლებაში. სხვადასხვა სახის თამაშობებში ტოკისოს თანატოლებიც კი მონაწილეობდნენ. მათ ბიჭი თავიანთ წრეში ჩაითრიეს. არწმუნებდნენ, თამაშით მეტ ფულს იშოვიო. ტოკისო თანდათანობით შეეჩვია თამაშს, მთელ ხელფასს ფანტავდა და დამშეულ დედას სასოწარკვეთაში აგდებდა. ისიმ ქურდობაც დაიწყო და ციხეშიც ამოყო თავი. საკანში ჯდომა თავიდან საშინლად ეჩვენებოდა, მაგრამ რაც უფრო ახლოს ეცნობოდა დამნაშავეთა სამყაროს, მით უფრო სასურველი გახდა მისთვის ციხე. დღიურში წერდა: "ციხე სკოლაა, სადაც დამნაშავეობისას სწავლობენო". როცა მეხუთედ დაიჭირეს ქურდობისა და თაღლითობისთვის, მოახერხა კედლის განგრევა და გაქცევა. მალე 11 წლით ისევ დაიჭირეს.

4. პირველი შეხვედრა ქრისტიანობასთან.
ტოკისომ ციხეში არაერთხელ სცადა ხვრელის გათხრა და გაქცევა. ამისთვის უმოწყალოდ სჯიდნენ. ამიტომ სასჯელის ნახევარი საკანში მარტოდმარტომ გაატარა. ათი წლის მანძილზე არც სამუშაოს აძლევდნენ, არც წიგნს, არც საკნიდან გამოჰყავდათ. ეს უმძიმესი სასჯელი იყო.

ერთხელ ციხის ზედამხედველს სცემა. ამის გამო ჭერზე ისე დაჰკიდეს, რომ ფეხის წვერებით ოდნავ ეხებოდა მიწას. აუტანლად ეწამებოდა. ამ დროს მმართველის თანაშემწე ციხეს ათვალიერებდა. ის ქრისტიანულად მონათლული იაპონელი გახლდათ. ტოკისო შეეწყალა, მაშინვე ჩამოხსნა, ძირს დააწვინა და თავისი ცხვირსახოცით ოფლი მოსწმინდა. ამ კეთილმა საქციელმა ისე შეძრა ავაზაკის გული, რომ ბავშვობის მერე პირველად ატირდა. უცებ დაინახა განსხვავება წარმართებსა და ქრისტიანებს შორის.

5. ბავშვის წერილი.
ტოკისოს არასოდეს უნახავს, რომელიმე პატიმარს ეტიროს. თითოეული თავის ხვედრს დაითმენდა და გულში სამყაროს სიძულვილს იგროვებდა. სიძულვილი კი ცრემლს უშრობს კაცს. ერთხელ თანამოსაკნეს წაადგა თავს - კაცი წერილს კითხულობდა და ცხარე ცრემლით ტიროდა. "მართლა ტირი თუ მეჩვენება?" - ჰკითხა განცვიფრებულმა. მეგობარმა პასუხად შვილის წერილი გაუწოდა. ბიჭი მამას სწერდა: "ჩემო ძვირფასო მამა, ამ წერილს თვალცრემლიანი გწერ. თანაკლასელები დამცინიან: "მამაშენი ციხეშია გამოკეტილი. შენც ალბათ მალე მიუჯდები გვერდითო". მათთან ურთიერთობას გავურბოდი, მაგრამ თავს არ მანებებდნენ, დამინახავდნენ და ყვირილს ატეხდნენ: - აი, ავაზაკის შვილიო. ამის ატანა ვეღარ შევძელი და სკოლა მივატოვე... ვზივარ შინ და თვალზე ცრემლი არ მაშრება. მამიკო, ხომ ჯანმრთელად ხარ? მე და დედიკო შენს დაბრუნებამდე დღეებს ვითვლით. გიკოცნის ხელებს და ფეხებს შენი უბედური შვილი არიმა". ტოკისომ წერილი აუღელვებლად წაიკითხა და მეგობარს უთხრა, - დაანებე თავი ბალღის ცინგლსო, მაგრამ ამ რჩევამ ვერ ანუგეშა საცოდავი მამა. ტიროდა, კოცნიდა შვილის წერილს და ჩურჩულებდა: "მე ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა, ჩემი შვილი მაინც კარგი კაცი გამოვიდესო". საცოდავი დარდით თვალსა და ხელს შუა ჩამოხმა და მალე ისე გარდაიცვალა, შვილის ნახვას ვერ ეღირსა.

6. დანაშაული, როგორც ხელობა.
ამ შემთხვევამ ტოკისო მაინც ჩააფიქრა და გადაწყვიტა, გათავისუფლების მერე ახალი ცხოვრება დაეწყო. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. საუბედუროდ, ტოკისო ციხიდან თავის მეგობართან, ოსაკასთან მივიდა. ოსაკას ძალიან უჭირდა, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი ჰყავდა. ტოკისოს ურჩია, ისევ ყაჩაღობას მიჰყევი და მე დაგმალავო.

ტოკისომ დაუჯერა. დაიწყო ძარცვა, კაცის კვლა. ერთხელ დასაჭერად დადევნებულ ორ პოლიციელს დანით გამოსჭრა ყელი, შემდეგ ვიღაცის სახლში შეიჭრა. იქ ცოლ-ქმარი დახვდა. კაცი პირსახოცით გაგუდა. როცა ქალი აყვირდა, მკვდარ ქმარს ამოაცალა პირიდან პირსახოცი და იმით ცოლი გაგუდა. გაქურდა სახლი და მიიმალა. დღისით ურიკით ჩინურ ქოთნებსა და ვაზებს დაატარებდა და ყიდდა - ნახეთ, პატიოსანი შრომით ვირჩენ თავსო. ერთხელ პოლიციელმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა. სანამ წესრიგის დამცველი საბუთს ამოწმებდა, დანა იძრო და მუცელში გაუყარა, მერე მდინარეში ისკუპა და გაუჩინარდა. ერთხელ ბუდისტურ ტაძარში ძველებური ბასრი დანა მოიპარა. ახლა ამით განაგრძობდა ავხელობას. წელი წელს მისდევდა. ერთხელ ტოკიოში ტოკისო ძლივს დაუსხლტა ხელიდან მის კვალზე დამდგარ პოლიციელებს. ქალაქგარეთ ჩაის სახლთან ამოჰყო თავი და იქვე მიჯდა დასასვენებლად. საჩაიე დაკეტილი იყო. განთიადისას დაინახა გეიშა - საჩაიეს გასაღებად მოდიოდა. მრუშობის სურვილით აღძრული ეცა მას და მოეხვია. გოგონამ ყვირილი მორთო. ტოკისოს შეეშინდა, გოგონას მოაძრო მხრებზე მოხვეული ქსოვილი და გაგუდა. მერე მკვდარს ფული და პატარა წიგნი ამოაცალა და გაიქცა. მეორე დღეს დააკავეს ამ გოგონას საქმრო, სახელად კომორი, და საცოლის მკვლელობაში დასდეს ბრალი.

7. ციხეში ნანახი სახარება.
ტოკისო განაგრძობდა თავის ავბედით საქმიანობას. იაპონიის მთელი პოლიცია ეძებდა ამოუცნობ და თავხედ დამნაშავეს.

როგორც იქნა, 1915 წლის დეკემბერში მოიხელთეს და ტოკიოს მთავარ საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. საკანში ტუსაღი დახვდა. მისგან შეიტყო, რომ იმავე წლის აპრილში კომორი დააპატიმრეს და აბრალებდნენ გეიშა ოჰარას მოკვლას... გეიშა ხომ მან მოკლა. მის მაგიერ უდანაშაულო კაცი უნდა დასჯილიყო. მიძინებული სინდისი გაეღვიძა. დღემუდამ ეკითხებოდა თავს: - ნუთუ შემიძლია დავუშვა ესო?

დადგა ახალი წელი, იაპონიაში ყველაზე დიდი დღესასწაული. ამ დღეს დამნაშავეები ქველმოქმედთაგან საჩუქრებს იღებდნენ. ტოკისოს ნამცხვარი და პატარა წიგნი შეხვდა. წიგნი, როგორც უთხრეს, ორ ამერიკელს გამოეგზავნა. ნამცხვარი შეჭამა, წიგნი თაროზე შემოდო და მიივიწყა.

8. გადატრიალება.
ერთ მშვენიერ დღეს მოწყინებისგან თავის დასაღწევად ტოკისომ თაროდან წიგნი ჩამოიღო. წაიკითხა სათაური: "ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი". გადაშალა. აქა-იქ ამოკითხულმა ფრაზებმა ვერ მიიზიდა და წიგნი ისევ თაროზე დადო. ასე გავიდა რამდენიმე დღე. ტოკისომ წიგნი ისევ აიღო. უნებურად იმ ადგილზე გადაშალა, სადაც ქრისტეს ვნებაზეა საუბარი. კითხულობდა წიგნს და ბრაზობდა პილატეზე, იუდეველებზე - მართალ კაცს როგორ ასამართლებენ და სიკვდილს უსჯიანო. გაახსენდა, როგორ მოკლა გეიშა და ის უდანაშაულო კომორი, რომელსაც იესოსავით სრულიად უმიზეზოდ სიკვდილი ემუქრებოდა. უფრო ყურადღებით ჩააკვირდა ტექსტს, აინტერესებდა, საბოლოოდ რა მოუვიდოდა იესოს. როცა ეს სიტყვები წაიკითხა: "ხოლო იესო იტყოდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" - ტოკისომ წიგნი დახურა. გული ტკივილით შეეკუმშა, თითქოს შანთი გაუყარესო. შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? გაუგონარი რამ გაიგონა - ისეთმა გაწამებულმა ადამიანმა, როგორიც იესო იყო, უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ თავის მტრებს აპატია! ამაზე ტოკისოს ოცნებაც არ შეეძლო! აი, როგორ გადმოსცემს ის თავის აზრებს: "ვფიქრობ, რომ ადამიანის მთავარი მტერია ის, ვინც მის სიცოცხლეს დაემუქრება. სინამდვილეშიც ასეა. იმ დროს კი, როდესაც იესოს სიცოცხლეს ართმევდნენ, ის თავისი ჯალათებისთვის ევედრებოდა ზეციურ მეუფეს: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". სხვა რა შემიძლია ვივარაუდო, თუ არა ის, რომ იესო ძე ღმრთისა იყო? სხვა ნებისმიერ ადამიანს სხვისგან მცირეოდენ მიყენებულ ბოროტებაზეც კი მრისხანება და სხვა არაწმინდა ვნებები წვავს. მაგრამ იესო მტრებისთვის ლოცულობდა სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლეს ართმევდნენ, ისეთ ძვირფას სიცოცხლეს, სამყაროში ვერაფერი რომ ვერ შეცვლის. ასეთი საქციელი აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ამიტომ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ: "ის იყო ღმერთი".

9. ღვთის სამი წყალობა.
ერთგან თავის აღსარებაში ტოკისო აღგვიწერს სამ დიდებულ და მოულოდნელ ღვთის წყალობას, რომლის ღირსიც ის შეიქნა მას შემდეგ, რაც ქრისტე იწამა. "უპირველესად, მე შევიძინე უხრწნელება და საუკუნო ცხონება იმისა, რაც ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩემი სულისა. წერილ არს: "ამენ, ამენ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად". და კიდევ: "ჩემთან მოსულებს არ განვაგდებ". თუ ამ სიტყვების გვწამს, მაშინ გვწამს, რომ ღმერთი არ დაგვიტევებს, არამედ გვაცხოვნებს საუკუნოდ.

მეორე წყალობა - სანამ ციხის გარეთ ვიყავი, ჩემს ნებაზე ვმოგზაურობდი. მრავალი რამ ვნახე და მრავალნაირი გამოცდილება შევიძინე. ახლა კი ვზივარ საკანში და ჩემს ნებაზე ნაბიჯის გადადგმის ნება არა მაქვს, მაგრამ მაინც გაცილებით კმაყოფილი ვარ. აქ, პატიმრობაში უბრალო და მწირი საკვებით ვიკვებები, მაგრამ უფრო მეტ მადლიერებას ვგრძნობ ყველაფრისადმი, ვიდრე მაშინ, თავისუფალი რომ ვიყავი და საჭმელების არჩევა-დამატების საშუალება მქონდა. აქ, ამ ორნაბიჯიან ციხის საკანში გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე რომელიმე დიდებულ სასახლეში ვიქნებოდი. როგორი მწუხარებაც არ უნდა შემომეჯაროს, უკვე ძალმიძს მისი დაძლევა, რა უსიამოვნებაც არ უნდა დამატყდეს თავს, გულში მხოლოდ სიხარულს ვგრძნობ. ყველაფერ ამას კი ვუმადლი უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრივი მოწყალებით ჩემთვის ბოძებულ მადლს.

ახლა კი მესამე მოწყალება უნდა ვახსენო - ძალა ქრისტესი - რომელსაც ვერანაირი ამსოფილიური საზომით ვერ გაზომავ. 19 წლიდან დღემდე 20 წელი კატორღაში გავატარე. იქ მივხვდი, რა არის ტანჯვა, თუმცა მქონია რამდენიმე სასიამოვნო საათიც. ხშირად თითქოს ვიღაც მაიძულებდა, მეღიარებინა ცოდვები და დანაშაული. მაგრამ იმის მაგივრად, დანაშაულს შევეწუხებინე, უფრო და უფრო მიქვავდებოდა გული... და აი, მადლმოსილმა მოქმედებამ ქრისტეს რამდენიმე სიტყვისა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" - ჩემს ქვადქცეულ გულს ფერი უცვალა, მგრძნობიარე და რბილი გახადა. ასე რომ, ახლა შემიძლია ვაღიარო და შევინანო ცოდვები. ასეთი ძალა, ასეთი ძლიერება ჩვეულებრივი კაცისგან არ გამოდის".

10. სიკვდილის განაჩენი.
ტოკისო გახდა ქრისტიანი და მიხვდა, რომ უდანაშაულო კომორი უნდა გადაერჩინა. "ძმაო კომორ, ოჰარა შენ კი არა, მე მოვკალი", - უთხრა ერთხელ მოწმეების თანდასწრებით და ყველაფერი დაწვრილებით აღუწერა. "მაგრამ არავინ დაიჯერა ჩემი აღიარება, იფიქრეს, ან გაგიჟდა, ანდა ციხეში ყოფნით გატანჯულს სიცოცხლე მოჰბეზრდაო. მიმიყვანეს გამომძიებელთან, დამკითხეს, ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი. ჩაიწერეს, მაგრამ არ დამიჯერეს. საქმე გაიგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც გამამართლეს. თავი საშინლად ვიგრძენი! როგორ გადავარჩენ ახლა უდანაშაულო კომორს, ის ხომ ჩემს მაგივრად უნდა მოკვდეს-მეთქი. მაშინ გავაკეთე ის, რაც ალბათ ცისქვეშეთში არავის გაუკეთებია. ადვოკატს ვთხოვე, შეედგინა აპელაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენზე. მასში გულმოდგინედ ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ გეიშა ოჰარა ჩემი მოკლული იყო და ჩემთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შეცდომა გახლდათ. ადვოკატი იწერდა ჩემს სიტყვებს და სინანულით მიყურებდა - გიჟი ვეგონე. ვაითუ ჩემი საჩივარი სააპელაციო კომისიამ არ დააკმაყოფილოს-მეთქი და ღმერთს მთელი გულით დავუწყე ვედრება, მსაჯულთათვის თვალები აეხილა. წერილი მივწერე იმ ამერიკელ ქალსაც, ახალი აღთქმა რომ გამომიგზავნა. ვთხოვდი, ელოცა ჩემთვის, რადგან აღარ მჯეროდა, რომ მოკვდავთ ღვთის შეწევნის გარეშე შეეძლოთ ჩემი დანაშაულის გარკვევა".

მოხდა ის, რაც ტოკისოს ასე უნდოდა და სთხოვდა ღმერთს. კომისიამ დაასკვნა, რომ სწორედ ტოკისომ მოკლა გოგონა. კომორი გაათავისუფლეს, ტოკისოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

11. სიკვდილის მოლოდინში.
ტოკისო სიკვდილს აუმღვრეველი სიმშვიდით ელოდა, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც კი. დღედაღამ ახალ აღთქმას კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა თავისთვისა და სხვებისთვის. აი სამი მოკლე ლოცვა, რომელიც მე ჩავიწერე.

1. "უფალო იესო ქრისტე! შენმა დიდებულმა ძალმა შეცვალა ჩემი გული ბავშვის გულად და შემეწიე, მწამდეს, რომ ყოველი ძალი (ჩემი) მხოლოდ შენშია. ამინ".

2. "უფალო იესო ქრისტე! შენი ძალის მოქმედებით, ღვთის წინაშე როგორც მე მოვინანიე ცოდვები, სხვა მრავალმაც შეინანოს. ამინ".

2. 22-ე ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ ტოკისო ასე ლოცულობდა: "უფალო იესო, სიღრმით გულისათ გმადლობ, რომ შეისმინე ყველა ჩემი თხოვნა. კიდევ გთხოვ, რომ ჟამსა სიკვდილისასა, როცა მტერი (ეშმაკი) ყოველი მხრიდან შემოერტყმება ჩემს სულს, მომცე შენი ძალი, რომლითაც შევძლებ მათ განდევნას. ამინ".

ერთხელ ტოკისოსთან ბუდისტი მღვდელი მივიდა, სიკვდილის წინ რომ გაემხნევებინა. მოუთხრობდა, თუ როგორ იქცეოდნენ სიკვდილმისჯილები განაჩენის აღსრულების მოლოდინში: "მთელი სამყარო ხარობს გათენებას, ამ საშინელი აგონიით მოცულ საცოდავებს ერთადერთი შეკითხვა ტანჯავთ, - ხომ არ გაგზავნიან სწორედ დღეს დილით სახრჩობელაზე. შენ როგორ გრძნობ თავს სიკვდილის ჟამის დადგომის წინ?"

- მეცოდება ის ადამიანები, - უპასუხა ტოკისომ, - მაგრამ მე მცირეოდენი შიშის გრძნობაც არა მაქვს, რასაც ჩემი ქრისტეს ძალას ვუმადლი.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მალე გინდა სიკვდილი? - ჰკითხა ლამამ.

- არა, - უპასუხა ტოკისომ, - ამ დღეებში მე არც სხეულის სიცოცხლეზე ვფიქრობ და არც სიკვდილზე. ყოველივე საკუთარი ზეციურის ნებას მივანდე და ხელთა ღვთისათა ჩავაბარე. სულში მცირეოდენი მწუხარებაც არა მაქვს და როცა ინათებს, სიხარულით მივესალმები დღის დადგომას.

- კარგია, როცა ამდენად გამტკიცებული სული გაქვს, მაგრამ მითხარი, როგორ შეხვედი ასეთ რწმენაში?

ტოკისომ ხელში ახალი აღთქმა აიღო, ბუდისტ მღვდელს აჩვენა და აუწყა: "ამ წიგნში ჩაწერილია ქრისტეს სიტყვები, მათგან ვისწავლე სწორედ ამ ციხის საკანში ღვთის არსებობა. თუმცა ხორციელი თვალებით ვერ ვხედავ უფალს, მაგრამ მას ყოველდღიურად ვესაუბრები".

12. მონანული ავაზაკის საგალობელი.
სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე ტოკისომ ერთი ლექსი დაწერა იაპონურ ენაზე. გთავაზობთ მას მთლიანად, რადგან მასში ნათლად არის ასახული ტოკისოს ზიზღი წინანდელი ცოდვიანი ცხოვრებისა და მისი სასოება ცოცხალი ღმერთისა და იმ ქვეყნის მიმართ.

"ჩემი ცოდვები საბოლოოდ გამოცხადდა და ვით პატიმარი, ვზივარ ახლა საპყრობილეში. გული ჩემი აღსავსეა ზრუნვით, ტკივილით, დღითიდღე იტანჯება, შვების ვერმნახველი. არის კი ღმერთი? ვყვირი, მაგრამ არავინ მპასუხობს. ამიტომაც ერთიანად ვკანკალებ, საშინელებისგან დაუძლურებული. მალე ჩემზე მოიწევა სამართლიანი სამსჯავრო, რამეთუ ჩემი ცოდვები შემზარავნი და უდარონი არიან. გადავწყვიტე, სიმდაბლით მივიღო ჩემი ხვედრი. მაგრამ როცა დამიდგება ამ სოფელთან განშორების დღე, იმ ქვეყანაში ვერაფერს წავიღებ, რაც შეიძლება მივცე ჩემი სულის სიმშვიდის სანაცვლოდ. არ წყდება ჩემი აგონია, ყოველდღიურად, ცხადში თუ ძილში, ხელებს ვაცეცებ, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. ლამის გავგიჟდე, რადგან ჩემს ცხოვრებაში აზრს ვერ ვხედავ, რაც მეტად განვსჯი ჩემს ცოდვებს, უფრო მეტად იზრდება და მომიცავს შიში. "როგორ მომექცევა მე ის სამყარო?" - ამ ფიქრებისგან სხეული მეფლითება. შიში და მწუხარება ყოველდღიურად მიძლიერდება. ნუთუ ცოდვები აღუხოცელი დამრჩება? თუკი არსებობს ღმერთი თანაგრძნობისა, მისდამი ვღაღადებ შიშსა შინა ჩემსა: "მოყავ ყური შენი მონისა შენისა მიმართ, ისმინე ლოცვა ჩემი ქვადქცეული სულისა, მიმიღე შენთან, ზეციურ ქალაქში, სადაც სული ჩემი არ დაიღუპება. დაე ვიხილო იქ ჩემი საყვარელი დედა და მამა!" მაშინ მეწვევა დიდი სიხარული - "აგერ, ქრისტე აქვეა, ნურაფრის გეშინია. იხილავ მშობლებს და მათთან ერთად იქნები ღვთის ქალაქში. კი არ მოკვდები, არამედ ღვთის დიდებაში იქნები. არ მოგაკლდება სიხარული და ისეთი სიტკბოება დაეუფლება შენს გულს, რაც უცნობია ამა სოფლისთვის".

"აწ შევაბიჯე მე ქალაქში. შებილწულია ჩემი სახელი, სხეული ჩემი საპყრობილეში კვდება, ჩემი სული კი, განწმენდილი, ღვთის ქალაქში ბრუნდება".

ამ სიმღერის ბოლოს ტოკისო ასეთ განმარტებას იძლევა: "მე ეს ლექსი დავწერე, რათა მეჩვენებინა, რომ ჩემი შიში და ძრწოლა ქრისტეს მივანდე და ვიცი, გადავრჩები მისი სიყვარულით. თქვენ კი გთხოვთ, ნუ იქნებით მკაცრნი, თუ მასში შეცდომებს წააწყდებით". ტოკისო ბოდიშს იხდის განუსწავლელობის გამო. თუმცა მკითხველი თვითონ დარწმუნდა, რომ ბოდიში უადგილოა. სიმღერა ძლიერია იმ ნაწილშიც, სადაც ნაჩვენებია გამოღვიძებული ცოდვილის შეძრწუნება საკუთარი ცოდვების გამო და მეორე ნაწილშიც, სადაც ჩანს ნათელი იმედი ქრისტესადმი...

13. შებიჯება ღვთის ქალაქში.
1918 წლის 17 აგვისტოს, დილის 9 საათზე, ტოკისო ისი გაიყვანეს ციხის ეზოში და ჩამოახრჩეს. ციხის მღვდელი ასე აღწერდა ამ მოვლენას: "სახრჩობელაზე ჩამოკიდული მრავალი მომაკვდავი თვალებში უყურებს სიკვდილს, გულცივად და დარწმუნებით, რომ გარდაცვალების შემდეგ თავიანთ შთამომავლობას კეთილ სახელს დაუტოვებენ და ამ სოფლის დასაცინნი არ შეიქნებიან. მაგრამ ისის სიმამაცე სულ სხვაგვარი იყო, მას არც კეთილი სახელის დატოვების სურვილი ჰქონდა და მის გამოხედვაში არც სულიერი დაძაბულობა იგრძნობოდა. მთლიანად ჩაძირულიყო სიმდაბლეში, ძალზე სერიოზული გახლდათ და ვერაფერს ამჩნევდა, ზეციური სამყაროს დიდების გარდა, რომელშიც ბრუნდებოდა ცოდვის მძიმე უღელმოშორებული, ისევე, როგორც ვინმე უსაზღვრო სევდით შეჭმული მიაბიჯებს მშობლიური კერიისკენ. დადგა სახრჩობელის ქვეშ და იმ დროს, როცა მისი სიცოცხლე ნამის წვეთივით უნდა აორთქლებულიყო, ისიმ ბოლო საგალობელი იგალობა: "შებილწულია ჩემი სახელი, სხეული ჩემი საპყრობილეში კვდება, ჩემი სული კი, განწმენდილი, ამ დღეს ღვთის ქალაქში ბრუნდება".

ძვირფასო მკითხველო, როცა წაიკითხავ ამ აღსარებას ცოდვაში ფესვგადგმული, მაგრამ მონანული დამნაშავისა, გაიხსენე ავაზაკი ჯვარცმული, უძღები შვილი, ცოდვილი დედაკაცი. მერე კი მამაცურად მიაპყარი მზერა საკუთარ თავს და შეეკითხე: "სად ვიყავი აქამდე? სადა ვარ ახლა? ხვალ, როცა სიკვდილი მოვა, სულო, სად აღმოჩნდები? გახსოვდეს, რომ იგივე ძალა, რომელმაც სინანულად აღძრა ჯვარცმული ავაზაკის გული და უძღები შვილისა, რომელიც მამას დაუბრუნდა... ძალა, რომელმაც იაპონელი ავაზაკი ააღორძინა, იგივე ძალაა ერთადერთი და ისევე, როგორც ერთ დროს იერუსალიმში მოქმედებდა, ახლა მთელ სამყაროში, მათ შორის იაპონიაშიც მოქმედებს. ეს არის ყოვლისმძლეველი ძალი ქრისტესი. მონანული ტოკისო მაგალითია იმისა, რომ ეს ძალა ჩვენს დროშიც არ დაშრეტილა. ჰკითხე შენს თავს: გაუღე გული ამ ცხოველმყოფელი ძალის მაცხოვნებელ შემობრძანებას თუ არა?
ბეჭდვაელფოსტა
22.02. 2022
laozy2
ვმადლობდეთ უფალს... დიდება შენდა ღმერთო!
03.04. 2015
Kristine Vachnadze
Didi madloba Kakhaber Kenkishvils am statiisatvis, mixaria rom chemtvis pativsasem ers iapinelebs,kavt aseti monanuli kristiani!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat