თითოეულს საკუთარი ცოდვებისთვის მოგვეთხოვება პასუხი
თითოეულს საკუთარი ცოდვებისთვის მოგვეთხოვება პასუხი
წმინდა მამათა სწავლებით, ყოველი ავადმყოფობა ჩვენი ცოდვების გამო გვემართება. ყოვლადმოწყალე უფალი ჩვენი ცოდვების ამქვეყნადვე გამოსყიდვის მიზნით სნეულებას მოგვივლენს ხოლმე, რომ სამუდამო სასჯელს აგვარიდოს. ავადმყოფი ადამიანი ხედავს, რაოდენ წარმავალია ყველაფერი ამქვეყნიური, მზერას საკუთარი თავისკენ მიაპყრობს, გამოეძიებს თავის შინაგან სამყაროს, აანალიზებს ამაოებაში განვლილ ცხოვრებას, სადაც უფლისთვის მცირედი დროც კი არ დაუთმია და თუკი მასში სინანული დაისადგურებს, უფლისგანაც მაშინვე მიიღებს შენდობას. თითოეულს საკუთარი ცოდვებისთვის მოგვეთხოვება პასუხი.

თუმცა, ჩვენში ანდაზად არის შემორჩენილი ძველი აღთქმისეული იგავი: "მამის ნაჭამმა ტყემალმა შვილს მოსჭრა კბილიო". დღესაც ხშირად გვესმის: მშობლების ცოდვა თაობიდან თაობაზე გადადისო. განსაკუთრებით მაშინ ვრწმუნდებით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, როდესაც ვიხილავთ სნეულ ბავშვს. "სად არის ღვთის სამართალი?! ამ ბავშვს ხომ არანაირი ცოდვა არ ჩაუდენია, რატომ არის ასეთ მდგომარეობაში? - ვცდილობთ, ახსნა მოვუძებნოთ ღვთის მართლმსაჯულებას, - მშობლების ცოდვებზე პასუხი რატომ უნდა აგოს უმანკო ბავშვმა?!"

გულთამხილველმა მაცხოვარმა, უწყოდა რა ჩვენი ბუნება, თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობით ხილულად გვაჩვენა უფლის სამართლის უზენაესობა, როდესაც თვალი აუხილა კაცს, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. წმინდა იოანე ოქროპირი ხაზს უსვამს, რომ იესო ქრისტე, რომლისგანაც ყოველთვის სნეულნი ითხოვდნენ კურნებას, ამჯერად თვითონ მიდის ტაძრის კართან მჯდომ ბრმა მათხოვართან და ამ მოქმედებით ამტკიცებს, რომ მისი განკურნება მხოლოდ უფლის ნება იყო.

მოწაფეებმა შორიდანვე დაინახეს ბრმა და ჰკითხეს უფალს: "რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?" წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს მოწაფეების მიერ დასმულ კითხვას და ბრძანებს: მათ ეს კითხვა იმიტომ დაებადათ, რომ ახსოვდათ უფლის მიერ განკურნებული განრღვეულის მიმართ ნათქვამი, ამიერითგან ნუღარ შესცოდებდა. უფლის სიტყვებით მოციქულები მიხვდნენ, რომ განრღვეული ასეთი ავადმყოფობით ცოდვების გამო იყო დასჯილი. მათ იცოდნენ, რომ უფლის სამართალი ყოველ კაცს თავის საქმეთაებრ მიაგებს. მაშინ რატომღა ახსენეს მშობლების ცოდვები?

ძველ აღთქმაში, კერძოდ, გამოსვლათა წიგნში, ვკითხულობთ: "რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე". ეს სიტყვები ეგვიპტიდან გამოსული ებრაელი ხალხის შესახებ არის ნათქვამი. უფლის მოწაფეები ხომ ისრაელიანები იყვნენ. თუმცა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, შვილებს მამათა შეცდომებზე არ უგიათ პასუხი. წმინდა წერილი ხაზს უსვამს, რომ შვილებმაც გააგრძელეს მამათა საქმენი. ებრაელებმა, რომელნიც უფალმა ეგვიპტელთა ჩაგვრისაგან იხსნა, უდაბნოში მავალთ მრავალი სასწაულით (ნათლის სვეტით, რომელიც უდაბნოში უძღოდა მათ და აგრილებდა, ზეციური პურით, მანანით, რომლითაც დააპურა, შუაგულ უდაბნოში კლდეებიდან აღმოცენებული წყაროებით) დაუმტკიცა, რომ მათი ღმერთი "ცხოველ არს" და იგია ერთადერთი შემოქმედი სამყაროსი, არ ირწმუნეს მისი. მაინც შექმნეს კერპები და მისტიროდნენ წარმართ ეგვიპტეს. "იქმნეს იგინი უბოროტეს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული", - ბრძანებს წმინდა წერილი ეგვიპტიდან გამოსული ებრაელების შვილების შესახებ.

უფალი იესო ქრისტე თავისი პასუხით განუქარვებს მოწაფეებს მცდარ შეხედულებას ღვთის სამართალზე: არც ამ კაცს შეუცოდავს, არც მის მშობლებს, მისი ბრმად დაბადება კი იმიტომ მოხდა, რომ წარმოჩენილიყო უფლის საქმენი.

ეს რომ თქვა, მაცხოვარმა მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით მოზილა ტალახი, სცხო ბრმას თვალებზე და გაუშვა, რათა მოებანა სილოამის აუზში. ამ მოქმედებით იესო ქრისტემ წინასწარ მოსპო ყველანაირი საბაბი ურწმუნოებისა: თვალების ჩამოსაბანად სილოამის წყაროზე გაუშვა ბრმა, რადგან იქ არასოდეს მომხდარა სასწაული; წყლისთვის რომ არ მიეწერათ მისი განკურნება, თავისი ნერწყვით მოზილა თიხა და სცხო თვალებზე. მაგრამ მათი ურწმუნოება იმხელა იყო, რომ ამბობდნენ, ეს ის ბრმა არ არის, ტაძართან რომ იჯდა და მათხოვრობდა, არამედ სხვა ვინმეა, რომელიც ძალიან ჰგავს მასო.

თვალახელილი ბრმა კი ყველას წინაშე აღიარებდა, რომ იესო ქრისტემ განკურნა. ფარისევლებსაც კი არ შეუშინდა, რომელნიც არწმუნებდნენ, რომ კაცი, რომელიც შაბათს არ ინახავდა (ებრაული წესით, შაბათი უფლის დღე იყო, ამიტომ ამ დღეს ყველაფრის კეთება ეკრძალებოდათ რჯულის ქვეშ მცხოვრებ ებრაელებს), ღვთის მოწინააღმდეგე იყო. ფარისევლები ცდილობდნენ, აეხსნათ, შესაძლებელი იყო თუ არა, ცოდვილ ადამიანს ამხელა სასწაული მოეხდინა. მაშინ თვით მას დასწამეს ცილი, დაეჭვდნენ მის სიბრმავეში და იხმეს მისი მშობლები.

აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა უფლის სამართლიანობა. მშობლებმა, იმის მაგივრად, რომ ეხარათ შვილის განკურნებით და მადლობა შეეწირათ ღვთისთვის, ფარისევლებისგან დაშინებულებმა - სინაგოგიდან გააძევებდნენ მას, ვინც იესოს ღმერთად აღიარებდა - მიუგეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ნამდვილად ბრმად დაიბადა, მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცითო. თუკი უფალი მამების გამო შვილებს სჯის, მაშინ მშობელთა ურწმუნოების გამო კვლავ უნდა დაეკარგა თვალისჩინი განკურნებულ ბრმას. განრღვეული ხომ გააფრთხილა ქრისტემ, ნუღარ შესცოდავდა, თორემ კვლავ დაისჯებოდა ავადმყოფობით.

ფარისევლები არწმუნებდნენ თვალახელილს, რომ ცოდვილ კაცს არ შეეძლო ასეთი სასწაულის მოხდენა. მან კი მიუგო: არ ვიცი, ეს კაცი ცოდვილია თუ არა, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და განმკურნაო. წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ასეთი პასუხით ცდილობდა, იესოს საქმითვე დაერწმუნებინა ფარისეველნი უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულში და არა მრავლისმეტყველებით. განკურნებულმა ბრმამ ამხილა ფარისევლების ურწმუნოება, არ მისცა საშუალება, ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და ყველას გასაგონად თქვა: ვიცი, რომ ღმერთი უსმენს მხოლოდ ღვთისმოსავებს, რომლებიც უფლის ნებას ასრულებენ. არასოდეს გაგონილა, ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისათვის, ღმერთისგან რომ არ იყოს, ვერაფერს იზამდა. გასაკვირი ის არის, რომ თქვენ, რჯულისმცოდნეებმა, არ იცით, ვინ არის იესო ქრისტე, ასეთ სასწაულებს რომ აღასრულებსო.

მაშინ გააძევეს ის სინაგოგიდან.

წმინდა იოანე ოქროპირი, გამოეძიებს რა უფლის განგებას ამ დაბადებიდანვე ბრმა კაცზე, ბრძანებს, უფალმა სიბრმავე სასჯელად კი არ მისცა მას, არამედ ფარად: ვინ იცის, ბრმად რომ არ დაბადებულიყო და ეხილა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი, მასაც მსგავსი საქმეები ეკეთებინა და წარეწყმიდა სული.

ამრიგად, ზოგჯერ სნეულება უფლის დაშვებით ჩვენი სულის ცოდვებისგან დასაცავად და ღვთის ძალმოსილების წარმოსაჩენად გვევლინება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat