მართლმადიდებელი ეკლესია ფსევდოშეხედულებების ზღვარზე
მართლმადიდებელი ეკლესია ფსევდოშეხედულებების ზღვარზე
მცირე ცოდნა გვაშორებს ღმერთს, ღრმა შემეცნება კი გვაახლოებს
ბოლო ხანს მასმედიით გახშირდა რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, ფართოდ და ოპერატიულად შუქდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური პროცესები. ცხადია, მედიის ამგვარი ინტერესი მისასალმებელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ხსენებული პუბლიკაციები ზოგჯერ მცდარი, ზერელე და არაკეთილმოსურნე შინაარსის მქონეა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საზოგადოებისთვის რეალური ვითარების ობიექტურად წარმოჩინების პროცესს.

ის ასპექტები, რომელთა მიხედვითაც ხდება ეკლესიისადმი პრეტენზიების წაყენება, ფრიად მრავალგვარია, თუმცა მაინც შეიძლება რამდენიმე ძირითადი ტენდენციის გამოყოფა და მათთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა. დავძენთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (სმე) პოზიციას აკრიტიკებენ როგორც "მარჯვნიდან", ისე "მარცხნიდან", ანუ იქმნება პარადოქსული სიტუაცია. თუ დემოკრატ-ლიბერალები "ბნელეთის მოციქულებს", რეტროგრადებსა და უვიცებს გვიწოდებენ, კონსერვატიზმში, ფუნდამენტალიზმსა და იზოლაციონიზმში გვდებენ ბრალს და მოდერნიზაციისკენ მოგვიწოდებენ, სქიზმატი ულტრარადიკალები - პირიქით, ლიბერალიზმს, ეკუმენიზმსა და მართლმადიდებლობის ღალატს გვწამებენ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას, ორიენტაციის საკითხია. საქმე ისაა, რომ თავად საკითხი არ არის სწორად დასმული. კერძოდ, აქსიომადაა მიჩნეული, თითქოს არსებობს ორი, პოლარულად განსხვავებული საორიენტაციო მხარე: დასავლეთი, პროტესტანტულ-კათოლიკური მენტალიტეტითა და წყობით და აღმოსავლურ-მართლმადიდებლური, რომელიც ფაქტობრივად რუსულ ორიენტაციასთანაა გაიგივებული. ამგვარი მიდგომა არასწორია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოსთვის მართლმადიდებლობის დაცვა და შენარჩუნება გაცილებით ადრე იქცა ბუნებრივ თვისებად, ვიდრე რუსეთი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა; მეორე, სმე-ს არასოდეს დავიწყებია ის ზიანი, რომელიც მას რუსეთმა მიაყენა ეგზარქოსობის დროს; მესამე - საბერძნეთი მართლმადიდებლობის კლასიკური ქვეყანაა, იქ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული. ეს მას ხელს არ უშლის, იყოს ნატოს, ევროკავშირის და ა.შ. წევრი; მეოთხე - თვით დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის წარმოჩინება მონოლითურ პროტესტანტულ სამყაროდ მთლად სწორი არ არის. მართალია, იგი ძირითადად პროტესტანტული მრწამსის მქონე ხალხის მიერაა დაარსებული, მაგრამ იმავე აშშ-ში დღეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კათოლიკეა. თვით პროტესტანტიზმიც არ არის ერთგვაროვანი და ათეულობით მიმდინარეობასა და სექტას ითვლის და, რაც მთავარია, შტატებში 6 მილიონზე მეტი მართლმადიდებელი ცხოვრობს. საყურადღებოა, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი მრევლის ნახევარს აშშ-ის მოქალაქეები შეადგენენ. ამერიკაში ამის გარდა არსებობს თვით ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. აშშ-ში საკუთარი ეპარქიები აქვთ ანტიოქიის, რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთის, რუსეთის ეკლესიებს. ათასობით მართლმადიდებელი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მართლმადიდებლობისთვის არ არის უცხო დემოკრატიული საზოგადოების პრინციპები, კერძოდ, ის ფასეულობანი, რომლებიც პატივს მიაგებენ ადამიანის თავისუფლებას, ხელს უწყობენ სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას, აღიარებენ სახელმწიფოსა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანთა თანასწორობის იდეა ქრისტიანობის კუთვნილებაა, იგი უცხო იყო როგორც წარმართული მონათმფლობელური საზოგადოებისთვის, ისე აღმოსავლური დესპოტიზმისა და ინდოეთის კასტური სისტემისთვის. როგორც ცალკეულ პიროვნებათა, ისე ცალკეულ ერთა ღვთის წინაშე თანასწორობის ქრისტიანული კონცეფცია შეიძლება გახდეს საფუძველი ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც ბევრს დასავლეთ ევროპის მიერ XVIII-XIX ს.ს.-ში აღმოჩენილ იდეად მიაჩნია. ნამდვილი კოსმოპოლიტიზმი და ინტერნაციონალიზმი კი სრულებითაც არ გამორიცხავს პატრიოტიზმს - საკუთარი ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის, სიყვარულსა და მისთვის თავდადებას.

მეორე საკითხი - ტოლერანტობაა. ხშირად გვიკიჟინებენ, რომ ქრისტიანობა თავისი არსით ტოლერანტული რელიგიაა, რომ ჩვენი წინაპრების ცხოვრება ტოლერანტიზმის კლასიკური მაგალითია და ახლა რა მოგვდის, რატომ გავხდით ასეთი არაშემწყნარებელნიო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვით ტოლერანტიზმის ცნების არასწორ გაგებასთან. ტოლერანტიზმი გულისხმობს სხვა სარწმუნოების, ეროვნების ან პოლიტიკური მრწამსის მქონე პიროვნების, ადამიანთა ჯგუფის ან ერისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, როდესაც არ ხდება მისი რბევა, შევიწროება, ღვთისმსახურების აკრძალვა და ა.შ. ამ მხრივ ქრისტიანობა (და ქართველი ერიც) ჭეშმარიტად ტოლერანტული იყო და არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რიმ ჩვენი წინაპრები, ან თავად ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებთ ყველა სარწმუნოებას, თითოეული ჭეშმარიტად თანაბრად მიგვაჩნია, ანუ ვიჩენთ სარწმუნოებრივ ინდიფერენტიზმს, სრულებითაც არა! ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ამიტომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი თბილისის მუსლიმანთა უბანში ღორის დაკვლას კრძალავდა, მაგრამ, ამავე დროს, მისი სურვილით მოწვეულ რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი მრწამსი და ერეტიკული სარწმუნოების სრული მიუღებლობა. ამასვე ადასტურებს "გალობანი სინანულისანი". "გარნა არავე აღვიხუენ ხელნი, არცა დავდე სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხო-თესლი რაიმე სარწმუნოებაი საწურთელ ვყავ სულისა გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყველთა შენთა!"

იმ შემთხვევაში, თუკი უცხო სარწმუნოების მიმდევარი პიროვნება, ადამიანთა ჯგუფი ან ერი დაუპირისპირდება მართლმადიდებლობას, გამოავლენს მისდამი აგრესიას და საკუთარი პოზიციისა თუ მრწამსის დაძალებას დაიწყებს, ქრისტიანი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი სარწმუნოებაც და მორწმუნე თანამოძმენიც. ამის კლასიკური მაგალითია ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორია. დღეს კი რა ხდება? თუკი რომელიმე მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა ან ერისკაცმა ხმა აიმაღლა იმ სულიერი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ნიაღვარივით მოედინება ჩვენი ქვეყნისკენ (სექტები, ათასგვარი ოკულტური სწავლება, უცხო რელიგიები), მას მაშინვე ფანატიკოსისა და "ბნელეთის მოციქულის" იარლიყს მიაწებებენ. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაშიც ტერმინ "ფანატიკოსის" პროფანაცია ხდება, რადგან ფანატიზმი არის სულიერი სიამაყე, ამპარტავნება, ორიენტირება საკუთარ თავზე და არა უფალზე. ფანატიკოსს სჯერა არა ჭეშმარიტებისა, არამედ საკუთარი შეხედულებისა. ფანატიზმი არის სიყვარულის სრული დეფიციტი სხვა ადამიანთა მიმართ. ფანატიზმს არაფერი აქვს საერთო პრინციპულობასთან. პრინციპული ადამიანი მუდამ მიუთითებს თავისი შეხედულების არსზე, ანუ იმაზე, რომ მისი სარწმუნოება თავისთავადაა ჭეშმარიტება და არა იმიტომ, რომ თვით ის პიროვნებაა ამ სარწმუნოების მქონე. ამდენად, არაკორექტულია ფანატიკოსი უწოდო ადამიანს, რომელიც საკუთარ სარწმუნოებას იცავს უცხო, აგრესიული ცრუ სწავლებისგან.

მესამე, რაზეც ღირს ყურადღების შეჩერება: ხშირად მუსირებს აზრი მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამორჩენილობის შესახებ, რომელიც უნდა ჩაებას თანამედროვე ცხოვრების ფერხულში, როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ისე მეცნიერულ-ტექნიკურ და კულტურულ პროგრესში. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური პროცესები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკლესიისგან დამოუკიდებლად ვითარდება. ეკლესია კი, თუმცა არაა პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რადგანაც მისი მრევლი იმავდროულად სახელმწიფოს მოქალაქებიც არიან, შეძლებისდაგვარად ცდილობს, გამოეხმაუროს ყველა მნიშვნელოვან საერო მოვლენას და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობს და ამის დაუნახაობა უსამართლობაა.

რაც შეეხება თანამედროვეობის ფერხულში ჩაბმას, ჩვენი ოპონენტები აქ ალბათ მოდერნიზმს გულისხმობენ, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობა მოდერნიზმსა და ევოლუციონიზმს ვერ ჰგუობს. იგი კონსერვატული რელიგიაა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით). კონსერვატიზმი ტრადიციისადმი ერთგულებას გულისხმობს, იგი ინახავს იმ სულიერ საუნჯეს, რომლიც წყაროც თავად ღმერთია და რომელის უშუალოდ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მომდინარეობს. მოდერნიზმის უარყოფა ეკლესიის ახირება კი არ არის, არამედ მისი ბუნებრივი, ონტოლოგიური თვისებაა. ეკლესიაში მუდამ მოქმედებდა "იკონომიისა" და "აკრიბიის" კანონები. იკონომია ითვალისწინებს ეკლესიისთვის არაარსებით, არადოგმატურ, უმთავრესად საწესჩვეულებო ხასიათის ცვლილებებს, ისიც - გარკვეულ ფარგლებში (უწინ მაგიის მიმდევარს 12-წლიანი უზიარებლობით სჯიდნენ, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, ეს ვადა ბევრად შემცირდა). რაც შეეხება არსებით, დოგმატური ხასიათის ცვლილებებს, ამგვარი რამ მართლმადიდებლობაში გამორიცხულია. აქ უპირობოდ მოქმედებს აკრიბიის კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ დოგმატი - ესაა ვერბალურ დონეზე (სიტყვიერად) გამოთქმული ღმრთივგანცხადებული მარადიული და უცვლელი ჭეშმარიტება, რომლის შეცვლაც სარწმუნოების ღალატს ნიშნავს.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისთვის თანამხრობის მოწოდებას ეკლესია არ საჭიროებს. სწორედ ქრისტიანული მონასტრები წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების კერებს. ქრისტიანულ წიაღში მოხდა მთელი ევროპული მეცნიერების გენეზისი. როცა მეცნიერებას რელიგიას უპირისპირებენ, ავიწყდებათ ფრენსის ბეკონის შეგონება: "მცირე ცოდნა გვაშორებს ღმერთს, ხოლო ღრმა შემეცნება - გვაახლოებს". ასე დაემართა XIX საუკუნის მეცნიერებას - საკუთარი წარმატებით თავბრუდახვეულმა რელიგიის იგნორირება დაიწყო, მაგრამ XX საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწრაფვა-განვითარებამ ვითარება მკვეთრად შეცვალა და რელიგიური ელფერი შესძინა ჩვენს შეხედულებას სამყაროზე. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ პერიოდის ყველა დიდი ფიზიკოსი (ნილს ბორი, ალბერტ აინშტაინი, მაქს პლანკი, პოლ დირაკი, ვერნერ ჰაიზენბერგი და სხვები) თავს რელიგიურ ადამიანად მიიჩნევდა და უზენაესის არსებობას აღიარებდა. საერთოდ, მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირება თუ შედარება უადგილოა, რადგან მეცნიერების საგანი მატერიალური სინამდვილეა, რელიგიისა - სულიერი სამყარო; მეცნიერების მეთოდი დაკვირვება და ექსპერიმენტია, ხოლო რელიგიისა - ლოცვა და მჭვრეტელობა; მეცნიერების მიზანია, შეიმეცნოს მატერიალური სამყარო, რელიგიისა - მარადიული ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობა. ასე რომ, რელიგიისა და მეცნიერების ხელოვნური გაერთიანება თუ შედარება არ შეიძლება, რადგან სავსებით განსხვავებულია მათი საგანიც, მეთოდიცა და მიზანიც. ამის გარდა, მეცნიერება ევოლუცირებადი სფეროა და ის, რასაც დღეს ჭეშმარიტების პრეტენზია აქვს, ხვალ შეიძლება ჰიპოთეზათა სასაფლაოზე აღმოჩნდეს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
26.02. 2015
დიდება უფალს! ამას რაღა კომმენტარი უნდა!
დიდება უფალს! ამას რაღა კომმენტარი უნდა!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler