ცრუსასოების ძირი ათეიზმშია
ცრუსასოების ძირი ათეიზმშია
მთელი ძალით ახშობს საკუთარ სინდისს
ათეიზმში ხედავდა დოსტოევსკი მისი თანამედროვე "ცივილიზებული" კაცობრიობის ყველა უბედურების საწყისს, სულიერი კულტურის დაცემის მიზეზსა და შედეგს.

ათეიზმის არსის გამომჟღავნება ნიშნავს დაეხმარო ადამიანებს, თავი დააღწიონ დამღუპველ მანკიერ ყოფიერებას - უმიზნო არსებობას.

ათეისტი არის ადამიანი, რომელიც არ უშვებს სიკეთეს და საიდუმლოებას ყოფიერებაში, რომელსაც არ სჯერა სასწაულისა და სიყვარულისა. იმ სიყვარულისა, რომელიც ყოველწამს უანგაროდ გადმოიღვრება სამყაროზე, რომლითაც ის არსებობს. ათეისტი სიცოცხლეს აღიქვამს, ერთი მხრივ, წმინდა შემთხვევითობად, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, მკაცრ კანონზომიერებად და აუცილებლობად. ათეისტისთვის გაუგებარია ადამიანის წარმოშობა სამყაროში როგორც არაშემთხვევითი და არაიძულებითი რამ.

ათეიზმმა უამრავ სხვადასხვა რწმენას დაუდო სათავე. რწმენა კი არ შეიძლება იყოს ბევრი. ეს არის მარგალიტი, საჩუქარი, ღვაწლი და გმირობა.

ადამიანის სულიერი ყოფიერების საიდუმლო გაუხსნელი რჩება და პიროვნება მარცხდება არა მარტო ათეისტურად გამოფიტულ სამყაროში, არამედ "რელიგიური პლურალიზმის" გარემოში, სადაც ყოველი ახალი "რწმენა" სარეველასავით იდგამს ფესვს ღვთის მომლოდინე და ღვთის მძებნელ სულებში.

ათეიზმი იქცა პოზად, მოდად, თანამედროვე ადამიანის "წვრილმანი ჭეშმარიტების" ამპლუად. რაშია ათეიზმის მთავარი ანგარება, "საიდუმლო", როგორია ურწმუნო ადამიანის "ფსიქოლოგია"?

ამ კითხვებს უსათუოდ უნდა ვუპასუხოთ, რომ ადამიანი არ გაიგუდოს "ახალი რელიგიური შეგნების" ჭაობში, რომელიც სთავაზობს მატერიალურ კეთილდღეობას სულიერად დაცლილ სამყაროში.

როგორია ათეისტის არსებობის მოტივაცია ანდა რატომ არის სასარგებლო ათეისტობა, რატომ სურს ადამიანს, არ იყოს ღმერთი? სწორედ რომ სურს, რადგან ყოველგვარი "საბუთი" ღმერთის არსებობისა თუ არარსებობისა სრულიად შეუსაბამოა ღმერთის ყოფიერებასთან.

ათეისტს სურს, ღმერთი არ იყოს. ეს არის მისი ნების ზღვრული იმპერატივი, ეს არის მისი "ბედნიერება", ეს არის მისი "სამოთხე" - სამყარო ღმერთის გარეშე. ღმერთის არსებობის შესახებ აზრი მისთვის აუტანელია. ღმერთი მას ხელს უშლის, იცხოვროს მეტისმეტად ადამიანური ეგოისტური ნებით.

ათეიზმის შესახებ ლაპარაკისას უნდა განვიხილოთ ადამიანის ორი ტიპი: ერთი, რომელიც ადამისგან წარმოიშვა და მეორე, "მაიმუნისგან" წარმოშობილი.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ათეიზმი არის ეგოიზმის განვითარებული ფორმა, რომლის მიღმა იმალება მეტაფიზიკური სიმხდალე ღმერთის წინაშე, სწორი და სამართლიანი ცხოვრების წინაშე, საკუთარი სინდისის წინაშე და, რაც მთავარია, სიკვდილის წინაშე.

მეტაფიზიკური სიმხდალე - ეს არის უშურველობა (სწორედ უშურველობა და არა უუნარობა) ეგოისტისა, იკისროს სამყაროს მიმართ პასუხისმგებლობა და შეიგრძნოს დანაშაული თავისი არსებობის გამო. მარადისობის პერსპექტივა აშინებს თავისმოყვარეს და თავის თავში სამუდამოდ ჩაკეტვას ცდილობს. ი. ბროდსკი მიიჩნევს, რომ ურწმუნოება სიბრმავეა, უფრო ხშირად კი ღორობა. ამით პოეტმა გამოკვეთა პრობლემის ზნეობრივი ასპექტი, მკაფიოდ აჩვენა იმ ადამიანთა დაბალი ზნეობა, ურწმუნო ცხოვრებას რომ ირჩევენ. ყოველი ადამიანი, მორწმუნე თუ ურწმუნო, ბუნებით ეგოისტია. მორწმუნე ურწმუნოსაგან იმით განსხვავდება, რომ ისწრაფვის, ეგოიზმი მარადისობაში ჩაახშოს, მეორე კი დროის მდინარებას მიჰყვება.

რწმენა სურვილია მარადისობისა, მარადისობა კი ჭეშმარიტი სავანეა ადამიანის სულისათვის. მაგრამ არაწმინდა სინდისი ადამიანს ჩასჩიჩინებს: შენ არ ხარ მარადისობის ღირსი, მეტისმეტად პატარა და სუსტი ხარ, არავითარი მარადისობა არ არსებობს - იცხოვრე დროში და დალპი არარაობაში, როდესაც ამის დრო მოგივაო. ამიტომ მორწმუნე თავის არაწმინდა სინდისს მოთოკავს და მარადისობას მიეცემა ხოლმე, ურწმუნო კი თავისი შებღალული სინდისის ხმას მიჰყვება და ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს აიძულებს დარწმუნდეს, რომ იგი (სინდისი) აუწყებს მას არსებულის და არარსებულის შესახებ. ამიტომაც ათეისტი, რომელსაც პანიკურად ეშინია სიკვდილისა, უფრო მეტად ძრწის ყოფიერების მარადისობის წინაშე და მთელი ძალით ახშობს საკუთარ სინდისს, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რომ ღაღადებს სიმართლეს.

ათეისტის ცხოვრებას, ფაქტობრივად, სიკვდილის პანიკური შიში წარმართავს. ვინაიდან არ შეუძლია სიკვდილის გააზრება, მისი გაგება, ათეისტი მიისწრაფვის, თავისი ცნობიერებიდან სასწრაფოდ წაშალოს იგი, წარმოიდგინოს, თითქოს სიკვდილი არ არსებობს და წუთითაც არ იფიქროს მასზე. თვით სიტყვა "სიკვდილიც" კი ათეისტს შოკში აგდებს, აუძლურებს მის გონებასა და ნებას, და ისიც ზურგს აქცევს უმთავრესს.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი ათეისტის სიძულვილისა ფილოსოფიისა და რელიგიის მიმართ, პოეზიის მიმართ, საზოგადოდ, მაღალი კულტურის მიმართ, რომელიც არ უარყოფს სიკვდილის პრობლემას, თვალს არ ხუჭავს და არ იქცევა ისე, თითქოს "აქ ყველაფერი ნათელი და გასაგები" იყოს.

სიკვდილის სერიოზულად აღქმა ადამიანს აიძულებს ზნეობრივად შეიცვალოს - როცა სიკვდილის საშინელებას შეიგრძნობს, ადამიანი შეიგრძნობს საკუთარი არსებობის საშინელებას, მის უაზრობას... ათეისტს კი არ სურს შეიცვალოს. ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფს სიკვდილს, სურს სინდისის ქენჯნის გარეშე იცხოვროს, დატკბეს ცხოვრებით და შემდეგ სადღაც აბსოლუტურ უგრძნობლობაში, აბსოლუტურ შეურაცხადობაში, აბსოლუტურად უპასუხო და უპასუხისმგებლო სივრცეში გაუჩინარდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ათეისტს ეშინია პასუხისმგებლობისა, ეშინია სინდისის სამსჯავროსი. აი, რატომ უარყოფს იგი ღმერთს და მარადიულ სიცოცხლეს - იმისთვის, რომ თავი დაიმშვიდოს და თავისი უაზრო არსებობა განაგრძოს.

ათეისტი თავის "მრწამსს", თავის მსოფლმხედველობას ერთი რამით ამართლებს - ტანჯვისა და ბოროტების არსებობით სამყაროში, მეტადრე - ბავშვებისა და "უდანაშაულო" ადამიანების ტანჯვით. ათეისტს არ ესმის, რომ ტანჯვის აღმოფხვრა სამყაროდან არავითარი "პროგრესით", არავითარი მეცნიერებით და გონებით არ შეიძლება. ადამიანი განწირულია ტანჯვისთვის, რადგან, როგორც ამბობს პავლე მოციქული, ქმნილება დღემდე იტანჯება. ღრმა სიმართლეა ამ სიტყვებში და ვინც მას მიიღებს, ის ცხოვრებას მიიღებს ილუზიებისა და უტოპიის გარეშე, აბსურდული იდეის გარეშე, "გააუმჯობესოს" კაცობრიობა სოციალური გარემოს შეცვლით.

ეს ჯვარი ტანჯვისა ადამიანისთვის სულიერი დავალებაა, უდავო საბუთი შემოქმედის არსებობისა, რომელსაც სურს, ადამიანი საქონელი ან მანქანა კი არა, სინდისიერი, კეთილი და მოსიყვარულე არსება იყოს, ამის მიღწევა კი ტანჯვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ტანჯვა გვაიძულებს მოვინანიოთ.

ბოროტება არ არის ღმერთის არსებობის საწინააღმდეგო არგუმენტი. ეს არის ეშმაკური ხრიკი უსინდისო და არაწმინდა გონებისა, შეაჩეროს ადამიანის სულიერი ზრდა, შეაჩეროს სინდისის ქენჯნა და ზნეობრივი ძიებანი.

მორწმუნესაც და არამორწმუნესაც თავ-თავიანთი ცდუნებანი აქვთ. მორწმუნისთვის მთავარი საშიშროება ურწმუნოებით ცდუნება, რწმენის დაკარგვის შიშია, ურწმუნოსთვის კი რწმენით ცდუნებაა საშინელება. ხანდახან ათეისტიც აღიქვამს სამყაროს მშვენიერებას, მას "ესმის", რომ ღმერთი არსებობს და არსებობს მარადიული სიცოცხლე, რადგან სხვაგვარად ყოველივე აბსურდი, უაზრობა იქნებოდა. მაგრამ ათეისტის ტრაგედია იმაშია, რომ მას ეშინია ამ რელიგიური განცდისა, თავიდან იცილებს მას და ღმერთის არარსებობის შესახებ "საბუთებს" აგროვებს. ათეისტიც ლოცულობს, მაგრამ მისი ლოცვა მიმართულია სიცარიელისკენ, რომელშიც დაბორიალობს გაუგებარი და ბრმა შემთხვევა - ათეისტის ღმერთი.

ათეისტის უკანასკნელი იმედია არგუმენტი, რომ "სიკვდილის შემდეგ არაფერია". შესაძლოა, ეს მისი ყველაზე "ფილოსოფიური" არგუმენტიც კი იყოს. სიკვდილის შემდეგ სრული მოსპობის დაჯერება ადამიანს ართმევს ყოველგვარ ღირსებას, გზას უხსნის ცინიზმისაკენ, სისასტიკისკენ, მიზანთროპიისკენ (თუ ჩემს ცხოვრებას არავითარი ფასი არ აქვს, მაშინ არც სხვისას ჰქონია).

ათეიზმი ერთგვარი სულიერი დაავადებაა, სადაც ამპარტავნება, დაფუძნებული უვიცობაზე, სიბრძნისა და სიკეთის მიმართ ღვარძლს ერწყმის. ისევე როგორც ყოველ დაავადებას, ათეიზმსაც შემწყნარებლურად უნდა მოვეკიდოთ. დოსტოევსკი წერდა: "ნუ გძულთ ათეისტები, ბოროტების მასწავლებლები, მატერიალისტები, რადგან ყველაზე ბოროტებს შორისაც მოიძებნება კეთილი. ისინი ლოცვების დროს ასე მოიხსენიეთ: "ღმერთო, გადაარჩინე ყველა, ვისაც არ სურს შენზე ილოცოს", - და აქვე დაუმატეთ: "ჩემი სიამაყის გამო კი არ გევედრები, უფალო, არამედ თვითონ ვარ მათზე ბილწი და ცოდვილი..."

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat