ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა - ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ქრისტე ღმერთი.

"შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად, და აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა და გადააგორა სამარხის კარიდან ლოდი და ზედ ჩამოჯდა. სახე მისი იყო, როგორც ელვა, და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ. მიმართა ანგელოზმა დედაკაცებს და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა უფალი. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა, და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას... ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან და შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისთვის" (მათე 28:1-8).

ქრისტეს მტრებისა და მკვლელებისთვის მისი აღდგომა უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა: "შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. მაშ, ბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება" (მათე 27:62-64). პირველ ტყუილად ფარისევლები მაცხოვრის "ღმრთის სწორად ყოფნას" (ფილიპ. 2:6) მიიჩნევდნენ, იმას, რომ იესო "თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს" (იოანე 5:8). ამიტომაც იყო, მრავალჯერ რომ დააპირეს მისი მოკვლა და ბოლოს ჯვარზე გააკრეს. თუ "პირველმა ტყუილმა" ასე შეაშფოთა ფარისევლები, ადვილი წარმოსადგენია, "მეორის" მოლოდინში რა დღე დაადგებოდათ. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს აღდგომის შესახებ შეიტყვეს, "დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი. მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ" (მათე 28:12-13:15). ამგვარად ცდილობდნენ იუდეველები, დაემცირებინათ ქრისტეს აღდგომის სიდიადე და ბრწყინვალება. წმინდა იოანე ოქროპირი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და გაძლიერებული დაცვა დააყენეს, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი იყო. და რაკი მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ადასტურებს, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე".

არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს, მაგრამ წარსულის მებრძოლი ათეიზმი, როგორც ცნობილია, ძველებური ჟინით ვეღარ გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შემდეგ იესო ქრისტეს აღდგომა აღიარა თვით ფრიდრიხ ენგელსმა. თავისი თხზულებების ხელახალი გამოცემის წინასიტყვაობაში იგი წერს: "კაბადოკიის უახლესი აღმოჩენები გვავალდებულებენ, შევიცვალოთ შეხედულებები ზოგიერთ, არცთუ მრავალ, მაგრამ მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესახებ და ის, რაც ადრე მხოლოდ მითოლოგთათვის საყურადღებოდ გვეჩვენებოდა, ამიერიდან ყურად უნდა ვიღოთ ისტორიკოსებმაც. სკეპტიკოსთა დამამარცხებელი ახალი საბუთები დამაჯერებლად მეტყველებენ ისტორიის ყველაზე დიდი საოცრების სასარგებლოდ - სიცოცხლისაკენ იმის მობრუნებაზე, ვინც გოლგოთაზე გამოეთხოვა მას" (ენგელსის რუსულ და ქართულ გამოცემებში ეს ტექსტი შეტანილი არ იყო).

კაბადოკიის აღმოჩენებს მოჰყვა არაერთი უფრო მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი აღმოჩენა.

როგორც ზოგიერთი ათეისტი დღესაც "ამტკიცებს", ცნობები იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ არ არის შემონახული მისი თანამედროვე არც ერთი მწერლისა თუ ისტორიკოსის ნაშრომებსა თუ თხზულებებში. მართალია თუ არა ეს?

დავიწყოთ იოსებ ფლავიუსით. ის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ისტორიული მოწმეა. კარლ მარქსი ამბობდა: "სარწმუნო ისტორია უნდა იწერებოდეს მხოლოდ ისეთი საბუთების საფუძველზე, როგორიც არის იოსებ ფლავიუსის თხზულებანი". გარდა ამისა, ფლავიუსს თავისი ცხოვრების მანძილზე თავადვე შეეძლო ყოფილიყო იმ მოვლენების ცენტრში, რომლებიც სახარებაშია აღწერილი. დაბოლოს, ფლავიუსი არ იყო ქრისტეს მიმდევარი და ამის გამო არ გვაქვს საფუძველი, მისგან რაიმე ისეთ გადაჭარბებას ველოდეთ, რომელიც ხელსაყრელი იქნება ქრისტიანებისთვის.

ნუთუ მართლაც არაფერს ამბობს ფლავიუსი მაცხოვრის აღდგომის შესახებ? ერთხელ კიდევ ჩავიხედოთ მის თხზულებებში. იქ შავით თეთრზე წერია: "ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება, ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი ვუწოდოთ. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს იგი ხელახლა გამოეცხადა მათ". როგორ ეწყობა ეს ყოველივე მტკიცებას, ფლავიუსი სიტყვასაც კი არ ამბობსო ქრისტეს შესახებ?!

გავაკეთოთ მცირე გადახვევა. ასი წლის წინ ფლავიუსის ამ სიტყვებში ეჭვი შეიტანეს და იგი ქრისტიანთა მიერ შემდგომში ჩამატებულ ცნობად მიიჩნიეს, მაგრამ მალევე იქნა აღმოჩენილი იოსებ ფლავიუსის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი და სამივე ამ ვარიანტში ავტორი იმეორებს ცნობას იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

...ლაბირინიოსი თავის ჩინოვნიკებთან ერთად შეესწრო იესო ქრისტეს აღდგომას. მათ ცხადად დაინახეს, როგორ ჩამოვარდა ქვა, რომელიც სამარეს ფარავდა, დაინახეს არაჩვეულებრივი ნათლით მბრწყინავი ფიგურა, რომელიც იმ ადგილზე მაღლდებოდა. ლაბირინიოსი თანამგზავრებსა და დარაჯებთან ერთად გაექანა, რათა ეს ამბავი ხელისუფლებისათვის ეცნობებინა.

...ბერძენი ჰერმიდიოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ოფიციალური ბიოგრაფის თანამდებობა ეკავა, პილატეს ბიოგრაფიასაც წერდა. მისი ცნობები განსაკუთრებით საყურადღებოა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ისინი შეიცავს უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ და საფუძვლად დაედო იუდეის ისტორიას, და მეორე, ჰერმიდიოსს მკვეთრად გამორჩეული გადმოცემის მანერა აქვს. როგორც აკადემიკოსი ს. ჟებელევი ამბობს: "იგი ფოტოაპარატის სიზუსტით გადმოგვცემს ყველაფერს". ჰერმიდიოსის მონათხრობი იმითაც არის ძვირფასი, რომ მაცხოვრის აღდგომისას ისიც იმყოფებოდა საფლავის სიახლოვეს - პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს მიაცილებდა. გარდა ამისა, ჰერმიდიოსი თავიდან ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი და, როგორც თავად ამბობდა, ცდილობდა დაერწმუნებინა პილატეს ცოლი, ქმრისთვის ხელი არ შეეშალა სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე იგი ქრისტეს მატყუარად მიიჩნევდა, ამიტომ შაბათ ღამეს საკუთარი ინიციატივით გაემართა სამარისაკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო არ აღდგებოდა და მისი სხეული სამუდამოდ მიწაში დარჩებოდა. მაგრამ ყოველივე სულ სხვაგვარად წარიმართა: "მივუახლოვდით სამარეს, - წერს ჰერმიდიოსი, - მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე ვიქნებოდით, როცა სისხამი დილის მკრთალ შუქზე დავინახეთ სამარხის დაცვა: ორი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იდგა საოცარი სიჩუმე. ჩვენ ძალიან ნელა მივდიოდით და მცველებმა, რომლებიც სამარისკენ წუხანდელთა შესაცვლელად მიდიოდნენ, გაგვისწრეს. შემდეგ უეცრად ყველაფერი ძალზე განათდა. ვერ მივხვდით, რა გამოსცემდა ამ სინათლეს, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ ის ზემოდან - მბრწყინავი ღრუბლიდან მოდიოდა. ღრუბელი საფლავისკენ დაეშვა და გამოჩნდა ადამიანი, ბრწყინვალე შუქით მოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წამოიჭრნენ და უმალვე დაეცნენ. საფლავისკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ, ქალი მიაბიჯებდა. უეცრად მან დაიყვირა: "განიხვნა! განიხვნა!" ამ დროს ჩვენც დავინახეთ, რომ ის უზარმაზარი ქვა, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელს ხერგავდა, როგორღაც თავისით აიწია და სამარეში შესასვლელი გახსნა. ძალიან შევშინდით. მცირე ხნის შემდეგ სინათლე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც საფლავს მივადექით, ცხადი გახდა, რომ იქ უკვე აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული".

ჰერმიდიოსის მონათხრობი კიდევ ერთი რამითაა საინტერესო: ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ცალ მხარეს - კეისრის (ტიბერიუსის) გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს - პილატესი. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს პილატეს მეუღლემ, რომელიც ცდილობდა, დაერწმუნებინა ქმარი, ქრისტესთვის სიკვდილი არ მიესაჯა (რადგან იგი ძილში იესოს გამო მთელი ღამე იტანჯებოდა), ჰკითხა: "რით გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენს მიერ სიკვდილმისჯილი მართლაც ღვთის ძეა და არა დამნაშავე?" პილატემ უპასუხა: "თუ მართლაც ღვთის ძეა, იგი აღდგება და თუ ასე მოხდა, პირველი, რასაც გავაკეთებ, იქნება ის, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ ცოცხალი ვარ".

მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად ითვლებოდა... პილატემ პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების მონეტაზე აღბეჭდვა.

ჰერმიდიოსის ამ ცნობას ადასტურებს რომის ნუმიზმატიკაც.

...სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი ექიმი იყო. შაბათ საღამოს სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა, ქრისტეს საფლავზე გაეთია ღამე. ეიშუ თავის განუყრელ ხუთ თანაშემწესთან ერთად მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოინახულა საფლავი, საღამოს კი ღამის გასათევად მივიდა. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ის და მისი თანაშემწეები მორიგეობით ფხიზლობდნენ. "ყველანი - მკურნალებიცა და დარაჯებიც, - წერს ეიშუ, - ჯანმრთელად, ფხიზლად ვიყავით, თავს კარგად ვგრძნობდით. არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ გარდაცვლილის გაცოცხლება შესაძლებელი იყო. მაგრამ იგი ჭეშმარიტად აღდგა! და ყველაფერი ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ". შემდგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.

ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ვ.პ. ბუზესკული (1858-1931), ამბობდა: "იესო ქრისტეს აღდგომას ადასტურებს ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრები და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავრელიუსისა და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას".

ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტე-ლი, სარდიონ პანიდორელი, იპოლიტე
მაკედონელი, ამონ ალექსანდრიელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტანტინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები, თუმცა მათი უმრავლესობა, ჩვეულებრივ, საერთოდ არ ახსენებს აღდგომის ფაქტს. იმდროინდელ ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც აღდგომის შესახებ მოგვითხრობენ, არიან ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამიელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანია ექიმი, ნავეინ ანტიოქიელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. ის სინედრიონის წევრი იყო და მნის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისთვის ოცდაათი ვერცხლი. მაგრამ როდესაც მაცხოვრის აღდგომის გამო იუდეველთა შორის განგაში ატყდა, მაფერკანტო სინედრიონის წევრთაგან პირველი მივიდა მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად და დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. ის საფლავზე ოდნავ ადრე მივიდა, რათა დარაჯებისთვის ფული გადაეხადა და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. მან დარაჯებს გასამრჯელო გადაუხადა და უკან გამობრუნდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავმა ძალამ გადააგდო. უკან მობრუნებულმა მაფერკანტომ შორიდანვე დაინახა, როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს მას აღწერილი აქვს თხზულებაში "პალესტინის მმართველთა შესახებ", რომელიც პალესტინის ისტორიისთვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს მიეკუთვნება.

P.S. იესო ქრისტესა და პირველი ქრისტიანების შესახებ I-II საუკუნეების მრავალი სხვა ისტორიკოსი და მწერალიც მოგვითხრობს. მაგალითად, ცნობილი რომაელი მწერალი და ისტორიკოსი ტაციტუსი (55-116) წერს, რომ ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე დასჯილი იქნა იუდეველთა პროკურატორის პილატეს მიერ იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს. მისი თქმით, ამ რელიგიის მიმდევრებს ქრისტეს სახელის მიხედვით ქრისტიანები ეწოდათ. თავის "ანალებში" (წიგნი 15, თავი 14) ტაციტუსი გადმოგვცემს, როგორი სიძულვილით იყო გამსჭვალული ქრისტიანების მიმართ იმპერატორი ტრაიანე და როგორ დევნიდა მათ, განსაკუთრებით - რომის გადაწვის შემდეგ. ტაციტუსის "ანალებში" ქრისტეს შობიდან 14-68 წლებში მომხდარი ამბებია მოთხრობილი. ამ თხზულებამ "ისტორიასთან" ერთად ავტორს საყოველთაო აღიარება მოუპოვა.

ცნობილი რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე პლინიუს უმცროსი (61-113) ბითვინიისა და პონტოს პროვინციათა ლეგატი იყო. მისი თხზულებებიდან ჩვენამდე მოაღწია წერილებმა 10 წიგნად, რომლებიც მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის რომის იმპერიის იმდროინდელი ცხოვრების შესახებ. ბითვინიის მოსახლეობის გაცნობისას პლინიუს უმცროსმა დაინახა, რომ უმრავლესობა ქრისტიანი იყო. ქრისტიანობის გავრცელების გამო ბითვინიაში საკერპოები დაცარიელდა და კერპებისთვის მსხვერპლი აღარავის მიჰქონდა. ამით განცვიფრებულმა პლინიუსმა წერილი გაუგზავნა იმპერატორ ტრაიანეს, რომელშიც ქრისტიანებზე, მათ მოძღვარზე - ქრისტეზე და ბითვინიაში ქრისტიანობის გავრცელებაზე წერდა. პლინიუსის წერილი ერთ-ერთი ისტორიული საბუთია, რომელიც ქრისტეს ცხოვრებასა და ქრისტიანთა მიერ სახარების ქადაგებაზე მოწმობს.

პეტრე მოციქულის I წერილშიც (1.1) ვკითხულობთ, რომ ბითვინიასა და პონტოში ქრისტიანები ნამდვილად ქადაგებდნენ სახარებას და ამ პროვინციებში ქრისტიანობა ვრცელდებოდა.

აკადემიკოს ალექსანდრე ბელეცკის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat