წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა თქმული ახალწლის დღესა, ჩყბ-ს, ქუთაისის სობოროში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა თქმული ახალწლის დღესა, ჩყბ-ს, ქუთაისის სობოროში
პირველსა დღესა ახლისა წლისასა, ძველისა ჩვეულებისამებრ, ჩვენ ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, მივულოცავთ ახალსა წელსა და ელოცავთ ურთიერთთა, მსურველნი ყოვლისა სიკეთისა და წარმატებისა. არცა მე უარ-ვყოფ ჩვეულებასა ამას, ვინაიდგან არ არის იგი ურიგო ანუ წინააღმდეგი სჯულისა; მეც მსურს, მოგილოცო თქვენ ახალი ესე წელიწადი. გარნა რა ვისურვო მე თქვენთვის და ყოვლისა ჩემისა სამწყსოისათვის, და როგორ უნდა დავლოცო ყოველნი სულიერნი ძენი და ძმანი? ნუ თუ მეც ისრე დაგლოცო, როგორც ურთიერთარს გაქვსთ ჩვეულება, ესე იგი რათა ღმერთმან მრავალი ამისთანა წელიწადი დაგასწროს, ტკბილად დაგაბეროს, გაგამდიდროს და სხვანი! რასაკვირველია, არც ეს არის ურიგო და კიდეც ვსთხოვ ღმერთსა ყოველი ესე მოგანიჭოს თქვენ თვისითა მადლითა. გარნა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მეგულება უმჯობესი რაიმე გითხრა თქვენ და უძვირფასესი ამათ ყოველთა ვისურვო თქვენთვის. რა? მე ვარ სულიერი თქვენი მოძღვარი, და ახლა ჩვენ ყოველნი ვდგევართ ტაძარსა შინა ღვთისასა. ყოველი სოფლიური დაუტეოთ სოფელსა და ჩვენ ვიფიქროთ რაიმე სულიერი. პირველად, მსურს და ვევედრები ღმერთსა, რომ ამ მდგომარე წელიწადსა ჩვენ ყოველნი უმჯობესნი შევიქმნეთ სულითა და გულითა. მსურს, რომ სულიერობა მოგვემატოს, ესე იგი, არა თუ მხოლოდ გარეშეობით ვასრულებდეთ სჯულსა ჩვენსა, არამედ სრულიად; არა თუ მხოლოდ მოვისმენდეთ წირვა-ლოცვასა ეკლესიაში, არამედ რაც ეკკლესიაში გვესმის, მას სოფელში და სახლში აღვასრულებდეთ; არა თუ მხოლოდ მოვნათვლიდეთ შვილთა ჩვენთა, არამედ აღვზრდიდეთ ქრისტიანობრივად; არა თუ ერთხელ მხოლოდ წელიწადში ვეზიარებოდეთ და მერმეთ კვალადვე მივაქცევდეთ გულსა უწინდელთა ცოდვათადმი; არამედ, რაც ერთხელ მოვინანეთ, იმას მეორედ აღარ ვიქმოდეთ. ერთის სიტყვით, თვით საქმით ვიყვნეთ ქრისტეანენი.

მეორედ, ვინაიდგან დღევანდელი დღე ცხადად გვაჩვენებს ჩვენ, ვითარ მოკლე არიან დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი, და თვითეული ჩვენგანი ერთითა ნაბიჯითა მიეახლა სიკვდილსა და საფლავსა, ვინაიდგან მოაკლდა ცხოვრებასა მისსა ერთი წელი, ამისათვის ვისურვებ და ვევედრები ღმერთსა, რათა დანაშთენი დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი მოგვახმაროს კეთილად და სულისა ჩვენისათვის სასარგებლოდ; რათა უქმად დროებას არავინ ატარებდეს, ქალები ლოტოს თამაშობითა. არ კარგავდენ დროებასა, არამედ მოახმარებდენ ოჯახსა თვისსა; რათა კაცები ქაღალდის თამაშობითა არ ღუპავდენ მრავალთა ჟამთა; ღამეს დღედ არ გარდააქცევდენ და დღეს ღამედ, ერთის სიტყვით, რათა ღმერთმან მადლითა თვისითა შეგვაგონოს, თუ ვითარ ძვირფასი არის კაცისათვის ყოველი წამი. ბოლოს ვისურვებ და მხურვალედ ვევედრები ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ერთობა და სიყვარული რომელი არს ნიშანი, დამამტკიცებელი სულიერისა წარმატებისა, საუნჯე დაუფასებელი, გვირგვინი ქრისტიანობისა.

ახლა, ძმანო ჩემნო ყოვლად საყვარელნო, ვინაიდგან მე დაგლოცე თქვენ და ვისურვე თქვენთვის ყოველი, რაც ვიცოდი უმჯობესი, თქვენ გმართებთ დამლოცოთ მე და ისურვოთ ჩემთვის რაიმე კარგი. რა არის ჩემთვის საჭირო და რა უნდა ისურვოთ თქვენ ჩემთვის?

პირველად, ევედრენით ჩემთვის ღმერთსა, რათა მომცეს ძალი და მადლი კეთილად და ჯეროვნად ვემსახურო წმიდასა ეკკლესიასა, ესე იგი თქვენსა ცხოვრებასა, ვინაიდგან თქვენ და ჩვენ ყოველნი შევადგენთ ეკკლესიასა ღვთისასა. მეორედ ისურვეთ ჩემთვის, რათა სიტყვათა და დარიგებათა ჩემთა ჰქონდესთ კეთილი ნაყოფი და მოქმედება, რათა ყოველთა მსმენელთა ჩემთა იცნან, რა მსურს მე და რასა ვცდილობ. არიან ვიეთნიმე პირნი, რომელნი მემდურებიან მე სწავლისა და მხილებისა ჩემისათვის, არ მოსწონთ საქმენი ჩემნი; ევედრენით ღმერთსა, რათა სცნან ესე ვითართა პირთა, რომელ მე თანამდებ ვარ ისრე ვიქცეოდე, როგორც სჯული და სინიდისი მიბრძანებენ მე; შეიტყონ, რომელ მე თუ მხოლოდ ის ვქმენი და ის ვსთქვი, რაც მათ იამებათ. მეშინიან, პირველად, არ გამოვჩნდე ღვთის წინააღმდეგი და მეორედ მათიც მავნებელი და წარმაწყმედელი.

ბოლოს, საყვარელნო ძმანო, ერთობ ყოველნი მივიქცეთ მხურვალითა ვედრებითა მაცხოვრისადმი, რათა იყოს ჩვენდა შემწე და მფარველ განმავალობასა შინა ახლისა ამის წლისასა. თუმცა ცოდვილნი ვართ, მაცხოვარო ჩვენო! თუმცა არ ვასრულებთ ჯეროვნად შენთა მცნებათა; გარნა მაინც შენნი ვართ, შენსა სახელსა ვესავთ ძველითგანვე, ვითარცა წინაპარნი ჩვენნი, ეგრეთვე ჩვენ; ვითარცა იგინი დაიცევ მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა შორის ვიდრე აქომამდე და ქვეყანა ესე ჩვენი შეიყვანე მყუდროსა ნავთ-საყუდელსა შინა, ეგრეთვე ჩვენთვის იყავ შემწე და მფარველ უკუნისამდე. ამინ.

ხატის ავტორი დავით ხიდაშელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler