ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ამირიძეთა გვარი
ამირა - არაბთა ენაზე უფროსად ითარგმნება. ვითარცა მოხელენი იწოდებოდნენ: ამირ ეჯიბი და ამირ ახორი და ამირ ბარი და ამირ სპასალარი.

ამირა - სახელიც იყო კაცისა, ვითარცა გვარნი გამოაჩენენ: ამირხანაშვილი და ამირჯანაშვილი და ამირზალაშვილი და ამირბეგაშვილი და ამირგულაშვილი და ამირბოქაშვილი და ამირაზაშვილი და ამირაღაშვილი და ამირბაბაშვილი და ამირაშვილი და ამირიძე.

გვარი ამირიძეთა პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა ქვემო ქართლს, ბარათიანთა მამულში, სოფელ იფნობში. ამირიძე იხსენიება ქვემო ქართლს, თუმანიშვილთა მამულიდან გამოყვანილ მეომართა სიაშიც.

შემდგომში ამირიძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ, საამილახვროში.

XVII საუკუნის II ნახევარში მეფე ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებში იხსენიება კარის მდივან-მწიგნობარი დავით ამირიძე.

ამავ საუკუნეში ამირიძეთა ერთი შტო გორიდან მთიულეთს, ცხავატის თემში გადასახლდა. იქ ამირიძეთა დასახლებას ამირთკარი ეწოდა. ამირთკარს ამირიძეთ ციხე ედგათ - ერთი რგოლი საქართველოს ჯაჭვის პერანგისა. ცხავატის თემის ნაცვლობა ამირიძეთ მოუდიოდათ. ხმალზე ნაფიცობა აქვნდათ მთიულეთში: ამირთკარელ ამირიძეთ, შონჩოელ ნარიმანიძეთ და მლეთელ ნაზღაიძეთ. ესენი ბიძაშვილობენ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ მოაქჟამამდე.

1732 წლის არაგვის საერისთავოს მთის თავკაცთა პირობის წიგნი იხსენიება ქურციკ ამირიძე.

1795 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას, ამირიძენიც არაგველთა შორის იდგნენ კრწანისის ველზე.

ცხავატის ნაცვალმა სამუკა ამირიძემ ხადას ციხისთავ ლევან ნაზღაიძესთან ერთად წამოიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება - პირველი და ყველაზე მრისხანე აჯანყება საქართველოში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ.

1820 წლის საბუთში იხსენიება პროტოიერეი გიორგი ამირიძე - ღუდას და თრუსოს ხეობების საბლაღოჩინოს წინამძღვარი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ამირიძენი გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.

ამჟამად ამირიძენი ცხოვრობენ: შიდა ქართლში, მთიულეთსა და შირაქში. ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, კასპში, გორსა და ბათუმში.

საქართველოში ამირიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 650-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ამირიძეთა!


კვარაცხელიათა გვარი
კვარა - ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო კვარიანთა, კვარაქალი, კვარხიბა, კვარჩელა, კვარაკვახი, კვარაცხელა იმავე სახელიდან ნაწარმოები მეტსახელებია.

გვარის სახელით "კვარ"-ფუძისანი არიან: კვარიანთაშვილები, კვარაკვახიძეები, კვარხიბაიძეები, კვარქალიები, კვარჩელიები, კვარცხალიები და კვარაცხელიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ოდიშს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი კვარაცხელიათა.

KARIBCHE


ეგრე უბნობენ: ოდესღაც ზემო სვანეთიდან ჩამოსულაო კვარაცხელიათა წინაპარი ზემო სამეგრელოში, სოფელ ჯგალში. ამასაც უბნობენ, კვარას ციხის მეციხოვნე ყოფილაო პირველი კვარაცხელია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია.

ქართულ საისტორიო საბუთებში დასტურდება სვანური გვარი კუარაცხელიანი (XIV საუკუნის სვანეთის სულთა მატიანე). სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ მოგვიანებით სამეგრელოში ფიქსირებული გვარი კვარაცხელია სწორედ სვანეთიდან მომდინარეობს.

გვიანი შუა საუკუნეების ოდიშის სამთავროს სოციალური შინაარსის საბუთებში კვარაცხელიები იხსენიებიან ზემო სამეგრელოში, საუფლისწულო სამანჩოს მამულებში.

1634 წელს მარიამ დადიანს ქართლში გადმოჰყოლია დედოფლის მოლარე პატია კვარაცხელია.

1857 წლის სამეგრელოს აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიუღია წალენჯიხის გლეხთა ლაშქრის წინამძღოლს ლევან კვარაცხელიას. 1858 წელს ლევან კვარაცხელიასთან ერთად ციმბირში გადასახლებულთა შორის იხსენიებიან: ჯოტო, ხუტუ, ბეხუ, ბახუ და მახუ კვარაცხელიები.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა კვარაცხელიათა გვარის სახელი: ლეკვარაცხილე - ნასოფლარი მდინარე ზანის მარჯვენა ნაპირზე, ნაკვარაცხელუ - ბორცვი და ტყე ფახულანის თემში, საკვარაცხელიო - უბანი სოფელ კორცხელში, გურიფუში, ზენში, დურღენაში, კვარაცხელიას გორა - გორაკი გურიის სოფელ ღრმაღელეში, კვარასხელიების ნაკარვალი - ადგილი სოფელ გომში.

კვარაცხელიებმა ბუნებრივი სელექციით გამოიყვანეს საქონლის განსაკუთრებული ჯიში "კვარაცხელიას ჯიშის ძროხა". ჰყავდათ მრავალრიცხოვანი ჯოგები. ჰქონდათ საგვარეულო ნიშანი - დამღა.

კვარაცხელიათა კუთვნილი მრავალათასიანი ჯოგები პალიასტომის მიდამოებში იზამთრებდნენ, ხოლო გაზაფხულზე - ოთხჯიმაქუას, ნაკეკუს, წიფონას, ჩღვინდღულას და ჩხოროწყუს მთებისკენ მიემართებოდნენ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კვარაცხელიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში, მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ კვარაცხელიათა გვარიშვილნი: აკადემიკოსი ტარას კვარაცხელია, პროფესორები შალვა, ნაპო და ბორის კვარაცხელიები, სახელგანთქმული მეჯოგე და თვითნასწავლი სელექციონერი ძიკი კვარაცხელია...

ამჟამად კვარაცხელიები ცხოვრობენ: ოდიშ-სამურზაყანოში, იმერეთსა და გურიაში, მრავლად იყვნენ აფშილეთსა და აბაზგეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში. კვარაცხელიები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში კვარაცხელიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 13600-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კვარაცხელიათა!


ნოდიათა გვარი
ნოდი, ნადი - მამითადი, ნადი კოლხთა ენაზე გლეხთა ურთიერთდახმარების უძველესი ფორმაა.

ნოდი, ნადი - საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო ნადიკა, ნადიბა იგივე სახელია სხვადასხვარიგად თქმული.

გვარის სახელით "ნოდ/ნად"-ფუძისანი არიან: ნადიძეები, ნადიკაშვილები, ნადიბაიძეები და ნოდიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE


1628-1639 წლების ლევან II დადიანის ხონის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნში იხსენიება ნოდია ნასყიდაი.

XI საუკუნის გრიგოლ ღვთისმეტყველის კრებულში შემონახულია XVIII საუკუნის მინაწერი - პირობის ხელწერილი, რომლითაც ვინმე სეხნია ჯოლია პირობას აძლევს ჭყონდიდის წმინდა გიორგის, ჭყონდიდელ ევდემონს, სულა ნოდიას და მატკავას, რომ რადგან მათ ჯოლიას კაცს პაჭკორიას გაბრიელ ნოდიას და ცოლად მისცეს, ამიერიდან პაჭკორიას საჯალაბო, სამასპინძლო და გარე სამსახური ამოეკვეთა.

ამ საბუთში ნოდიას სოციალური მდგომარეობა არ ჩანს, მაგრამ იგი ჭყონდიდელის გვერდით იხსენიება. ხოლო ნოდიას ქალზე დაქორწინებით პაჭკორია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნოდიები იხსენიებიან 1770 წლის გრიგოლ ჭყონდიდელის სუჯუნის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნშიც.

XVIII საუკუნის მღვიმის მონასტრის (საწერეთლო) კრებულში "ოქროს წყარო" შემორჩენილია მინაწერი: "მე ეგნატე ნოდია მოსული ვარ ჩყმდ (1844) წელსა ივნისისა". ამ წლიდან ბერი ეგნატე ნოდია მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდა.

1897 წელს გაზეთი "ივერია" გვატყობინებდა, რომ აბაზგეთში სოფელ დურიფშის მღვდელს სვიმონ ნოდიას სოფლის სკოლა დაუარსებია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნოდიათა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნოდიათა გვარის შვილნი: პროფესორი მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია, პროფესორი მიხეილ იულონის ძე ნოდია, მხატვარი დონარა მიხეილის ასული ნოდია...

ამჟამად ნოდიები ცხოვრობენ ოდიშ-სამურზაყანოში, იმერეთში, გურიაში. იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონებში, ზუგდიდსა და ფოთში. თბილისში ნოდიების დაახლოებით ასი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ნოდიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1700-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნოდიათა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat