ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ბექაურთა გვარი

ბექა - საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით "ბექ"-ფუძისანი არიან: ბექაიანი - კოლხნი, ბექაძენი - გურულნი, ბექურაიძენი - თუშნი, ბექიშვილნი - მთიულნი და ბექაურნი - გუდამაყრელნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბექაურთა. ეგრე უბნობენ: ძმანი ყოფილანო ბექა - ბექაურთ წინაპარი და წიკვაი - წიკლაურთ წინაპარი. გუდამაყარში ბუდე ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადმოსულანო ძმები. ამასაც უბნობენ, ერთურთს ვერ ხდებოდნენო, ძმობა გაყარესო, ძაღლი გაკვეთესო...

მასუკან გამრავლებულა ბექაურთ გვარი. ბექაურთა ძლიერი სალოცავის, პირიმზის მფარველობა მიიღეს და ბექაურთ გვარზე შემოდგნენ ძველი გუდამაყრელნი: ხეთათიშაურნი, ცუცქუნაურნი და კახნი გორზამაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბექაურთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1500-იანი წლების I ნახევრის ბაგრატ მუხრანბატონის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება სამუხრანბატონოს მცხოვრები ბექაური, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.

ბარად ჩამოსახლებული თავისუფალი მთიელები ადგილობრივი ფეოდალების მამულებში სახლდებოდნენ და მათზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ამას ადასტურებს კიდევ ერთი, შედარებით გვიანდელი საბუთი.

1877 წელს თავადი თარხნიშვილები პირობის ხელწერილს აძლევენ ჩამოსახლებულ მთიელებს და მათ შორის ბარძიმ ბექაურს თრიალეთის სოფელ ნამტვრიანაში მიწის იჯარით გაცემის შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბექაურთა გვარის მეომრები მთიელნი - ქუდზე კაცად და ბარელნი - კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.

ბექაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ველებზე.

მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მარტო არაგველ ბექაურთაგან ორმოცდათორმეტი მეომარი გამოდიოდა. 1924 წლის აჯანყებაში ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში იბრძოდა თომა ბექაური.

ამჟამად ბექაურები ცხოვრებენ: გუდამაყარში, წინაფშავში, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთ-თრიალეთში, სამცხესა და იმერეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და დიდი ნოღაის ველზე. იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ბექაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბექაურთა!


ჭინჭარაულთა გვარი
ჯინჭარა, ჭინჭარა - ძველქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა. გვარის სახელით "ჯინჭარ/ჭინჭარ"-ფუძისანი არიან: ჯინჭარაძენი და ჭინჭრაძენი, ჯინჭარაშვილნი და ჭინჭარაშვილნი, ჯინჭარაულნი და ჭინჭარაულნი.

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭინჭარაულთა. ეგრე უბნობენ: შუაფხოველნი ძმანი ყოფილანო ჯინჭარა, არაბა და გოგოჭა - სამოგანძუროს თემის ხევსურთა: ჭინჭარაულთა, არაბულთა და გოგოჭურთა წინაპარნი. ამათ გუდანის ძველი მკვიდრნი კავკაზაურნი განდევნესო, - ამასაც უბნობენ.

KARIBCHE


პირაქეთ და პირიქით ხევსურეთში ჭინჭარაულებმა დაასახლეს სოფლები: გუდანი, ჭიე, ბარისახო, უკანახო, კისტანი და შატილი. ნასოფლარ ძეძეურთას, ლებაისკარსა და ქაჩუს ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. ჭიელმა ჭინჭარაულებმა შექმნეს თიანეთის სოფლები საჭურე და ჭიაურა.

ხევსურეთში განასხვავებენ გვარ-ძვალ და შემოყრილ-შემოფიცულ ჭინჭარაულებს. ხევსურეთს გარეთ ასახელებენ ჭინჭარაულთაგან შტონაყარ გვარებს, ესენი არიან ერწო-თიანელნი: თოთიაურნი, იდუკაშვილნი, ფარეშიშვილნი, ხიბლაშვილნი, სუხიაშვილნი; დავითაშვილნი, ფშაველნი: მისრიაშვილნი; არაგველნი: უთურგაშვილნი, ჩხუტიაშვილნი, ხევსურიშვილნი, ბანცურნი, სინჯარაძენი, ჭინჭარაშვილნი, ხულუზაურნი, ბეწუაშვილნი, ქოჩორაშვილნი და ჭრელაშვილნი; მთიულნი არაგვისანი - კეკიშვილნი და დარძულიძენი; მთიულნი ქსნისანი - გამხიტელაშვილნი და მარტიაშვილნი. ძირად ჭინჭარაულნი არიან გუდამაყრელ აფციაურთა ერთი კომობა - ჯალაბაურნი, წიკლაურთა ერთი კომობა - აბიანი და ჭიაურადან მომდინარე გარე კახელნი - ჭიაურელნი.

XVII საუკუნის I ნახევარში უცხოვრიათ სახალხო გმირებს აბა და მაშველა ჭინჭარაულებს. ამავე საუკუნის II ნახევარში ალაზნის ველზე ჩამოსახლებულ ყიზილბაშებს ღვთის რისხვად ევლინებოდა შურისმაძიებელთა რაზმი გურგენა ჭინჭარაულის მეთაურობით.

1750 წელს მთისა და ბარის ჭინჭარაულებს სასისხლო დავა ჰქონდათ ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მოურავთან, სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილთან. დავა გაურჩევია და მხარეები შეურიგებია მეფე ერეკლეს.

ჯინჭარაულთა და ჭინჭარაულთა შტონაყართა საერთო სალოცავია გუდანის ჯვარი და ნახარელა ღვთისმშობელი ბუდე ხევსურეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭინჭარაულთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ - მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

ჭინჭარაულთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.

1813 წელს ჭინჭარაულებმა შეიფარეს რუსთაგან დევნილი ბატონიშვილი ალექსანდრე.

1843 წელს სამოცმა ჭინჭარაულმა გმირულად გაუძლო 5 000 ლეკის გარემოცვას ციხე-სოფელ შატილში.

1901 წელს შატილის მამასახლისი ყოფილა ჩალხია ივანეს შვილი ჭინჭარაული.

ამჟამად ჭინჭარაულები ცხოვრობენ ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, დუშეთ-ბაზალეთის ზეგანზე და არაგვის ჭალებში, თრიალეთისა და გომბორის მთებში, სამგორისა და შირაქის ველებზე. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, გარდაბნის, თიანეთისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

თბილისში მთისა და ბარის ჭინჭარაულთა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭინჭარაულთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭინჭარაულთა!


ნადირაძეთა გვარი
ნადირი - გარეული მტაცებელი ცხოველი.

ნადირ - "რჩეული" სპარსთა ენაზე.

ნადირ, ნადირა - საკუთარი სახელი კაცისა, გავრცელებული კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

გვარის სახელით "ნადირ"-ფუძისანი არიან: ნადირაშვილნი, ნადირიძენი და ნადირაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნადირაძეთა.

ეგრე უბნობენ: ოდესღაც აჭარიდან მოსულაო ნადირაძეთა წინაპარი ზემო იმერეთში. ამასაც უბნობენ, იმერნი ასანიძენი და მესხნი მათოშვილნი ნადირაძეთა მოძმენი არიანო.

ქართულ საისტორიო საბუთებში ნადირაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1568 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად ბეჟან ნემსაძეს განდგომილებისათვის ყმა-მამული ჩამოართვა და გელათის ღვთისმშობელს შესწირა. შეწირულობის სიგელში იხსენიებიან ოკრიბას სოფელ ცხუკურში და ჩუნეშში მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის I მეოთხედის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაატა ნადირაძე შიდა ქართლში მამულს ყიდულობს.

1631 წელს ქვემო ქართლში სამნა ნადირაძემ ერთი დღის ნაფუძარი მიჰყიდა უმეკა ბარათაშვილს.

1660-1681 წლების იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის წყალობის სიგელში ქაიხოსრო წერეთლისადმი იხსენიებიან სოფელ გორისას მცხოვრები ნადირაძენი.

XVII საუკუნის ჩხერელ გლეხთა საჩივრის წიგნში ნადირაძე ჩხერის ციხის მეციხოვნედ იხსენიება. 1722-1733 წლების სვიმონ აბაშიძის თავდებობის წიგნში პაპუნა წერეთლისადმი მოწმეებად დასახელებულნი არიან თამაზა, ზურაბა და ღონენა ნადირაძეები.

1766 წლის განჩინებაში იხსენიება საამილახვროს სოფელ ფხვენისს მცხოვრები ნასყიდა ნადირაზე. 1777 წლის ბასილაშვილის არზიდან ირკვევა, რომ საამილახვროში მცხოვრები ნადირაძენი ქსნის საერისთავოსა და კახეთში გადასულან.

XVIII საუკუნის პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზისადმი იხსენიება მღვდელი გაბრიელ ნადირაძე.

გვიანი ფეოდალიზმის სოციალური შინაარსის საბუთებში ნადირაძენი ჩანან იმერეთის სამეფოში სახასო, სააბაშიო, საწერეთლო და საეკლესიო მამულებში.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ნადირაძეთა გვარის სახელი: ნადირაძნები - უბანი სოფელ გომმუხაყრუაში და მტერჩვეულში; ნადირაძისწყარო - წყარო სოფელ ბუღნარაში; ნადირაძეების ეკლესია - სალოცავი ადგილი სოფელ გომმუხაყრუაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნადირაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნადირაძეთა გვარისშვილნი: პოეტი კოლაუ ნადირაძე, პოეტი და მწერალი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ნადირაძე, მხატვარი გოგი ნადირაძე, აღმოსავლეთმცოდნე ლევან ნადირაძე, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე, ისტორიკოსი გიორგი ნადირაძე...

ამჟამად ნადირაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, სამტრედიის, ხაშურის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებში. ნადირაძენი არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

საქართველოში ნადირაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნადირაძეთა!


ბაქრაძეთა გვარი
ბაქარ - საკუთარი სახელია კაცისა, არაბთა და სპარსთაგან გავრცელებული მთელ აღმოსავლეთსა და საქართველოშიც.

გვარის სახელით "ბაქარ"-ფუძისანი არიან: ბაქარაშვილნი - გარე კახეთს, ბაქრაშვილნი - იმერეთს, ბაქარაძენი - აფხაზეთს, ბაქრიანნი - შიგნით კახეთს, ბარქავანი და ბარქაიანი - ოდიშს და ბაქრაძენი - რაჭას.

ძველთაგან რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბაქრაძეთა.

ჯერ კიდევ XV საუკუნეში აზნაურ ბაქრაძეთ ზემო რაჭას ჰბოძებიათ სახასო კაცნი: ჯვარისუბანს, შქმერს, ბაჯისხევს და ცხმორს, ეგრეთვე სოფელი ჩორდი და იქავ ჩორდის ციხე.

KARIBCHE


1501 წელს აზნაურ ბაქრაძეთ სისხლის ფასი - ცხრაასი ათასი კირმანეული თეთრი გაუჩინა ალექსანდრე იმერთა მეფემ.

1591 წელს ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს ამბროსი ბაქრაძეს ლეონ იმერთა მეფემ უბოძა რაჭის სოფლები: ხონჭიორი და ჭელიში, აგრეთვე ყმები ნამარხევსა და კისურეთს.

XVI-XVII საუკუნეთა საბუთებში აზნაური ბაქრაძენი ჩანან, ვითარცა მოწმენი და მისანდონი რაჭის ერისთავთა.

ადრევე გადასულან ბაქრაძენი კახეთს. მეფე ალექსანდრეს კარის ბოქაულნი ძმანი ხარება და გოჩია ბაქრაძენი, "რაჭიდან კახეთს შეხიზნულნი აზნაურიშვილნი", თავიანთი ყმა-მამულით ალავერდის ტაძარს ემსახურებოდნენ 1592 წლიდან.

XVII საუკუნიდან ბაქრაძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ.

მშვილდით მოლაშქრე ბაქრაძე იხსენიება XVII საუკუნის საამილახვროს დავთარში.

ბაქრაძენი ჩანან საამირეჯიბოსა და სამუხრანბატონოს აზნაურთა შორის XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში.

XVIII საუკუნის საბუთებით, აზნაური ბაქრაძენი ზემო იმერეთში, საწერეთლოშიც ჩანან.

ადრევე დამკვიდრებულან ბაქრაძენი გურიას. იქ წიფნარს, ერთ ქედს "ბაქრაძის ქედი" ჰქვია ახლაც.

რაჭველ ბაქრაძეთა მოძმენი არიან: იმერნი ფერაძენი, შიდაქართლელნი ყურელნი და შიგნითკახნი შარმიაშვილნი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბაქრაძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში ერისთავთა და წერეთელთა დროშების ქვეშ, ქართლის სამეფო ლაშქარში ამილახვართა და მუხრანბატონთა დროშების ქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქარში ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ბაქრაძენი ცხოვრობენ: რაჭა-ლეჩხუმს, ოკრიბას, ზემო იმერეთს, ოდიშს, გურიას, ქვემო და შიდა ქართლს, შიგნით კახეთსა და ჰერეთს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, ამბროლაურის, წყალტუბოს, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ლაგოდეხის მხარეებში.

საქართველოში ბაქრაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბაქრაძეთა!


ლომთაძეთა გვარი
ლომი - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლომა, ლომუა, ლომინ, ლომერ, ლომიტა, ლომნია, ლომსა, ლომთა - იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად. არის შედგენილი სახელები: ლომგული, ლომგმირი, ლომკაცი, ლომდარი, ლომთათი.

გვარის სახელით "ლომ"-ფუძისანი არიან: ლომიძენი, ლომაშვილნი, ლომიანი, ლომინაძენი, ლომინეიშვილნი, ლომსაძენი, ლომსიანიძენი, ლომუაშვილნი, ლომოურნი, ლომკაციშვილნი, ლომდარიძენი, ლომთათიძენი, ლომთაძენი და სხვანი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდინელობით ერთსისხლნი.

KARIBCHE


ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ლომთაძეთა.

ეგრე უბნობენ, ძმობა აქვთო იმერ ლომთაძეებს, იმერ ნებიერიძეებსა და კახელ მეხაშიშვილებს. ეს არის ზეპირი გადმოცემა და არა უმეტეს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლომთაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1583-1590 წლებით თარიღდება ლეონ იმერთა მეფის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც იმერეთის სოფელ კისურეთში მცხოვრები ლომთაძენი საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1644 წელს გაენთელმა მთავარეპისკოპოსმა ზაქარია ქვარიანმა იმერეთის სოფელ ნოღას გაბადიძისეულ ნასყიდ პარტახზე მცხოვრები გლეხი გოჩია ლომთაძე და მისი შვილი დათუნა გელათს ხახულის ღმრთისმშობელს შესწირა.

1793 წლის მანუჩარ ყიფიანის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის წიგნში მოწმეთა და განმრიგეთა შორის იხსენიებიან რაჭის სოფელ ტოლას მცხოვრები გლეხები შოშინიკი და გოგიტა ლომთაძენი.

XVII საუკუნის სოციალური შინაარის საბუთებში სოფელ დერჩსა და სოფელ დღნორისაში მცხოვრები ლომთაძეები თავად ასათიანთა გლეხებად იხსენიებიან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლომთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ერის სამსახურში მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლომთაძეთა გვარისშვილნი: საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილის თანამებრძოლი მიხეილ ლომთაძე; გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ლომთაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ლომთაძე; ენათმეცნიერები ამირან, ლილი და ელიზბარ ლომთაძეები; დიალექტოლოგი თამარ ლომთაძე; არქეოლოგი გოჩა ლომთაძე; არქიტექტორები თეიმურაზ და შოთა ლომთაძეები; მხატვარი ლალი ლომთაძე; მსახიობი გურამ ლომთაძე; ქორეოგრაფი მურმან ლომთაძე და სხვანი.

ამჟამად ლომთაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, ლეხუმში, რაჭაში, ოდიშში, გურიასა და ქართლში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ტყიბულის (დაახლ. 120 კომლი) და ამბროლაურის (დაახლ. 80 კომლი) რაიონებში; ქალაქებში: ქუთაისსა (დაახლ. 350 კომლი) და თბილისში (დაახლ. 150 კომლი). მცირე რაოდენობით არიან: ონის, სამტრედიის, მარტვილის, ზუგდიდის, ლანხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და სხვა რაიონებში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ლომთაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლომთაძეთა!


დალაქიშვილთა გვარი
დალაქი - თმათ აღმპარსველი.

დალაქი, დალაქა - საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით "დალაქ"-ფუძისანი არიან: დალაქიები, დალაქბესუაშვილები და დალაქიშვილები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში დალაქიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.

XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ნულში იხსენიება დალაქიშვილი ბეჟიტა. აღსანიშნავია, რომ ამ ბეჟიტა დალაქიშვილს ჰყოლია ბოგანო გლეხები ორი ძმა პაპუნა და თამაზ.

XVII-XVIII საუკუნეთა იმერეთის სამეფოს სოციალური შინაარსის საბუთებში იხსენიებიან თავად წულიკიძეთა აზნაური დალაქიშვილები. თავადი წულუკიძენი მამულებს ფლობდნენ ქვემო რაჭაში და ვაკე იმერეთში, აზნაური დალაქიშვილებიც ამ ადგილებში ჩანან.

XVII საუკუნის მიწურულის ერთ საბუთში დალაქიშვილი იხსენიება სოფელ დარგვისში, ხოლო 1700 წელს დალაქიშვილი ჩანს შიდა ქართლში, საამილახვროს სოფელ ტყვიავში.

1700-1719 წლების თუმანიშვილთა ყმა-მამულის სიაში იხსენიება დალაქიშვილი 34 დღიური მიწით.

1790 წელს ვაკე იმერეთის გლეხთა რაზმი დალაქიშვილის მეთაურობით დავით ბატონიშვილს მიემხრო და გამეფებაში დაეხმარა. ეს ვაკელი დალაქიშვილი, როგორც ჩანს, აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა.

1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ ნორიოში იხსენიებიან სახასო მემკვიდრე გლეხები გოგია და სუხია დალაქიშვილები, თიანეთიდან ახმეტას გადასული სახასო გლეხები ღვთისია და ნინია დალაქიშვილები, ახმეტას, ჭავჭავაძეთა მამულში - გლახა, ნინია და გოგია დალაქიშვილები, მატანს, ჩოლოყაშვილთა მამულში - ბერუა და თათუა დალაქიშვილები.

გადმოცემით, ქვემო ქართლში ალგეთის ხეობაში მცხოვრები დალაქიშვილების ნაწილი შიგნით კახეთიდან ყოფილა გადმოსული. ალგეთელ დალაქიშვილთა ერთი ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანთა რიგზე მონათლულა. კასპელი დალაქიშვილები ქალაქის ერთ-ერთ ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან.

1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ დალაქიშვილთა ოთხი ოჯახი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დალაქიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.

ჩვენს დროში წინაპართა მხედრული ტრადიციები გააგრძელა ავიაციის გენერალ-მაიორმა ნარიმან დალაქიშვილმა.

ამჟამად დალაქიშვილნი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროსა და თელავის რაიონებში. დალაქიშვილები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

თბილისში ამერ-იმერი დალაქიშვილების დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში დალაქიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2900-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი დალაქიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
31.07. 2015
karibche.ambebi.ge
გთხოვთ,გამოაქვეყნოთ ინფორმაცია შემდეგი გვარების შესახებ: საყევარაშვილი ჯაშიაშვილი
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat