ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

კობახიძეთა გვარი
კობახიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი "კობა". კობა იაკობის შემოკლებული ფორმაა.

გვარის სახელით "კობ"-ფუძიანი არიან: კობაიძეები, კობაურები, კობაძეები, კობიძეები, კობიაშვილები, კობალაძეები, კობალავები, კობახიანები, კობახაშვილები და კობახიძეები. რა თქმა უნდა, ამათ მხოლოდ გვარსახელის ფუძის მსგავსება აერთიანებთ და არა სისხლით ნათესაობა.

კობახიძე ერთძირიანი გვარია, ერთი წინაპრისგან მოდიან.

კობახიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი რაჭაშია.

სოციალური მდგომარეობით იყვნენ გლეხი კობახიძეები და იყვნენ აზნაური კობახიძეებიც.

ჩვენს ხელთ არსებულ საისტორიო საბუთებში კობახიძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1544 წლის ბაგრატ იმერთა მეფის შეწირულობის წიგნის მიხედვით, რაჭის სოფელ თლუღისა და ხოტევის კობახიძენი ნიკორწმინდის ტაძრის მსახურნი გამხდარან.

1633 წლის ქართლის მეფის როსტომის ერთ საბუთში ხსენებული თამარაშენელი ხუცესი კობახიძე დიდი ლიახვის ხეობაში, თავად მაჩაბელთა მამულში ჩანს გადმოსახლებული.

ამავე XVII საუკუნის სხვა საბუთით, კობახიძეები შიგნით კახეთში ალავერდის მამულში ჩანან დამკვიდრებულნი.

ადრევე დამკვიდრებულან რაჭველი კობახიძენი ზემო იმერეთში. იოანე ბატონიშვილი შიდა ქართლში - ქსნის ერისთავის აზნაურ კობახიძეებსა და ქვემო ქართლში - თავად ჯამბაკურ-ორბელიანის აზნაურ კობახიშვილებს იმერეთიდან გადმოსულ აზნაურ კობახიძეებად მიიჩნევს. ესე იგი იმერეთში მანამდე უკვე უცხოვრიათ კობახიძეებს.

1796 წელს აზნაურმა კობახიძეებმა - მღვდელმა გაბრიელმა და მისმა ბიძამ ბასილმა არზით მიმართეს ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს. არზიდან ირკვევა, რომ აზნაურ კობახიძეთა ეს შტო შიდა ქართლში მეჯვრისხევსა და ქედისუბანში მკვიდრობდა და მამულებს ფლობდა. არზაში ისინი თავიანთ თავს ახალ სახასო აზნაურებად იხსენიებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მანამდე ისინი საამილახვროს აზნაურები იქნებოდნენ.

საქართველოში რუსთა ბატონობის დამკვიდრების შემდეგ რუსულ საიდუმლო მიმოწერაში იხსენიება აზნაურ ნონია კობახიძის სახელი, რომელიც რუსთა დაუძინებელ მტერს ალექსანდრე ბატონიშვილს ახლდა სპარსეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კობახიძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ - იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ - ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკერძ - კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად კობახიძეები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ამბროლაურის, ზესტაფონის, გორისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში კობახიძეთა საერთო რაოდენობა 7300 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კობახიძეთა!


ირემაშვილთა გვარი

ირემაშვილი, ირემაძე, ირემაული, ირმისაშვილი ერთფუძიანი გვარსახელებია. მათ საერთო ფუძე აქვთ - ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი "ირემა". ეს გვარები ერთმანეთს მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან და არავითარი ნათესაური კავშირი მათ შორის არ არსებობს.

ნათესაობა ვერ დგინდება ირემაშვილთა გვარის შიგნითაც. ჩვენ ვერ ვადასტურებთ, ვთქვათ, ქვემოქართლელ და შიდაქართლელ ირემაშვილთა საერთო წარმომავლობას. ირემაშვილი მრავალძირიანი გვარი ჩანს. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ირემას შთამომავალთ ირემაშვილობა გაუგვარდათ.

სოციალური მდგომარეობით ირემაშვილები საბატონო და საეკლესიო გლეხები ყოფილან. ქართულ საისტორიო საბუთებში ირემაშვილთა გვარი XV საუკუნიდან იხსენიება.

KARIBCHE


1412-1442 წლების მეფეთ მეფის ალექსანდრე I-ის შიომღვიმისადმი შეწირულობის სიგელში მეფის მიერ მონასტრისთვის შეწირული მამულის მომიჯნავედ დასახელებულია ძალისელი გლეხი ირემაშვილი. სოფელი ძალისი მცხეთის რაიონში მდებარეობს.

1665 წელს ქვემო ქართლიდან, აზნაურ თურქესტანიშვილის მამულიდან თბილისში გადმოსახლებული გლეხი მამუკა ირემაშვილი, თბილელი ეპისკოპოსის დახმარებით და მეფის დასტურით, თავს აღწევს აზნაურის ყმობას და თბილისის სიონის ეკლესიის ყმა ხდება. საერთოდ, საბატონო გლეხებში დიდი იყო სურვილი იმისა, რომ სამეფო ან საეკლესიო გლეხთა კატეგორიაში გადასულიყვნენ.

1685-1703 წლების საბუთებში ქვემო ქართლის სოფელ ახალდაბაში იხსენიებიან საბატონო გლეხები: გოდერძი, მახარა, სეფია და სვიმონ ირემაშვილები. ისინი აზნაურ თურქესტანიშვილთა ყმები იყვნენ.

1688 წლის წყალობის სიგელში გლეხი ირემაშვილი ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ერტისში. ის თურქესტანიშვილის ყმა ყოფილა, მაგრამ გიორგი მეფეს მამულით აზნაურ მიქელაძისთვის გადაუცია.

1694 და 1697 წლებში შიდაქართლელი მასია და ბერუკა ირემაშვილები მოწმეებად არიან დასახელებულნი თავად ჯავახიშვილთა და აზნაურ მამაცაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. როგორც ჩანს, ეს ირემაშვილები მტკვრის გაღმა-გამოღმა ცხოვრობდნენ დღევანდელი კასპისა და ქარელის რაიონების ტერიტორიაზე.

1707 წლის ერთ განჩინებაში ხუცესი ირემაშვილის საკვამლო იხსენიება ქვემო ქართლში, საგერმანოზიშვილო მამულში, სოფელ მცოვრეთში.

1722-1740 წლებში შედგენილი მცხეთის საკათალიკოსო ყმათა ნუსხაში დასახელებულია შიდა ქართლის სოფელ სასხორში მცხოვრები გლეხი ბერუა ირემაშვილი.

1785 წლის შანშე მილახორის არზაში იხსენიება მოხელე, ღალის ამკრეფი ირემაშვილი ადამა.

ზეპირი გადმოცემით, კავთისხეველი ირემაშვილები ჩასახლებულან ქვემო ხანდაკში (კასპის რაიონი) და გოროვანში (მცხეთის რაიონი) მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნიდან, სადაც ამჟამად ირემაშვილები საკმაოდ მრავლად არიან. სამი ძმა წასულა შიგნით კახეთის სოფლებში ვაქირში, ვაზისუბანსა და შილდაში. თუმცა დღეს ქართლისა და კახეთის ირემაშვილები ერთმანეთში აღარ ნათესაობენ. შესაძლოა, ეს ფაქტი გარდასულ თაობათა სიმრავლით აიხსნას.

ქართლში ირემაშვილთა ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადასულა, ხოლო სარწმუნოების შეცვლა ეროვნების შეცვლასაც ნიშნავდა საქართველოში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ირემაშვილთა გვარის მეომრები (ვინაც რჯული არ შეიცვალა) "ჟამსა ერთობისასა" კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ - "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში.

ამჟამად ირემაშვილები ცხოვრობენ: ქართლის გაღმამხარში და მუხრანის ველზე, ქვემო ქართლში - ალგეთის ხეობაში, გარე და შიგნით კახეთში, კახეთის გაღმამხარში და ჰერეთში, განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროს, გურჯაანის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში.

თბილისში ქართლ-კახეთის ირემაშვილთაგან დაახლოებით 250 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ირემაშვილთა საერთო რაოდენობა 2200 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ირემაშვილთა!


ნიკოლაიშვილთა გვარი
"ნიკე ლაოს" - ხალხის გამარჯვებას ნიშნავს ბერძენთა ენაზე.

ნიკოლოზ, ნიკოლოოზ - საქართველოში ძველთაგან გავრცელებული ქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ნიკო, ნიკა, ნიკოა, ნიკალა, ნიკოლა იგივე სახელია, კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით ერთი ფუძისანი არიან: ნიკოლოზიშვილნი, ნიკოლავანი, ნიკოლაძენი, ნიკუაშვილნი და ნიკოლაიშვილნი - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE



ძველთაგან გურიაში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნიკოლაიშვილთა.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გურიიდან იმერეთში - საჩიჯავაძოში და საჭილაო-საჯავახოში გადასახლებულ ნიოლაიშვილთა გვარი ნიკოლეიშვილად შეიცვალა, ხოლო გურიიდან გარე კახეთში - ნორიოსა და მარტყოფში - გადმოსული ნიკოლაიშვილების ნაწილი ნიკოლიშვილებად და ნიკოლაშვილებად დაწერილან.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, გურულ ნიკოლაიშვილთა ერთი შტო XVI საუკუნეში უკვე იმერეთში მკვიდრობდა.

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიება სოფელ როკითს მცხოვრები საეკლესიო გლეხი ნიკოლაიშვილი ნასყიდა.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში ნიკოლაიშვილები ჩანან გურიაში თავად მაჭუტაძეთა აზნაურებად.

აზნაური ნიკოლაიშვილი იხსენიება 1865 წლის გურიის თავად-აზნაურთა საერთო წერილის ხელმომწერთა შორისაც.

იმერეთში ნიკოლეიშვილნი (იგივე ნიკოლაიშვილნი) მოხელეებად ჩანან ჩიჯავაძეთა სათავადოში, მათ აზნაურობის მაძიებლებს უწოდებდნენ.

1852 წელს გადაწერილი ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის ერთ ანდერძ-მინაწერში იკითხება: "...ღვთისა სძალო, შეიწყალე ნიკო ამისი მწერალი! და პატრონი სპირდონ ნიკოლეისშვილი, ამინ".

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნიკოლაიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნიკოლაიშვილთა გვარიშვილნი: ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, მწერალი და ენათმეცნიერი იასონ ნიკოლაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ბარბარე ნიკოლაიშვილი...

ამჟამად ნიკოლაიშვილ-ნიკოლეიშვილნი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, ოდიშში, ქართლსა და კახეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში ნიკოლაიშვილთა (და ნიკოლეიშვილთა) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ოთხასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ნიკოლაიშვილთა!


ბარბაქაძეთა გვარი

ბარბა - საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო: ბარბალა, ბარბატა, ბარბანა და ბარაბაქა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით "ბარბ"-ფუძისანი არიან: ბარბაიები, ბარბანიძეები, ბარბატები, ბარბაშები, ბარბალაძეები და ბარბაქაძეები - გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბარბაქაძეთა.

KARIBCHE



ეგრე უბნობენ, ტყიბულის მხარის სოფელ მუხურიდან დაწყებულაო ბარბაქაძეთა განსახლება მთელ საქართველოში.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბარბაქაძეთა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან იხსენიება.

XVIII საუკუნის II ნახევრის ერთ თამასუქში ვკითხულობთ: "ევიღე შენ, მუსტაფა ბარბაქაძისაგან, მე, ხოსია მესხიშვილმა და შიო მწყერაშვილმა, შუა ენკენისთვეს ოცი მარჩილი..." ეს მუსტაფა ბარბაქაძე - იმერელი ბარბაქაძეა, რადგან საბუთში იხსენიება ქუთათელი ეპისკოპოსი და იმერთა მეფე სოლომონი.

ამავე XVIII საუკუნის უცნობი პირის მიერ შედგენილ დავთარში იკითხება, რომ ვინმე იესემ "გირაო კაცებს ბარბაქაძეებს გამოართვა მარჩილი ცხრა". ეს ბარბაქაძეები უკვე შიდა ქართლში გადმოსული ბარბაქაძეები უნდა იყვნენ. საბუთში ნახსენებია ქართლური გვარი თოფჩიაშვილი და ხაშურის მხარის სოფელი ოსიაური.

1787 წლის აზნაურ ზაალ მახვილაძის ქვრივის არზაში მეფე ერეკლესადმი ვკითხულობთ: "ორი კვამლი ხიზანი კაცი მყვანდა - ხარასზიშვილი დათუა და ბარბაქაძე ბერი; რაც ჩემგან შეიძლებოდა, დიდი ამაგი უყავით და დიდი ხანიც არის, ჩემთანა არიან, ვეხვეწები და აღარ მოდიან..." სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ აზნაურ ზაალ მახვილაძეს მამულები ჰქონდა შიდა ქართლის სოფელ აბისში.

შიდა ქართლში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბარბაქაძეთა გვარის სახელი: ბარბაქაძეებისგვერდი - ადგილი სოფელ ზემო ბროლოსანში, ბარბაქაძეების წყარო - წყარო სოფელ რბონაში, ბარბაქაძის მიწები - სახნავები სოფელ ცხრამუხაში...

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბარბაქაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ბარბაქაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. მრავლად იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, გარდაბნისა და ბორჯომის რაიონებში.

თბილისში ამერ-იმერ ბარბაქაძეთა დაახლოებით 350 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ბარბაქაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი შვიდი ათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბარბაქაძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat