ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

დუმბაძეთა გვარი
ძირი: დუმბაძე ერთძირიანი გვარია მრავალი განშტოებით.

ბუდე: მიუხედავად იმისა, რომ დუმბაძეთა გვარის დიდი უმრავლესობა ამჟამად აჭარაში ცხოვრობს, ეთნოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო გურიაში უნდა ვივარაუდოთ.

შთამომავლობა: სოციალური მდგომარეობით დუმბაძეები იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის გლეხები და აზნაურები.

ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში დუმბაძეთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს: "ქორონიკონსა ტლე. აქა ქრისტიანე და ღვთის მოყვარე შემოქმედელად ეკურთხა ბატონი იაკობ. ღმერთმან ღირსყოს მარჯვენით ნაწილსა წმიდათასა".

ქორონიკონის "ტლე" ანუ 335 წელი ქრისტეს აქეთ 1647 წელს შეესაბამება. ამ წელს გურიაში შემოქმედის მიტროპოლიტად ეკურთხა გურული აზნაურთაგანი იაკობ დუმბაძე. იაკობ შემოქმედელი გვარად დუმბაძე რომ იყო, მრავალი საბუთიდან ჩანს. იგი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იოანეს სახარების ერთ მინაწერში: "იოანე თეოლოღო, მეოხ ექმენ წიგნისა ამისა წამკითხავსა მიტროპოლიტს დუმბაძეს იაკობს". ეს მინაწერი 1658-1659 წლებით თარიღდება. ცნობილია, რომ 1658 წელს იაკობ შემოქმედელი იერუსალიმში გაჰყვა ბერად აღკვეცილ სვიმონ გურიელს და იქ რამდენიმე თვე დარჩა. ცნობილია ისიც, რომ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იაკობ დუმბაძემ მოიარა ეგვიპტე, რომი და ათონი, აღადგინა და შეამკო მრავალი ხატი და ჯვარი, შეისწავლა მრავალი ქართული ხელნაწერი. იაკონ დუმბაძის კალამს ეკუთვნის მეფე გიროგი XI-ის ბრძანებით დაწერილი თეოლოგიური ნაშრომი "მაჰმადისა და ქრისტიანეთ გაბაასება".

სასულიერო პირი ყოფილა იაკობის ძმა გაბრიელიც. 1647-1658 წლების ქაიხოსრო გურიელის იერუსალიმის ჯვრის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში მოწმედ შემოქმედელ იაკობთან ერთად იხსენიება მისი ძმა კანდელაკი გაბრიელ დუმბაძე.

1770 წლის გიორგი გურიელის წყალობის სიგელში აზნაურ ნაკაიძისადმი გურულ აზნაურთა შორის მოწმედ დასახელებულია აზნაური ბუჭუ დუმბაძე.

1775 წლის გიორგი გურიელის წყალობის სიგელში, რომლითაც ბახუტა ნაკაშიძეს შემოქმედის მოურაობა ებოძა, მოწმედ იხსენიება აზნაური მამუკა დუმბაძე.

როცა ოსმალეთი აჭარის გამაჰმადიანების შემდეგ ქვემო გურიას, ქობულეთის მხარეს შემოეჭიდა, იქაური აზნაური დუმბაძეებიც გამაჰმადიანდნენ სხვებთან ერთად და აღებად იწოდნენ.

1853 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გურიის სოფელ ლესასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა მხარეს და რუსთა წინააღმდეგ იბრძოდნენ გურიის მთავართა შთამომავალი დათა გურიელი და ყოფილი გურული აზნაური რაშიდ ფაშა დუმბაძე. პოლკოვნიკ ერისთავის "რაპორტის" მიხედვით, ლესას ბრძოლაში ორივე დაჭრილა.

ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს 1873 წელს გურია-აჭარაში თავისი ცნობილი მოგზაურობის დროს გურიის სოფელ შემოქმედში უნახავს 90 წლის მღვდელი გიორგი დუმბაძე, გურიის აჯანყებათა მომსწრე და მემატიანე. თედო ჟორდანიას აზრით, სწორედ ეს პიროვნება უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული "შემოქმედის ქრონიკის" (1784-1879წ.წ.) პირველი ნაწილის ავტორი, რომელიც შემდეგ მღვდელ გაბრიელ მახარაძეს გაუგრძელებია. გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში, რომელიც ქართველ მეფე-მთავართა სიგელ-გუჯრების მიხედვით შეუდგენიათ რუსთა ბატონობის ჟამს და რუსთ ხელმწიფეს დაუმოწმებია, იხსენიება აზნაურ დუმბაძეთა 9 ოჯახი.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დუმბაძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

საკუთვნო: გურიაში რამდენიმე ადგილს სახელად შემორჩა დუმბაძეთა გვარის სახელი: "დუმბაძისოული" - ტყე სოფელ ახალშენში, "დუმბაძისოული" - ადგილი სოფელ შემოქმედში, "დუმბაძნების ნასახლევი" - ადგილი სოფელ შემოქმედში და "დუმბაძნების ტყე" - ტყე სოფელ შემოქმედის მახლობლად.

გვარისშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ დუმბაძეთა გვარისშვილნი: მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე, მღვდელი გიორგი დუმბაძე, ისტორიკოსები მალხაზ და მამია დუმბაძეები, მწერალი ნოდარ დუმბაძე, მთარგმნელი ლელა დუმბაძე, მსახიობი ნინო დუმბაძე, კინომცოდნე მიხეილ დუმბაძე, ლოტბარი ანტონ დუმბაძე, ქტიტორი დავით დუმბაძე, რუსთა ჯარის გენერალი ივანე დუმბაძე, ქართული ჯარის გენერალი თამაზ დუმბაძე და სხვანი.

განსახლება: ამჟამად დუმბაძენი ცხოვრობენ აჭარისა და გურიის ყველა რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში. არიან მცირედნი ჰერეთსა და შირაქში, ქალაქებში თბილისსა და ბათუმში. მრავლად არიან თურქეთში აჭარიდან წასულნი მუჰაჯირობის დროს.

ოდენობა: საქართველოში დუმბაძეთა საერთო რიცხვი 6700-ს აჭარბებს (აქედან 5300 სული აჭარაში ცხოვრობს და მხოლოდ 700 სული - გურიაში).

ღმერთმა ამრავლოს გვარი დუმბაძეთა!


დოგრაშვილთა გვარი
ფუძე:
დოგრაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში შემორჩენილია წინაპრის საკუთარი სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში გვხვდება კაცის სახელი დოგო და მისგან ნაწარმოები კნინობითი ფორმები: დოგორა, დოგონა, დოგრა...

ძირი: დოგრაშვილი ერთძირიანი გვარია.

ბუდე: ერთძირიან გვარს ბუდეც ერთი უნდა ჰქონდეს. დოგრაშვილთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, საკრაულას ხევის სოფელი ზეგანია.

წარმომავლობა: ეთნოგრაფიული მონაცემებით, დოგრაშვილთა წინაპარი იმერეთში გურიიდან გადმოსულა. მისი ძველი გვარი ბერიძე ყოფილა. იმერელი დოგრაშვილები გურიის სოფელ ერკეთში დაიარებოდნენ სალოცავად.

შთამომავლობა: სოციალური მდგომარეობით ისინი საეკლესიო და საბატონო გლეხები იყვნენ. ამ გვარის ზოგიერთი ოჯახი სასულიერო წოდებას ეკუთვნოდა.

ხსენება: ქართულ საისტორიო საბუთებში დოგრაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიებიან პიტინის ხევში მცხოვრები საეკლესიო გლეხები თეოდოსი და ლომინა დოგრაშვილები, რომლებსაც ცალ-ცალკე მართებდათ: "ლიტრა სანთელი ხუთი, იფქლი ნაოთხალი ორი, ძღუენი ორი". როგორც ჩანს, დოგრაშვილთა გურიიდან იმერეთში გადმოსვლა საკმაოდ დიდი ხნის წინ მომხდარა. ისინი თავიდან საეკლესიო გლეხები ყოფილან, ხოლო შემდეგ მათი ნაწილი თავად ჩხეიძეთა მამულში დამკვიდრებულა და საბატონო გლეხები გამხდარან.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიებში იმერეთის სოფელ ზეგანში მცხოვრები დოგრაშვილები იხსენიებიან როგორც: სასულიერონი, საბატონო გლეხნი და საეკლესიო გლეხნი. საინტერესოა, რომ ამავე სოფელში იხსენიება დოგრაშვილთა საბატონო გლეხის ერთი გვარი.

XIX საუკუნის 60-70-იან წლებში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში უმოღვაწია ბერს გერასიმე დოგრაშვილს.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დოგრაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.

საკუთვნო: იმერეთში ორგან ადგილის სახელად შემორჩა დოგრაშვილთა გვარის სახელი: "დოგრაშვილების კუთხე" - უბანი სოფელ ობჩაში და "დოგრაშვილების უბანი" - უბანი სოფელ ზედა ზეგანში.

განსახლება: ამჟამად დოგრაშვილები ცხოვრობენ იმერეთში, ბაღდათის (დაახლ. 40 კომლი) და ზესტაფონის (დაახლ. 5 კომლი) რაიონებში, ქალაქებში თბილისში (დაახლ. 20 კომლი) და ქუთაისში (დაახლ. 50 კომლი).

ოდენობა: საქართველოში დოგრაშვილთა საერთო რაოდენობა 450 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი დოგრაშვილთა!


რაფავათა გვარი
"რაფავა" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "რაფა".

ძველებრაული საკუთარი სახელი "რაფიელ" ("ღვთის შემწეობით განკურნებული") ებრაელთა საქართველოში შემოსახლების შემდეგ ჩვენშიც გავრცელდა. ქართველურ ანთროპონიმიკაში სახელ "რაფიელ"-ის შემოკლებული ფორმები: "რაფ", "რაფა", "რაფო" - უფრო სვანურ საკუთარ სახელებში გვხვდება. არსებობს სვანურ-მეგრულ სახელთა და გვარსახელთა უამრავი პარალელი და ეს სრულებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ხანგრძლივ მიგრაციულ პროცესებს საქართველოს ამ ორ მეზობელ მხარეს შორის.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი იმის შესახებ, რომ კოლხური გვარსახელი "რაფავა" რაფიელის ანუ რაფას შთამომავალს ნიშნავს. ამავე ძირისაა XVIII საუკუნეში კახეთ-ქიზიყში ფიქსირებული გვარსახელი "რაფიაშვილი". აქ საუბარი ეხება მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობას. ასეთია რაფავათა გვარსახელის ეტიმოლოგია.

რაც შეეხება რაფავათა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი რაფიელ-რაფადან დღევანდელ რაფავებამდე, ისინი სადაურობით მეგრელები არიან. მათი განსახლების არეალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაფავების გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო სამეგრელოში (სოფ. კორცხელი) უნდა ვივარაუდოთ.

სოციალური წარმომავლობით რაფავები აზნაურთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

რაფავებს ჰქონდათ საკუთარი საგვარეულო დამღა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რაფავათა გვარის წინაპრები, ვითარცა აზნაურნი და ვითარცა ოდიშარნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

ამჟამად რაფავათა გვარის უმრავლესობა სამეგრელოში ცხოვრობს: ზუგდიდის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 150 კომლი) და მცირე რაოდენობით წალენჯიხის მხარეში (დაახლოებით 10 კომლი). თბილისში რაფავების 35-40 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს ოდიშ-სამურზაყანოდან არიან ჩამოსახლებულნი.

რაფავები საშუალოზე მეტი რიცხოვნების გვარია.

საქართველოში რაფავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 790 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი რაფავათა!


აბაშიძეთა გვარი
აბაშიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. იგი ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელისაგან: აბაშ, აბაში. საქართველოში გვხვდება ამავე ძირის ტოპონიმები: აბაშა, აბაშეთი; ამავე ძირის ანთროპონიმები: აბაშია, აბაშიშვილი; არსებობს ეთნონიმი აბაში (აბისინიელი, ეთიოპელი).

გადმოცემით, აბაშთა ტომის მეომრები ერივნენ არაბი დამპყრობლის მურვან-ყრუს ლაშქარში, რომელმაც საქართველოში VIII საუკუნეში ილაშქრა.

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, აბაშიძეთა ფეოდალური გვარი პირველად XV საუკუნის II ნახევარში გამოჩნდა. XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ზემო იმერეთში აბაშიძეთა სათავადო ჩამოყალიბდა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. იმერეთის სამეფოში თავად აბაშიძეთ ეპყრათ ციხენი: ვახანისა, კაცხისა, ჩხერისა, შორაპნისა, ცუცხვათისა, სვერისა, ნავარძეთისა და სხვა. მათ მფლობელობაში იყო რამდენიმე ეკლესია-მონასტერი და 1500 კომლი ყმა. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის უძლიერესი ფეოდალები. ხშირად მათი ნება-სურვილით წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი.

XVII საუკუნიდან თავად აბაშიძეთა ერთი შტო ზემო ქართლში გადმოვიდა და ხაშურ-სურამის მხარეში რამდენიმე სოფელს დაეუფლა. აბაშიძეთა მფლობელობაში აღმოჩნდა: ქვიშხეთი, ტაშისკარი, ცხისძირი, მონასტერი, წიქარაული, ცხრამუხა, ბეკამი და სხვა. ამავე საუკუნეში იმერელ აბაშიძეთა კიდევ ერთი შტო გურია-აჭარაში დამკვიდრდა. თავადი აბაშიძენი გურიაში აზნაურებად იქცნენ, ხოლო აჭარაში - სანჯაყბეგებად. XVIII საუკუნეში იმერელ აბაშიძეთა ერთ ოჯახს ყმა-მამული ებოძა შიგნით კახეთში. აქედან დასაბამი მიეცა კახთაბაშიძეთა შტოს. ამათ გარდა არიან თუში აბაშიძენიც. იმერეთისა და ქართლ-კახეთის თავად აბაშიძეებს, გურიის აზნაურ აბაშიძეებს და აჭარის სანჯაყბეგ აბაშიძეებს საერთო წარმომავლობა აქვთ.

იმერეთში აბაშიძენი: გელათის ღვთისმშობლის წინამძღვრად, მთავარეპისკოპოსად, კათალიკოსად, მდივან-მწიგნობრად, ბოქაულთუხუცესად და სახლთუხუცესად ემსახურებოდნენ მეფეს და საქართველოს.

ქართლ-კახეთში აბაშიძენი სახლთუხუცესად, მსაჯულთუხუცესად, მდივანბეგად, ქეშიკჩიბაშად, მილახვარბაშად, ალისა და ბორჩალოს მოურავებად ემსახურებოდნენ მეფეს და საქართველოს.

თავადაც იტვირთა მეფობის სიმძიმე აბაშიძეთა გვარის ერთმა წარმომადგენელმა XVIII საუკუნის დასაწყისში. პატრიარქ აბრაჰამის მონასტერს განასრულებდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მრავალ ჯვარსა და ხატს შეამკობდა და ჭედდა და მრავალ ხელნაწერს განაახლებდა იმერთა მეფე გიორგი V აბაშიძე.

აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს მოყვრობა ჰქონდა ბაგრატიონთა ღვთივკურთხეულ და ღვთივგვირგვინოსან სამეფო სახლთან.

იმერთა მეფე ალექსანდრე V თავად ლევან აბაშიძის სიძე გახლდათ. აბაშიძის ქალის გაზრდილი იყო დიდი სოლომონ I. ქართლის მეფე ვახტანგ VI ვახანის ციხის პატრონის თავად ვახუშტი აბაშიძის სიმამრი იყო, ხოლო კახთბატონი ერეკლე II თავად ზაალ აბაშიძის სიძე გახლდათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის თავადი აბაშიძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

აბაშიძეთა გვარმა საქართველოს მისცა მრავალი გამოჩენილი პიროვნება მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროში: მწერლები და საზოგადო მოღვაწენი მემედ აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე... ხელოვნების მოღვაწენი ვასო აბაშიძე, ვახტანგ აბაშიძე, დავით (დოდო) აბაშიძე, ანასტასია (ტასო) აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, გოჩა აბაშიძე, ლევან აბაშიძე... სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი გიორგი-მალაქია აბაშიძე, ვახუშტი აბაშიძე, ქაიხოსრო აბაშიძე, ასლან აბაშიძე...

ამჟამად აბაშიძეები ერთ-ერთი ყველაზე გამრავლებული გვარია საქართველოში.

აბაშიძეები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში, ვანში, ზესტაფონში, არგვეთაში, ზედა საქარაში, კინოთში, მარტოთუბანში, სვირში, კვალიათში, შიმშილაქედში, საზანოში, თერჯოლაში, სიმონეთში, თუზში, ძევრში, ტელეფაში, ჯგელათში, ღვანკითში, ბაღდათში, საკრაულაში, ობჩაში, ხარაგაულში, ვარძიაში, ხემაღალში, უბისაში, სარგვეშში, ვერტყვიჭალაში, საღანძილეში, ზარანში, კიცხში, უჩამეთში, ლაშეში, ტყიბულში, მუხურაში, ხრესილში, ოჯოლაში, ციხიაში, ორპირში, კორეეთში, ჭიათურაში, ბუნიკაურში, რგანში, დარკვეთში, ზოდში, კაცხში, ითხვისში, პერევისაში, ქვაციხეში, უსახელოში, ხრეითში, შუქრუთში, ხონში, ახალსოფელში, ხამისქურში და სხვაგან.

ქართლში: თბილისში, ხაშურში, ალში, გვერდისუბანში, ბაისუბანში, ბორჯომში, გორში, შინდისში, ახალქალაქში, მცხეთაში, წიწამურში, მანგლისში, თამარისში და სხვაგან.

კახეთში: თელავში, წინანდალში, კონდოლში, გურჯაანში, შაშიანში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, სიღნაღში, ალვანში, სართიჭალაში, გომბორში და სხვაგან.

ჰერეთში: ლაგოდეხში, ბაისუბანში, გურგენიანში და სხვაგან.

ლეჩხუმში: ცაგერში, ჭალისთავში, ღვორიშში, ლესინდში, წილამიერში, ლაცურიაში და სხვაგან.

ოდიშ-სამურზაყანოში: ვეშკუდელში, სამქვარში, ოხურეიში, კოხორაში, ლეკუმხარაში, ოჩამჩირეში, კინდღში, ცაგერაში, კოპიტში და სხვაგან.

გურიაში: ოზურგეთში, ხრიალეთში, ასკანაში, ბახვში, ძიმითში, ლაითურში, ხვარბეთში, ორმეთში, ნასაკირალში, ლიხაურში, მერიაში, მშვიდობაურში, ლანჩხუთში, ტაბანათში, ლესაში, ჩოჩხათში, ჯიხანჯირში, ხაჯალიაში, ჭინათში და სხვაგან.

აჭარაში: ბათუმში, ხელვაჩაურში, მახვილაურში, ავგიაში, გონიოში, ერგეში, ამაღლობელში, ჯოჭოში, თოდოგაურში, ინჯალოში, თხილნარში, კაპრეშუმში, კახაბერში, მარადიდში, კირნათაში, მასაურაში, ურეხში, მინდაში, სამებაში, ფერიაში, ახალშენში, მახოში, ქოქოლეთში, შავლიძეებში, ყოროლისთავში, ჭარნალში, ძაბლავეთში, ცხემლაში, ჩაისუბანში, ხულოში, კალოთაში, ვერნებში, კვატიაში, მახალაკურში, სკვანაში, ოქრუაშვილებში, ოშანახევში, ხახაძირში, ფუშრუკაულში, წაბლანაში, ძირკვაძეებში, ყინჩაურში, შურმულში, ქედაში, ზღვარში, ჭინკაძეებში, ძენწმანში, კოკოტაურში, ცხემნაში, კანტაურში, ცხმორისში, შუახევში, ქიძინიძეებში, გოგაძეებში, დარჩიძეებში, ფურტიოში, კვიახიძეებში, ნიგაზგულში, ლომანაურებში და სხვაგან.

სამცხეში: ახალციხეში, ადიგენში, ზარზმაში, აბასთუმანში და სხვაგან.

ღმერთმა ამრავლოს გვარი აბაშიძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat