ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ბადაშვილთა გვარი
"ბადა" - საკუთარი სახელია კაცისა. ბადაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ წინაპრის სახელისგან არის ნაწარმოები.

ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ბადაშვილი მრავალძირიანი გვარია. მას რამდენიმე ბუდე-პირველსაცხოვრისი აქვს. სამი ან ოთხი ძირის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს საერთო გვარსახელი აერთიანებს. ბადაშვილთა ერთი ძველი ბუდე შიდა ქართლში, გორის რაიონში იძებნება, ერთიც - ხევში, ყაზბეგის რაიონის ნასოფლარ მნაში, კიდევ ერთი ბუდე - უკანა ფშავის სოფელ გოგოლაურთაში. შესაძლოა, კახეთის ბადაშვილებსაც თავიანთი ბუდე გააჩნიათ, თუ ისინი ფშავის სალოცავებში არ დაიარებიან.

"ბადა" გავრცელებული სახელი იყო. ქართლელი, მოხევე, ფშაველი და შეიძლება კახელი ბადაშვილები სხვადასხვა ბადას შთამომავალნი არიან. მათ მხოლოდ გვარსახელის ერთობა აქვთ, ხოლო ძირად ანუ გვარმოდენილობით სხვადასხვანი არიან.

სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ქართლელი ბადაშვილები საეკლესიო აზნაურები ყოფილან, მოხევე და ფშაველი ბადაშვილები - თავისუფალი მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი ბადაშვილები - გლეხები.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბადაშვილთა გვარი XV საუკუნიდან ჩანს.

1431 წლის მეფეთ მეფის ალექსანდრე დიდის სიგელში მცხეთისა და კათოლიკოს თეოდორესადმი ვკითხულობთ: "...ვხედავ, რომელ წუთ განქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხოვრება ჩუენი სიზმარ და აჩრდილებ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცნათ და ვისაცნაურეთ, რომელი კეთილი და უცვალებელი ცხოვრება ისე არს, რათა მე ცოდვილმან ვიდრე არა სრულიად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩვენამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინებლად ქუელის საქმეთა მქნე და მბაძებელ ვიქმნე... და აღვაშენე და განსრულდა ნებითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და მას შიგან ღვთივ აღმართებული სუეტი ცხოველი... და შევამკევ... და მოვახსენე ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი და მას აქათ ანუ მთას ანუ ბარს რაცა მამულები ანუ გლეხები და ანუ პარტახტი... ჰქონებიან... მოგვიხსენიებია..."

სიგელში ნახსენები ბადაშვილები შიდაქართლელი საეკლესიო აზნაურები არიან. ისინი XV საუკუნის I ნახევარში უკვე შიდა ქართლში, სადღაც ვირშის მონასტრისა და სოფელ ქორდის მიდამოებში მკვიდრობდნენ. სოფელი ქორდი ამჟამად გორის რაიონშია. ამ სოფელში ბადაშვილები დღესაც ცხოვრობენ.

1459 წლის ფავნელთა სიგელში ვირშის მონასტერი და ბადაშვილების გვარი ისევ ერთად ხსენდება: "...ესე სიგელი მოგახსენეთ თქვენ ვირშისა წმინდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისა, და ქართლისა პატრიარქისა დავითისა და თქუენდა მკუიდრთა მეგანზურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხის ძეთა ბადაშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმის წულთა შალვას და ივანეს..." როგორც სიგელიდან ჩანს, საეკლესიო აზნაური გრიგოლ ჯინჯიხის ძე ბადაშვილი კათოლიკოსის სახლთუხუცესი იყო, ხოლო ბადაშვილთა გვარს ვირშის მონასტრის მკვიდრობა და მოგანძურობა მოუდიოდა.

1638 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ევდემონ დიასამიძემ საეკლესიო აზნაურს შოშიტა ბადაშვილს სოფელ ქორდში უბოძა აფხაზაშვილის მამული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი.

XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩანს კიდევ ერთი შიდაქართლელი ალბათ აზნაური ბადაშვილი. ეს არის თავადების ზაზა და ალხაზ მაჩაბლების ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში მოწმედ დასახელებული დათული ბადაშვილი.

1694 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახვარმა გაქცეული საეკლესიო აზნაურის ბახუტი ბადაშვილის ყმა და მამული სვეტიცხოვლის ერთგულს და ნამსახურს, საეკლესიო ჯარების სარდალს აზნაურ გიორგი გედევანიშვილს უბოძა: "ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოგეცით ქორდას ბადასშვილის ბახუტის მამული, რისაც მქონებელი იყო... ბადაშვილის მამული ამ წესით გიბოძეთ, რომ საყდრის ყმა იყო და... და ჩვენგანაც საწყენო იყო და საყდრის შემცოდეც იყო. აწე წავიდა ისი და დაიკარგა და იმისი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყო, სულ უკლებლად თქვენ გიბოძეთ... გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და სვეტიცხოვლის ერთგულად სამსახურსა შინა..."

1706 წელს საეკლესიო აზნაურებს პირობის წიგნი მიუციათ კათოლიკოს დომენტისთვის: "ესე წიგნი და პირი მოგართვით ჩვენ ერთობილთ მცხეთელთა, სვეტის ცხოვლის ყმათ დიდმა და ცოტამა: (აქ ჩამოთვლილია ყველა საეკლესიო აზნაური, მათ შორის ბადაშვილი გაბრიელი და მისი შვილები: ზედგინ, იესე, მჭლე და ელიზბარ), თქვენ, ჩუენის ხელმწიფის შვილს ბატონს კათალიკოზს დომენტის, ასრე რომე ღვთის ნებითა და სულ ქართველთ ეპისკოპოზთა და დარბაისელთ გამორჩევითა დიდის კათოლიკე ეკლესიის მწყემსი და საჭეთმპყრობელი იქმენით. გასინჯეთ ჩუენი საქმე, რომ ღიად ეშმაკი მოგვრეოდა ჩვენის ცოდვისაგან. ერთმანეთის დიდი შური და მტრობა გვქონდა, რომ რასაც დღეს ერთმანეთს დავახელებდით, არც საჩხუბრად დავერიდებოდით, არც საბეზღრად. ახლა თქვენ ის ვერ მოგვითმინეთ. ხედევდით, რომ ჩვენი წარსაწყმედელი საქმე იყო და ჩვენის მონასტრის დიდი საზიანო. ჩვენ არ ვღირსვიყავით, რომ თქუენ ჩუენ გვწვართეთ და მშვიდობა და ერთობა გვიბრძანეთ, როგორც თქუენს კეთილ მწყემსობას და მამათმთავრობას ფერობდა. თქუენც გვიბრძანეთ და ჩუენც ეს პირი და სიტყუა მოგვირთმევია, რაიმე დღეს და დღეს იქით ჩუენ თქუენის ბრძანებით ერთმანეთთან ძმობისა და სიყუარულის მეტი ხელი არა გვქონდეს რა. თუ რომ ერთმანეთთან სალაპარაკო გვქონდეს, თქუენ მოგახსენოთ და თქუენის პირით გავრიგდეთ და ისრევ ძმანი და მოყუარენი ვიყუნეთ. და თუ ეს ასრე არ გაგითაოთ, თქუენიც შემცოდე ვიყუნეთ და თქუენის სვეტის ცხოველისაცა..." პირობის წიგნს ხელს აწერენ საეკლესიო აზნაურები, იგივე მცხეთისშვილები, მათ შორის - ბადაშვილთა სახლიდან ძმები მჭლე და ელიზბარ ბადაშვილები.

ვახტანგ VI-ის დროინდელ ერთ დავთარში, რომელიც 1798 წელს გადაუწერიათ, ლაშქარში გამომსვლელთა შორის იხსენიება სოფელ ფლევის მცხოვრები ბადაშვილი უსაბა, რომელიც თავად ქაიხოსრო რამაზიშვილის ყმა ყოფილა. სოფელი ფლევი ამჟამად შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში მდებარეობს. თავად რამაზიშვილთა გვარი თავად დავითიშვილ-ბაგრატიონთა ერთი შტონაყარი გვარია.

1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში შეტანილია აზნაურ ბადაშვილთა 3 ოჯახი: #700 - ლუარსაბ სოლომონის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა დავითი და შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზი, #701 - გიორგი ქაიხოსროს ძე ბადაშვილი და #702 - ზურაბ გაბრიელის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა ქაიხოსრო. უნდა ითქვას, რომ ამ რუსულ სიაში ვერ მოხვდა ქართველ თავადთა და აზნაურთა მრავალი ოჯახი, რომლებმაც კომისიას ვერ წარუდგინეს წოდების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. სიის გარეთ დარჩნენ არათუ ოჯახები, არამედ მთელი გვარები, რომელთა აზნაურობა ქვეყანამ იცოდა და რუსთა მოსვლამდე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მრავალი სიგელ-გუჯარი დაიწვა და განადგურდა შემოსევებისას, მაგრამ აზნაურს საქართველოში თავისი წოდების მტკიცება არ სჭირდებოდა. მეფე, ხელისუფალნი და დარბაისელნი ყველა აზნაურს იცნობდნენ, იცნობდნენ მათ მამებსაც და პაპებიც ახსოვდათ. მოვიდა რუსი და საბუთი მოითხოვა, წოდების ხელმეორედ დამტკიცება მოიგონა, თითქოს მანამდე ჩვენში არც აზნაური ყოფილიყო და არც თავადი. ვისაც საბუთი არ აღმოაჩნდა, რუსთ ხელმწიფემ წოდება აღარ დაუმტკიცა და ქართველი თავადაზნაურობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოში აზნაურ ბადაშვილების გარდა არიან სხვა ბუდის, სხვა სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ბადაშვილებიც.

საკმაოდ ძველი ბუდე აქვთ ძირად მოხევე ბადაშვილებს. მათი წინაპარი ბადაისძის გვარით იხსენიება 1439 წლის გერგეტის სამებისადმი მძევალთა და ფიცის მიცემის წიგნში. მოხევე ბადაშვილების ძველი და ნამდვილი გვარი ბადაისძეა. იმხანად ბადაისძეს ხევის სოფელ მნაში უცხოვრია: "თრუსოველთაიცა ხურთელყანობელთა მოიკიდეს მნით ბადაისძე და ადოით ცისკარაშვილი. ესე მძევლები ამათ საყდრის შვილობისათვის მივეცით, რაიმე მეფესა შეეწყალნეს და ებრძანა ჩუენთან და ვინცა მძევალი გაუტყუთეს, რისხავსმცა წმიდაი სამებაი ერთარსებაი. ვინცა მაგრად და მართლად დაუდვეს, სული მისი ღირსთა და მართალთა თანამცა იხარებს, ამინ".

1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერის სიაში ხევის სოფელ მნაში, აზნაურ ზანდუკელის სამოურავოში, იხსენიება ბადაძეთა ორი კომლი: ბადაძე კაცოს შვილი კოზმან და გივი და ბადაძე ზალაგის შვილი ნაცვალი დოლა, შავხალ და იოსებ. მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ბადაძეთაგან ხუთი მეომარი მოდიოდა. ამათგან ერთ-ერთი დოლა ბადაძე მნის ნაცვალი ყოფილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1774 წლის სიაში ნახსენები მნელი ბადაძენი 1439 წლის ფიცის წიგნში ნახსენები მნელი ბადაისძის შთამომავლები არიან. მათი ძველი გვარსახელი ბადაისძე (XVს.) ჯერ - ბადაძე (XVIIIს.), ხოლო შემდეგ ბადაშვილი (XIXს.) გამხდარა.

ამჟამად ყაზბეგის რაიონში სოფელი მნა აღარ არსებობს, მნის ხევი და ნასოფლარი მნა კი ყველამ იცის. მნიდან წამოსული ბადაშვილები სოფელ ხურთისში ცხოვრობენ. მოხევე ბადაშვილების ნაწილი თბილისში ჩამოსახლებულა. ზოგი შირაქში წასულა. ფშავში ბადაშვილთა გვარი XIX საუკუნის აღწერის სიებში გვხვდება. 1873 წლის აღწერის მონაცემებით, მათ უცხოვრიათ უკანაფშავის სოფელ გოგოლაურთაში. ისინი გოგოლაურთა თემის ფშავლები არიან. ფშაველი ბადაშვილების ერთი შტო ერწო-თანეთის მხარეში ჩასახლებულა. ამას უნდა ადასტურებდეს სოფელ ბადაანების არსებობა ერწოში და მიკროტოპონიმები იქვე: "ბადაანთ ცხრაკარა" და "ბადაანთკაკლიანი".

ვერაფერს ვიტყვით კახეთის ბადაშვილებზე. ისინი ველისციხესა და შილდაში ცხოვრობენ. ქართული საისტორიო საბუთებში მათი ხსენება არ შეგვხვედრია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბადაშვილთა გვარის მეომრები, აზნაურნი და მთიელნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ, "მეფისა ალმის მპყრობელთა" სადროშოში, ხოლო "ჟამსა განყოფისასა" ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად ბადაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში: ქორდში, ერედვში, გორში, კასპსა და ხაშურში; ხევში: ხურთისში, გორისციხეში, სიონში, აჩხოტსა და სტეფანწმინდაში; ერწოს სოფელ საყდრიონში; შიგნით კახეთში - ველისციხეში; გაღმამხარში - შილდაში; შირაქის - სოფელ ზემო ქედში; აგრეთვე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში.

საქართველოში ბადაშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს. ეს არის ქართულ გვართა შორის საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარი.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბადაშვილთა!


ბოკუჩავათა გვარი

ბოკუჩავა - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც მრავალი ქართული გვარსახელის ფუძეში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.

ბოკო - მამაკაცის საკუთარი სახელია. ქართველურ ანთროპონიმიკაში გვხვდება ბოკოდან ნაწარმოები სხვადასხვა კნინობით-მოფერებითი ფორმები: ბოკოკა, ბოკოტა, ბოკოჩა, ბოკუ და ბოკუჩა.

KARIBCHE

ბოკუჩავა - გვარის სახელად ქცეულა ბოკუჩას შთამომავალთათვის. ბოკუჩა გვარის ფუძემდებლის ბოკოს კნინობითი ფორმაა.

გვარსახელის სუფიქსაცია "ვა" ქართულ გვარსახელთა მაწარმოებელი ერთ-ერთი კოლხური ფორმაა.

ამრიგად, გვარსახელი ბოკუჩავა შემდეგნაირად დაიშლება: ბოკ-უჩა-ვა. როგორც აღვნიშნეთ, სემანტიკურად იგი ქართულ გვარსახელთა ეპონიმურ ტიპს მიეკუთვნება და ბოკოს, ბოკუჩას შთამომავალს ნიშნავს. ამით შეიძლება დავასრულოთ საუბარი ბოკუჩავათა გვარსახელის ანუ სიტყვა "ბოკუჩავას" ეტიმოლოგიაზე.

რაც შეეხება ბოკუჩავათა გვარმოდენილობას, ანუ ბოკუჩავათა გვარჩამომავლობას, ერთსისხლობას, აქ სალაპარაკო ბევრია. საქართველოში ბოკუჩავების განსახლების არეალის და მასში ამ გვარის წარმომადგენელთა თავმოყრის ადგილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოკუჩავათა გვარის პირველსაცხოვრისი ქვემო სამეგრელოში, აბაშის მხარეში უნდა ვიგულოთ, საიდანაც დროთა განმავლობაში გვარის გამრავლებასთან ერთად და სხვადასხვა მიზეზის გამო ბოკუჩავათა გვარის ცალკეული შტოები გადასულან ზემო სამეგრელოსა და სამურზაყანოში.

ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, ბოკუჩავათა გვარი პირველად იხსენიება XVI საუკუნის ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთ მინაწერში. წიგნი წარმოადგენს 1560-1578 წლებით დათარიღებულ ხუცურით შესრულებულ "მეტაფრასს" მარტვილის წიგნთსაცავიდან, რომლის 42-ე გვერდზე იკითხება შემდეგი შინაარსის ანდერძ-მინაწერი: "ღმერთო და ამა მეტაფრასთა მადლო, ორსავე ცხოვრებასა დაიცევ კოჩა ბოკუჩავა, ამ წიგნის ჭახრაკი გამიჭედა, ღმერთმან შეუნდოს, ამინ". კოჩა ბოკუჩავას წიგნის ჭახრაკი (სულხან-საბას მიხედვით - სართავთ საბრუნავი) გაუჭედავს, რისთვისაც მას მადლიერებით იხსენიებს უცნობი დამკვეთი.

შემდეგი ცნობა ბოკუჩავათა შესახებ უკვე XVII საუკუნით თარიღდება. 1667 წლის 31 მარტს ხელნაწერი "კურთხევანის" ბოლო გვერდზე მღვდელ გაბრიელ ბოკუჩავას საკუთარი ხელით შემდეგი ანდერძი მიუწერია: "დიდება ღმერთსა და ყოვლისა მფლობელსა, სამგუამოვნად ცნობილსა და ერთ არსებით აღსაარებულსა, რომლისა შეწევნითა სრულ იქმნეს წმიდანი ესე და სულითა განმანათლებელი წიგნი კურთხევანი ბრძანებითა ღვთისათა და მოძღურისა წალენჯიხელისა ილარიონისითა ქუეყანასა ოდიშსა და მონასტერსა წალენჯიხისასა. სრულ იქმნა თვესა მარტსა ლა, ქორონიკონსა დასაბამითგან წელთა შვიდი ათას ას სამოცდათხუთმეტსა, ჯუარცმითგან ათას ექუსას სამოცდაშვიდსა. აწ გევედრები ყოველთა, რომელიცა შემდგომად ჩემსა მიემთხუვნეთ წიგნსა ამას უცბად ნაჩხრეკსა, წყევას ნუ შემამთხუევთ ამად, რომე აჩქარებით ვჩხრეკი. ჩემი კურთხევანი დამეკარგა და მართალი დედა ვერ ვიშოვე. ზოგი აქით, ზოგი იქით გამოვძებნე რამე, მეჭირებოდა და ამისთვის დიდად ამის სიკეთეს ვეღარას გამოვეკიდე. ხოლო აწ, წმიდანო მამანო და ძმანო, უკუეთუ ვისმე სახმარ გიჩნდეს და იხმარებდეთ, ღმერთმან დაგიჯერენ, ლოცვაი ყავთ ჩემ უღირსისათვის, გევედრები, თქუთ სიყვარულისთვის ღვთისაი, ვითარმედ დაღაცათუ უნდო არს ნაწილი ესე, წალენჯიხელი ილარიონ შეიწყალოს, ხოლო უკუეთუ არა გთნდეს წყევლასა, მაშინც არას მემართლებით. უწყის ღმერთმან, ჩემთვის დამიწერია სახმარებლად, არა საფასოდ და არა უწყი, ვითარი არს. ამის უცბად მჩხრიკელსა, უგუნურსა და დიდად ცოდვილსა, გაბრიელ მღვდელსა ბოკუჩავას ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან. დედ-მამათა მისთა და მეუღლეთაი თვისნი ცოდვანი შეუნდოს ღმერთმან. შვილები ღმერთმან აღუზარდოს კეთილსა შინა. ვინცა ჩვენთვის შენდობაი ბძანოთცა, შეგინდვენ ღმერთმან თქვენნი ცოდვანი, ამინ, კირიელეისონ".

აქ მოხსენიებული გაბრიელ ბოკუჩავა მღვდელი ყოფილა. მას "ოდიშის ქვეყანაში" ანუ სამეგრელოში, წალენჯიხის მონასტერში უმსახურია. ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენელი XVII საუკუნის II ნახევარში ღვთის სამსახურში მდგარა.

XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ერთი ქრონოლოგიური ნუსხა "ჟამ-გულანი", რომლის 129-ე გვერდზე შემორჩენილი მინაწერიდან ირკვევა, ბედიის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ მხეიძეს ბედიის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შეუწირავს: "ბოკუჩავა თავისი ცოლ-შვილითა და ყმითა". ეკლესიისთვის შეწირვა იმას ნიშნავდა, რომ შეწირული ეკლესიის ყმა ხდებოდა და გადასახადებს ამიერიდან ეკლესიას გადაუხდიდა, ნაცვლად რომელიმე ბატონისა. შეწირულობა არ გულისხმობს მამულიდან აუცილებელ აყრას და სხვა ადგილზე გადასახლებას. ეკლესიისთვის შეწირულს ეკლესიის მსახურება თავისივე საცხოვრებელი ადგილიდან შეეძლო. ყურადღებას იქცევს შეწირულობის ტექსტის ბოლო სიტყვა. ბოკუჩავა ბედიის ღვთისმშობლისადმი შეუწირავთ "ცოლ-შვილითა და ყმითა", ესე იგი ეს საეკლესიო ყმა ბოკუჩავა თავად ყოფილა ყმის პატრონი. ამ შეწირულობით ბოკუჩავას ყმებიც საეკლესიო გლეხები გახდნენ, ხოლო ბოკუჩავა, როგორც ყმის პატრონი, ალბათ მანამდეც აზნაურის ხარისხში გახლდათ, ახლა კი საეკლესიო აზნაურთა კატეგორიაში უნდა ვივარაუდოთ.

დასავლეთ საქართველოს საფეოდალოთა ცნობილი მკვლევარი ისტორიკოსი ოლღა სოსელია სამეგრელოს ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტვილის მხარის სოფელ ალერტში მცხოვრები ბოკუჩავები თავად ჯაიანთა სამსახურში მდგომი აზნაურები ყოფილან.

ბოკუჩავათა გვარის ერთი ნაწილის აზნაურთა წოდებისადმი კუთვნილება კიდევ ერთხელ დასტურდება 1742-1750 წლების კათოლიკოს ბესარიონისთვის ბოძებული ერთი პირობის წიგნის მიხედვითაც: "თქვენ ზესთა აღმატებულსა წმიდასა და ყოვლად სანატრელს აფხაზეთის კათოლიკოზს უფლის ბატონს ბესარიონს ესე სათავდებო წიგნი და პირობა მოგართვით ჩვენ ქუჩუჩიამ გოგიბერიამ, გოგიტამ გიგბერიამ, ძღინკიმ გიგბერიამ, ტატუმ გულარიამ, ჯაბესია გულარიამ, მამუკა ბოკუჩავამ... ნაარტია აბრამიას თქვენი დიდი შეცოდება დაედვა თავს და გარდასახადი ვეღარ შეიძლო და თავადმა მისმა ბატონმა ჯაიანმა გიორგიმ და ბატონის მაგიერმა ბოქაულმან ჩიქოვანმან გიორგიმ და გვალიამ გიორგიმ ეს ნაარტია აბრამია სამართლის დღემდის მოგართვეს მისის ყოფა-ცხოვრებით და ჩვენ ეს სათავდებო წიგნი მოგართვით". ნაარტია აბრამია ჯაიანის ყმა ყოფილა ამავე საბუთის მიხედვით. ამიტომაც მას თავდებად ასევე ჯაიანის აზნაურები დასდგომიან.

უთუოდ ჯაიანის აზნაურად უნდა მივიჩნიოთ მამუკა ბოკუჩავაც. ზემოთ დასახელებულ სოფელ ალერტში ხომ მართლაც ცხოვრობდნენ ჯაიანის აზნაური ბოკუჩავები. შესაძლოა, ეს მამუკა ბოკუჩავა ალერტელი აზნაური იყოს, თუმცა ცნობილია, რომ ბოკუჩავათა მრავალრიცხოვანი გვარის აზნაურული შტოს წარმომადგენლები სამეგრელოს სხვა სოფლებშიც სახლობდნენ. მაგალითად: ახუთში, ნოღაში, გურძემში და უსაფათში, შესაძლოა, სხვაგანაც.

სამეგრელოში ბოკუჩავათა გვარის როგორც გლეხური, ასევე აზნაურული შტოს ფართოდ გავრცელების, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საერთოდ მეგრულ გვართა განსახლების ერთგვარი თავისებურებების შედეგად უნდა მივიჩნიოთ ბოკუჩავათა გვარსახელის ასახვა მეგრულ ტოპონიმიკაში. მაგალითად, გვხვდება მიკროტოპონიმები: საბოკუჩაო უბანი სოფელ აბაშაში და სოფელ სუჯუნაში, ლებოკუჩე - უბანი სოფელ ბეტლემში, ნაბოკუჩუ - ტყე და სახნავი ადგილი სოფელ ცხორიაში და სხვა. ამ მხრივ ბოკუჩავათა გვარი გამონაკლისს არ წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგრულ ტოპონიმიკაში ნათლად აისახა სამეგრელოში მოსახლეობის განსახლების გვაროვნული პრინციპი. ძველ კოლხეთში და შემდგომ ოდიშში გვარები უფრო კომპაქტურად ყოფილან დასახლებულნი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოკუჩავათა გვარის მეომრები - გლეხნი კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ. აქ სწორედ ღმერთისა და საქართველოსათვის წარმოებული ომები იგულისხმება და არა ძმათაშორისი შინაომები, თუმცა ესეც ჩვენი ისტორიის სამწუხარო რეალობაა.

ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლები იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების, როგორც ცარიზმის, ასევე ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

სამეგრელოში რუსებმა 1856 წლიდან მოიკიდეს ფეხი. მათ გააუქმეს დამოუკიდებელი ოდიშის სამთავრო და იმპერიას დაუქვემდებარეს. 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების მრისხანე დღეებში სამურზაყანოს გლეხთა ლაშქარს წინ უძღოდა სამურზაყანოელი გლეხი მერაბ ბოკუჩავა.

1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და ბოლშევიკურმა რუსეთმაც თვალთმაქცურად ცნო ეს დროებითი დამოუკიდებლობა. მაგრამ სულ მალე რუსეთის ჯარები ომის გამოუცხადებლად მუხანათურად დაესხნენ თავს საქართველოს საზღვრებს და პირდაპირ თბილისს შემოუტიეს.

1921 წლის თებერვლის საბედისწერო დღეებში ჩვენთვის მეორე კრწანისად ქცეული კოჯორ-ტაბახმელის პოზიციებზე გმირულად იბრძოდა ახალგაზრდა იუნკერი გრიგოლ ბოკუჩავა. ასეთი სახელებით უნდა იამაყოს გვარმა და ერმა.

ბოკუჩავათა გვარმა ბოლშევიკური ოკუპაციის წლებშიც არ დაიშალა ერისა და მამულის სამსახური. ღვთის ნებით, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელს აწერს ბოკუჩავათა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ზვიად ბოკუჩავა.

ნიჭით და ღვაწლით გამოჩნდნენ ბოკუჩავათა გვარის შვილნი: მოძღვარი ბესარიონ ბოკუჩავა, პროფესორები სერგო და გივი ბოკუჩავები, აკადემიკოსი მიხეილ ბოკუჩავა, პოლკოვნიკები ბენიამინ და მიხეილ ბოკუჩავები, ისტორიკოსი ბეჟან ბოკუჩავა, ეთნოგრაფი მარინე ბოკუჩავა, დამსახურებული პედაგოგები ვლადიმერ და ნათელა ბოკუჩავები, მომღერალი და პედაგოგი ნიკოლოზ ბოკუჩავა, მსახიობი აკაკი ბოკუჩავა, თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავა, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბოკუჩავა, მხატვარი ხელოვნებათმცოდნე ნუგზარ ბოკუჩავა...

XX საუკუნის მიწურულს ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლებმა რამდენიმე საგვარეულო შეკრება ჩაატარეს. შექმნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბოკუჩავათა საგვარეულო კავშირი" საკუთარი ფონდით, რომლის მიზანია ბოკუჩავათა მრავალრიცხოვანი გვარის საერთო ძალისხმევის წარმართვა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სამსახურში.

დღეისთვის ბოკუჩავების გვარის დიდი უმრავლესობა ისევ ოდიშ-სამურზაყანოს მხარეში ცხოვრობს, მცირე რაოდენობით გურიასა და იმერეთშიც არიან განსახლებულნი. განსაკუთრებით მრავლად არიან აბაშის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 160 კომლი) და ჩხოროწყუს მხარეში (დაახლოებით 40 კომლი), სახლობენ სენაკის, მარტვილისა და გალის რაონის სოფლებშიც, ქალაქ ფოთში (დაახლოებით 40 კომლი). თბილისში ბოკუჩავათა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს. ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში ბოკუჩავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ორი ათას ექვსასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოკუჩავათა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
23.10. 2021
ავტორს სულაც არ აქვს ნახსენები რომ ბადაშვილები ასურეთშიც ცხოვრობენ ყაზბეგიდან წამოსულები.. და გიორგი გავრცელებული სახელია მათთან
ავტორს სულაც არ აქვს ნახსენები რომ ბადაშვილები ასურეთშიც ცხოვრობენ ყაზბეგიდან წამოსულები.. და გიორგი გავრცელებული სახელია მათთან
26.08. 2016
გიორგი
ჭურღულია, ამ გვარზე გვაინტერესებს ,ვიცით რომ წმინდა გიორგის ხატის მცველები იყვნენ რომელიც დადიანმა შეწირამათ ხატს უკან წარწერა აქვს და დადიანების მუზეუმში ინახება, და წარმომავლობა სვანური აქვსო, თუ იცით რამე ამის შესახებ და ეკლესიას ემსახურებოდა მტელი გვარი, აზნაურებიც იყვნენო საეკლესიო
22.04. 2016
bokuika@ymail.com
Megruli gvarebi:Duduchava,Tkebuchava da Bokuchava msgavsi konstrukciisaa!"Ucha","Uncha" megrulad nishnavs shavs!Ase,rom Duduchava nisnavs Tavshavadzes,radgan "Duda"megrulad tavs nishnavs!Tkebuchava nishnavs Shavgvremans,Shavtkavadzes,radgan "Tkebi"megrulad nisnavs tkavs,kans."Boki"-s mnishvneloba ver gavarkvie;shesadzloa ikos "Borki"anu pexis nacili muxlis saxsridan terpis chatvlit;am logikit Bokuchava shesadzloa nishnavdes "Cvivshavadzes" an "Pexshavadzes!-Ekimi Irakli Bokuchava.
09.09. 2015
ბადაშვილი
შიდაქართლის ბადაშვილებზე საკმაოდ ვრცლად აქვს ავტორს წარმოდგენილი დოკუმენტები წინამდებარე ნაშრომში. ღმერთმა გვამრავლოს ბადაშვილები, სხვათაშორის ჩევნი გვარის დალოცვა მოხდა 2013 წლის 15 დეკემბერს
24.08. 2015
ბადაშვილი
სამწუხაროა რომ ასე გვიან ვნახე ეს სტატია!... ,, ვერაფერს ვიტყვით კახეთის ბადაშვილებზე. ისინი ველისციხესა და შილდაში ცხოვრობენ. ქართული საისტორიო საბუთებში მათი ხსენება არ შეგვხვედრია"? ცოტა მეტად რომ შეწუხებულიყო სტატიის ავტორი აუცილებლად მიხვდებოდა რატომ არ შეხვედრია ქართულ საისტორიო საბუთებში მათი ხსენება. ისინი უბრალოდ არ ცხოვრობდნენ აქ და შესაბამისად ვერც ნახავდა! შილდელი ბადაშვილები და შირაქში, კერძოდ, ზემო ქედში მცხოვრები ბადაშვილები, ასევე მცხეთაში, მუხადგვერდში მცხოვრები ბადაშვილები 4 ძმის შთამომავლები არიან რომელნიც წამოსულები არიან ხორხის ხეობიდან, სოფ. ხირაუშადან. ხორხში კი თავის დროზე მათი წინაპრები სწორედ რომ ყაზბეგიდან არიან გადასულები და დამკვიდრებულები. რაც შეეხება ვარაუდს, სხავ ბუდესთან და წარმოშობასთან დაკავშირებით: ყაზბეგის, უკანა ფშავის და კახეთის ბადაშვილებს სწორედ რომ ერთი ბუდე და წარმოშობა აქვთ. ხოლო ვერაფერს გეტყვით შიდა ქართლის, გორის რაიონის ბადაშვილებზე.
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat