ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ხანთაძეთა გვარი
საკუთარი სახელი "ხანთა" კნინობით-მოფერებითი ფორმაა საკუთარი სახელისა ხანი, ხანა. ხანთაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია.

ერთძირიანი გვარია, ყველა ხანთაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრისგან მოდიან.

ერთძირიან გვარს ბუდეც ერთი აქვს. ხანთაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ქვემო იმერეთში ჩანს.

სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ხანთაძეები იყვნენ სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები.

ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ საისტორიო საბუთებში ხანთაძეთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

1669-1673 წლების შანშე ამირეჯიბის შეწირულობის წიგნის მიხედვით, იმერეთში სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრები გლეხი ხანთაძე მიქელაი შეწირულობის შემდეგ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის მსახური გამხდარა.

ადრევე დაწყებულა იმერელ ხანთაძეთა შიდა ქართლში გადასახლება. XVII საუკუნის ერთი ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ბერუა ხანთაძეს ვენახი და სახლ-კარი შეუძენია კავთისხეველი ბერიკა გიადაშვილისგან. ეს ბერუა ხანთაძე აზატ-თარხანი ან თავდახსნილი გლეხი უნდა ყოფილიყო, რომელიც თავისი სოფლიდან აყრილი და გადმოხვეწილი ნასყიდ მამულზე დასახლდა და არავის ყმად არ მიუვიდა. ნასყიდი მამული საქართველოში ხელშეუხებელი ქონება იყო, არც რაიმე გადასახადი ედო. ამრიგად, XVII საუკუნის II ნახევარში იმერელ ხანთაძეთა ერთი შტოს წინაპრის შიდა ქართლში, სოფელ კავთისხევში დასახლება დოკუმენტურად დასტურდება.

1731 წლის ერთ შეწირულობის წიგნში ვკითხულობთ: "...კათალიკოზის ბატონის გრიგოლის წინამძღვარმან, გელათის წმინდის გიორგის ზედამდგომელმან გაბრიელ, თათარიდგან დავიხსენი მოსახლე კაცი გიორგი ხანთაძე და შენთვის შემოგვიწირავს, პატიოსანო ცათაუმაღლესო ბიჭვინთისა ღვთისმშობელო, და შენის მონასტრის გელათის წმინდის გიორგისათვის შემოგვიწირავს გიორგი ხანთაძე ცოლ-შვილით, სახლ-კარით, ჭურ-მარნით, რისიც მქონებელი არის, ყოვლისფერით შამოგვიწირავს..." 1731 წელს ოსმალები ბატონობდნენ მთელ საქართველოში. გადასახადების ვერგადახდის, ვალის დადებისა თუ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნის გამო გლეხ გიორგი ხანთაძეს "თათარიდგან დასახსნელად" გახდომია საქმე და რადგან იგი სასულიერო პირმა დაიხსნა, ძველ ბატონს ხელი აღარ ექნებოდა მასთან. გიორგი ხანთაძის შთამომავალნი 1731 წლიდან საეკლესიო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნიან.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ხანთაძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ბზვანში (საბატონო გლეხები), სორმონში (საეკლესიო გლეხები) და ფარცხანაყანებში (სახელმწიფო გლეხები). იმერეთის სოფელ გურნაშიც საკმაოდ დიდი ხნის წინ დასახლებულან ხანთაძეები. მათ არ ახსოვთ არავითარი გადმოცემა წინაპართა საიდანმე მოსულობის შესახებ.

1849 წელს გურიიდან ოსმალეთში გაქცეულა გლეხი ევტიხი ხანთაძე. გურულ ბატონს მოუძებნია და უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ ევტიხი ხანთაძე კვლავ გაქცეულა და ბოლოს თბილისში დასახლებულა. XIX საუკუნის შუა ხანებიდან ხანთაძეთა ერთი შტო უკვე თბილისში მკვიდრობს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ხანთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

იმერეთში ადგილის და ადგილის სახელად შემორჩა ხანთაძეთა გვარის სახელი: "ხანთაძეები" - უბანი სოფელ სორმონში, "ხანთაძეების ქუჩა" - უბანი სოფელ ფარცხანაყანევში, "ხანთაძის გორა" - მინდორი სოფელ ბზვანში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ხანთაძეთა გვარისშვილნი: პროფესორი გიორგი ხანთაძე (1912-1983), პროფესორი ზურაბ ხანთაძე (1916-1991), პროფესორი შოთა ხანთაძე (1924-1988), მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ხანთაძე და სხვანი.

ამჟამად ხანთაძეები ცხოვრობენ: ვანის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ახალციხის, გორისა და კასპის რაიონების სოფლებში, აგრეთვე ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

საქართველოში ხანთაძეთა საერთო რაოდენობა 750 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ხანთაძეთა!


გელაშვილთა გვარი
"გელაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "გელა" და სუფიქსაცია - "შვილი". გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "გელა".

KARIBCHE

"მგელა" მამაკაცის ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო "გელა", "გელიტა", "გელიკა" და სხვა - მისი შეკვეცილი და კნინობითი ფორმები. გვარსახელით "მგელ-გელ" ფუძისანი არიან: მგელაძეები, გელაძეები, გელავები, გელოვანები, გელხაურები, მგელიაშვილები, გელიაშვილები, გელეიშვილები, მგელაურიძეები, გელუაშვილები, გელიტაშვილები, გელიკაშვილები, მგელაშვილები, გელაშვილები და სხვა. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

ძნელია საუბარი სისხლით ნათესაობაზე თავად გელაშვილების გვარის შიგნითაც. გელაშვილები იმდენი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ შეუძლებელია, ყველა ისინი ერთი წინაპრის, ერთი ვინმე გელას შთამომავლებად მივიჩნიოთ. საკუთარი სახელი "მგელა", "გელა" ხომ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საქართველოში და სავსებით შესაძლებელია, ერთნაირი ჟღერადობის გვარსახელები დამოუკიდებლად წარმოშობილიყო სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მხარეში. ამდენად, აუცილებელი არ არის, მაგალითისთვის, იმერელი და მოხევე გელაშვილები ერთმანეთის ბიძაშვილებად ჩავთვალოთ, თუმცა არც ამის უარყოფა შეიძლება.

გელაშვილთა გვარსახელით გაერთიანებულ გვარმოდენილობებს შორის იმერელი და წარმოშობით იმერელი გელაშვილები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში, ძირულას ხეობაში, სოფელი ნადაბური ყოფილა. გადმოცემით, იმერ გელაშვილებს მონაწილეობა მიუღიათ გელათის ტაძრის მშენებლობაში და ასევე გადმოცემით, გელათის წმინდა გიორგი ყოფილა გელაშვილთა უპირველესი სალოცავი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია და დოკუმენტურად არ დასტურდება.

ქართულ საისტორიო საბუთებში გელაშვილების გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. კახთა მეფე თეიმურაზ I-ის 1628 წლის ერთ წყალობის წიგნში იმერეთის სოფელ ნადაბურში, წაქვში და ციცქიურში გელაშვილთა წინაპრები მგელაშვილებად იხსენიებიან. ისინი, როგორც ყმა-გლეხები, მეფემ ერთ-ერთ ფეოდალს, ვინმე "ბატონ ლევანს" უბოძა.

ზემო იმერეთიდან ზემო ქართლში გადმოსული გელაშვილები ჩანან 1668 წლის ყუზანაშვილ-გოგიბაშვილთა და 1697 წლის ბაკურაშვილ-ნარიმანაშვილთა მამულის ნასყიდობის წიგნებში. ამ დოკუმენტებში გელაშვილები მოწმეებად იხსენიებიან.

1782 წლით დათარიღებულ აზნაურ აბაზაძის ერთ არზაში ისევ იმერელი, ნადაბურელი გელაშვილია ნახსენები: "ღმერთმან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ძის იულონის ჭირი მოსცეს მათს მონას აბაზაძეს სოლომონს და დავითს.

ამას მოვახსენებთ: ერთი ჩვენი ყმა ლომიძე დამეთხოვა, იმერეთს მოყვარესთან ხეფინის ხევს გავიდა და დაიკარგა, ყიზლარს გავიდა და იქ თქვენის ჭირის სანაცვლო შეიქმნა. ამის ცოლ-შვილი იქ ნადაბურას გელასშვილს ხელოსანს მამუკელას ჰყავს.

ერთის ოქმის წყალობა გვიყავით, რომ ჩვენი ქვრივი და ობოლი მოგვცენ".

ბასილაშვილთა და გელაშვილთა შორის სამამულო დავას ეხება ამავე 1782 წლის განჩინება: "ბასილაშვილმა დათუნა და იასემ უჩივლა გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარს:Eჩემი სახნავი მიწა უჭირავსო, არ მანებებსო, ორთელის ბოლოსო.

ჩვენ ესენი ვალაპარაკეთ. ილაშვილს ოთარს, იაკობ ელისაშვილს, ტერიაშვილს ნასყიდას ღმერთ წინაშე ვკითხეთ, რომე: ეს მამული ბასილაშვილისა გაგიგონიათ, რომე აღათანგის ნაქონი მამულობით გაგიგონიათ თუ არა,Eღმერთ წინაშე მითხარით.

ამ სამმა მოხუცებულთ კაცთ ფიცით ასე თქვეს, რომ ჩვენ არც გაგვიგონიაო, არც ვიცით, რომ აღათანგის შვილის ნაქონი მამული გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარს ეჭიროს. ამ გელაშვილის მამას და ამათ სულ ხელთ ეჭირათ, არავინ შესცილებია. ჩვენ ამათის მიწის მემიჯნეები ვართ, თორემ ამ ბასილაშვილს დათუნას მამა რატომ არ ედავებოდაო.

დღეს სამართლით დარჩა გელაშვილს. ორთელის ბოლოს, რაც სახნავს ბასილაშვილი დათუნა და იასე ედავებოდა, რაცა არა საქმე აქვს. აგვისტო 24. ქორონიკონს უო. მონა ღვთისა მდივანი ოტია".

XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში იმერეთის სამეფოში გელაშვილები ჩანან: თავად ერისთავთა ყმა გლეხებად.

სოფელ ციცქს მცხოვრები ცუცქირიძეების 1890 წლის ერთ პირობის წიგნს ამოწმებს ჩხაროულის საზოგადოების "სუდია" სოსია გელაშვილი.

იმერეთიდან ზემო ქართლსა და თორში გადმოსახლებული გელაშვილების ნაწილი სხვადასხვა დროს სამცხეში შესახლდნენ. იმერეთიდან გელაშვილები ქვემო ქართლში, შიგნით კახეთსა და ქიზიყში გადასულან. ქიზიყიდან გელაშვილთა ნაწილი ალაზანს გაღმა,Eჰერეთ-საინგილოში გასულა. მოხევე გელაშვილები შიდა ქართლის ჩრდილო კავკასიის ველებზე არიან ჩასახლებული. ფშაველი გელაშვილები ერწო-თიანეთსა და კახეთში ცხოვრობენ. გელაშვილები არიან ოდიშ-სამურზაყანოშიც, გურიაშიც და ჯავახეთშიც.E

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, თავად წერეთელთა, ამილახვართა და ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა დროშების ქვეშ.

ამჟამად გელაშვილები ცხოვრობენ: ხარაგაულის (დაახ. 180 კომლი), ზესტაფონის (დაახ. 130 კომლი), ჭიათურის (დაახ. 120 კომლი), ახალციხის (დაახ. 180 კომლი), ადიგენის (დაახ. 30 კომლი), ბორჯომის (დაახ. 520 კომლი), ხაშურის (დაახ. 850 კომლი), ქარელის (დაახ. 160 კომლი), ყაზბეგის (დაახ. 20 კომლი), გარდაბნის (დაახ. 100 კომლი), ყვარლის (დაახ. 50 კომლი), ლაგოდეხის (დაახ. 240 კომლი) და სხვა რაიონებში.

თბილისში გელაშვილთა დაახლოებით 950 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს თითქმის მთელი საქართველოდან არიან ჩამოსახლებული. საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა აღნიშნულისა (საინგილო, ჩრდილო კავკასია), გელაშვილები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა თავმოყრის ადგილებშიც.

გელაშვილები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი (რიგით მესამე) გვარია საქართველოში.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე გელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 18 000 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გელაშვილთა!


ახვერდაშვილთა გვარი
აღმოსავლური საკუთარი სახელი "ახვერდ" ნაწარმოებია საკუთარი სახელისგან "ალაჰვერდ", რაც ქართულად ღვთის ნაბოძებს ნიშნავს. თურქულენოვანი სამყაროდან ქართულ ენაში მრავალმა სიტყვამ და საკუთარმა სახელმა შემოაღწია და გასაკვირი არ არის, რომ სხვა არაქართულ სახელებთან ერთად სახელი "ახვერდ" ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, განსაკუთრებით - გვიან შუა საუკუნეებში. "ახვერდ" ფუძიდან არის ნაწარმოები: სომხური დაბოლოების გვარსახელი ახვერდიანი, რუსული დაბოლოების გვარსახელები ახვერდოვი და ახვერდიევი და ქართული დაბოლოების გვარსახელი ახვერდაშვილი. რა თქმა უნდა, საუბარი ეხება ჩამოთვლილ გვარსახელთა ფუძის მიხედვით მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა შორის ნათესაობას.

თვითონ ახვერდაშვილთა გვარიც, შესაძლოა, მრავალძირიანი იყოს ანუ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ახვერდაშვილები სხვადასხვა ახვერდის შთამომავალნი იყვნენ.

სოციალური მდგომარეობით, ახვერდაშვილი გლეხური გვარია. თავად-აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ახვერდაშვილების გვარი XVII საუკუნის მიწურულიდან ჩანს.

1699 წელს ახვერდაშვილი ზურაბა მოწმე იყო ქალაქში შაჰუანთ ავთანდილა გოგინასშვილისა და ხუდუანთ ასლანა გრიქორასშვილის სახლის ნასყიდობის წიგნისა. ეს ზურაბა ახვერდაშვილი, როგორც ჩანს, თბილისელი მოქალაქე იყო. იმხანად თბილისში ქართველები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც იყვნენ.

ახვერდაშვილთა გვარი იხსენიება 1781 წლის "ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავთარში", აგრეთვე 1788 წლის მარიამობისთვის და 1791 წლის თიბათვის მორიგეთა სიებში. ეს არის "მორიგე ჯარში" გამსვლელთა სიები.

მორიგე ჯარი, იგივე მუდმივი ლაშქარი, რომელიც მეფე ერეკლეს თაოსნობით შეიქმნა XVIII საუკუნის 70-იან წლებში, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იცავდა ქართლ-კახეთს ლეკთა თავდასხმებისგან. მორიგე ჯარის დებულებით, ყოველი ქართველი, ვისაც ხმლის ტარება შეეძლო, მიუხედავად წოდებისა, ვალდებული იყო, წელიწადში ერთი თვით თავისი იარაღითა და ხარჯით ლაშქრად გამოსულიყო და ქვეყნის სადარაჯოზე დამდგარიყო.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ახვერდაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ამჟამად ახვერდაშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროსა და მარნეულის რაიონებში. თეთრიწყაროს სოფლებში ვაშლოვანსა და მუხათში მცხოვრები ახვერდაშვილები სხვა გვარზე გადასულან. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში დაახლოებით 5 კომლი ახვერდაშვილი ცხოვრობს. კახეთში ახვერდაშვილები ყველაზე დიდი რაოდენობით საგარეჯოს რაიონის სოფლებში ცხოვრობენ - დაახლოებით 25 კომლი, არიან თელავის რაიონშიც - 15-ოდე კომლი და ყვარლის რაიონშიც - 10 კომლამდე. თბილისში ახვერდაშვილების დაახლოებით 15-20 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ახვერდაშვილთა საერთო რაოდენობა 280 სულს აჭარბებს. ეს საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნობის გვარია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ახვერდაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
17.03. 2015
გელა გრიგოლაშვილი
გელა ნიშნავს ცეცხლის საჩხრეკ რკინის ჯოხს. მგელთან მას კავშირი არ აქვს.
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat