ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).


რევაზიშვილთა გვარი
"რევაზიშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - "რევაზ" და სუფიქსი "შვილი". გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "რევაზ".

"რევაზ" - არაბული სახელია და არაბთაგან სპარსეთსა და კავკასიაში გავრცელებული.

რევაზიშვილის გარდა "რევაზ" ფუძისგან ნაწარმოებია შიდა ქართლში გავრცელებული გვარსახელი რევაზიშვილი, აგრეთვე არაქართული სუფიქსაციის გვარები: რევაზიანი - ქვემო ქართლში და რევაზოვი - შიგნით კახეთში.

გვარსახელი "რევაზიშვილი" რამდენიმე სხვადასხვა სოციალური წარმომავლობისა და სადაურობის გვარმოდენილობას აერთიანებს.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, რევაზიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

რევაზიშვილი - ქვემო ქართლში, საბარათიანოს გლეხი, XVII საუკუნის საბუთი, საბატონო გლეხი.

რევაზიშვილი - გუდარეხის მონასტრის გლეხი, XVII საუკუნის საბუთი, საეკლესიო გლეხი.

1646 წელი. როსტომ მეფემ აზნაურ არეშიშვილებს ქვემო ქართლში მამულები უწყალობა. სიგელში იხსენიება "ამოვარდნილი რევაზიშვილის სახლი".

1698 წელი. ქვემო ქართლის სოფელ კოდაში რევაზიშვილებმა სამი დღიური მიწა მიჰყიდეს ქავთარაძეებს.

ასევე ქვემოქართლელი, მაგრამ წოდებით აზნაური რევაზიშვილი (შერმაზან) მოწმედ ისხენიება 1671 წლის თავად გოსტაშაბიშვილთა და ასანბეგიშვილთა (ეს ორივე გვარი ბარათაშვილთა განაყრობაა) შორის ყმა-მამულის გაცვლის წიგნებში.

1658-1675 წლებით დათარიღებული ერთი საბუთის მიხედვით, აზნაურ რევაზიშვილს სოფელ ოულეში (ლოკალიზაცია გაურკვეველია) ოთხი კომლი ყმა გლეხი ჰყოლია.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთებში ინახება გაურკვეველი სადაურობის (წოდებით შესაძლოა აზნაურის) რევაზიშვილის პირობის წიგნი. აზნაური რევაზიშვილები ჩანან შიდა ქართლშიც, კერძოდ, ზემო საციციანოში.

1743 წლის ზუმბულიძის პირობის წიგნში გვერდიწითელისადმი (ორივე გვარი აზნაურულია) საციციანოს სხვა აზნაურთა შორის მოწმედ დასახელებულია რევაზიშვილი ბერუკა.

1783 წლის ქართლ-კახეთის სამეფოს თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც თან ერთვოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, რევაზიშვილი ნახსენებია როგორც "თავადის ციციშვილის აზნაური". ამავე სიაში "ქართლის თავადების რიცხვში" იხსენიება თავადი გურჯი-რევაზიშვილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავადი გურჯი-რევაზიშვილები იმ რევაზ ბარათაშვილის შთამომავალნი იყვნენ, რომელსაც მამაცობისთვის გურჯ-რევაზს ეძახდნენ ყიზილბაშები. თავადი გურჯი-რევაზიშვილები თავად ბარათაშვილების ერთ-ერთი სახლის შვილები იყვნენ და გლეხ და აზნაურ რევაზიშვილებთან სისხლით ნათესაობა არ აკავშირებდათ.

ბატონიშვილი იოანე თავად ამილახვართა უფროს განშტოებად "რევაზის შვილებს" ასახელებს. ამის გამო ერთ-ერთ ავტორთან რევაზიშვილთა გვარი მიჩნეულია ამილახვართა მონათესავე გვარად, რასაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. "რევაზის შვილი" ამ შემთხვევაში ამილახვართა ერთ-ერთი სახლის სახელად, პატრონიმად უნდა მივიჩნიოთ და არა შტონაყარ გვარად.

იოანე ბატონიშვილი საციციანოს აზნაურ რევაზიშვილებს რევაზაშვილებად მოიხსენიებს და მათ შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: "ამათნი წინაპარნი იყვნენ სომხითით ბარათაანთაგანნი და მცირე აზნაურნი, რომელნიც მოვიდნენ და დასახლდნენ საციციანოსა შინა და არიან ესენი ძველადვე ცნობილნი დროსა ვახტანგ VI მეფისასა 1703 წ. მეფეთაგან და ტრაქტატსა შინაცა მოხსენებულნი".

1785 წლის თავად რუსიშვილის არზიდან ირკვევა, რომ რევაზიშვილები ყმა-მამულს ფლობდნენ კახეთის გაღმამხარში, სოფელ შილდაში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რევაზიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, თავად ბარათაშვილ-ორბელიანთა და ციციშვილთა დროშებქვეშ და კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში ნეკრესელი ეპისკოპოსების დროშის ქვეშ.

ამჟამად რევაზიშვილები ცხოვრობენ: შიდა ქართლში - გორის რიონის სოფლებში (დაახლოებით 50 კომლი) და მცხეთის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 40 კომლი), არიან კასპის რაიონის რამდენიმე სოფელშიც. ქვემო ქართლში რევაზიშვილები უმნიშვნელო რაოდენობით შემორჩნენ. უფრო მრავლად არიან გარე კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფლებში (დაახლოებით 40 კომლი). უფრო მცირე რაოდენობით რევაზიშვილები ცხოვრობენ შიგნით კახეთში და კახეთის გაღმამხარში, აგრეთვე თორის მხარეში, ზემო იმერეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. თბილისში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული რევაზიშვილების დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს.

სულ საქართველოში რევაზიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2155-ს აჭარბებს (1995 წლის 1 თებერვლის მონაცემები).

ღმერთმა ამრავლოს გვარი რევაზიშვილთა!


ფირცხალავათა გვარი
მეგრულად სიტყვა "ფირცხალი" გაბრაზებულს, გაწიწმატებულს ნიშნავს. ამ სიტყვიდან ნაწარმოები მეტსახელი ფირცხალა შესაძლებელია საფუძვლად დასდებოდა გვარსახელ ფირცხალავას. მეორე ვერსიით, "ფირცხალა" გახლავთ "ალ" სუფიქსით ნაწარმოები კნინობით-მოფერებითი ფორმა მამაკაცის საკუთარი სახელისა "ფირცხე". ორივე შემთხვევაში ფირცხალავა ეპონიმური ტიპის გვარსახელი გამოდის, რომლის ფუძეშიც ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი "ფირცხე" და მეტსახელი "ფირცხალა".

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, თითქოს შესაძლოა, ეს გვარი ტოპონიმურ ტიპს მიეკუთვნებოდეს. ამის საფუძველს იძლევა ჭანეთში არსებული ტოპონიმი "ფირცხა".

ფირცხალავათა გვარი ერთძირიანი გვარი ჩანს.

გვარის განსახლების არეალისა და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფირცხალავების ბუდე-პირველსაცხოვრისი სამეგრელოში, მარტვილის რაიონში უნდა ვივარაუდოთ.

ფირცხალავები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ფირცხალავათა გვარის ხსენება XVI საუკუნიდან იწყება. 1570 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად დავით წულუკიძეს ყმა და მამული უბოძა: ხონში, მათხოჯში, კონტუეთში. წყალობის სიგელში გლეხთა შორის იხსენიება კონტუათელი ძაღლუა ფირცხალავა.

XVI საუკუნის II ნახევარში ფირცხალავა უკვე ცხოვრობს იმერეთში. მისი ან მისი წინაპრების აქ გადმოსვლა უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ფირცხალავა 1570 წლამდე სახასო გლეხი იყო და მერე გადავიდა საბატონო გლეხთა კატეგორიაში.

XVII საუკუნის მათხოჯის დავთრის სხვადასხვა ხელნაწერის მიხედვით, იმერეთის სამეფოს ამ სოფელში უცხოვრიათ საეკლესიო გლეხებს: კაციელა, სიმონა, შუშუა, საყვარელა, კაცობელა, გიორგი და მახარა ფირცხალავებს. მათ სხვადასხვა საეკლესიო სამსახური და გადასახადი ევალებოდათ.

1753 წლის ერთი შეწირულობის წიგნის მიხედვით, რომელიც შემდეგ პეტერბურგის აზიურ მუზეუმში აღმოჩნდა, ჭყონდიდელ ეპისკოპოს გაბრიელს მარტვილის ღვთისმშობლის ხატისთვის 10 კომლი გლეხი შეუწირავს. მათ შორის იხსენიებიან გულუხეთელი გლეხები გიორგი და სეხნია ფირცხალავები. სოფელი გულუხეთი აბაშის რაიონში მდებარეობს. ეს ქვემო სამეგრელოა. აქაური ფირცხალავები ალბათ მარტვილის მხრიდან იყვნენ ჩამოსახლებულნი და ამიტომაც ისევ მარტვილის ღვთისმშობელს დაუბრუნა გაბრიელ ჭყონდიდელმა. ფირცხალავები გულუხეთშიც საეკლესიო გლეხები უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპისკოპოსს მათთან ხელი არ ექნებოდა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ფირცხალავებს უცხოვრიათ იმერეთის სამ სოფელში: კონტუათში, სადაც საბატონო გლეხები ყოფილან, წყალტუბოში, სადაც ასევე საბატონო გლეხები ყოფილან, და მათხოჯში, სადაც საეკლესიო გლეხები ყოფილან.

XIX საუკუნის I ნახევარში ფირცხალავათა გვარი იხსენიება აბაზგეთის სოფელ ლიხნის მცხოვრებთა სიაშიც. მეგრელი გლეხის სვანეთში ან აფხაზეთში გაქცევა და რომელიმე იქაურ თემში თავისუფალ მეთემედ გაწევრიანება ჩვეულებრივი მოვლენა იყო XVI-XIX საუკუნეებში. ამით აიხსნება, რომ ფირცხალავათა გვარის რამდენიმე ოჯახი გვხვდება გუდაუთის, ოჩამჩირისა და ლენტეხის რაიონებში.

1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაში ჩანს უტუ მიქავას თანამებრძოლი კურზუელი გლეხი ისიდორე ფირცხალავა. დაახლოებით ამავე დროს, XIX საუკუნის 50-60-იან წლებში, იმერეთში, ხონში დაარსებულ სამრევლო სკოლას ხელმძღვანელობს იმხანად ცნობილი მწიგნობარი და მგალობელი სიმონ ფირცხალავა. ეს პიროვნება სასულიერო წოდებისა უნდა ყოფილიყო.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ფირცხალავათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკერძ ოდიშის სამთავროს ლაშქარში და ცალკერძ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

სამეგრელოსა და იმერეთში ადგილს და ადგილს დღემდე შემორჩა სახელად ფირცხალავების გვარის სახელი: "ეფირცხაე" - უბნის სახელად მეორდება სამეგრელოს სამ სოფელში: ინჩხურში, ნაგვაზაოში და წინაკვერკვეში (მარტვილის რაიონი); "ფირცხალავები" - უბანი სოფელ გორდში. ეს სოფელი ხონის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ცხენისწყალს გაღმა სადადიანო მამულში მდებარეობს; "ფირცხალავების უბანი" - უბანი ყუმისთავში (წყალტუბოს რაიონი); "ფირცხალავები" - უბანი სოფელ მათხოჯში, იგივე ზემო უბანი (ხონის რაიონი).

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ფირცხალავათა გვარისშვილნი: მღვდელი ანტონ ფირცხალავა, მღვდელმონაზონი ისააკ ფირცხალავა, პროფესორები ნოე, გერასიმე და გულჯავარ ფირცხალავები, მწერალი ლამზირა ფირცხალავა, არქეოლოგი მარინა ფირცხალავა, მოქანდაკე ოთარ ფირცხალავა, მხატვარი გიგლა ფირცხალავა, მსახიობი გურამ ფირცხალავა, მთამსვლელი ვახტანგ ფირცხალავა.

გვარის აქტიურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფირცხალავები ხელს აწერენ საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე აქტს. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი სამსონ ფირცხალავა, 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტს კი უზენაესი საბჭოს დეპუტატი კოტე ფირცხალავა.

ისტორიამ ასე ინება. XX საუკუნეში ორჯერ ფირცხალავათა გვარის თითო წარმომადგენელი აღმოჩნდა იქ, სადაც ერისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდებოდა.

საქართველოში ფირცხალავები ცხოვრობენ სამეგრელოს სოფლებში: გეზათში, ინჩხურში, აბედათში, თამაკონში, ონტოფოში, სალხინოში, ხუნწში, კურზუში, ქვაითში, ნახუნავოში, მუხურში... იმერეთის სოფლებში: მათხოჯში, ნაფაღაურში, დიდ ჯიხაიშში... ქალაქებში: ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, სამტრედიაში, ოჩამჩირეში, ქუთაისში, თბილისში.

ამჟამად ფირცხალავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2800 სულს აჭარბებს. ქალაქ ქუთაისში - ფირცხალავათა დაახლოებით 50 კომლი, ხოლო თბილისში 200-მდე კომლი ცხოვრობს. საქართველოს მასშტაბით ასეთი ოდენობის გვარი საკმაოდ მრავალრიცხოვნად ითვლება.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ფირცხალავათა!


გიგაურთა გვარი
გვარსახელი "გიგაური" ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარმოდენილობა "გიგაური" სათავეს იღებს ბუდეხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

KARIBCHE

გადმოცემით, ბლოელ გიგაურთა წინაპარი - გიგა, არდოტელ ზვიადაურთა წინაპარი - ზვიადა და მუქოელ წოწკოლაურთა წინაპარი - წოწკურა ძმები ყოფილან. მათი პირვანდელი საცხოვრისი სოფელი ბლო ყოფილა. ხევსური ზვიადაურები და ფშაველი წოწკოლაურები დღესაც ბიძაშვილობენ გიგაურებთან.

ბლოდან გიგაურები ოთხი მიმართულებით წასულან: არხოტისკენ, დათვისისკენ, წინა ფშავისა და ერწო-თიანეთისკენ. არხოტელი გიგაურები ხევში გადასულან, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წასულა. არხოტელ გიგაურთაგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები.

დათვისელი გიგაურები არაგვზე გადასახლებულან - ჭართლის თემში, ხოლო წინაფშაველი და ერწოთიანელი გიგაურები ბარად, ძირითადად, კახეთის სოფლებში ჩასახლებულან. ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყრები არიან.

ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურთა გვარის ერთადერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტისა და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, დათვისელ გიგაურებს ძმობა ჰქონდათ ლიქოკელ სისაურებთან. დათვისის ხევის სოფელ გველეთში, მთავარანგელოზის ჯვარში დღესაც დგას მიწაში ღრმად ჩარჭობილი გრძელი სიპის ქვა, გიგაურ-სისაურთა ძმობის სამანი. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ დათვის-გველეთელ გიგაურებს ხანგრძლივი მტრობა ჰქონდათ მოწმაოელ ბეკურაულებთან, რომლებიც ბოლოს გაუძევებიათ ხევსურეთიდან და სოფელი მოწმაოც გიგაურებს დარჩენიათ.

XVI საუკუნიდან დავითისის თემის გიგაურები მამულების გამო უძილაურთა თემის ფშავლებს დაუპირისპირდნენ. უძილაურებს ისევ მამულის გამო ხანგრლივი დავა ჰქონდათ გიგაურთა მოძმე სისაურებთანაც. იმხანად დათვისის თემსა და გიგაურთა გვარს მოთავეობდა მთავარანგელოზის ხევისბერი, სახელოვანი მეომარი, კაცთკითხული და გოლიათი გიგა გიგაური. "მე ეგეთ არვინ მინახიაო, გიგა რო ვნახე გიაურიო", - ნათქვამია მის შესახებ ხალხურ ლექსში.

ფშავლები ლაშარის ჯვარში შეყრილან. გიგაც მიუწვევიათ, რომ მთის სამართლით - რჯულით სადავო საქმე მოეგვარებინათ. მაგრამ "გიგა არ სჯერავ ნარჯულავსაო", და მტრობა ისევ გაგრძელებულა. გიგაურთ ხევისბერის ზურგს უკან გიგაურთა დიდი გვარი იდგა და ამადაც ერჩოდა ძალა, ფშავლებს გზას არ ანებებდა თურმე. ფშაველი უძილაურის ნახევრად ხუმრობით ნათქვამია მაშინდელი:

"კოპალავ, შენამც გენაცვლებიო,
მხოცველი თუ ხარ დევებისაო,
გიგას ვერ მახკლავ გიგაურსაო?
ორწყალში ყარაულად მდგომსაო".


ამავე XVI საუკუნის მეორე ნახევარში გიგაურები მონაწილეობენ ბარელ ფეოდალებზე გახშირებულ თავდასხმებში.

1561 წელს გიგაურ-სისაურ-სამხარაულთა ლაშქარი სანაგ სისაურის მეთაურობით მუხრანის ციხეს დასცემიან: "ხოლო აშოთან, ძემან ბაგრატ მუხრანბატონისამან, ბრძოლა უყო და მოსწყვიდნა იგინი და აოტნა, გარნა მოიკლა იგიცა მათ მიერ". ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში". ეს იყო ქართული სამეფო ხელისუფლების შესუსტებისა და ამის შედეგად "მთის აშლილობის" შავბნელი პერიოდი.

XVII საუკუნეში, "სისხლის წვიმების" ჟამს, ზურაბ არაგვის ერისთავს გიგაურები დათვის-გველეთ-მოწმაოდან აუყრია და არაგვზე, ჭართლის თემში გადმოუსახლებია.

ნაჩქარევი გადასახლებისას გიგაურებს მთავარანგელოზის თას-განძი მიწაში ჩაუმარხავთ და ამ ამბის ხსოვნას რამდენიმე თაობაში ინახავდნენ. ბოლოს ჭართალში დაბადებული და გაზრდილი რამდენიმე გიგაური ხევსურეთში წასულა, წინაპართა სალოცავში. ამათ გადმოცემით სცოდნიათ გველეთის მთავარანგელოზის განძის ჩამარხვის ადგილი. უძებნიათ, ამოუთხრიათ და მართლაც უპოვიათ. მალვით ჭართალში გადმოუტანიათ წინაპართა ჯვარ-ხატები და აქაც საგიგაურო სალოცავი დაუარსებიათ.

ჭართალში გადმოსახლებული გიგაურები დამხვდურ ხუციანიძეთა იმხანად რიცხვმრავალ გვარს შეეფიცნენ. საერისთავოს ლაშქართან ნაომარ, დაცოტავებულ გიგაურებს უცხო გარემოში ადგილობრივი ძლიერი გვარის მფარველობა ესაჭიროებოდათ. ხუციანიძეებმა ახალმოსახლე გიგაურებს ძმური დახმარება გაუწიეს.

მთაში ამბობენ, "ჭირვეულობა რიგით არისო". გავიდა დრო და ჭართლელი გიგაურები გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, ხოლო ერთ დროს ძლიერი ხუციანიძეთა გვარი ლეკების დაცემისას ერთიანად გაწყდა. ერთი ფეხმძიმე რძალი გადარჩენილა მხოლოდ და გიგაურებს შეუფარებიათ. ამ რძალს ვაჟი შეეძინა - ხუციანიძეთა ამოწყვეტილი გვარის ხელმეორედ გამრავლების ერთადერთი იმედი. ბიჭი გიგაურთა ერთი განშტოების - ჩიტაურთა ოჯახში იზრდებოდა. მომხდარა ისე, რომ ამ ბიჭს, ახალწამოზრდილს, წისქვილში ხუციანიძეთა ძველი მეტოქეების, ლალიაშვილთა გვარის კაცი მოუკლავს. ფეხზე დამდგარა თემი, ლალიაშვილები შურის საძიებლად შემართულან. ახლა კი მართლა უნდა გათავებულიყო ხუციანიძეთა გვარი. მაგრამ მათ ხომ თავის დროზე დახმარების ხელი გაუწოდეს გიგაურებს. ახლა კი ხუციანიძეებს უჭირდათ.

ჩიტაურ-გიგაურები ლალიაშვილთა სალოცავში მივიდნენ. ის ბიჭი, უკანასკნელი ხუციანიძეც მიიყოლეს და ლალიაშვილებს ხატის წინაშე უთხრეს: ამ ბალღს აქამდე ჩვენ ვზრდიდით, ახლა თქვენთვის მოგვიბარებია. ცივმა წყალმა ან თბილმა პურმა რომ აწყინოს და რამე დაემართოს, მაინც თქვენ დაგაბრალებთ და საგიგაუროსთან გექნებათ საქმეო. გაჭრა ამ სიტყვამ - "მობარებული მგელმა იცისო", ლალიაშვილებმა დაინდეს მოსისხლე და აღარ აღიგავა პირისაგან მიწისა გვარი ხუციანიძეთა. დღევანდელი ხუციანიძეები გიგაურთა წყალობით გადარჩენილ იმ ერთ ბიჭზე მოდიან.

გიგაურთა და ხუციანიძეთა შორის ძმობა ხომ უკვე იყო და ამას დაემატა ნათელმირონობა ხუციანიძეთა და ლალიაშვილთა შორის. ეს გვარები ერთმანეთში ქალს არ ათხოვებდნენ.

ქსანსა და არაგვზე, თიანეთში, ქართლსა და კახეთში გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი და სხვები; არაგველები: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მიჯახტაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, ბაბულაშვილები, პირმისაშვილები, ქაფიაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, ღანიაშვილები, თათიკაშვილები, ფრიდონაშვილები, საღირაშვილები, ჩანადირები, ყარსიმაშვილები, მახარაშვილები, მერაბაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ლოხიშვილები, ჯლანტიაშვილები და სხვები.

ძირად გიგაურები არიან წინაფშაველი და გუდამაყრელი ანთაურები, თიანელი მეჭიაურები, ახმეტელი ჩაჩაურები და სხვები.

ძველიდან ახალი გვარსახელების წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ძველ გვარში ჯერ კომობა, მამიშვილობა, ბუნი, ბაბუიშვილობა, ბუდობა ჩნდება, შემდეგ კი ამის საფუძველზე წარმოიქმნება ახალი შტონაყარი გვარსახელი. გვარმოდენილობა, რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება.

აქ ჩამოთვლილი ყველა გვარი ძირად გიგაურია. როგორც ვხედავთ, გიგაურებს გვარჩამოვლილობა ერთი აქვთ, ხოლო გვარსახელი - მრავალი.

გიგაურთა და ძირად გიგაურთა სალოცავებია: ახალაურთ კლდე - არხოტის თემის სოფელ ჭიმღაში, მთავარანგელოზის ჯვარი - დათვისის თემის სოფელ გველეთში (ამჟამად ამ ჯვარს არაბულები ლოცულობენ, რომლებიც უკანასკნელ ხანებამდე "ადგილის ბეგარს" უხდიდნენ გიგაურებს), გიგაურთ ხატი - ქსნის ხეობის სოფელ საძეგურთან, საგიგაურო დედა ღვთისმშობელი - არაგვზე, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან. გიგაურთა მთავარი სალოცავია მუხის გიორგის ჯვარი - ბუდეხევსურეთის სოფელ ბლოში.

ქართულ საისტორიო საბუთებში გიგაურთა გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება.

მეფე ალექსანდრეს 1391 წლის სიგელში გიგაური თავისი მამულით აზნაურ მაღალაძის ყმად იხსენიება. შემდეგი საუკუნეების საბუთებში გიგაურები ჩანან შიდა ქართლში: საამილახვროს, საციციანოს, სამაჩაბლოსა და საეკლესიო მამულებში. ესენი იყვნენ თავისუფალი მთიელების შთამომავლები, რომლებიც ბარად ჩამოსახლების შემდეგ ბატონყმურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ ადგილ-მამულის მფლობელ მებატონეებთან.

რევაზ არაგვის ერისთავის მსახური გიგაური მოწმედ იხსენიება ნინია ოდიშელიძისთვის მიცმულ სააღაპე წიგნში, რომელიც 1678 წლით თარიღდება.

1690 წლის მაწია მწერლიშვილის მიერ დავით ქსნის ერისთავისთვის მიცემულ ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ოძისელი გიგნია გიგაური.

მღვდლის მელაოზ გიგაურის ხელით არის დაწერილი XVII საუკუნის II ნახევრის ერთი ნასყიდობის წიგნი, რომლითაც ვინმე ბოწიაშვილს ნაზვერევი მიუყიდია ტარსაიჭაშვილისთვის.

1750-იან წლებში იოსებ რუსთველი ეპისკოპოსი კახეთში მცხოვრებ შიო გიგაურისშვილს ღვთაების ყმად მოიხსენიებს. როგორც ირკვევა, მარტყოფელი გიგაურები საეკლესიო გლეხები ყოფილან.

1776-1777 წლების საბუთებიდან ირკვევა, რომ ქსნის ხეობაში მცხოვრები გიგაურების ერთი სახლი ეკონომიურად საკმაოდ დაწინაურებულა და საკუთარი ყმებიც ჰყოლია, მაგრამ ვერ შეუნარჩუნებია, რადგან იმ ყმებს ძველი მებატონეები, თავადი რატიშვილები წამოდავებიან და სამართლით გაუტანიათ.

ამასთან დაკავშირებით ბეენა გიგაურის პირობის წიგნში ვკითხულობთ: "ესე წიგნი მოგეც მე, ბეენა გიგაურმა, თქვენ, რატისშვილს ბეჟანს... ასე რომ შენი ყმები გოჩაშვილები გიორგი, ლაზარე, მახარე, გლახა, პეტრე - ეს ხუთნი ძმანი და ამათ გარდა კიდევ ამათი ბიძაშვილი ბერი და ბერის შვილები გიორგი, როსტევან, იესე და ქიტესა - ესენი ყოველნივე მე მყუანდენ ნასყიდობითა და მამის ჩემისაგან ნასყიდნი იყვნენ. ამ შენს ყმებს გლეხებზე ლაპარაკი და დავა დამიწყევი და ბატონის სამართალში ჩავცვივდით. ბატონის სამართლის ძალითა ეს გოჩაშვილები, ამ წიგნში რომ სწერიან, ყოველნივე შენ დაგრჩნენ..."

სხვა საბუთიდან ირკვევა, რომ ეს ყმები, რატიშვილებისგან გაქცეულნი, თავიანთი ნებით მისულან გიგაურებთან, მაგრამ გიგაურები აზნაურები არ ყოფილან და ყმები ვერ შეინარჩუნეს, მეფის სამართალმა ყმები კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა.

1794 წელს ჭართლელმა გიგაურებმა ხევსურეთში მიტოვებული მამულების დაბრუნება სცადეს. ამ მიზნით მათ გიორგი ბატონიშვილს მიმართეს:

"ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ძის გიორგის ჭირი მოსცეს ერთობლივ გიგაურებს.

მერე ამას მოვახსენებთ: ყმაც თქვენი ვართ და მამულიც თქვენია, მაგრამ იმ თავითვე დათვისის გველეთი და წინაკარი ჩვენი არის, მაგრამ ზურაბ ერისთავმა ჩვენ რომ აგვყარა, ის მამულიც იქავ გაოხრდა. ერთი ობოლი დაგვრჩა, ფშავში გაიზარდა. ჯერ ღმერთსა ვფიცავ და მერე თქვენს მზესა, რომ იმ თავით ამ თავამდინ ამ ობოლთან გაუყრელნი გახლავართ, მამულიც, ხატიც, ყველა საერთო გვაქვს. დღეს ადგილი ნათხოვრათა გვაქვს. ყმა თქვენი ვარ, ისევ ჩემს მკვდარს მამულს უნდა მოვეჭიდო..."

ვერ მოეჭიდნენ თავის მკვიდრ მამულს ჭართლელი გიგაურები. ამ არზის დაწერიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს კრწანისის ომი ელოდა, ჭართლელი გიგაურები კი არაგველები იყვნენ...

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

ამჟამად გიგაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ხევში, წინა ფშავში, ქსანსა და არაგვზე, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთზე და თრიალეთში, გარე და შიგნით კახეთში, ქიზიყსა და შირაქში.

საქართველოში გიგაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ხუთასს აჭარბებს. განსაკუთრებით მრავლად არიან გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის, ახმეტის, ახალგორისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გიგაურთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
25.09. 2016
gtxovt
dzalian gtxovt metrevelzec dadot istoria magrad mainteresebs
01.04. 2015
SHARMIASHVILI
DZALIAN GTXOVT IQNEB DADOT INFORMACIA SHARMIASHVILEBIS GVARIS SHESAXEB. WIMASWAR DIDI MADLOBA
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat