ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

მაღლაკელიძეთა გვარი
"მაღლაკელიძე" ტოპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია ადგილის სახელი "მაღლაკი". საქართველოში გვაქვს "მაღლაკ"-ფუძიანი რამდენიმე ტოპონიმი. იმერეთში, წყალტუბოს რაიონში, არის სოფელი მაღლაკი, ისევ იმერეთში, ქუთაისის მახლობლად, სოფელ მოწამეთაში ერთ მინდორს "მაღლაკას" ეძახიან. "მაღლაკის ველები" ჰქვია ქუთაისის ერთ-ერთ უბანს. ვერ ვიტყვით, რომელ მაღლაკს უკავშირდება მაღლაკელიძეთა გვარი, მაგრამ მის ფუძეში ტოპონიმ "მაღლაკს" ერთვის სადაურობის მაწარმოებელი სუფიქსი "-ელ", რაც სწორედ მაღლაკელიძეთა წინაპრის მაღლაკიდან მოსულობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მაღლაკი იმერეთის დაახლოებით ერთსა და იმავე რაიონში მდებარეობს.

მაღლაკელიძე ერთძირიანი გვარია.

გვარის განსახლების არეალის და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაღლაკელიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ზესტაფონის მხარეში უნდა ვივარაუდოთ.

მაღლაკელიძენი სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. საბუთებში ჩანან სასულიერო წოდების მაღლაკელიძენიც.

ქართულ საისტორიო საბუთებში მაღლაკელიძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიება ქუთაისს მცხოვრები ნასყიდა მაღლაკელიძე, რომელიც საეკლესიო ყმა ყოფილა და ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა. ასევე საეკლესიო ყმა ყოფილა ხონის საყდრის მებეგრეთა დავთარში მოხსენიებული მაღლაკელიძეთა ერთი კომლი, რომელსაც ემართა: ერთი წლის საკლავი, ექვსი ქათამი, ყველი, თევზი, ღომი, ღვინო, შეშა და მუშაობა.

ქუთაისის საყდრის ყმანი ყოფილან იმერეთის სოფელ მუჯირეთუბანში მცხოვრები მაღლაკელიძენიც.

1790 წლის ხონის ტაძრის საბეგრო ნუსხაში ვკითხულობთ: "მართებს დათვია მაღლაკელიძეს 5 კუახი ღომი და 8 კოკა ღვინო; მართებს კაცია მაღლაკელიძეს 5 კუახი ღომი და 9 კოკა ღვინო".

XVIII საუკუნის სოციალური და ეკონომიკური შინაარსის საისტორიო საბუთებში მაღლაკელიძენი სამეფო და საბატონო (ლორთქიფანიძეთა, ჩიჯავაძეთა) გლეხებადაც იხსენიებიან.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მაღლაკელიძენი იხსენიებიან იმერეთის შემდეგ სოფლებში: ხორითი (საბატონო გლეხი), ამაშუკეთი (საბატონო გლეხი), დილიკაური (საბატონო გლეხი), ხონი (საეკლესიო გლეხი), ძლოურ-დანეთი (საბატონო გლეხი), სანახშირე (სახელმწიფო გლეხი, აქვე ცხოვრობდნენ სასულიერო წოდების მაღლაკელიძენი), საქარა (საბატონო გლეხი), დიხაშხო (საბატონო გლეხი), სვირი (სახელმწიფო გლეხი), საწაბლე (სახელმწიფო გლეხი) და შროშა (საბატონო გლეხი).

XIX საუკუნის 60-იან წლებში იმერელ მაღლაკელიძეთა ერთი შტო შიდა ქართლის სოფელ ურბნისში გადმოსულა. 1884 წლის აზნაურ მაქსიმე ჩხეიძის მიწის ნასყიდობის წიგნში იხსენიებიან სოფელ ობჩას მცხოვრები ალმასხან და გიორგი მაღლაკელიძეები. ეს მაღლაკელიძენი მომიჯნავე მამულების მფლობელნი ყოფილან იმხანად.

ამავე სოფელ ობჩაში 1893 წელს აზნაურ ჩხეიძეებს მამულზე დავაში ფიცი დასდებიათ. ფიცის დადება იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთ მოდავე მხარეს ხატზე უნდა დაეფიცა: "ეს მამული ჩემია, თუ ვტყუოდე, ხატი მრისხავდესო". სამძიმო საქმე იყო, მაგრამ თუ დაიფიცებდა, დაუჯერებდნენ, აღარავინ შეედავებოდა და მამული მოფიცარს დარჩებოდა. იტყოდნენ: "ფიცით გაიტანაო". იმ სადავო საქმეზე ფიცის ფურცელი შეუდგენიათ, რომელსაც ხელს აწერენ აზნაური ზებეკა კიკნაძე და სოფლის "სტაროსტა" სპირიდონ მაღლაკელიძე. როგორც ჩანს, კითხული და სახელიანი კაცი იყო სოფელში ეს სპირიდონ მაღლაკელიძე, თორემ აზნაურების სადავო საქმეში არ ჩარევდნენ და არც მამასახლისად აირჩევდნენ თანასოფლელები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაღლაკელიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გადმოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში. უფრო ადრე, "ჟამსა ერთობისასა", მაღლაკელიძეთა გვარის წინაპრების ადგილი იქნებოდა ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

იმერეთის სოფლებში ადგილს და ადგილს შემორჩენია მაღლაკელიძეთა გვარის სახელი: "მაღლაკელიძეების უბანი" - უბანი სოფელ სვირში და სოფელ სვეტმაღალაში, "მაღლაკელიძეების წყარო" - წყარო სოფელ ზედა საქარაში, "მაღლაკელიძისოულები" - სახნავი ადგილი სოფელ ძლოურ-დანათში, "მაღლაკელიძისოული" - ვენახი სოფელ სვეტმაღალაში, "მაღლაკელიძისოული" - სახნავი ადგილი სოფელ ზედა წევაში და სოფელ ფუთში, "მაღლაკელიძეების უბანი" - უბანი სოფელ დიხაშხოში, "მაღლაკელიძეების წყარო" - წყარო სოფელ თხემლისწყაროში, "მაღლაკელიძეების მინდვრები" - ტყე სოფელ როკითში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ მაღლაკელიძეთა გვარისშვილნი: პროფესორი გაიოზ მაღლაკელიძე, პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე, მხატვარი გოგა მაღლაკელიძე, მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე, გენერალი ალექსანდრე მაღლაკელიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი.

ამჟამად მაღლაკელიძენი ცხოვრობენ იმერეთის თითქმის ყველა რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან ზესტაფონის რაიონის სოფლებში: როდინოულში, მეორე სვირში, ძირულაში, სანახშირეში, ზედა საქარაში, ცხენთაროში და სხვა. არიან შიდა ქართლში: ლიახვის ხეობაში, ხაშურის, ქარელის, გორის რაიონებში. ცხოვრობენ მესხეთში, ბორჯომისა და ახალციხირს რაიონებში. არიან გურიაშიც - ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში, სამეგრელოშიც - ხობისა და აბაშის რაიონებში. ქუთაისში მაღლაკელიძეთა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს, თბილისში კი დაახლოებით 180 კომლი.

საქართველოში მაღლაკელიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3800-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მაღლაკელიძეთა!


ჩალათაშვილთა გვარი
"ჩალათაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - "ჩალათა".

ქართველურ ანთროპონიმიკაში სიტყვა "ჩალა"-დან მიღებულია მეტსახელი და საკუთარი სახელი - "ჩალა", ხოლო სახელები "ჩალაბა", "ჩალაგა", "ჩალათა" ამ სახელის კნინობით ფორმებად შეიძლება მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, ქართული გვარსახელები: ჩალაძე, ჩალაშვილი, ჩალაური, ჩალაბაშვილი, ჩალაგაშვილი, ჩალათაშვილი - საერთო ეტიმოლოგიით უკავშირდებიან ერთმანეთს. აქ ლაპარაკია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

არსებობის უფლება აქვს გვარსახელ "ჩალათაშვილის" ეტიმოლოგიის მეორე ვერსიასაც. საქმე ის გახლავთ, რომ ძველქართულ მეტყველებაში იხმარებოდა დღეს ყველასთვის გაუგებარი სიტყვა "ჩალათა". სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: "ჩალათა - ესე არს მშვილდისა და შუბისა და მისთანათასა შთასადებელი, გინა წიგნთა და უსტართა შთასადებელი, რომელსა მსოფლიონი ბუდედ უწოდებენ". შესაძლოა, სიტყვა "ჩალათა" დამოუკიდებლად იქცა მეტსახელად ან საკუთარ სახელად და სახელი "ჩალათა" სულაც არ იყოს "ჩალას" კნინობითი ფორმა.

მიუხედავად სახელ "ჩალათას" და მისგან ნაწარმოები გვარსახელის "ჩალათაშვილის" ეტიმოლოგიის ორი სხვადასხვა ვერსიის არსებობისა, ერთი რამ აუდავოა: ჩალათაშვილთა წინაპარს ჩალათა რქმევია. ოდესღაც რომელიღაც ჩალათას შთამომავლებს ჩალათაშვილობა გაუგვარდათ. ჩალათაშვილთა გვარსახელის ანუ სიტყვა "ჩალათაშვილის" შინაარსი ასეთია.

რაც შეეხება ჩალათაშვილთა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი ჩალათადან დღევანდელ ჩალათაშვილებამდე ისინი კახელები არიან. მათი განსახლების არეალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩალათაშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი შიგნით კახეთში უნდა ვივარაუდოთ.

სოციალური წარმომავლობით ჩალათაშვილები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ამასთან, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ჩალათაშვილთა შორის აზატ-თარხანი გლეხებიც ერივნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, XVIII საუკუნის I ნახევარში ჩალათაშვილები უკვე შიგნით კახეთში მკვიდრობდნენ და თავიანთი აქტიურობით მეფისა და ქვეყნის სამსახურში თავიანთ როლს ასრულებდნენ.

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია 1738 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული მეფე თეიმურაზ II-ის მიერ გლეხ ჩალათაშვილებისადმი ბოძებული სითარხნის სიგელი, რომელშიც ვკითხულობთ: "ჩვენ, ღვთივ-აღმატებულმან, ღვთივ-დამყარებულმან და ღვთივ ზეცით გვირგვინოსანმან იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმან მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან თეიმურაზ, თანამეცხედრემან ჩვენმან, ქართველთ მეფეთ-მეფის ვახტანგის ასულმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარმან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან ერეკლემ და იოვანემ და საყვარელმან ძმისწულმან ჩვენმა ასან-მირზამ ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი სამკვიდროთ და საბოლოოთ გამოსადეგი აზატობისა და სითარხნის წყალობის წიგნი გიბოძეთ შენ, ჩვენს ერთგულს და დიდათ ნამსახურსა ყმასა ჩვენსა კარდანახელსა ჩალანთას შვილსა მახარობელს, ძმასა შენსა მუსას, კაციას, ძმის-წულსა შენსა სვიმონს, გიორგის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა; - ასე რომე შენ ჩვენ შვილს ერეკლესთან ყეენის კარზე გაგგზავნეთ. ეს წყალობა გვიქნია. გაგვიაზატებიხარ ასე რომე არაფერი საჩვენო და სახელმწიფო გამოსაღები არა გამოგერთოს რა, არა საძალო საქმე, არა კოდისპური, არა ღვინო, არა რიგის საკლავი, არა ყალანი, არა ტიკი, არა ტომარა, არცა საბელი, არაფერი არა გამოგერთოს რა, ასე გაგვიაზატებიხარ. არა მოგეშალოს ჩვენგან, არცა სხვათა მეფეთა და მეპატრონეთაგან. ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და ჩვენის შვილის ერეკლეს ერთგულებასა და სამსახურში. აწე გიბრძანებ, კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო ჩვენო მოსაქმენო, ხიზიყის მოურაო, ნაცვალ-ასისთაო და ქევხებო, როგორითაც ამ ჩვენს ნაბოძებ ფარმანშიგან ეწეროს, თქვენც ასე დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით. დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე გიორგობისთვეს იბ. ხელითა მდივნისშვილის სოლომონისითა, ქორონიკონს უკვ".

1737 წელს ყიზილბაშებმა ქართველთა ჯარის მონაწილეობით ავღანეთში ყანდაჰარის ციხე აიღეს. ნადირ-შაჰმა მეფე თეიმურაზი კახეთში გამოისტუმრა, სანაცვლოდ კი ბატონიშვილი ერეკლე დაიბარა ახალი ჯარით და ინდოეთის ლაშქრობაში გაიყოლა. ერეკლე ბატონიშვილის თანმხლებთა შორის ყოფილა კარდანახელი გლეხი მახარობელ ჩალათაშვილი, რომელსაც კახეთიდან მთელი სპარსეთის გავლით ინდოეთამდე უვლია. ინდოეთში ქართველებმა შაჰ-ჯანაბათის ბრძოლაში "ხმალი მოიქნიეს" და ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად დამაშვრალნი და შეცოტავებულნი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჩამოიტანეს ამბავი ინდოეთისა და ჯანაბათისა ("ჯანდაბისა", როგორც ქვეყნის დასავლისა და დასაკარგავი ადგილისა). ჩალათაშვილი ერეკლე ბატონიშვილს ჯანაბათამდე, "ჯანდაბამდე" ერთგულად მიჰყოლია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ძველ და ნამდვილ საქართველოში ერთგულება და ვაჟკაცობა დიახაც დიდად ფასდებოდა. მეფის "ერთგულსა და დიდად ნამსახურს" მახარობელს, მუსას, კაციას, სვიმონს და გიორგი ჩალათაშვილებს და მათ შთამომავლებს საშვილიშვილოდ თარხნობა და აზატობა ჰბოძებიათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჩალათაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის პირველ ანუ მოწინავე სადროშოში, ქიზიყელთა შორის, ბოდბელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ჩალათაშვილები ცხოვრობენ შიგნით კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფლებში (100-120 კომლი), აგრეთვე გარე კახეთში, საგარეჯოს სოფლებში (20-25 კომლი). თბილისში ჩალათაშვილთა 35-40 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს კახეთიდან არიან ჩამოსახლებულნი. ჩალათაშვილები საშუალოზე მეტი რიცხოვნების გვარია. საქართველოში ჩალათაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 740 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჩალათაშვილთა!


პაპაშვილთა გვარი
"პაპაშვილი" - ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე - პაპა და სუფიქსი - შვილი. პაპაშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი - პაპა.

KARIBCHE

პაპი, პაპა - მამაკაცის ქართული, არაქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო პაპია, პაპიტა, პაპანა, პაპუკი, პაპკია, პაპილა, პაპუნა და სხვა მისი კნინობით-მოფერებითი ფორმებია.

ქართულ ანთროპონიმიკაში "პაპ" ფუძის დერივატული გვარსახელებია: პაპავა, პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპასკირი, პაპასკუა, პაპიაშვილი, პაპისაშვილი, პაპიტაშვილი, პაპიძე, პაპუკიშვილი, პაპკიაური, პაპოშვილი, პაპუაშვილი, პაპუნაშვილი, პაპაჩაშვილი, პაპაშვილი და სხვა. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

სისხლით ნათესაობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ პაპაშვილთა შორისაც ვერაფერს ვიტყვით.

პაპი - საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო ძველ საქართველოში. დღეისათვის პაპაშვილები იმდენი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ დაუჯერებელია, ყველა მათგანი ერთი წინაპრის, ერთი "პაპ"-ის შთამომავალი იყოს. სავსებით შესაძლებელია, პაპაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებდეს.

პაპაშვილთა გვარის განსახლებისა და თავმოყრის არეალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარმოდენილობის უმრავლესობა ქართლური წარმომავლობის უნდა იყოს. ამასვე ადასტურებს წერილობითი მასალაც. ჩვენს ხელთ არსებული ყველა საბუთი, რომლებშიც პაპაშვილის გვარი იხსენიება, ქართლის სამეფოს ისტორიულ საბუთებს ეკუთვნის.

სოციალური წარმომავლობის მიხედვით, პაპაშვილები ყმა გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება.

ჩამოვთვლით ჩვენს ხელთ არსებულ ისტორიულ საბუთებს, რომლებიც ამა თუ იმ ასპექტით პაპაშვილთა გვარს შეეხება:

1633-1658 წლები. სოფელ ნახშირგორში თავად თამაზ ბარათაშვილის წილში ნარგებ ყმათა სიაში იხსენიება პაპაშვილი გოგია. სოფელი ნახშირგორი თბილისის მახლობლად, მდინარე ვერას ხეობაში მდებარეობს.

1676 წელი. სოფელ ჯალდამში მდივანბეგ ვახტანგ ბარათაშვილის ყმათა შორის წერიან პაპაშვილები გრიგოლა, ვართანა და თამაზა თავიანთი მამულებით. სოფელი ჯალდამი ქვემო ქართლში, საბარათიანოში მდებარეობდა.

1678 წელი. სოფელ დიღომში გლეხმა გოგია ზანდარაშვილმა გლეხ დემეტრე პაპაშვილსა და მის შვილებს 2 დღის სახნავი მიწა მიჰყიდა, კოლოტაურის მიჯნამდე.

XVII საუკუნის უთარიღო, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის წიგნში გლეხი პაპაშვილი იხსენიება სოფელ მძოვრეთში თავად პაპუნა ციციშვილის წილში ნარგებ ყმათა შორის. სოფელი მძოვრეთი შიდა ქართლის გაღმა მხარეშია, ზემო ციციანთა მამულებში.

1700-1719 წლების ნუსხაში გორის მხარის სოფელ რეხაში წერია თავად თუმანიშვილთა ყმა გლეხი პაპაშვილი ზურაბა.

1721 წელი. სოლოღაშვილ-რატიშვილთა ვალისა და გირაოს წიგნის ერთ მინაწერში თავად სოლოღაშვილის ყმა პაპაშვილები იხსენიებიან ქვემო ქართლის სოფელ ასურეთში. ასურეთის გარდა, ქვემო ქართლში პაპაშვილები ჩანან ენაგეთში, ახალშენში, მუხათში, ტაბახმელაში, კოდაში და სხვ. (კოდელი პაპაშვილები თავად ორბელიანთა ყმები იყვნენ).

1722-1740 წლების მცხეთის საკათალიკოსო ყმათა ნუსხაში წერია: "არის ერკნეთს გლეხი... პაპაშვილი გელა კომლი ა, თავი ბ, ფურკამეჩი ბ, პაპაშვილი თამაზა კომლი ა, თავი ბ". ესენი, როგორც საბუთიდან ჩანს, საეკლესიო გლეხები ყოფილან. ზემო ქართლში უცხოვრიათ თავად აბაშიძეთა ყმა გლეხ პაპაშვილებსაც.

უფრო გვიანდელ საბუთებში გვხვდება ყორნისის მხარის სოფელ წორბისის მამასახლისი მიხეილ ლევანის ძე პაპაშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის პაპაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში.

ამჟამად პაპაშვილები ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფლებში (დაახლ. 60 კომლი), გარდაბნის მხარეში (40 კომლი), თეთრიწყაროს მხარეში (30 კომლი), უფრო მცირე რაოდენობით: ქარელის, გორის, ხაშურის, დუშეთის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხისა და სხვა რაიონებში. თბილისში პაპაშვილთა დაახლოებით 170 კომლია.

პაპაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი პაპაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2010
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
24.12.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
15.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
01.10.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
17.09.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
20.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
06.08.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
09.07.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
11.06.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
16.04.2009
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat