ლოცვანი ავიღე და თითქოს თავისით გადაიშალა ღვთისმშობლის დაუჯდომელი
ლოცვანი ავიღე და თითქოს თავისით გადაიშალა ღვთისმშობლის დაუჯდომელი
ფსალმუნი სულის წყაროა, ფსალმუნთა კითხვისას ყველაფერზე გაქვს პასუხი და სავედრებელი შენიც, გრძნობ, როგორ მიდის უფალთან. "ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისანი", - ეს ღაღადება საყოველთაოა და მარადჟამული. ჩვენ კი არცთუ იშვიათად გვეზარება ლოცვა, უფალთან საუბარი, ვარჩევთ სხვა საქმე ვაკეთოთ, ვიდრე უფალს გავანდოთ გულისნადები, ან მადლობა ვუთხრათ, ან... თუმცა გაჭირვებისას და რაიმეს სათხოვნელად სწორედ უფალს მივმართავთ.

ელენე (55 წლის): - ადრე დიდი მლოცველი არ ვყოფილვარ, ვერც ახლა დავდებ თავს ამაზე, რადგან ახლა, როცა დილა-საღამოს ლოცვებსაც ვკითხულობ, სხვადასხვა ლოცვებსაც და 7-გზის ლოცვებსაც, ჩემი თავი რამდენჯერმე დავიჭირე იმაში, რომ ეს უფრო პასიური ლოცვა იყო. ხანდახან ყველაფერი მესმის და გულისყურიც გამახვილებული მაქვს, ხანდახან კი ათას რამეზე ვფიქრობ, ზოგჯერ ისეთზეც, ჩვეულებრივად რომ არც გამახსენდება. ამის გამო საგანგებო ლოცვასაც ვკითხულობ, რადგან ვგრძნობ, ფარისეველივით პირით ვადიდებ უფალს და გული შორს არის მისგან. ამას განვიცდი და მოძღვრის რჩევას ვითვალისწინებ - როცა ჩემს თავს დავიჭერ უგულისყურო ლოცვაში, თავიდან ვიწყებ. თავიდან ვთქვი, დიდი მლოცველი არ ვიყავი-მეთქი და მერე სიტყვა გადამიცდა. დიდი კი არა, საერთოდ არ ვლოცულობდი. ამას საგანგებოდ კი არ ვაკეთებდი, მეგონა, სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო. მე ექიმი ვარ და საქმე მართლა ბევრი მქონდა. განსაცდელმა გამომაფხიზლა. ჩემმა ვაჟმა მანქანა იყიდა, წესიერად ტარება არც იცოდა და ავარია მოუვიდა. ორი თვე უგონოდ იყო. ერთ ღამეს გასავათებულს ჩამეძინა. თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და ჩამძახა, ილოცეო. ჩვენს პალატაში ახალგაზრდა კაცი იწვა, ცოლი ადგა თავს, აი, იმას ჰქვია მლოცველი... იჩოქებდა და ისე ლოცულობდა. სულო ცოდვილო, რამდენჯერ გამივლია გულში, შენ რატომღა დაგემართა ასეთი რამ-მეთქი. ხანდახან ბრაზიც მომსვლია, ქმარი უკვდება და დროს ლოცვაში ატარებს-მეთქი. მივბარბაცდი მის საწოლთან, ლოცვანი ავიღე და თითქოს თავისით გადაიშალა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ეს ახლა ვიცი, თორემ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო დაუჯდომელი. მთელი ღამე ვიკითხე, მადლობა უფალს, რომ არ გამწირა. ჩემი შვილი გონს მოვიდა და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. ის კაციც გადარჩა... ამიტომ მწყდება გული, რომ ჩემი უგულისხმობის გამო ხშირად ვერ მივდივარ უფალთან მხურვალე გულით.

კახა (35 წლის): - ეკლესიაში მთელი ოჯახი დავდივართ და წირვა-ლოცვასაც სიხარულით და ყურადღებით ვუსმენ. ჩემს თავს შევამჩნიე, რომ მარხვაში ლოცვას უფრო ვახერხებ და თავდაჭერილიც და, ასე ვთქვათ, ამ მხრივ მოწესრიგებულიც უფრო ვარ. რესტორანში რომ მპატიჟებენ, მეგობრებს უარს ვეუბნები, თუ არ მომეშვებიან, იქიდან მალე ვბრუნდები და ვლოცულობ. მერე უფრო მიჭირს თავშეკავება. სამსახურშიც ვიღლები და საღამოს მთელი ლოცვის წაკითხვასაც ვერ ვახერხებ. მარხვაში თუ ვმუშაობ? - აბა, ამდენი ხანი ვინ დამასვენებს, მაგრამ ხომ გითხარით, უფრო მობილიზებული ვარ-მეთქი. ამაზე მოძღვარმა მითხრა, იღლები კი არა, გეზარებაო და მერე რომ დავუკვირდი, დავეთანხმე.

თეონა (33 წლის): - ვლოცულობ, თან ჩემი სიტყვებითაც ველაპარაკები უფალს, ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზს. ყველაფერს ვუყვები, რაც კი იმ დღეს შემემთხვა, ავსაც და კარგსაც. მერე ჩემსავე გულისთქმას ვუგდებ ყურს და ვგრძნობ, როგორ მარიგებენ ისინი.

ცაცა (27 წლის): - ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, უფლის გარდა არავინ მყავს მანუგეშებელი. ქმარმა მე და ჩემი გოგონა მიგვატოვა. ბავშვმა მამამისის წასვლა ინერვიულა და დამუნჯდა.

ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩით და იმის საშუალება სად მქონდა, ექიმებთან მეტარებინა. ეკლესიური ადრეც ვიყავი, მაგრამ ამიერიდან ეკლესია ჩვენი მეორე სახლი გახდა. წირვა-ლოცვაზე სიარულმა და ხშირმა ზიარებამ ჩემს შვილს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ჩემი მეუღლე ცუდი ადამიანი არ იყო, ვიცი, ისიც განსაცდელშია და იმედი მაქვს, ჩვენი ლოცვა მოუბრუნებს ჩვენკენ გულს.
ბეჭდვაელფოსტა
15.10. 2021
დიდება უფალს
უფალი გვფარავდეს მთელ ქართველ ხასხს
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat