მარხვას როგორღა დავიცავდით, როცა პატარა მიზეზი გვინდოდა და რესტორანში გავრბოდით
მარხვას როგორღა დავიცავდით, როცა პატარა მიზეზი გვინდოდა და რესტორანში გავრბოდით
მომდევნო სართულზე ასასვლელად კიბეს უნდა შევუყვეთ. ასევეა დღეები, რომლებიც ჩვენთვის სულიერი ამაღლების საფეხურებია. სულიერი წრთობა უკეთ დაგვაძლევინებს კიბის სიმძიმეს, ამისთვის კი მარხვა და ზიარებაა აუცილებელი. ჭეშმარიტი ქრისტიანი მარხვის გზით მივა უფალთან, რადგან მარხვა უფლის სისხლისა და ხორცის მისაღები სამზადისია, სხეულის განწმენდა სულსაც აფაქიზებს, რადგან სურვილთა დათმობას სხვა სულიერი ფასეულობების გაღვიძება მოჰყვება. ბევრს მარხვა ერთი საკვების მეორით შეცვლა ჰგონია, თითქოს არც სმენოდეს აგიოგრაფ მწერალთა მიერ წმინდანთა ღვაწლის წარმოსაჩენი სიტყვები: "...მარხვითა, ლოცვითა და მარადის მღვიძარებითა".

ზაზა (37 წლის): ყოველთვის მეგონა, რომ მარხვა ვერანაირად ვერ გამოხატავდა მორწმუნის სულიერ მდგომარეობას. ეკლესიაშიც დავდიოდი და მოძღვარიც მყავდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი სულისთვის იღვწოდა და მირჩევდა, სინანულს აუცილებლად ზიარება უნდა მოჰყვეს, ზიარება კი მარხვის გარეშე არ შეიძლებაო. ეტყობა გული არ იყო მზად მისი რჩევის მისაღებად. მოძღვარს, რომელიც ვერ მაზიარებდა, ჩემი ცხოვრების ყველა წვრილმანს ვუყვებოდი და ვფრთხილობდი კიდეც, რომ ცოდვა არ ჩამედინა, მაგრამ მარხვას მაინც ვერ ვახერხებდი. თავს სხვათა განკითხვით ვინუგეშებდი, რამდენი იცავს მარხვას, მაგრამ ცოდვას ცოდვაზე სჩადის-მეთქი. ამის თქმას მოძღვართან ვერ ვბედავდი, მაგრამ ერთი მორწმუნე მეზობელი მყავს და იმასთან ვთქვი, აი, შენ, თავი მორწმუნედ მოგაქვს და მარხვასაც ინახავ, მაგრამ არაყსა და სიგარეტს ყიდი-მეთქი. ხმა არ ამოუღია, ისე გაბრუნდა. ერთი კვირის შემდეგ მოვიდა და მითხრა - შენმა სიტყვებმა დამაფიქრა და ახლა ჩემს პატარა დუქანში აღარ შემაქვს სიგარეტიო.

ვერ გეტყვით, რამ მომიყვანა აზრზე, მაგრამ როგორც იქნა, მივხვდი მარხვის მნიშვნელობას, თუმცა მანამდე საოცარი სულიერი განახლების გზა გავიარე - თავიდან, როცა მარხვაში ხორცს ვჭამდი, სინანულის გრძნობა არ მქონდა, მერე, როცა ვნების კვირას სამწვადეში მოვულხინე, საშინელი განცდით გამოვედი იქიდან. თავი შემზიზღდა. მართალია, მეორე დღესვე მარხვა არ დამიწყია, მაგრამ როცა არასამარხვო კერძებს მივირთმევდი, სინანული მიპყრობდა ასე ნელ-ნელა მოვიდა იმის შეგნება, რომ მარხვის დაცვა ქრისტიანისთვის აუცილებელია.

ლიანა (54 წლის): მარხვის დროს ადამიანი სულიერადაც განიწმინდება და ხორციელადაც. ხშირად ამიტომ ვეუბნებით ერთმანეთს ზიარების დროს: "საკურნებელად სულისა და ხორცისა". რადგან ჯერ კიდევ ვერ ვარ ამაღლებული იმ დონეზე, რომ მარხვა მთელი თავისი უბრალოებითა და სიდიადით გავითავისო, ხორცზე ზრუნვას უამრავ დროს ვუთმობ, თუმცა მიხარია მარხვის დაწყება - უფრო მობილიზებული ვხდები, წირვა-ლოცვასაც უფრო ხშირად ვესწრები და შვიდგზის ზეთისცხებასაც ვიღებ, მაგრამ სამარხვო საჭმელებსაც დიდი გულმოდგინებით ვამზადებ, ანუ ვაცხობ ნამცხვრებს, სამარხვო მაიონეზით ვანელებ სალათებს და ა.შ. არადა, მახსოვს ბებიაჩემი რა უბრალოდ, უდრტვინველად ინახავდა მარხვას, - როცა ოჯახში არაფერი იყო, ხმელა პურს ისე იხმევდა, მისი სიფაქიზე შეგძრავდათ. ცოტას ჭამდა, იმდენს, შიმშილს რომ არ შეეწუხებინა. საერთოდ მშვიდი და ამავე დროს მკაცრი იყო, მაგრამ მარხვისას სათნო ხდებოდა, ხმას არ აუწევდა, ლოცვასა და მდუმარებას ერთნაირად ახერხებდა, ცოტას ლაპარაკობდა, ისიც მხოლოდ აუცილებელ საკითხებზე. არ ვიცი, იქნებ ცხოვრება იყო სხვანაირი-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ ეს ალბათ თავის მართლება უფროა. აბა, რა ცხოვრება იყო მაშინ, მაგრამ რწმენა ჰქონდა და ყოველდღიურობისგან თავის დაცვას ახერხებდა.

ნუნუ (40 წლის): მარხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ყველა ქრისტიანმა, მართლმადიდებელმა ამ კუთხით უნდა აკონტროლოს თავისი თავი. ზოგს ჰგონია, რომ მარხვის დაცვა, თუ სხვა ადამიანური ღირსებები აქვს, აუცილებელი სულაც არ არის. მეც ასე მეგონა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან პატარები ვიყავით და ღმერთი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, როცა თუნდაც მცირედი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა. მარხვას როგორღა დავიცავდით, როცა პატარა მიზეზი გვინდოდა და რესტორანში გავრბოდით. ვერ ვიტყვი, რომ დიდმა განსაცდელმა მიგვიყვანა ღმერთამდე, მაგრამ მაინც შევიცანი იგი - თავიდან ოთხშაბათ-პარასკევის დაცვა დავიწყეთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდებოდა, მერე და მერე თანდათან რაღაცნაირად გამოგვიმუშავდა "თავდაცვის ინსტინქტი" და უკვე საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც ვაკონტროლებდით. მერე დიდი მარხვა დავიცავით და ვეზიარეთ. იქნებ არც დამიჯეროთ, მაგრამ ეს იყო აღმაფრენა, მიხაროდა, რომ ეს დავიმსახურე. ცოტა ახალ წელს გაგვიჭირდა და პირველად დავარღვიეთ კიდეც, მაგრამ მესამე წელს ესეც შევძელით, ღვთის ნებით, მერე შვილი გვეყოლა, 5 წელი ამაოდ ველოდით... ამიტომაც მწამს, რომ ღმერთმა შეისმინა ჩვენი. განსაკუთრებულს კი არაფერს აკეთებს ადამიანი, როცა მარხვას იცავს, აღსარებას ამბობს და ეზიარება - იგი წინაპართა ტრადიციებს მიჰყვება და იმ წესით ცხოვრობს, როგორითაც უნდა ცხოვრობდეს, თავშეკავებას, დათმენას ეჩვევა... ესეც ხომ ჩვენი პატარა ღვაწლია უფლის წინაშე?!

თამაზი (50 წლის): მარხვის მნიშვნელობაზე როცა ლაპარაკობენ, ყოველთვის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვები მახსენდება, - შეეპარათ ქართველებს სმა-ჭამა უგვანი, კეკლუცობა ყიზილბაშური. ნაყროვანება და მარხვის დაუცველობა საქართველოში ოდითგანვე სირცხვილად მიიჩნეოდა, მეტიც, ვერავინ გაბედავდა, მარხვა დაერღვია. ცხონებული დედაჩემი ჰყვებოდა: ჩემს ბავშვობაში მარხვის დაწყებამდე მთელი სოფელი ჯამ-ჭურჭელს დარეცხავდა და დამდუღრავდა, რომ ცხოველური ცხიმი არაფერს შეჰყოლოდა, მარხვის დროს კი დოვლათი გროვდებოდა, ამიტომაც აღდგომას ოჯახები სულიერადაც და ხორციელადაც გაძლიერებულნი ხვდებოდნენო. წარმოიდგინეთ - "ქრისტე აღსდგას" რომ იტყოდა მღვდელი, როგორი სიხარული, შინაგანი თრთოლა გადაუვლიდა მრევლს - ცოტანი იყვნენ, მაგრამ რჩეულნი. მადლობა უფალს, ახლაც ბევრი მარხულობს და ეზიარება, ისინიც, ვინც ამას მიზეზთა გამო ვერ ახერხებს, ნელ-ნელა მოეგებიან გონს. მარხვა ხომ აუცილებელია, საკმარისია ჩვენი წმინდანები მოვიგონოთ - ისინი ხომ მთელი ცხოვრება მარხულობდნენ და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დღეს კი ზოგჯერ არცთუ გონივრულ ნათქვამს გაიგონებ - მარხვას რაღა მნიშვნელობა აქვსო. მათ ალბათ არ იციან, რომ თავად უფალი მარხულობდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat