წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
იესო ქრისტე, ძე ღვთისა, კაცობრიობის გადასარჩენად მოევლინა ამ წუთისოფელს, ხალხს და მოწაფეებს ხშირად ელაპარაკებოდა ადამიანის შეცოდებებზე , მონანიებაზე, ღვთიურ სასოებაზე, ასევე იმაზე, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე! ყველამ ვიცით, რომ კარგია სიცოცხლე და სიცოცხლე იმქვეყნიური და ამქვეყნიური, დალოცვა გვესმის ხოლმე: "იხარე ორსავე სოფელსა შინა". საერთოდ, არსებობა არის სიკეთე. კარგია, რომ ვარსებობთ ჩვენ, ჩვენი ახლობლები, მთები, ზღვები, მთელი სამყარო ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი, ერთიმეორის სიკეთისა და სიყვარულის სამსახურში. ქარი რომ ბალახს ჩაუქროლებს, ბალახი აიქოჩრება, ჯეჯილს რომ დაუბერავს, ნორჩ ღეროებს ზღვის ტალღებივით დაარწევს. ეს ქარის საოცარი ცეკვაა, და ასეა, "ყოველი სული აქებს უფალს", მაგრამ არ კმარა, მხოლოდ სული გვედგას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა კაცთა შორის თანხმობა, მშვიდობა და სიამტკბილობა მხოლოდ კეთილ საქციელს მოჰყვება. სიკეთის საფუძველი სიყვარულია, სიყვარული თუ არ გვაქვს, სასიკეთოს ვერაფერს გავაკეთებთ. სადაც სიყვარულია, იქ ბოროტებას არაფერი ესაქმება, მაგრამ რადგან ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, სიკეთისა და ბოროტების გზის მიდევნებაც სულის უნარია, სხეულს ხომ სული ანიჭებს სიცოცხლის უნარს, თავისთავად სხეული არც კეთილია და არც ბოროტი, თავისთავად, სულის ბრძანების გარეშე, ვერც კეთილ გზაზე წავა და ვერც ბოროტზე. ამიტომაც არის აუცილებელი სულის ფაქიზად მოვლა, მისი განწმენდა-გასპეტაკება. სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი ძნელია, მაგრამ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი თავს უფლებას არ მისცემს, ცხოვრების გზაზე შემოყრილ საცდურებს გამოედევნოს, ისე მოდუნდეს, სიფხიზლე ისე დაკარგოს, რომ საძრახის მიდრეკილებას დანებდეს, მდაბალ გრძნობათა და უკეთურ აზრთა სათარეშო ასპარეზად აქციოს თავისი სული.

ამიტომ ამბობენ, კაცის ცხოვრება შეუსვენებელი ბრძოლააო. ბრძენ წინაპარს უთქვამს: "ვის არ ერევის რული, იგი არის კაცი სრული".

კაცი თუ დააკვირდება, ობობასგანაც კი ისწავლის ბევრ რამეს. მაგალითად, როგორ უნდა მოთმინება! ქსელს რომ დაურღვევენ, თავიდან იწყებს ქსოვას, არ მოისვენებს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს. დაუშლიან, კვლავ თავიდან დაიწყებს, თანაც ამას უდრტვინველად აკეთებს. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. ვინც მოითმენს, ის მოიგებს! და შრომისათვის გასამრჯელოსაც მიიღებს!..
გოგიტა (გიორგი) გიორგაძე

უფალი მარჯვენით შენსა
(ფს. 109,5)
ჩვენს სულიერ მოძღვარს, ჩვენს კეთილ მრჩეველს, მამა მიქაელს (კირკიტაძეს), დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. სულითა და გულით ვულოცავთ ნახევარსაუკუნოვან იუბილეს ჩვენს დაუღალავ ქრისტეს მხედარს. მამა მიქაელ! რადგან უფალმა ასე ინება და თქვენ გამოგირჩიათ თავისი ჯვრის ერთგულ მტვირთველად, თქვენ, ამ უდიდესი პატივისა და ულამაზესი ღირსების სრულად შემცნობელს, გისურვებთ:

კვლავაც ძველებური შემართებით, ერთგულებითა და თავდადებით გეტარებინოთ თქვენი სამწყსო, ჩვენო ბრძენო მესაიდუმლევ, სასუფევლისაკენ სავალ გზაზე!

კვლავაც მსუბუქი და ტკბილი ყოფილიყოს მისი უღელი თქვენს ქედზე, რომ არ დაგვეღალოთ, რომ არ შეგვეჭირვოთ ამდენი დაბრკოლებულის შემხედვარე, და კვლავაც მოყვასის უზომო სიყვარულით ფეთქავდეს თქვენი დიდი გული, ბავშვივით სათუთო და მოხუცივით ბრძენო მოძღვარო!

ჩვენო ძვირფასო მამა მიქაელ! მოგვიტევეთ ხმამაღლა გამხელილი გრძნობისათვის. თქვენს მოიმედე მრევლს დიდხანს, დიდხანს ნუ მოაკლებთ თქვენს ღვთივგანბრძნობილ, უსათნოეს სიტყვას, გულთბილ დალოცვას და დახვეწილ იმერულ იუმორს.
ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის
მსახურნი და მრევლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat