წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩემს ძვირფას "კარიბჭეს"
ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი მადლიანი ჟურნალისთვის, ამ ბოლოჟამინდელ განსაკუთრებით დაბნელებულ წუთისოფელში მართლაც რომ ნათელია თქვენი ჟურნალი, რომელიც უკაფავს გზას და უნათებს სავალს ცხონებისკენ მიმავალ ადამიანს.

მრავალი მოძღვარი, მორწმუნე თუ უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანი შეხებია ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურებას, ეს თემა ერთი შეხედვით გაცვეთილი ჩანს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სანამ ქრისტეს ეკლესია და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არსებობენ, ისინი არასოდეს შეეგუებიან უზნეობის დაკანონებას და თავს მოხვევას, რაც არცთუ იშვიათად გვესმის ტელევიზიიდან თუ პრესიდან. განსაკუთრებით გული მტკივა ქალების ჩაცმულობაზე (თუმცა მამაკაცებიც არანაკლებ სცოდავენ). არ შეიძლება ემსახურო ღმერთსაც და ეშმაკსაც. ჩვენ კი ერთი ხელით ვლოცულობთ, ხოლო მეორით ბილწ ვნებებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. თავს მართლმადიდებლებს, ქართველებს ვუწოდებთ და გარეგნობა და ჩაცმულობა ვერ მოგვიწესრიგებია. ბევრმა იცის, რომ გარეგნული მხარე დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შინაგან წყობაზე. შეიძლება ის გარეგნული ისე შეგვეთვისოს შინაგანადაც, რომ თანდათანობით ადამიანის სახეც კი დავკარგოთ, რაც უეჭველად სულიერ სიკვდილამდე მიგვიყვანს. ამას კი მოსდევს საუკუნო ტირილი და კბილთა ღრჭენა. უფალი ბრძანებს, თუ ჩვენი მარჯვენა გვაცდუნებს, მოვიკვეთოთ. აუცილებელია მოვიკვეთოთ ის ჩვევები და მიდრეკილებები, რაც მოყვასის ცოდვის მიზეზად შეიძლება იქცეს, აუცილებელია მართლმადიდებელნი ვიყოთ არა მარტო სიტყვით და ეკლესიაში, არამედ ცხოვრების წესითაც, რისი შემადგენელი ნაწილიც არის ჩაცმულობა.

ჩემო ძვირფასო და საყვარელო სულიერო ძმებო და დებო! ნუ ვიქნებით ნელთბილი ქრისტიანები, დაე, ყველაფერში მჟღავნდებოდეს ჩვენი ზნეობა, მათ შორის ჩაცმულობაშიც!

უღრმესი სიყვარულით და პატივისცემით
ნიკოლოზ წერეთელი, თბილისი


ჩემთვის დიდი დღესასწაულია თქვენი ჟურნალის თითოეული ნომრის წაკითხვა. რამდენჯერმე გამოგიგზავნეთ წერილი, მაგრამ იმდენი ადამიანი გეხმიანებათ, ალბათ ვერ მოახერხეთ მისი დაბეჭდვა.

ისევ გწერთ...

ნუ დამტოვებთ უყურადღებოდ...

საქმე ის არის, რომ უკვე სამი-ოთხი წელია მყავს მოძღვარი, რომელიც ძალიან მიყვარს - არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მიუხედავად ამისა, ხანგამოშვებით მაინც უკმაყოფილებას ვგრძნობ მის მიმართ - ხან მგონია, რომ ჯერისამებრ არ მირჩევდა, ხან თავს მარიდებდა და კითხვებზე მოკლედ მპასუხობდა, პრაქტიკულ რჩევას არ მაძლევდა.

ვფიქრობ, მოძღვარს შეუძლია მირჩიოს, მაგრამ არ თვლის საჭიროდ, უბრალოდ, მეუბნება, დამშვიდდიო, ბოლომდე არც მისმენს.

ერთმა ადამიანმა მითხრა, დაუფიქრებლად მიმეტოვებინა საყვარელი მოძღვარი...

შემდეგ სხვა მხრიდან შემომიტია ეშმაკმა. თავიდან ამ ბრძოლებზე ვუთხარი კიდეც მოძღვარს.

მე მის გარდა ვერავის ვენდობი. ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს და თუ ვინმე არ დამეხმარა, ჩავიძირები.

თავს სულ მარტო ვგრძნობ.

ერთმა სასულიერო პირმა მირჩია, მოძღვარს უთხარი, რომ საუბარი გჭირდებაო...

როგორ ვუთხრა, რა ვქნა, მოძღვარს ხომ არ დავმოძღვრავ, ასე ნუ იქცევით-მეთქი?!

თქვენი იმედიღა მაქვს.

თამთა, 13 წლის,
გორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat