წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ"
ჟურნალი "კარიბჭე" ჩვენი სულიერი ცხოვრების წინამძღოლი გახდა. ბევრი შეგვძინა და გვასწავლა ჟურნალის დარიგებებმა.

თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მოვუყვე მკითხველს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის შვილგარდაცვლილი დედების შესახებ. ვიღაცისთვის შეიძლება უცხოც კი იყოს ტერმინი "შვილგარდაცვლილი დედა". ჩვენს ტაძარში კი, სამწუხაროდ, გვყავს დედები, რომლებსაც შვილები უფლისთვის ჩაუბარებიათ საუკუნო ცხოვრებაში. დედები, რომლებიც გულით დიდ ტკივილს ატარებენ, მაგრამ მრევლში ძლიერები არიან. ზუგდიდის წმინდა გიორგის ტაძრის შვილგარდაცვლილი დედები გამოირჩევიან სულიერი სიმტკიცით. ისინი ხშირად დადიან მოლოცვებზე სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში, ლოცულობენ საკუთარ შვილებზე, სხვის შვილებზე, ზრუნავენ ერთმანეთზე, მრევლზე. დედები გასაჭირის დროს არასდროს ტოვებენ ერთმანეთს მარტო და აძლიერებენ ერთმანეთს და ჩვენც.

რთულია სიტყვით გადმოსცე მათი ტკივილი. არავინ იცის, რა დარდს ატარებენ ისინი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს გამოვლილი, ვერ მიხვდება მათ სულიერ ტკივილს. მე მუდამ მათ გვერდით ვტრიალებ. ვცდილობ ცოტა ხნით მაინც დავავიწყო ტკივილი. მე და ჩემი მგალობლები გალობით ვეხმარებით დედებს. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მათი დახმარებისა ჩვენი მხრიდან.

ამ წერილის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სხვასაც გავაგებინო, თუ როგორი ძლიერი დედები გვყავს. ალბათ ქვეყანაზე ერთი დიდი ტკივილი შვილის დაკარგვაა. მინდა, რომ ყველამ უფალს შევავედროთ მათი სიძლიერე. ჩვენ მათ სხვანაირად ვერ დავეხმარებით.

მინდა ამ წერილით ჩემს დედებს მოვეფერო, ყველას, ყველას. დედებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის გმირი დედები ხართ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. თქვენი ლოცვა უფლამდე ასულიყოს, წუთისოფლიდან ნაადრევად გასული შვილების სასუფევლის დასამკვიდრებლად!..

ჩემო დედებო!.. დალოცვილები გამყოფოთ მამა ზეციერმა. გაგაძლიეროთ და გაგახაროთ ორსავე სოფელსა შინა. ძალიან მიყვარხართ ყველანი!..
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელი
სალომე, 24 წლის


ლოცვის ძალა
მამაჩემი ვლადიმერ პარმენის ძე ბარამიძე პროფესიით ქირურგი იყო.

მამა 1899 წელს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯუნეწერში. მისი ბაბუა ბესარიონ ბარამიძე მღვდელი იყო. დეკანოზი ბესარიონ სვიმეონის ძე ბარამიძე სოფელ ჭინათის კვირიკეს და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.

მამამ 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მისი თანაკურსელი ყოფილა ცნობილი პიროვნება და ქირურგი ეგნატე ფიფია, ეს იყო ქირურგთა პირველი გამოშვება.

მამა ძალიან ნიჭიერი, დიდი პროფესიონალი და უაღრესად კარგი ადამიანი იყო. ძალიან განათლებულიც.

დღეს რამოდენიმე უცხო ენის ცოდნა არავის აკვირვებს, მაშინ კი ეს სენსაციის ტოლფასი იყო. კარგად ფლობდა რუსულ, ფრანგულ და ლათინურ ენებს, კარგად იცნობდა მხატვრულ ლიტერატურას, კლასიკურ ხელოვნებას და მასზე მისი მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ოპერაციაზე შესვლის წინ ხელების დამუშავებისას აუცილებლად ღიღინებდა საოპერო არიებს და ამბობდა ლექსებს.

უაღრესად კეთილი გულის ადამიანი იყო, ბავშვობაში მისთვის დედას გაუტანებია საკურთხი ეკლესიაში მისატანად, გზად მიმავალს კი ყანაში მშიერი გლეხი დაუნახავს, რომელსაც მხოლოდ ცივი მჭადი ჰქონია სადილად, პატარა ვალოდიამ მთელი გემრიელი სურსათ-სანოვაგე მას დაუტოვა. ცოტათი დედას კი შეშინებია, მაგრამ სიკეთე მაინც გაუკეთებია, სახლში დაბრუნებული დედას არ დაუტუქსავს, პირიქით, დაუყვავებია და მიჰფერებია კიდეც და საქციელიც შეუქია.

მას როგორც საინტერესო პიროვნებას საინტერესო თავგადასავლებიც კვალდაკვალ დაჰყვებოდა.

ახალგაზრდა ქირურგი ყოფილა, როცა ჯუმათის მონასტერში დაჭრილ ყაჩაღს სასწრაფო დახმარება დასჭირვებია და თვალებახვეული მამა მოუტაცებიათ, რა თქმა უნდა, მამას პროფესიული და ადამიანური ვალიც პირნათლად მოუხდია. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მას ერთხელ კინაღამ საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუხდა სტალინის და ქართველების დაცვა, ტრიბუნალს ძლივს გადაურჩა.

მთელი ხუთი წელი გაატარა ფრონტზე. იქ წინა ხაზზე დაჭრილებს ოპერაციებს უკეთებდა და შველოდა მათ. ის ბერლინამდე მისულა და ომიდან მსუბუქად დაჭრილი დაბრუნებულა.

ერთხელაც დედაჩემს გაოცებულმა ვკითხე, ნეტავი მამა ფრონტზე სიკვდილს როგორ გადაურჩა-მეთქი? დედამ მიპასუხა, რომ ვალოდია ბაბუა ბესარიონისგან ნასწავლმა ლოცვებმა გადაარჩინა, რომელსაც მუდამ იმეორებდა.

მამა დიდი პროფესიონალი იყო, მისი ყოფილი პაციენტები მიყვებოდნენ, თუ როგორი უტყუარი დიაგნოზის დასმა იცოდა.

შეეძლო თვალებში ჩაეხედა ავადმყოფისთვის და ზუსტად ეთქვა, რა აწუხებდა მას.

ფრონტზე მან ბევრი რუსი ჩინოსანი იხსნა სიკვდილისგან. მას იწვევდნენ მოსკოვსა და ლენინგრადში, თუმცა უარს ამბობდა, რადგან ეძნელებოდა საქართველოს დატოვება.

როცა საავადმყოფოში მივიდოდა, ფანჯარას ჩუმად გააღებდა და ამბობდა აკაკის ლექსს "ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო..."

მამა გრიგოლ მუხაძის საყვარელი მოწაფე ყოფილა, ის მას თბილისში დარჩენას სთხოვდა. მამამ კი უპატრონოდ ვერ დატოვა მოხუცი დედა და ავადმყოფი ძმა, საბოლოოდ სოფელს დაუბრუნდა.

ის 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარინე ბარამიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat