მიკვირს, დედები რომ გაჰკივიან და შვილებს ხან უტვინოს, ხან დებილს ეძახიან
მიკვირს, დედები რომ გაჰკივიან და შვილებს ხან უტვინოს, ხან დებილს ეძახიან
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. პირიდან ამოსულს ვერ ჩააბრუნებს უკან ვერც ერთი კაცი. ხშირად გვავიწყდება, გულს რომ ვტკენთ ერთმანეთს და მეტიც, ჩვენი "სიმართლის" მტკიცებას ურცხვად ვცდილობთ. ჩვენს წინაპრებს უთუოდ ესმოდათ ენის, ნათქვამის მნიშვნელობა და ამიტომაც მიმართვისას ხშირად იტყოდნენ: "დედაშვილობამ", "მამაშვილობამ"... ამით გულს ათბობდნენ და თავის კეთილგანწყობას და შენდამი დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ.

მარია (30 წლის): - ჩემი ცოდვების სიმძიმე ჩემზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ მეძნელება მოსმენა, როცა სხვები მკიცხავენ, უარესი, განმიკითხავენ. მე კი როგორ მენატრება თბილი სიტყვა და იმასაც არ იმეტებენ ჩემი თვისტომნი. სრულიად ბავშვი ვიყავი, როცა ჩემი შვილის მამა შემიყვარდა. ცოლშვილიანი აღმოჩნდა. ამის გაგებამ ლამის სიკვდილამდე მიმიყვანა, მაგრამ ვერ ვძლიე თავს. მირჩევდნენ, აბორტი გაიკეთეო, მაგრამ ცოდვაზე ცოდვა ხომ არ უნდა მიმემატებინა, ამის შეცნობის უნარი უფალმა მომცა. შინიდან წამოვედი და ერთხანს მონასტერში ვცხოვრობდი. დედებმა გადამატანინეს მარტოობის და უსასოობის სიმძიმე. ჩემი შვილი ახლა 10 წლისაა და შესანიშნავი ბიჭია. აბა, მისი მოკვლა იქნებოდა? მაგრამ ჩემს ქირდვას მაინც აგრძელებენ. ვფიქრობ, ესეც საჭიროა, რათა უკეთ შევიცნო საკუთარი ცოდვა, ოჯახის დანგრევის სიმძიმე ძნელი მოსაშორებელია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ნაილი (60 წლის):
- ქრისტიანობის საფუძველი სიყვარულია და ეს უფრო ქცევით უნდა გამოიხატოს, მაგრამ არა მგონია ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ურიგო იყოს შეჭირვებულისთვის. მართალია, დიდი ილია ბრძანებდა: "რას მიქვიან ტკბილი სიტყვაო", მაგრამ პირუთვნელი მხილება, ვფიქრობ, მაინც ტკბილი სიტყვაა. "კდემებოდნენ და კრთებოდნენ, რომელნი მეტყვიან მე: ვაშა, ვაშა" - ამასაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე და ასე მგონია, იგი ადამიანთაგან სწორედ მხილებას და სიმართლის თქმას ითხოვს. აბა, რა საკადრისია, როცა ვცოდავთ და ერთმანეთს საქციელს ვუწონებთ? რომ გვეწყინება და გულზე მოგვხვდება, სწორედ მაშინ დავფიქრდებით. დედა მყავდა უპატიოსნესი ქალი, მისთვის ერთგულება იყო ცხოვრების წესი, ღალატი ქმრის ხსოვნის, შვილის, გინდ მეზობლისა და მეგობრის, გულშიც არ გაუვლია, მაგრამ ვერასოდეს ვერავის ავს ვერ ათქმევინებდი. რა ჩემი საქმეა - ეს პრინციპი მისთვის მიუღებელი იყო. მაგრამ შარაზე ლაპარაკი და მიეთმოეთი (ასე იტყოდა თვითონ) არც თვითონ შეეძლო და არც სხვას მოუსმენდა. ასეთი გართობა ჩემი საქმე არააო, - იტყოდა. ერთი სახელგატეხილი მეზობელი გვყავდა, ერთხელ დედაჩემთან მოვიდა, ცოტა ნასვამი იყო, შენი პატიოსნებით ყველას ყელში ამოუხვედი, ვისზე უკეთესი ხარ, ბუზს რომ არ ისვამ თავზეო. დედამ დასვა, მოეფერა, თვალები ამოუკოცნა და თითქოს თავი იმართლა, - რა ვქნა, ასეთი გამაჩინა ღმერთმა, მე ვერ შევიცვლები, შენ კი ისეთ ასაკში ხარ, უნდა შეიცვალოო. დიდხანს ესაუბრა, მისი ბავშვობაც შეახსენა, კიკინებიანი ლამაზი გოგო იყავი, უფაქიზესი და მშობლების დამჯერეო. ატირებული წავიდა ჩვენგან... არ ვიცი, რამ იქონია გავლენა, ვერც იმას დავიჩემებ, რომ დედაჩემს დაუჯერა, მაგრამ იმ ქალბატონმა საუცხოო შვილი გაზარდა, წელებზე ფეხს იდგამდა და უნივერსიტეტიც დაამთავრებინა, მერე ჩვენი პატარა ქალაქიდან თბილისში გადმოვიდა, ჩემი წარსული ჩემს შვილს არავინ წამოაძახოსო და ახლა სანიმუშო ქალი და ბებიაა.

ალექსანდრე (58 წლის):
- მამაკაცებს ნაკლებად გვეხერხება ტკბილად საუბარი, მაგრამ მე ერთი რამ მაკვირვებს: რატომ არ შეიძლება შვილმა არ შემოგიჯიჯღინოს და მშობელს ზრდილობიანად გაეპასუხოს? შვიდი და-ძმა ვიყავით და არ მახსოვს, დედის ან მამისთვის უდიერად მიგვემართოს. ისიც მიკვირს, დედები რომ გაჰკივიან და შვილებს ხან უტვინოს, ხან დებილს ეძახიან. მამის სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო და ვერავინ გავბედავდით თუნდაც ერთმანეთისთვის უდიერად მიგვემართა. ორი შვილი მყავს და ხან ერთი მეტყვის, ის უფრო გიყვარსო, ხან მეორე, არადა, ჩვენ უფრო ვეფერებით მათ, ვიდრე ჩვენი მშობლები - ჩვენ. ხომ ლოგიკურია, რომ ორის მოსაფერებლად მეტი დრო აქვს მშობელს, ვიდრე შვიდის? დედა მკაცრი იყო, მაგრამ შვილოო, - რომ გვეტყოდა, ძარღვებში დაგვივლიდა სითბო და იმ სიტყვას გადმოყოლილი სიყვარული. ადრე არც ასეთი ლაპარაკი იცოდნენ, არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს მკვახე კილო და ჯაჯღანი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat