წარმავალ დიდებას ადამიანმა თავი არ უნდა მოუდრიკოს
წარმავალ დიდებას ადამიანმა თავი არ უნდა მოუდრიკოს
ცოდვით გარემოცული ადამიანური ბუნება ძრწის და დრტვინავს. ვინც მეტად გრძნობს ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებას, ის მეტად ცდილობს დათრგუნოს ადამიანური მზვაობარება და უფალს მიუახლოვდეს. ბერობა მარტვილობის ტოლფასიაო, - ამბობს გიორგი მერჩულე. თავად ისინი ბედნიერი არიან, რადგან ქრისტე ყოველწამს და ყოველწუთს მათთანაა, ისინი არ განეშორებიან უფალს და შესაბამისად, ტკბილი და მადლიანია მათი ღვაწლი. გვიკვირს ხომ, როგორ უძლებენ? იქნებ გაგვეხსენებინა, აბო თბილელი მსაჯულს რომ ეუბნება, - შენც შეიყვარე ქრისტე და მიხვდები, რა ტკბილიც არისო.

ლამარა (49 წლის): - მე ეკლესიური ვარ, თუმცა ჩვეულებრივი ცოდვილი. ერთი რამ კი ურყევად მწამს - არასოდეს მივიღებ სხვა აღმსარებლობას, განსაკუთრებით კი იეღოველები მაღიზიანებენ. ერთხელ ავტობუსში ერთი სანდომიანი ქალბატონის გვერდით მომიხდა დაჯდომა. ხელში ჟურნალები ეჭირა. მივხვდი, იეღოველთა ჟურნალები იყო და რაღაცნაირად დავიძაბე, ვიფიქრე, ახლა დამიწყებს ქადაგებას-მეთქი. ამის გაფიქრება და ქალბატონი გამომელაპარაკა - შეხედეთ, ეს ხარი როგორ ჰგავს ადამიანსო. რომ იტყვიან, მოვიმშვილდე და თავი ვერ შევიკავე, მერე მაგას ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს და ეს ჟურნალებიც რა საჭიროა-მეთქი, მეტი ჭკვიანური ვერაფერი მოვიფიქრე. მე მაინც ვართმევ და მერე ვხევო, - მიპასუხა, როცა შემატყო, რაც გავიფიქრე, - ამით ვიღაცას ხომ ავარიდებ განსაცდელს და ჩემი შვილის თხოვნასაც შევასრულებო. ბევრი ვილაპარაკეთ, გზაც გრძელი იყო. ჩემი შვილი ბერია, კალმახებში მოღვაწეობს, 20 წლის არის მხოლოდ და მე ბედნიერი ვარო, - მართლა შემშურდა მისი, - ამას წინათ ჩემს შვილთან ვიყავი და თხელი საბანი წავუღე. უკან გამომატანა, მე აქ პატივისა და სითბოსთვის არ ვარ, ეს ლოცვაში და შესაბამისად, ღმერთთან სიახლოვეში შემიშლის ხელსო. მისნაირები იქ ბევრი არიან და საოცარია, ეს ჩემი ბამბაში გაზრდილი შვილი როგორ უძლებს ცხოვრების ასეთ მკაცრ წესსო. სევდა არ გიპყრობს-მეთქი? - იძალა ჩემმა ადამიანურმა ბუნებამ. როგორ არა, მაგრამ ეს წუთიერია და რომ დავფიქრდები, სიხარულით ვტირი. გამუდმებით ლოცვაში არიან, ერისა და მამულისათვის, თავიანთი თანატოლებისთვის ლოცულობენ და მწამს, რომ საქართველო გაბრწყინდებაო.

ნინო (40 წლის): - ორი ბიჭი გავზარდე, აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში და ერთნაირი თავდადებით, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა და ვისმა ცოდვამ იძალა ერთ-ერთში. ვერაფერს ვუხერხებდით, მე და ჩემი მეუღლე, რომ იტყვიან, ერთმანეთს ვასკდებოდით. ჩემი მეზობელი მღვდელია და ვთხოვე, იქნებ რამე მიშველო-მეთქი. ჩემს მოძღვარს კი ვეუბნებოდი ყველაფერს, მაგრამ თავად გიორგი ეკლესიაში ვერ შევიტყუე. მამაომ ბევრი ელაპარაკა და დაჰპირდა, ერთ-ერთ მონასტერში წაგიყვან, კაცურად დამიჯერე და ნახე, როგორი კმაყოფილი დარჩებიო. თითქოს ჩაფიქრდა, მაგრამ თავისი ცხოვრების წესზე ხელი არ აუღია. ერთ საღამოს მამაომ გააფრთხილა, ხვალ დილისთვის მზად დამხვდი და წავიდეთო. იმ ღამეს ერთი ამბავი აგვიტეხა, რომელი ბერი მე მნახეთ, მონასტერში რომ მიშვებთო, მაგრამ დილით ვერ გაბედა მამაოსთვის უარის თქმა... ერთი თვის შემდეგ ისეთი შეცვლილი ჩამოვიდა, ცნობა გამიჭირდა. სახლიდან გარეთ არ გადიოდა და გამუდმებით სასულიერო ხასიათის ლიტერატურას კითხულობდა. ერთხელ მიმიხმო და მითხრა - დედა, მაპატიეთ, რაც ტკივილი მოგაყენეთ და თუ კიდევ გულს არ გატკენთ, ნება მომეცით, ღვთის ნება აღვასრულოო. ლაპარაკის მანერა და მეტყველებაც სხვანაირი ჰქონდა. აბა, რა უნდა მეკითხა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. თვითონ კი ისე გააგრძელა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო - ისე ვგრძნობდი განსხვავებას აქაურობასა და იქაურობას შორის, მეგონა, ზეცაში ვიყავი, თუმცა ისინი მართლაც ზეცაში არიან, იქ დიდი სიწმინდეა, მათთან ღმერთია, ჩემთან კი აქამდე ეშმაკი იყო. იქნებ მაპატიოს უფალმა და მის სიახლოვეს, თუნდაც მის ფერხთით მიმიჩინოს ადგილიო. როცა ბერად აღკვეცეს, სიხარულთან ერთად რაღაცნაირი ტკივილიც ვიგრძენი, ცრემლი წამომივიდა. ახლაც, როცა ვხედავ, განწმენდილსა და გასპეტაკებულს, ცრემლი მომდის, თუმცა ეს ტკივილი არ არის, ეს მადლიერების ცრემლია უფლისადმი. ჩემი შვილი პატარძეულშია და მასთან ხშირად ჩავდივარ, მაგრამ რაღაცნაირ მოკრძალებას კი ვგრძნობ...

მალხაზი (30 წლის): - თავად ბერობაზე არ მიფიქრია, მაგრამ უახლოესი მეგობარი მყავს შავი სამღვდელო. მდიდარი ოჯახის შვილი იყო და განებივრებული. რომ იტყოდა, ეს მიყიდეთო, მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მე არ ვიცი, რა ხდება ამ დროს ადამიანში და რა ძალა ისადგურებს მასში, რა მიაქცევს მის ფიქრებს აბსოლუტურად სხვა განზომილებისაკენ. ერთ დღეს, ეტყობა, დიდი ხნის ნაფიქრი გამოაცხადა. ბოლო დროს კი ვატყობდით შეცვლას, უცნაური სევდაც გაუკრთებოდა თვალებში, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ იგი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ახალგაზრდა კაცი, იტყოდა, წარმავალ დიდებას ადამიანმა თავი არ უნდა მოუდრიკოსო (მისი სიტყვებია). ჰოდა, ახლა ბერია... მთელი მისი არსებიდან საოცარი სიმშვიდე გადმოდის და... მორჩილება. ამას რით ვგრძნობ? - ყველაფრით: ქცევით, სიტყვით, - მასთან ყოფნის დროს შენი სულიც ღვთის სიყვარულით ივსება... ეს ის მადლია, რომელსაც ასე უბრალოდ ვერ მოიპოვებ.

როცა "კარიბჭის" რედაქციამ ამ თემაზე მასალის მომზადება შემომთავაზა, ჯერ შევჩქვიფდი, მაგრამ მერე სიხარული დამეუფლა, ვიფიქრე, ჩემს ზაზაზე (ერობაში) დავწერ-მეთქი. იგი ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარია, რომ იტყვიან, ჩემს კერიაზე გაზრდილი. ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბავშვი, მაგრამ ბევრი კითხვის დასმა უყვარდა. ერთხელ სახლში მოსწავლე მყავდა და სასულიერო მწერლობაზე ვესაუბრებოდი, იჯდა და მისმენდა, მერე მთხოვა, წიგნები და სასულიერო ჟურნალები მათხოვეო. რაღაცები ვათხოვე, რაღაცებზე უარი ვუთხარი, - ჩემთან იკითხე-მეთქი. იჯდა და კითხულობდა... ვიცოდი, რომ ეკლესიაში ხშირად დადიოდა, მერე კი მონასტერში წავიდა და ახლა ბერდიაკონია, მისი ნებართვის გარეშე არ მინდოდა მის შესახებ რამე დამეწერა და დავურეკე... შენზე მინდა დავწერო და იქნებ რამდენიმე სიტყვა მითხრა-მეთქი. კრძალვით მითხრა უარი - მე რა სახსენებელი ვარ, რა გამიკეთებია და ან რას ვაკეთებ, რომ დასაწერად ღირდესო. დავყაბულდი, მაგრამ მაინც გავბედე და ორიოდ სიტყვა ვთქვი, თან ჩემი სისუსტეც მინდა გავამჟღავნო, - რაღაცნაირად მეამაყება მისი თავი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat