წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
უდავოდ დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა მართლმადიდებლური მოძღვრების ნათლით გასხივოსნებული წერილების გამოქვეყნება, მით უფრო - ახლა, ისეთ სექტათა სიმრავლისას, მორწმუნეობას რომ იჩემებენ. წარმატებებს გისურვებთ, მამულიშვილნო, ულევ ენერგიასთან ერთად!

...არ არსებობს საკითხი, მართლმადიდებლობას დამაჯერებელი განმარტება რომ არ მოეძებნებოდეს და მოაზროვნე ადამიანი საკუთარ უპირატესობაში ვერ დაარწმუნოს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, "კარიბჭის" ყველა ნომერს ვერ ვყიდულობ, ამიტომ შეძლებისამებრ ვეცნობი თქვენს ჟურნალს. 16-29 დეკემბრის 23(34)-ე ნომრის გადაკითხვის შემდეგ, რომლის თემა იყო "ჩვენი პატრიარქი", მეც გამიჩნდა სურვილი, მისი უწმინდესობისთვის, სამოციქულო ეკლესიის ღვაწლმოსილი მესაჭისთვის, დაბადების დღე და აღსაყდრების 28-ე წლისთავი მიმელოცა. პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ სიზმრად იმდენჯერ მინახავს, რომ ისედაც თითქმის დაბადებიდან მორწმუნემ სასწაულებრივი მინიშნებებით დავაზუსტე ჩემი ცხოვრების სვლა-გეზი...

გულწრფელად ვულოცავ დაბადების დღეს და აღსაყდრების 28-ე წლისთავს სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაურს, მის უწმინდესობას ილია II-ს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს, დიდხანს გვყოლოდეს ჩვენი ზღვა ჭირთამთმენი სამშობლოს საიმედოდ.

დავესესხები "კარიბჭის" სტუმარ ერთ-ერთ მოძღვარს და ვიტყვი, რომ:

"თუ საქართველო წმინდა ჯვარია,
ქართველი ერი - მასზე გაკრული, -
თქვენი სიმტკიცე ერის მხსნელია,
ზღაპრულ სფინქსივით გაცოცხლებულის!"

ისტორიის ჩარხს მუდამჟამს სიკეთისა და ბოროტების, სიმართლისა თუ სიცრუის დაპირისპირება ატრიალებდა... დღეს ბოროტება და თვალთმაქცობა "ცივილიზებული გზით" აპირებს მძლავრობას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მარცხისთვისაა განწირული!.. ხომ გახსოვთ - "ბოროტსა სძლია კეთილმან..."

პატივისცემით მ. კ.-ძე


მადლობა თქვენს ჟურნალს! "კარიბჭემ" იმდენი რამ მასწავლა, ეგებ წლების შემდეგაც არ მცოდნოდა...

ახლა კი ჩემს მოძღვარზე გიამბობთ, სულ ახლახან რომ ვიპოვე.

რამდენიმე წელი ვეძებდი ისეთ სულიერ მამას, გული რომ მეტყოდა, ის არისო და ბოლოს ვიპოვე - ქაშვეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო (შალიკაშვილი).

როცა გაიგო, დიაბეტით ვიყავი ავად, გამამხნევა, ჩემს ახლობელსაც აქვს დიაბეტი, თავს თუ გაუფრთხილდები, საშიში არაფერიაო. მერე, როცა გავუმხილე, ონკოლოგის პაციენტიც გავხდი-მეთქი, ღიმილი პირზე შეაშრა, ენა დაება, მაგრამ მისმა უსიტყვო თანაგრძნობამ მეტი მითხრა...

დავთქვით აღსარების დრო და ჩემი წამებაც დაიწყო.

ჩემს სიცოცხლეში თურმე რამდენი ცოდვა ჩამიდენია: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მეგონა, მხოლოდ ადამიანებს ვაყენებდი წყენას და გვიანღა გავიგე, რომ თურმე პირველ რიგში ღმერთს ვცოდავდი! ზოგი რამ, არც კი ვიცოდი, ცოდვა თუ იყო, ზოგსაც ხან ვიღაცის ჯიბრით ჩავდიოდი, ხან - სხვათა მიბაძვით, ხან - ცხელ გულზე... ბევრი რამ აღარც კი მახსოვდა. და აი, დადგა დრო, როცა მათთვის თავი უნდა მომეყარა და უფლის წინაშე მომენანიებინა.

რაც მომაგონდა, ფურცელზე ჩამოვწერე და... ცრემლები წამომივიდა. შიშისა და სირცხვილისგან კინაღამ უარი ვთქვი აღსარებაზე. მაინც ვძლიე თავს, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ ტვირთის ზიდვა აღარ შემეძლო.

მოძღვარმა ჩემი აღსარების კითხვა რომ დაიწყო, კანკალმა ამიტანა, ერთი მუჭა გავხდი... მაინც შემინდო: ავად ხარ და იმიტომო... მაგრამ სახეზე ისეთი გულისტკივილი ეხატა, ისეთი იმედგაცრუება... კვლავ დამეუფლა სინდისის ქენჯნა, რომ მე მოვიშორე მძიმე ტვირთი და მას გადავაბარე.

ხშირად მესმოდა, რა აღტაცებით საუბრობდა მასზე მრევლი. ზიარების შემდეგ თვალს ვერ ვუსწორებდი, მაგრამ თვითონვე გამომელაპარაკა. მინდოდა, დამშვიდობებისას უღრმესი მადლიერება გამომეხატა, მაგრამ სირცხვილს ვერ ვძლიე და ორიოდე სიტყვა ძლივს ამოვილუღლუღე.

ახლა უკვე ვიცი, მძიმე წუთებში ვის მივენდო, მე კი ვეცდები, აღარ შევცოდო, რომ აღარც ღმერთს ვაწყენინო, აღარც ჩემს მფარველ ანგელოზს და არც ჩემს მოძღვარს დავწყვიტო გული.

მთავარი ის გახლდათ, რომ როცა ერთად თავმოყრილ ჩემს ცოდვებს გადავავლე თვალი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა უსაზღვროა უფლის გულმოწყალება. ასეთ ცოდვილს, რამდენჯერ აშკარად მიგრძნია ღვთის მფარველობა, რამდენჯერ ვუხსნივარ ხიფათისგან მის მიერ მწედ ჩემდა დადგენილ ანგელოზს!

დიდება შენდა, ღმერთო!

"კარიბჭის" ერთგული მკითხველი


მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობა გადავუხადო სამტრედიის ეპარქიის ჭანგის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარს მღვდელ აკაკის (ჟვანიას). ის შესანიშნავი პიროვნებაა, სათნო, კეთილი, იმ საოცარი მადლით მოსილი, მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს რომ ეძლევათ უფლისგან. მე, 60 წელს მიტანებული მანდილოსანი, მთელი ცხოვრება ათეისტი ვიყავი, მაგრამ შარშან დედა გარდამეცვალა. ნათესავები ყველაფრის მოგვარებაში დამეხმარნენ და წესის ასაგებად მღვდელიც მოიყვანეს. იმ დღეს პირველად ავანთე სანთელი და მოვისმინე ლოცვა.

ორმოცამდე ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი წირვა-ლოცვაზე. ვერ აგიწერთ, რამოდენა მადლი მოდიოდა მამა აკაკისგან, რამდენი რამ შემძინა მისმა რჩევა-დარიგებამ.

დღეს სამების ტაძრის აღმსარებელი და მაზიარებელი ვარ. მადლობა უფალს, რომ ქრისტიანულ გზაზე დამაყენა. ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო, ჩვენი ეკლესია და მრევლი. ჩემს მამა აკაკის კი მინდა, წმინდა ილია მართლის სიტყვები მივუძღვნა:

"კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო"!


თამარ კობალეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat