ტყვიას ვერ დამახლი, მაგრამ შენი სიტყვები ამაზე უარესია
ტყვიას ვერ დამახლი, მაგრამ შენი სიტყვები ამაზე უარესია
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, კარგავს ენერგიას, შემოქმედისგან მინიჭებულ ძალას, ასე გამოფიტული და დაცემული კი სულ უფრო ეშვება ცოდვის მორევში, სულ უფრო ითრევს სხვათა ვნების სურვილი და კაცთა კვლაზეც არ იტყვის უარს. ასეთ ადამიანს ღმერთი არ ახსოვს და ირგვლივ ყველას და ყველაფერს გესლავს - ავი სიტყვა და ბოროტი აზრიც ხომ მომაკვდინებელი იარაღია. მოყვასის მკვლელი - სიტყვით, ზრახვით, ნარკოტიკით, იარაღით - ანტიქრისტეს მსახურია და პასუხს აგებს განკითხვის დღეს.

ნანო (50 წლის): სულიერი ტანჯვა მაშინ ეწვევა ადამიანს, როცა ეკლესიაში მივა და საკუთარ ვნებებს გააცნობიერებს. არასოდეს მიფიქრია, რომ მკვლელი ვიყავი, საკუთარი შვილების სასტიკი მკვლელი. ჩემი დევიზი ასეთი იყო: აბა, ყველას ხომ არ გავაჩენ?! ეკლესიაში პირველად მაშინ მივედი, როცა განსაცდელი განსაცდელზე მომევლინა. როცა მოძღვარს ყველაფერს მოვუყევი და ამპარტავნულად ისიც დავძინე, ჩემს ცხოვრებაში ცოდვა არ ჩამიდენია-მეთქი, შემომხედა და მკითხა, აბორტი თუ გაგიკეთებიაო. მერე რა მოხდა-მეთქი - შევუბრუნე კითხვა. დიდხანს მელაპარაკა, მაგრამ, მართალი გითხრათ, დიდად არ შევუწუხებივარ სინდისს, თავი მართალი მეგონა. მერე და მერე რაღაცამ დამაფიქრა, უფრო და უფრო მეძალებოდა ფიქრი და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მკვლელი ვიყავი. ჩემი ტანჯვაც იმ დღიდან დაიწყო. დიდხანს ვინანიებდი ცრემლითა და მწუხარებით, მაგრამ ამ განსაცდელისგან საბოლოო განკურნება, როგორც ჩანს, ძალზე ძნელია. შემეცნებითი ძალა, გონება, განსჯა, განცდები არ მაძლევს საშუალებას, დავივიწყო ჩემ მიერ ჩადენილი ბოროტება. როცა ვინმესგან გავიგონებ, რომ ყველაფერს სჩადის, ოღონდ კი მისი შვილი ამ ქვეყანას არ მოევლინოს, გული მეწურება, რადგან ვიცი, ოდესღაც მისი სინდისიც გაიღვიძებს და დაიტანჯება. ერთი რამ მინდა ვთქვა და პათეტიკად არ ჩამითვალოთ: ეს ტანჯვა ჩემთვის ცოდვებისგან განწმენდის საშუალებაა და მიხარია კიდეც, რომ სული ასე იოლად არ შემიხორცდა.

თამაზი (60 წლის): ადამიანის მოკვდინების უფლება არავის აქვს და ფრთხილად უნდა იყო, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვა არ ჩაიდინო, აკი გვასწავლის დავით მეფსალმუნე, როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი სული ამ ცოდვით ჯოჯოხეთის ფსკერზე არ დაეშვას: "მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო!" ჩემს ერთ მეგობარს ტრაგედია შეემთხვა: ბავშვობიდან სიმართლის მოყვარული იყო - ვერ იტანდა, როცა ვინმეს დაჩაგრავდნენ, შეაკვდებოდა და მაინც დაიცავდა. მეგობარი მოგვიკლეს, ჩვენთან შეზრდილი მთასავით ვაჟკაცი, ვიღაც ნაკაცარმა მოუსწრაფა სიცოცხლე. იმ არაკაცს გავლენიანი ნათესავები ჰყავდა და ვერაფერი გავაწყვეთ, სამართალს პური ვერ ვაჭამეთ. ეკლესიაში სიარულს მოვუხშირეთ. ჩვენი მეგობრის სულის საოხად და ჩვენი გონების დასამშვიდებლად ხშირად ბერებთანაც ჩავდიოდით და რამდენიმე ხნით ვრჩებოდით. ერთხელ, ჩვენდა ჭირად, ეს ჩემი ძმაკაცი (სახელს შეგნებულად არ ვამბობ) რესტორანში შესულა, საქეიფოდ კი არა, სამსახურიდან გამოსულს მოშივებია. მეზობელ მაგიდასთან ის არაკაცი მჯდარა ძმაკაცებთან ერთად, იჭიმებოდა და ტრაბახობდა თურმე. მერე ვიღაცას უკითხავს, ის საქმე როგორ დამთავრდაო, ფეხები ვერ მომჭამესო, - უპასუხია ამას და მაშინ კი გაგიჟებულა ჩემი მეგობარი. ესეც ტარიელივით ვაჟკაცი იყო, გარეთ გამოუთრევია და... თავისი ფეხით მივიდა მილიციაში, თუმცა ამ უეცარ აფეთქებას მთელი სიცოცხლე ნანობს. ახლა ხანდაზმული კაცია, ეკლესიურად ცხოვრობს კარგა ხანია, მაგრამ სული ვერ დაიმშვიდა. სამართალს ღმერთი გააჩენს და ჩვენ არავინ გვეკითხება მის საქმეში ჩარევას.

დოდონა (45 წლის): არც ვინმე მომიკლავს და არც აბორტი გამიკეთებია, მაგრამ ალბათ ბევრისთვის მიტკენია გული. მდიდარ ოჯახში გავთხოვდი. მეზობელი გვყავდა ერთი, გაჭირვებული, ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდა, მაგრამ შვილი ჰყავდა ბევრი. მათი სახლიდან ყოველთვის უსიამოვნო სუნი გამოდიოდა. მართალია, ოჯახის დიასახლისი მუდამ ფეხზე იდგა, მაგრამ ვერ ასწრებდა ყველას მოვლას და სიღარიბესთან ბრძოლას. ერთ დღეს ბავშვის დაბადების დღე ჰქონდა და მოკრძალებით მთხოვა, იქნებ მოხვიდეთ, თქვენი გოგონა ძალიან უყვარს და გულს ნუ დასწყვეტთო. კარს ჩემი გოგონაც მოადგა და - წამიყვანე, რა, დედაო, მთხოვა. მე მკაცრად ვუთხარი, - მე ვიცი, სად და ვისთან უნდა წაგიყვანო-მეთქი და იმ ქალს კარი ცხვირწინ მივუხურე.

ცხოვრება შეიცვალა და ცარიელ-ტარიელი დავრჩი. ერთხელ დარეჯანი ქუჩაში შემხვდა, ეტყობა, მანამდეც მხვდებოდა, მაგრამ მე, აბა, ვის ვამჩნევდი, ის რომ შემემჩნია... თბილად მომიკითხა და მკითხა, ჩემი დახმარება ხომ არაფერში გჭირდება, მეზობლები ვართ და მოსარიდებელი არაფერიაო. თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს არ იყო ნიშნის მოგებით ნათქვამი... გამახსენდა ის დღე, როცა გული მოვუკალი. მაშინღა მივხვდი, კაცის კვლაზე არანაკლები ცოდვა ჩამიდენია.

გიორგი (25 წლის): დედ-მამას რომ პატივი უნდა სცე, კარგად ვიცი, მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ. ერთხელ შინ გათიშული მთვრალი მივედი და მეორე დღეს მამამ ლექცია წამიკითხა, მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, ან თავი არ გეცოდება, ან მშობლები, რატომ იკლავ თავსო? უხეშად ვუპასუხე, რა თქვენი საქმეა, მე რას ვიზამ-მეთქი. მამაჩემი გაფითრდა, ჩემი თავი მეცოდება, შენისთანა შვილი რომ გავზარდე; ამხელა კაცმა ის თუ არ იცი, ამით დედ-მამას როგორ ატკენ გულს და ცხოვრებას სატანჯველად გაუხდი, რა უნდა გელაპარაკო; ტყვიას ვერ დამახლი, მაგრამ შენი სიტყვები ამაზე უარესიაო. მას შემდეგ, მივიტან თუ არა პირთან ჭიქას, მამაჩემის გაფითრებული სახე დამიდგება თვალწინ და ჩემი უდიერი სიტყვები და ქცევა მახსენდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat