მინდა ჩემი ცხოვრება უფლის სიყვარულში გავატარო
მინდა ჩემი ცხოვრება უფლის სიყვარულში გავატარო
ამსოფლიური ცხოვრებაც ვალად გვადევს. აქ გვყავს შვილები, შვილიშვილები, ახლობლები. ამქვეყნად ცხოვრებისას ჭირიც ბევრია და ლხინიც. ასე რომ, სიცოცხლე ღირს იმად, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ვიღვაწოთ, გვიხაროდეს ყოველი დღის გათენება, დავითმინოთ განსაცდელი და ვადიდოთ უფალი, მაგრამ გვახსოვდეს - აქ არ დავრGებით და ყოველ წუთს უნდა ვემზადოთ, რათა იმქვეყნიური ცხოვრება არ დავკარგოთ.

ნინო (62 წლის): - ჩემს ასაკში, ცოტა არ იყოს, ძნელია სიცოცხლით ტკბობაზე ლაპარაკი, მაგრამ შვილებისა და შვილიშვილების სიხარული ნამდვილად მახარებს და განსაცდელსაც ჩემად აღვიქვამ. კაცი სანამ ცოცხალი ხარ, გულხელდაკრფის უფლება არ გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება, მხოლოდ აქ დარჩენაზე იფიქრო და სულიერებაზე - არა. რამდენიმე წლის წინ ჩემი ქალიშვილი დაუკითხავად გათხოვდა. ისე ვიყავი სასოწარკვეთილი (მაშინ ასე მეგონა, ახლა ვიცი, რომ ეს ამპარტავნება იყო), მონაზვნად აღკვეცა გადავწყვიტე. ამის შესახებ ჩემს მოძღვარს ვკითხე და პასუხმა გამაკვირვა, - ყველას თავისი ჯვარი აქვს, აქ უფრო საჭირო ხარ და უნდა დარჩე. თანაც მონასტრში შურისძიების გამო გინდა წასვლა, სძლიე შენს ნერვებს და ცხოვრებაც გააგრძელეო. დავუჯერე, რადგან მართლა ასე იყო. ვფიქრობ, ამქვეყნიური ცხოვრების საშინელებები არა მარტო მონასტერში დაიძლევა, არამედ აქაც დაითრგუნება ვნებები.

მირიანი (37 წლის):
- ამსოფლიურ სიამოვნებებზე უარის თქმას დიდი ნებისყოფა სჭირდება, მით უფრო, რომ ირგვლივ ამდენი საცდურია. ვფიქრობ, ეს თავის მართლებას ჰგავს, რადგან ლოთობა, მრუშობა, აზარტული თამაშები ადრეც იყო და იქნება კიდეც, მაგრამ ასე მასშტაბურად არა. ერთ დროს მეც ასე ვიმართლებდი თავს. არ მოგიყვებით, რა ვნებებმა დამრია ხელი, რადგან ჩემი ამბავი დღეს იმდენად ჩვეულებრივია, ვერავის გააკვირვებ. ღმერთმა არ გამწირა და გონს მომიყვანა. ჩემი მომავალი მეუღლე ჩემსავით ავარდნილი ძმაკაცის დაბადების დღეზე გავიცანი, მისი დის დაქალი ყოფილა და საოცრად განიცდიდა ძმასავით თანშეზრდილი ბიჭის ამბავს. მე მაშინ მამა აბრამის ბატკნად მოვაჩვენე თავი. მერე კი მიხვდა, რა ხვითოც ვიყავი, მაგრამ ალბათ, უკვე ვუყვარდი. ახლა მგონია, რომ ვეცოდებოდი და ხელი არ ამაღო. მერე დავქორწინდით. ჩემი ნათია ისეთი მორწმუნე გამოდგა, ყველა ჩემს უბედურებაზე ამაღებინა ხელი. ახლა ხუთი შვილი გვყავს.

დარეჯანი (30 წლის):
- ჩემი და მონაზონია. მე ვიცი, რას ნიშნავს უფლის სიყვარული. ვფიქრობ, ამ სიყვარულს თვითონ გინერგავს უფალი. ჩვენი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან მდიდრები ვიყავით. თბილისშიც გვქონდა ბინა, არაფერი გვაკლდა, ზაფხულში მთა და ზღვა ჩვენთვის გამოწერილივით იყო, მაგრამ ეფემიას თითქოს არაფერი ახარებდა. თვალებში უზომო სევდა ედგა. თავიდან მშობლებს ეგონათ, შეყვარებული ჰყავდა და მთხოვეს, იქნებ შენ გაგიმხილოს საიდუმლოო. შემპარავი კითხვები დავუსვი. გაოცებულმა შემომხედა და ისე გაიღიმა, მივხვდი, რამდენად უადგილო იყო ჩემი ლაპარაკი. ცოტა ხანში გამიმხილა თავისი სურვილი - ყველაფერი გვაქვს, მაგრამ უფალი მარადიულია, სხვა დანარჩენი - წარმავალი და მინდა ჩემი ცხოვრება უფლის სიყვარულში გავატაროო. ვერ დავუშალეთ, თუმცა დედ-მამა განადგურებული იყო. სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა და შესწირა ყოველივე ამქვეყნიური უფლისა და ადამიანის სიყვარულს. სანახავად ხშირად დავდივარ, ანგელოზივით ლამაზია და მშვიდი. განა არ შეხარის ღვთისგან გაჩენილ ქვეყანას, მაგრამ ფუფუნება და სიმდიდრე ეზედმეტება. ერთხელ შევუსწარი, მინდვრის ყვავილებს როგორ კრავდა თაიგულად და ავტირდი, მეგონა, ამსოფლიური ცხოვრებისკენ რჩებოდა თვალი. უფლის გაჩენილი ყველაფერი როგორი ლამაზიაო, - თქვა და გადამეხვია. სახე გაცისკროვნებოდა.

დავითი (68 წლის):
- ერთგულება, სიყვარული, ოჯახის ჭაპანწევაც იგივე უფლისმიერი ღვაწლია. დედაჩემი 18 წლისა დაქვრივდა. მე ერთი წლის ვყოფილვარ, ჩემს ძმაზე ფეხმძიმედ დარჩა. მამაჩემი ომიდან დახეიბრებული დაბრუნებულა და 5 თვეც არ უცოცხლია. ისე გაგვზარდა, კაცისკენ არც გაუხედავს. დედა ყოველთვის საყვარელია და დასაფასებელი, მაგრამ ასეთები - მით უფრო. მართლა მოწამებრივად იცხოვრა. დასვენება არ არსებობდა მისთვის. ყველაფერი დათმო და ფეხზე დაგვაყენა. ორივე ძმა ექიმები ვართ. მერე კი დავუფასეთ დედას ამაგი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ჩვენსა და მეუღლის ერთგულებას შესწირა პირადი ინტერესები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat