წინაპრების თავდადება საქმით არის დასაფასებელი და არა გულში მჯიღის ცემით
წინაპრების თავდადება საქმით არის დასაფასებელი და არა გულში მჯიღის ცემით
იმ შორეული საუკუნეებიდან გადმოგვყურებენ ჩვენი სახელოვანი მეფეები და ალბათ უკვირთ ამხელა სახეცვლილება ერთ დროს მამულსა და სარწმუნოებაზე გადაგებული ქართველებისა. როცა მსოფლიოს ისტორიას გაეცნობი, მიხვდები, რა მსხვერპლის ფასად უჯდებოდათ ქართველ მეფეებს იმ "ტახტზე ჯდომა", რომელიც მათგან არა მეფური ცხოვრებით ტკბობას, არამედ მდაბიოზე მეტ სიმდაბლეს მოითხოვდა.

ანდრია (57 წლის): - ქართველებს დღემდე შემოგვრჩა თავმოწონება გმირი წინაპრებით. არ ვამბობ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს რას ვაკეთებთ, ის არის მთავარი. წინაპრების თავდადება საქმით არის დასაფასებელი და არა გულში მჯიღის ცემით. ქართველ მეფეთაგან უმეტესობამ სიცოცხლე, ბედნიერი ცხოვრება და საერთოდ ბედნიერების განცდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოს შეალია. უმეტესობა ჩვენი მეფეებისა წმინდანად არის შერაცხული და გგონიათ, ეს შემთხვევითია? ადამიანი რომ საკუთარ სურვილებზე ამაღლდები და ყველა შენს ფიქრსა და ქმედებას სამშობლოს დაუმორჩილებ, აბა, არ ხარ წმინდანობის ღირსი? ქრისტეც ხომ ხალხს, ქვეყანას, ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირა და სწორედ მის გზაზე ვიდოდნენ ქართველი ხელისუფალნი. აბა, რას ნიშნავდა დავით აღმაშენებლის სიტყვები: "ეჰა, მხედარნო ქრისტესანო..." ქრისტეს მხედარი ვერ იქნება მომხვდური, სხვისი მიწა-წყლის მპარავი და მიმთვისებელი. დავითმაც, ვახტანგმაც, აშოტ კურაპალატმაც და სხვებმაც სასუფეველი დაიმკვიდრეს, მაგრამ როცა ფარნაოზ მეფეს ვიხსენებ, რაღაცნაირად გული მეკუმშება. მას ხომ ქრისტიანობის მადლი არ შეხებია, პირიქით, ოქროსაგან ჩამოასხმევინა თავისი ქანდაკება, არმაზი დაარქვა და მთაზე აღამართვინა. სამაგიეროდ, მისი შვილიშვილები შეუდგნენ ქრისტეს და მირიანი და მისი თანამეცხედრე ნანა წმინდანები გახდნენ.

მარგალიტა (70 წლის): - ქალებს განსაკუთრებით მეფე თამარი გვიყვარს და ისიც გვეამაყება, რომ მისი მოდგმისანი ვართ. თამართან, აბა, რომელი ჩვენგანი გაბედავს გატოლებას, მაგრამ მაინც ასეა. 17 წელი ვიცხოვრე ევროპაში და მივხვდი, ქალის შეფარულ-შეპარული აქტიურობის უკან რაც იმალება - გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ და იქნებ არც დამეთანხმოთ, მაგრამ ქალის უფლებები იქ საკმაოდ არის შელახული. აღმოსავლეთი ხომ საერთოდ არ ცნობდა ქალს, პირუტყვივით ექცეოდნენ. საქართველოს მაგალითზე აჩვენა უფალმა მთელ მსოფლიოს, რამდენი რამ არის თავმოყრილი ქალში - გმირობა, სიბრძნე, სათნოების გვერდით ვაჟკაცის თვისებები, კდემა, გმირთა აღზრდის უნარი. ღვთისმშობლის წილხვედრილობიდან ნინოს მიერ განათვლამდე საუკუნეები გავიდა - ორმა დედამ შეაჩერა ქართველთა დაღუპვა, მერე საუკუნეები გავიდა და გამოჩნდა თამარი. არ ვიცი, რამდენი რამ მაქვს წაკითხული მის შესახებ და სულ უფრო მეტი გაოცება მიპყრობს. ალბათ უფალი აძლიერებდა, თორემ როგორ შეეძლო ამ უფაქიზეს არსებას თავის თავში ეტარებინა ამხელა ვაჟკაცობა და უნაზესი სული, ამხელა სიყვარული თანამემულეებისა და შემართება მტერზე. მარტო სიკვდილით დასჯის გაუქმება რად ღირს. იმ დროს და უფრო გვიანაც, დღეს რომ ჩვენზე ცივილიზებულად მიაჩნიათ თავი, ის ერები აღფრთოვანებული შეჰყურებდნენ სიცოცხლის მოსპობას სახრჩობელათი, გილიოტინით და ათასი სხვა საშუალებით. თამარის კანონით კი, არავის აქვს უფლება ადამიანს წაართვას უფლისგან ნაბოძები სიცოცხლე.

ნათია (35 წლის): - უამრავი დიდებული მეფე და დედოფალი ჰყავდა საქართველოს. არც ორგულობა და ღალატი ყოფილა ჩვენთვის უცხო, მაგრამ ამ ადამიანურ-ეშმაკეული სისუსტეების გვერდით ჩვენი მეფეების სახეები იმედად გამობრწყინდება ხოლმე. ჩვენს მეფეებს სისხლით და ხორცით ჰქონდათ გათავისებული, რომ ხალხის მსახურებად იყვნენ მოვლენილნი ღვთისაგან და არა მათ მტანჯველ-მნგრეველებად. ბაგრატიონთა დიდებულმა დინასტიამ უდიდეს პატრიოტთა სახეები გამოკვეთა საქართველოს ისტორიაში. აშოტ კურაპალატი ჩემთვის ის მეფეა, რომელმაც ძნელბედობის ჟამს შეკრა და გააერთიანა საქართველო ერთი აზრით - აუცილებელი იყო ქრისტიანობის გაძლიერება. სწორედ ეს მოიტანდა ჯერ სულიერ თავისუფლებას, მერე კი ფიზიურადაც გავძლიერდებოდით და წელში გამართული ერი ნელ-ნელა დაიბრუნებდა დაკარგულ, მიტოვებულ მიწა-წყალს. ზნეობა მოიმარჯვა ფარად სულკურთხეულმა გვირგვინოსანმა, ზნეობა კი მაჰმადიანთაგან განდგომა იყო. რაც უფრო განიმტკიცებდი სულიერებას, მით უფრო ემიჯნებოდი მაჰმადიანობას, ზნეობრივ და მამულის სიყვარულში მაგალითს კი თვითონ იძლეოდა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat