სიძულვილი აბრმავებს ადამიანს, სიყვარული კი თვალს უხელს
სიძულვილი აბრმავებს ადამიანს, სიყვარული კი თვალს უხელს
უფლისგან გაჩენილ ადამიანს თვალისჩინი დაჰყვება, რათა შეიცნოს სამყარო, ის ქვეყანა, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის შექმნა და "გვაქვს უთვალავი ფერითა". გონი კი მისი სულიერი თვალია და მისი განვითარება Gვენვე მოგვანდო. მოგვცა, გვაGუქა აზრი, გონება და თავისუფლება - ნათლის ჭვრეტას მოვინდომებთ თუ სიბნელეში ჩაყურყუმელავებას.

ნათელა (43 წლის): - ზოგში სულიერება ადრე იღვიძებს, ზოგს კი გვიან აეხილება თვალი. მორწმუნე მშობლები მყავდა და ტაძარში სიარული, ლოცვა და ზიარება არ მაკლდა პატარაობიდან, მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ აუცილებელი რიტუალი იყო და არა ღმერთის სიახლოვეს ყოფნის სურვილი. მშობლებს ვემორჩილებოდი და დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ჩემი სული ვერ გრძნობდა ღვთიურ სიხარულს. ერთხელ ასე ვიდექით მე, დედაჩემი და ჩემი და, როცა ტაძარში ახალგაზრდა გოგონასთან ხელჩაკიდებული ულამაზესი ქალბატონი შემოვიდა, შევატყვე, ბრმა იყო. მთელი წირვა ფეხზე იდგა, ადგილი შესთავაზეს, მაგრამ არ დაჯდა, მხურვალედ ლოცულობდა, უმშვენიერესი თვალებიდან ცრემლი სდიოდა. მისმა ღვთისმოსაობამ ერთიანად შემძრა - მე, თვალხილულს, სულიერი სიბრმავე რომ მჭირდა, გავაცნობიერე, ის კი თურმე დაბადებიდან ბრმა ყოფილა და უფალს ხედავდა. ავტირდი, რადგან საკუთარი თავი უფრო შემეცოდა, ჩემთვის ხომ მშობლებს ზრუნვა არ დაუკლიათ და ვერ განმკურნეს, ახლა კი ერთბაშად ამეხილა სულიერი თვალი, მეგონა, ხელახლა დავიბადე. ასეა, უფალმა იცის, როგორ მიუდგეს ადამიანს, როგორ შეცვალოს იგი.

ოთარი (74 წლის): - მამა ცნობილი მათემატიკოსი მყავდა. მეგონა, ციფრებისა და ფორმულების გარდა არაფერი ადარდებდა - შუაღამემდე იჯდა და წერდა. შვილებს ზრუნვას არ გვაკლებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დედაჩემს მაინც არ აკმაყოფილებდა მისი საოჯახო საქმიანობა და ერთხელ წამოაყვედრა კიდეც, მაგ შენი მათემატიკის გარდა, არაფერი იცი, ისიც არ გაინტერესებს, შენი შვილები როგორ სწავლობენ, რას აკეთებენო. შევატყვე, ეწყინა მამას, მაგრამ არაფერი უთქვამს. ერთხელ დამისვა და მითხრა, - რასაც უფალი გავალებს, იმ საქმეს ერთგულად უნდა ემსახურო, თორემ ღმერთი გიყურებს და სირცხვილია, ხვალ რომ სტუდენტებთან შევიდე და მათი ინტერესი ვერ დავაკმაყოფილო, - ესეც სირცხვილია. თქვენ შვილები ხართ, ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ სხვის შვილებთანაც ბევრ რამეზე ვარ პასუხისმგებელი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ უფლის შექმნილია და პატივისცემა სჭირდებაო. შეცბუნებულმა ვკითხე, - შენ, მეცნიერ კაცს, უფლის არსებობის გჯერა-მეთქი? მაშინ ხომ კომუნისტური იდეოლოგიით გვზრდიდნენ და რწმენას ცრურწმენას ეძახდნენ. მჯერა და ისიც ვიცი, რომ უფლის გარეშე ვერც სამყარო იარსებებდა და ჭიანჭველაც კი ვერ გაივლის და დედამიწაზეო. გაოგნებული დიდხანს ვფიქრობდი მამაჩემის ნათქვამზე, იმასაც მივხვდი, რომ ეკლესიას მოწყვეტილი თავის თავში ატარებდა უფალს. ასე იცხოვრა სათნოებით, სიკეთის კეთებით. როცა "უფლება მივიღეთ", ტაძარშიც დაიწყო სიარული ღრმად მოხუცმა და ღმერთსაც ისე ერთგულად ემსახურებოდა. ხშირად იმეორებდა, - "იყუარებდეთ ურთიერთასო". ეს მისი საყვარელი სიტყვები იყო და მერე ჩვეული სიდინჯით განმარტავდა, სიძულვილი აბრმავებს ადამიანს, სიყვარული კი თვალს უხელსო. რაც ხანში შევედი, უკეთ გავიაზრე ამ სიტყვების მნიშვნელობა. სიყვარული სულიერი ხედვაა, სიყვარულით გაკეთებულ ნებისმიერ საქმეს კი დიდი მადლი სდევს თან.

ნინო (34 წლის): - სიბრმავეა, როცა ვერ გრძნობ მშობლების, ქვეყნის, ახლობლების სიყვარულს, როცა გული დახშულია და უგრძნობლობის ბურუსი აწევს, თვალით, რასაკვირველია, ვერაფერს დაინახავ. გულით შეიგრძნობს ადამიანი სხვათა გაჭირვებას, თვალი კი ხარბია, მხოლოდ გარეგან სილამაზეს აღიქვამს. პროფესიით ფილოსოფოსი ვარ, ჩემი დღე და მოსწრება წიგნებში ვიყავი ჩაფლული და სხვის გაჭირვებასა თუ სიხარულს მხოლოდ თუ მოვისმენდი, თორემ განზოგადებისა და ჩაღრმავების სურვილი არ მქონდა. არც არავინ მაწუხებდა, რადგან ხვდებოდნენ ჩემს გულგრილობას, არც მე ვაწუხებდი ვინმეს, მეგონა, სამყარო ჩემით იწყებოდა - ვიყავი გენიოსი და ყველაფერი შემეძლო. მამა ადრე გარდამეცვალა, მე და დედა მარტონი ვცხოვრობდით. უამრავი მოწაფე მყავდა და შემოსავალიც სოლიდური მქონდა. მაგრამ ერთხელ ავად გავხდი. ერთი თვით საავადმყოფოში მოვხვდი. პალატაში ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა ქალი იყო. მნახველები არ ელეოდათ. თვითონ ლოგინში მწოლიარენი, ყველას სიყვარულით ხვდებოდნენ. მე მხოლოდ დედა მაკითხავდა... თვალი კარისკენ მეჭირა, მაგრამ არავინ მოდიოდა. ჩემი მედიდურობის გამო ისიც არ იცოდნენ, ავად რომ ვიყავი. გადავწყვიტე, სხვანაირად მეცხოვრა და ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat