ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლა და საქართველოსკენ მოვკურცხლე
ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლა და საქართველოსკენ მოვკურცხლე
"სიტყვა სიტყვაა, საქმე კი სხვაა", - სწერდა გრიგოლ ორბელიანი "შვილებს". ამ ფრაზის დანიშნულებაზე გვაქვს ამჯერად ლაპარაკი და არა იმაზე, რას საყვედურობდა "მამა" ახალ თაობას. საქმე ღვთიურია, რომელსაც წინ ენა და აზრი უნდა უძღოდეს.

მირიანი (56 წლის):
სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

რუსეთში ვცხოვრობდი და ერთმა რუსმა წამომაძახა, ქართველები ზარმაცები ხართ, თქვენი ქვეყანა მიგიტოვებიათ და აქ დაწანწალებთ იოლი ლუკმაპურის საშოვნელადო. მეწყინა, მაგრამ ამ სიტყვებმა თითქოს გამომაფხიზლა და საქართველოსკენ მოვკურცხლე.

სოფელი მქონდა მამაპაპისეული, მიტოვებული დამხვდა ყველაფერი, ჩემიც და სხვისიც. გული მომიკვდა, როცა ერთ დროს სიმინდითა და ლობიოთი გადაღაღანებული ველები გაუკაცრიელებული დამხვდა. მაშინ გამახსენდა იმ რუსის სიტყვები... ბევრი ვიშრომეთ მე და მამაჩემმა, სოფელში დარჩენილი ორიოდე გლეხიც დაგვეხმარა და მალე ჩემი ეზო სამოთხეს დაემსგავსა. ვენახიც გავახალისეთ, ბოსტანიც და პირუტყვიც გავიჩინეთ. შრომა სიკეთის საწყისია და შენი ნაშრომიც წაღმა მოგიბრუნდება.

ნინო (60 წლის):
როცა საქმეზე ჩამოვარდება სიტყვა, ყოველთვის ჩვენი რაიონის ექიმი გაიანე მახსენდება. ყველანი განო ექიმს ვეძახდით. საოცარი ქალი იყო - ერთს შეგხედავდა და დიაგნოზიც მზად ჰქონდა. ერთხელ ცუდად ვიყავი და დედაჩემმა შინ მოიყვანა. მაშინ არც მანქანები ჰყავდა ყოველ მეორე ოჯახს და არც ტელეფონები იყო. ბაბუაჩემი წავიდა და იმ ყიამეთ ღამესა და სიცივეში წამოიყვანა. დედაჩემს შერცხვა და ფული შეაძლია. მაშინ ასე წამხდარ-გაფუჭებული და ფულზე გაგიჟებული არ იყო ხალხი. დღეს ეს ვიღას გაუკვირდება?!.. მისი დაძაბული და დედაჩემის დაფიქრებული სახე მახსოვს. პათეტიკურად კი არა, ისე, დაუძაბავად თქვა განო ექიმმა, - ექიმი ვარ და ეს მავალიაო. ვფიქრობ, ახლა ნაკლებად გვყავს ამგვარი საქმის მცოდნე და გულისხმიერი ადამიანები.

ლიანა (64 წლის): უფალმა ყველას მოგვცა საიმისო ჭკუა-გონება, მივხვდეთ, რა არის ჩვენი საკეთებელი და რისკენ მიგვდრიკა. მე წლების მანძილზე პედაგოგი ვიყავი და მეგონა, ახალგაზრდებს ჩემს საგანთან ერთად სამშობლოს სიყვარულსა და ადამიანის პატივისცემასაც ვასწავლიდი. ვერ ვიტყვი, რომ იმათგან არ ვიღებდი სიყვარულს, ყველაფერი ბუმერანგივით მიბრუნდებოდა.

...სკოლიდან ისე გამოგვიშვეს, ჩვენი ამდენი სიკეთისთვის მადლობა არავის უთქვამს. ეს არ არის პოლიტიკა...

მიჭირს უბავშვებოდ და რა ვქნა... ჯერ არ ვიყავი ისე დავარდნილი, რომ ვერ გადამეცა ცოდნა მომავალი თაობისთვის.

ნადეჟდა (55 წლის):
ყველამ უნდა იცოდეს თავისი საქმე, ამასთან, უნდა უყვარდეს კიდეც. თუ ფილოსოფიაში "გადავარდნად" არ ჩამითვლით, თუ არ გიყვარს ის, რასაც სწავლობ, ვერ მიიღებ ცოდნას.

მე დედა რუსი მყავდა, მოსკოვიდან ჩამოიყვანა მამაჩემმა სოფელში. დედამისი რომ ჩამოვიდა, ტირილი დაიწყო, აქ რა გინდა, შვილოო. აუხსნა დედაჩემმა ვალიამ, ჩემს ოჯახს შენი ასეთი ლაპარაკი არ მოეწონება, აქ ძალიან კარგად ვარ, მართალია, "ტანცები" არ ეწყობა, სამაგიეროდ, ქმარ-შვილი მყავს და მათი მოვლა-პატრონობით "ვერთობიო". ძროხასაც წველიდა, ყველიც ამოჰყავდა, დედამთილ-მამამთილს რუსულს ასწავლიდა, თვითონაც ქართულს სწავლობდა და ძალიან უყვარდა მთელ სოფელს.

ბევრი საოჯახო საქმის ცოდნას არ ესწრაფვის, არადა, ოჯახის მოვლა ქალის უპირველესი საქმეა.

დავითი (30 წლის):
ზოგს ქურდობა და ყაჩაღობა მარტო ის ჰგონია, როცა რაიმე ნივთს მოიპარავს. როცა სხვა შრომობს და შენ თავს არიდებ, გინდა გამოძვრე და სხვისი პასუხისმგებლობით ისარგებლო, - ესეც ქურდობა და ცოდვაა. საქმე ადამიანს ნამდვილად აკეთილშობილებს. აბა, ნახეთ ოჯახი, სადაც შრომისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ - იქ ყველაფერი წესრიგშია, საჩხუბრად და საყაყანოდ არავის სცალია. სახელმწიფოშიც ასე იქნება, თუკი იქ ქვეყნის მოყვარული ადამიანები იცხოვრებენ. პატრიოტიზმი ზოგს სადღეგრძელოს თქმისას გულზე ხელის ბრაგუნი ჰგონია. იქ ვიღვაწოთ კეთილსინდისიერად, სადაც ჩვენი ადგილია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.05.2018
როცა ხანცთისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე ავდიოდით ჩემს გულში სამი სახე მესახებოდა: ერთ მხარეს კლდე (ქრისტე), შუაში გზა (ადამიანის ღვაწლი) და მეორე მხარეს გადასავარდნი (სიკვდილის ტოლფასი დაცემა - უნანელობა).
23.09.2017
ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველმა მოგვწერა წერილი და გვთხოვა გამოგექვეყნებინა. ვასრულებთ მის თხოვნას. მადლობა მას და მადლობა თითოეულ თქვენგანს,
30.05.2016
დათო ხვედელიძე სოციალურ ქსელში იხსენებს:
2008 წლის ადრიანი ზაფხული იქნებოდა, აღარ მახსოვს სად მივდიოდი...
04.01.2016
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:
27.12.2015
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?
10.10.2013
ჩემი ნატვრა
საწერ მაგიდაზე გაშლილი მაქვს საქართველოს პატარა რუკა.
29.08.2013
საპყრობილესა შინა მყოფნი
ალექსანდრე რაზმაძემ რამდენიმე თვეა, საპყრობილე დატოვა და ცხოვრებას ღვთისთვის სათნოდ აგრძელებს.
29.08.2013
ჩემი ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ჟურნალისტის, ლელა ჯიყაშვილის საოცრად შთამბეჭდავმა და ემოციურმა სტატიამ სათაურით "უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში"
11.04.2013
"ცოდვა ტკბილია, მერე კი შხამი და სამსალა", - ბრძანებს სულხან-საბა. მართლაც, როდი ვაანალიზებთ გულისთქმას აყოლილნი, რომ შესაძლოა, გონსმოსული, საკუთარმა თავმა დაგტანჯოს.
11.04.2013
მამა დავითის (ნიჟარაძე) წამლის მაკურნებელი ძალა
როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat